↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
არაერთი წერილისა და თხოვნის შედეგად, გადავწყვიტე ვრცლად დავდო ყველა ის ძირითადი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებულ ტრეიდერად ჩამოყალიბებაში, როგორც სავალუტო ასევე საფონდო ბირჟაზე.

ტოპიკში დაიდება მხოლოდ სასწავლო საინფორმაციო მასალა: მანი მენეჯმენტის, რისკების და კაპიტალის კონტროლის, გრაფიკული და ფუნდამენტალური ანალიზის, სხვადასხვა მომგებიანი სისტემების შესახებ.

ამავდროულად ეს იქნება საქართველოში ამ ინფორმაციის მოგროვების, დალაგების და ქართულ ენაზე გამოქვეყნების
პირველი მცდელობა.

გთხოვთ არ დადოთ აქ სხვადასხვა კითხვები. კითხვები მომწერეთ მაილზე tbs_trader@yahoo.com აუცილებლად მიიღებთ ამომწურავ პასუხს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
სანამ სერიოზულ თემებს შევეხებოდე, შევეცდები ავხსნა წარმატებული ტრეიდერის ცნება

30 ცნება წარმატებულ ტრეიდერზე

1.შეიცანი თავი შენი. წარმატებული ვაჭრობა – ეს არის 97% ით შენი ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა და გამოყენება. თუ თქვენ მუდმივად მონაწილეობთ ვაჭრობაში და არ იყენებთ თქვენს ძლიერ მხარეებს, მაშინ თქვენ დაიწყებთ ფულის დაკარგვას.

2.გარიგება არაა ინვესტიცია. ყველაზე კარგად აწყობილ სისტემასაც კი შეუძლია წამგებიან გარიგებაში გაგიყვანოთ. პირობები იცვლება. ბაზარი იცვლება. და ამ ცვლილებების გამო, მომგებიანი სისტემაც შეიძლება წამგებიანად იქცეს. იყავით მზად ადაპტაციისათვის. თუ თქვენ არ ხართ მზად შეცვალოთ თქვენი სისტემის პირობები, ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები. არასდროს არ გახადოთ თქვენი გარიგება "ინვესტიციად" მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ შეგწევთ ძალა გაუგოთ საბაზრო ცვლილებებს.

3.აწარმოეთ სავაჭრო დღიური. ძნელია ისწავლო შეცდომებზე თუკი ისენი არ გახსოვს. ყოველთვის ხელთ იქონიეთ ჩანაწერები თქვენს შეცდომებსა თუ წარმატებებზე. თვალყური ადევნეთ საბაზრო მოძრაობებს და რეაქციებს და ჩაიწერეთ თქვენი დაკვირვებები. ჩაიწერეთ, თუ როგორ მოძრაობს ბაზარი კონკრეტულ შემთხვევებში.

4.გახსენით პოზიცია ისე, რომ თითქოს მას აქვს პოტენციალი გახდეს

"წლის უმსხვილესი გარიგება".
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგეგმეთ თქვენი გარიგებები. არ შეხვიდეთ გარიგებაში მანამ, სანამ დეტალურად არ გაანალიზებთ ყველაფერს. დაფიქრდით, თუ როგორ დაამატებთ პოზიციებს (პირამიდის აშენება). შეადგინეთ გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოთ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როგორ უნდა გამოხვიდეთ გარიგებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ თანხებს.

5.განიმტკიცეთ დისციპლინა და მოთმინება, დაელოდეთ საჭირო მომენტს. . ბილლ ლიპშიცის მონაცემებით, 250 გარიგებიდან სამზე დაკარგავთ თანხებს, ორი იქნება ძალიან მომგებიანი, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია უშვალოდ თქვენზე. ელოდეთ და თვალყური ადევნეთ ტრენდებს: ძლიერი აქცია, ძლიერი ჯგუფი/სექტორი, ძლიერი ბაზარი. ელოდეთ მომენტს, როცა წინააგჰმდეგობა/მხარდაჭერის შემადგენელი დონეები იქნება თქვენს მხარეს. წარმატებული ვაჭრობა – ეს ბიზნესია, სადაც ბევრ დროს ატარებთ არაფრის კეთებაში.

6.დარწმუნდით თქვენს სიმართლეში და წინ!!! გახსენით საწყისი პატარა პოზიციები და როგორც კი გაირკვევა რომ თქვენ აღმოჩნდით მართალი თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მაშინვე დაამატეთ პოზიციები.

7.იყავით მზად შეცდომა და წაგებისათვის ვაჭრობა არის ვაჭრობა, ბაზარი არის ბაზარი და წაგებებიც გარდაუალია. თუმცა, ეს წაგებები რეგულირებადია. დააყენეთ "სტოპები" და გამოიყენეთ ისენი დაგეგმილ დონეზე ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე. ასე თქვენ შეძლებთ მართოთ თქვენი რისკი. და ეს არის ერთადერთი საშვალება დაიცვათ თქვენი კაპიტალი და დარჩეთ თამაშში.

8.ინფორმაციები უკვე გრაფიკზეა გუშინდელიც და ხვალინდელიც ფუნდამენტალური ანალიზის მომხრეები პროგნოზირებადად რეაგირებენ ნიუსებზე. ტეხნიკური ანალიზის მომხრეები პროგნოზირებადად რეაგირებენ გრაფიკულ ფიგურებსა და ინდიკატორებზე. თუ თქვენ გაქვთ უნარი სწორედ ცაიკითხოთ გრაფიკი, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ ნიუსებზე თვალყურის დევნება. დაივიწყეთ ნიუსები თვალყური ადევნეთ მხოლოდ გრაფიკს, გრაფიკმა უკვე მხედველობაში მიიღო ყველა შესაძლო ნიუსი.

9.ყოველთვის იკრიბება ბრბო, რომლებმაც გამოტოვეს პირველი ნავი მაგალითად, ფასის პირველი მკვეთრი ვარდნა (sell-off) ყოველთვის იპოვის მყიდველს, და ფასისი პირველი მკვეთრი აღმასვლა (rally) ყოველთვის იპოვის გამყიდველს. ეს «რეაქციები» პრაქტიკულად ყოველთვის დროულია. დაგეგმეთ ყიდვა პირველივე ასხლეტვაზე ახალი მაქსიმუმიდან და გაყიდვა პირველივე ასხლეტვაზე ახალი მინიმუმიდან.

10.დიდი მოძრაობები კლავენ ტრენდს ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია კულმინაციური (ძალიან მაღალი) ფასის ახალი აღმასვლა ან პირიქით. ასეთი რყევები აგდებენ ბაზრიდან როგორც მყიდველებს (ხარები) ასევე გამყიდველებს (დათვები). ასეთი რყევების შემდეგ ბაზარი როგორც წესი შედის გვერდულ მოძრაობაში (ფლეტი).

11.გამოიყენეთ მოძრავი "სტოპები" თუ მარკეტი მოძრაობს თქვენს

მიმართულებით.
იმისათვის რომ მომგებიანი პოზიცია არ დახუროთ ძალიან ადრე ან ძალიან გვიან, გადაიტანეთ "სტოპები" მიმდინარე ფასიდან 20-25% ით მოშორებით ან ოდნავი მოშორებით უკანასვნელი მაქსიმუმიდან/მინიმუმიდან.

12.ყოველთვის დაიცავით თქვენი კაპიტალი. ყველაზე მთავარი პრინციპი – იყავით მოუთმენელი დანაკარგთან. როგორც ყოველთვის, პატარა და სწრაფი დანაკარგები – ეს ყველაზე "კარგი" დანაკარგებია. ეს არაა ის დანაკარგები, რაზედაც საჭიროა ყურადღების გამახვილება. გაცილებით ცუდია წამგებიანი პოზიციის შენარჩუნებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური წნეხის გამოცდა. განიმტკიცეთ რისკის კონტროლი.

13.არასდროს არ დაუმატოთ პოზიცია წამგებიან გარიგებას. თუ თქვენ ქმნით პირამიდას გრძელი პოზიციით, მაშინ თითოეული ახალი ყიდვის ფასი უნდა იყოს წინაზე მაღალი. თუ ამატრბთ მოკლე პოზიციებს, მაშინ თითოეული ახალი გაყიდვის ფასი უნდა იყოს წინაზე დაბალი. ეს აუცილებელი წესია.

14.არც იფიქროთ "ვარდნაში მყოფი დანის დაჭერა". პირიქით, დაიცადეთ - ძლიერი აღმასვლა, ასხლეტა და დაბრუნება წინა მინიმუმთან. თუ ფასი არ მიდის წინა მინიმუზე დაბლა, მაშინ დაგეგმეთ გარიგება. თუ ფასი არ მიდის ზემოთ, ეს არაა უბედურება, ყოველთვის იქნება სხვა შესაძლებლობა. შეარჩიეთ ოპტიმალური მომენტი გარიგებისთვის.

15.იყიდეთ მხარდაჭერასთან. და დასვით ახლო სტოპები

წინააღმდეგობასთან.


ფასს შეუძლია გაიაროს წინააღმდეგობა, გაჩერდეს ან დაეცეს. თუ ფასი დაეცა, პოზიცია უნდა დაიხუროს სასწრაფოდ.

16.იყიდეთ მხარდაჭერასთან. გაყიდეთ წინააღმდეგობასთან. თქვენ უნდა გააკეთოდ ეს ასე, მაშინაც კი თუკი ეს ძნელია. თკი ამას თქვენ ხედავთ გრაფიკზე, ესეიგი ამას სხვებიც ხედავენ....

17.არასდროს არ დაკარგოთ თვალთახედვიდან მხარდაჭერა ან

წინააღმდეგობა(თუკი გაყიდეთ).
რაც უფრო შორს იმყოფებით მხარდაჭერისგან ან წინააღმდეგობისგან (გაყიდვისას), მით უფრო ეული იქნებით.

18.ყოველი დღე ეს ახალი დღეა და ყოველი ახალი პოზიცია

გადახედილ უნდა იქნას
. ეს განსაკუთრებით ეხება თქვენს სტრატეგიას. ფასი, რომელიც თქვენ გადაიხადეთ და თქვენი მოგების ან წაგების მოცულობა, ეს ორი სხვადასხვა საგანია, რომელთაც არანაირი კავშირი არააქვთ ერთმანეთთან. თუ აქცია გაყიდულ უნდა იქნას, მაშინ ის უნდა გაიყიდოს. მთავარი არა მოგების ან წაგების მოცულობაა, არამედ ის თუ როგორ ზედმიწევნით ზუსტად ასრულებთ თქვენს მიერ არჩეულ სისტემას, სტრატეგიას.

19.იყავით მომთმენნი. როცა პოზიცია გახსნილია,მიეცით მას საშვალება განვითარდეს. მიეცით დრო შექმნას გარკვეული მოგება, რომელსაც თქვენ ასე ელოდით. ანდაზა «დღევანდელი ბამბა მირჩევნია ხვალინდელ ოქროსო», მცდარია, ყველაზე უნიჭო და უიღბლოების ნათქვამი. პატარა მოგებების აღება და მომგებიანი პოზიციის დახურვა - ყველაზე მოკლე და სწორი გზაა გაკოტრებისაკენ. უნდა გამოიმუშაოთ ჩვევა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ მომგებიანი პოზიცია.

20.ნუ ეცდებით რაც შეილძლება მალე "იყოთ თამაშში". არ იჩქაროთ. თვალყური ადევნეთ, ჩამოაყალიბეთ სტრატეგია და იყავით პირველი საჭირო მომენტში.

21."Trend Your Friend" ტრენდი თქვენი მეგობარია. არც ეცადოთ გმირობა. თუ თქვენ თვლით, რომ მოძრაობის საწინააღმდეგო მომართულებით სვლა ცალმხრივ ქუჩაზე იდიოტობაა- თქვენ მართალი ხართ. გადმოიტანეთ ეს გაგება მარკეტზეც. ხარების მარკეტზე უნდა განახორციელოთ ყიდვა მხოლოდ ან ყოთ თამაშგარეთ. დათვების მარკეტზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ გაყიდვები ან ყოთ თამაშგარეთ. და გახსოვდეთ – გახსნილი პოზიციების არქონა – ეს ასევე პოზიციაა. და ბევრ შემთხვევაში – საუკეთესო პოზიციაც.

22.უგულველყავიტ შეუმოწმებელი სტრატეგიები. მსგავსი სისულელეები უამრავია ინტერნეტში. შემოგთავაზებენ ლამაზად და პროფესიონალური ტერმინოლოგიით ათასგვარ ნაგავს, ლამაზი გაფორმებით, აღწერით რომ ეს სტრატეგია თუ სისტემა არასდროს არ აგებს, დაუმატებენ გრაფიკს ამის დამადასტურებელს, მაგრამ გახსოვდეთ ასეთი სისტემა არ არსებობს და რომც არსებობდეს არავინ არ გაყიდის მას.

23.თუ თქვენ გჭირდებათ რამის მოძებნა -ეს იქ არაა. ტეხნიკურ ანალიზზს გააჩნია საკმაოდ დიდი შესაძლებლობები, რომ დაინახოთ სწორეთ ის რაც თქვენ გსურთ. რაც უფრო რთულია რამის მოძებნა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ თქვენ ხედავთ არაფერს, არარეალურს.

24.ტრენდები არ ტრიალდებიან მალე. . ტრენდის შემოტრიალებას სჭირდება დრო განვითარებისათვის. ისენი ნელ-ნელა იქმნებიან.

25.აკეთეთ უფრო მეტი იმაზე რაც თქვენზე მუშაობს ვინემ იმაზე

რაც თქვენს წინააღმდეგ მუშაობს
ყოველ დღე გადახედეთ თქვენს გახსნილ პოზიციებს. დაგეგმეთ დამატებები პოზიციებზე. დახურეთ არამომგებიანი ან ნაკლებად მომგებიანი პოზიციები. ეს არის საფუძველი თეზისის: «მიეცით შემოსავალს ზრდის საშვალება».

26.როდესაც მკვეთრად აგებთ გამოდით თამაშიდან. დახურეთ ყველა პოზიცია და არ ითამაშოთ რამოდენიმე დღე. რამოდენიმე მკვეთრი წაგების შემდეგ არც ეცადოთ რევანშის აღება და ფულის დაბრუნება.

27.იფიქრეთ ისე როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა . იბრძოლეთ ბაზრის იმ მხარეს, რომელიც იგებს. თქვენი მოვალეობაა – მოგების მიღება, იმ მხარეზე ბრძოლაში რომელიც იგებს. თუ ვერცერთი მხარე ვერ იგებს, მაშინ სულ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ.

28.დაერიეთ საბაზრო ბრბოს. სხვა ტრეიდერები თამაშში იმისთვის არიან რომ ცაიღონ თქვენგან თანხა. თქვენ კი მათ მანამდე უნდა წაარტვათ მათი ფული, სანამ ისენი თქვენამდე მოვლენ…

29.ანალიტიკოსებზე. ყველა იტყუება. ამას ისენი აკეთებენ იმიტომ რომ აიღონ თქვენი ფული. ანალიტიკური სერვისები ეკუთვნიან საფინანსო ორგანიზაციებს. ისენი ბიზნესშჰი იმიტომ არ არიან, რომ თქვენ დაგეხმარონ. გახსოვდეთ ისენი ემსახურებიან მხოლოდ თავიანთ კომპანიას.

30.იყავით მზად სერიოზული მეცადინეობისათვის. ის ტრეიდერები, რომლებსაც არ სურთ დახარჯონ დრო სწავლაზე ან მარკეტის თვალყურის დევნაზე, ტრეინინგებზე, ტეხ-ანალიზის ათვისებაზე, სისტემების განხილვაზე, და ა.შ., ყოველთვის დაკარგავენ თანხებს მარკეტზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
ამით დასრულდა ის 30 წესი რომლის დაცვითაც

თქვენ შეძლებთ წარმატებულ ვაჭრობას მსოფლიოს

სავალუტო თუ საფონდო ბირჯებზე.

შემდეგ პოსტში შევეხები მანი მენეჯმენტის, რისკის

და კაპიტალის კონტროლის წესებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
კაპიტალის მართვის საიდუმლოებანი

კაპიტალის მართვის მიმოხილვა

ხშირად ამბობენ, რომ კაპიტალის მართვა შეადგენს ვაჭრობის-ინვესტირების ნახევარ. ეს მართალია იმ გაგებით, რომ არსებობს თითოეული ვაჭრობის-ინვესტირების ორი მთავარი ასპექტი: როდის და რამდენი. სინამდვილეში კი, ბევრია დამოკიდებული საკუთარი ვაჭრობა-ინვესტირების აქტზე. არსებობს ვაჭრობის ფსიქოლოგიური ასპექტები, და არსებობს ვაჭრობის აქტების განხორციელების ასპექტები. თუ ტრეიდერებს ან ეშინიათ ვაჭრობის, ან მათი ბროკერები გამუდმებით ცუდათ ასრულებენ მათ შეკვეთებს, ეს ასევე უარყოფითად აისახება თქვენს სავაჭრო სისტემაზე. ერთი სიტყვით, ბევრი ასპექტებია გასათვალისწინებელი ვაჭრობასთან მიდგომისას, ხოლო კაპიტალის მართვა ეს სარის ნაწილი ამ ერთი დიდი თავსატეხისა. თუმცა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი. ფაქტიურად ყველაზე წარმატებული ტრეიდერი ხდება ის ვინც დიდ დროს და ყურადღებას უთმობს კაპიტალის მართვის საკითხებს.

კაპიტალის მართვა – ეს არის, ის რაც თითოეულმა ტრეიდერმა შეიძლება გამოიყენოს. მაგრამ, იმისათვის რომ, ეფექტურად იქნას გამოყენებული კაპიტლის მართვა, ტრეიდერებს აუცილებლად ესაჭიროებათ მოგება-წაგების ზუსტი ისტორიული რეგისტრაცია. თუმცა ზოგიერთი ტრეიდერი არ იყენებს კონკრეტულ სისტემებს, მათ გააჩნიათ თავიანთი განსხვავებული მიდგომა ვაჭრობასთან. კარგად შემოწმებული სავაჭრო სისტემა კი ეხმარება ტრეიდერებს უზრუნველჰყონ ნორმალურ სტატისტიკურ საზღვრების ფარგლებში მომავალი გარიგებების დადებითი რეზულტატის სტაბილურობა. გასაგებია, რომ ეს–ის სტატისტიკური საზღვრებია, რომლებიც გვაძლევენ შესანიშნავ შესაძლებლობას ვმართოდ ჩვენი ანგარიში როგორც ეფეკტურად ასევე კვალიფიცირებულადაც. ძირითად მეთოდათ, ამ სტატისტიკური საზღვრების ჩამოყალიბებაში, გვევლინება შესრულებული გარიგებების ფართო სპექტრი. მაგრამ, რამდენი კონკრეტული გარიგებაა საჭირო ამისათვის? ამ სტატიის პირველ ნაწილში, შევეცდები გავხსნა ასეთი ხასიათის პრობლემები.

როდესაც თქვენ გაქვთ სავაჭრო სისტემა, რითითაც თქვენ თავს დამაჯერებლად გრძნობთ, სწორედ ესაა ის მომენტი, რომ დაიწყოთ კვლევა იმისა, თუ როგორ შეუძლია კაპიტალის მართვას გააუმჯობესოს თქვენი სისტემის შედეგები. ამ სტატიაში შევეხები მხოლოდ “მექნიკური” ინვესტირება-ვაჭრობის ასპექტებს: როგორ უნდა გარისკოთ საკუთარი სახსრებით სავაჭრო სისტემის ან კაპიტალის კონტროლის მიხედვით იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური მოგება და თავიდან აიცილოთ არამუდმივი იდეები კაპიტლის კონტროლის შესახბ.

კაპიტლის კონტროლის პროცესი შედგება პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ეტაპებისაგან:

• გაიგეთ კაპიტლის კონტროლის მეთოდიკის მნიშვნელობა და უპირატესობა.

• ჩამოყალიბდით თქვენთვის, თუ რა არის თქვენთვის უფრო მისაღები. ანუ გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა მოცულობის სახსრებით ითამაშებთ და რამდენი გსურთ მოგების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის მართვის კონკრეტული მეთოდიკის შერჩევისათვის.

• ისწავლეთ კაპიტალის კონტროლის სხვადასხვა მეთოდიკის შედარებები და ანალიზი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
“რა?”, “რატომ?” და “როგორ"

ეხლა შევეცდები განვმარტო, თუ რას წარმოადგენენ კაპიტალის მართვის ძირითადი მეთოდები და ჩამოვთვალო ექვსი ძირითადი მეთოდის ძლიერი და სუსტი მხარეები.

1.კაპიტალის კონტროლის არქონა– ეს მეთოდიკა წარმოადგენს უბრალო მეთოდს, რომელსაც იყენებს ტრეიდერთა დიდი ჯგუფი. ეს მეთოდი გულისხმობს მარკეტში ყოველთვის ერთი კონტრაქტით, ერთი გარიგებით შესვლას. ამ მეთოდს აქვს თავისი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, რომლის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ.

2.რამოდენიმე კონტრაქტი – ეს მეთოდი ძალიან გავს წინას, განსხვავება ისაა, რომ ტრეიდერები მარკეტში შედიან რამოდენიმე კონტრაქტით (გარიგებით).

3.ფიქსირებული თანხა– ამ მეთოდით ტრეიდერები ღებულობენ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ თუ რა მოცულობის თანხით შეუძლიათ გარისკვა, რა მოცულობის თანხით შევიდნენ თამაშში. მაგალითად, ფინანსურ მენეჯერს შეუძლია აირჩიოს რისკი არაუმეტეს 1000$-ისა თითოეულ შესვლაზე.

4.კაპიტალის ფიქსირებული პროცენტი–ამ მეთოდის გამოყენებით ტრეიდერები განსაზღვრავენ, მთელი ანგარიშის თუ რა პროცენტით ივაჭრონ მარკეტში თითოეული შესვლის დროს. მაგალითად, ფინანსურ მენეჯერს შეუძლია აირჩიოს რისკი მთელი დეპოზიტის არაუმეტეს 5%-ისა.

5.მოგებისა და წაგების დაბალანსება – ამ მეთოდს ხშირად უწოდებენ სამშენებლო პირამიდას (ზემოთ ან ქვემოთ) ან მარტენგეილისებური მიდგომა.ამ მეთოდიკით ტრეიდერები ადგენენ ჩატარებული ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგების ან წაგების მოცულობას. მაგალითად, წაგებული გარიგების შემდეგ, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება გააორმაგონ შემდეგ შესვლაზე ვაჭრობის მოცულობა.

6.ოპტიმალური f-ის გამოყენება – აქ გიამბობთ იმის შესახებ თუ, რა არის ოპტიმალური f და როგორ შეიძლება მისი გამოყენება კაპიტლის მართვის ტექნიკაში.

ამ ნაწილის წაკითხვით, თქვენ გეცოდინებათ თითქმის მთელი “მექნიკა” კაპიტალის მართვის მეთოდების შესახებ, ასევე გეცოდინებათ ამ მეთოდების სხვადასხვა შესაძლებლობები და ვარიაციები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ გეცოდინებათ თქვენი სავაჭრო სისტემა, ასევე თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ თქვენი სავაჭრო სისტემის შემოსავლიანობა და რისკის ფაქტორი.

მაგრამ, მანამ სანამ თქვენ შეეცდებით გამოავლინოთ თქვენი სავაჭრო სისტემის პოტენციური შემოსავლიანობა, თქვენ უნდა შეეცადოთ ჩამოყალიბდეთ, თუ რა არის თქვენთვის ყველაზე მისაღები. იმისათვის რომ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მართებული მეთოდიკა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რისკის როგორი ტიპის და რა მოგების დაშვება შეგიძლიათ. კაპიტალის მართვის თითოეულ ზემოთ ნახსენებ მეთოდიკას შეუძლია შეცვალოს თქვენი სავაჭრო სისტემა.

იმის შემდეგ როცა თქვენ ჩამოყალიბდებით და გადაწყვიტავთ თუ რა გსურთ, რისი შესაძლებლობა გაქვთ, რამდენის გარისკვა შეგიძლიათ და რამდენის მოგება გსურთ, თქვენ უნდა ისწავლოთ თუ როგორ უნდა შეადაროთ სხვადასხვა მეთოდები და სავაჭრო სისტემებს.

ჩამოვთვალოთ სისტემის შედარების ცხრა შესაძლო ვარიანტი.

1. მთელი მოგება

2. კრედიტის გამოყენება (დანაკარგი)

3. შემოსავალი/ მარჟა

4. შემოსავალი/ კრედიტის გამოყენება(დანაკარგი)

5. შემოსავალი/დრო

6. მოგების პროცენტი

7. Z- ანგარიში და ნდობის ინტერვალები

8. ოპტიმალური F

9. შესაძლო გაბანკროტება


თითოეულ ამ მეთოდს აქვს თავისი უპირატესობები და ასევე სისუსტეებიც. თქვენ უნდა იცოდეთ ამ უპირატესობა/სისუსტეების შესახებ მანამ სანამ გამოიყენებთ რომელიმე მეთოდს სავაჭრო სისტემის შესამოწმებლად. მხოლოდ ამ რამოდენიმე ზემოთჩამოთვლილი ან ყველა მეთოდის გამოყენების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება გამოიყენოთ თუ არა ესა თუ ის სავაჭრო სისტემა. სავაჭრო სისტემის შედეგების მრავალმხრივი ანალიზი მოგცემთ საშვალებას თავიდან აიცილოთ არასწორი მიდგომა ვაჭრობასთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
ამით დავასრულე მოკლე მიმიხილვა იმის შესახებ

თუ, რა ასპექტებს მოიცავს კაპიტალის მართვა.

შემდეგ პოსტებში უკვე ვრცლად ავხსნი ყველა

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
თქვენ გაქვთ სისტემა?

ტენდენცია მექანიკური სისტემების მიმართულებით?

იმისათვის რომ ეფექტურად შეისწავლოთ კაპიტლის მართვა, ვაჭრობის შედეგები ლოგიკური ჯაჭვით უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან და მოყვანილ უნდა იქნენ ერთ საერთო მაჩვენებელში. ამ შედეგის მიღწევის ყველაზე იოლი გზა არის ვაჭრობის მექანიკური სისტემა. ვაჭრობის მექანიკური სისტემა საშვალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ სუბიექტურობა. ნავარაუდებია, რომ მაღალი კლასის სწორი სავაჭრო სისტემა ასოცირდება ვაჭრობის შედეგების განსაკუთრებულ რაოდენობის ქონასთან. და ეს შედეგების რაოდენობა მომავალშიც იგივე იქნება. ე.ი. მექანიკური სისტემა მომავალშიც მსგავსი მანერით იფუნქციონირებს. ამ ვარაუდზე დაყრდნობით, შესაძლებელია შევაგროვოთ სავაჭრო სისტემის მონაცემები (მოგების პროცენტი, საშვალო მოგება ერთ გარიგებაზე და ასე შემდეგ.) და ამ სტატისტიკის ფარგლებში ველოდოთ მის სამომავლო ფუნქციონირებას.

სავაჭრო სისტემის ავტომატიზაციის პროცესი მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო.

1. სისტემის ავტომატიზაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სუბიექტურობა. მაგალითად, თუ თქვენ იცით, რომ ცალკეული სისტემა მუშაობის ხანგრძლივობის 73% ში იგებს და სისტემა მრავალგზისაა შემოწმებული: მართებულია ფიქრი იმაზე რომ ეს სისტემა მომავბალშიც ასე გააგრძელებს მუშაობას.

2. კარგად ავტომატიზირებული სავაჭრო სისტემა თქვენ მოგცემთ სპეციფიკურ ინფორმაციას თავის დამახასიათებელ ნიშნებზე. თუ სავაჭრო სისტემა მრავალჯერაა ტესტირებული, თქვენ შეძლებთ მოუძებნოთ მას ყველაზე სწორი კაპიტალის რაოდენობა, გაუგოთ რისკის მოცულობას და ასე შემდეგ.

მიუხედავათ ზემო თქმულისა მე არ გამაჩნია ავტომატიზირებული სისტემა რადგანაც მაინც მიმაჩნია რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები გაცილებით მაღლა დგას ავტომატიზაციის შესაძლებლობებზე. თუმცა რა თქმაუნდა მე გამაჩნია საკუთარი სისტემა მაგრამ არა ავტომატიზირებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
შემდეგ პოსტში ვისაუბრებ სტატისტიკაზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
სტატისტიკურად მომგებიანი?

ხშირად ამბობენ, რომ თუ სავაჭრო სისტემა არაა სტატისტიკურად მომგებიანი, მაშინ არაა საჭირო კაპიტლის მართვის ტესტირება ამ სისტემისათვის. სტატისტიკის თვალსაზრისით ეს ნიშნავს იმას, რომ ვაჭრობის ბოლოს თქვენს ანგარიშზე უნდა იყოს უფრო მეტი თანხა. თუ ეს ასეა, ესეიგი სავაჭრო სისტემა არის სტატისტიკურად მომგებიანი.

(საშვალო მომგებიანი გარიგება) * (მოგების %)> ( საშვალო წამგებიანი გარიგება) * (წაგების %)

მეორეს მხრივ, როცა ტრეიდერს აქვს წამგებიანი სისტემა, მაშინ შესაძლებელია იმ სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც არ არიან თანაბარი რაოდენობით გათვლილი ყველა გარიგებისათვის. მაგალითად, არსებობენ ისეთი სისტემები, რომლებიც ისწრაფვიან ქონდეთ ორი წამგებიანი და ორი მომგებიანი გარიგება. (ეს სიტუაცია შეიძლება გამოვლინდეს Z ანგარიშის და სისტემის ნდობის ინტერვალის ინტერპრეტაციის შემდეგ . რასაც მოგვიანებით განვიხილავ) თუ არსებობს ასეთი სისტემა, მაშინ შეიძლება დავადგინოთ თუ როგორ მიუდგეთ კაპიტლის მართვას ამ სისტემისათვის, მაგალითად პატარა მოცულობის პოზიციების გახსნით წაგების შემდეგ და დიდი მოცულობის პოზიციების გახსნით მოგების შემდეგ. წამგებიან სისტემასთან ასეთმა მიდგომამ მართლაც შეიძლება შეცვალოს შედეგები და წამგებიანი სისტემა აქციოს მომგებიანად.

არსებობს აგრეთვე სხვა მეთოდები და მეთოდიკები კაპიტლის მართვის მიდგომასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არ არიან განკუთვნილნი თანაბრად ვაჭრობის ყველა გარიგებაზე. მაგრამ ყველა ამ მეთოდს შეუძლია წამგებიანი სისტემა აქციოს მომგებიანად. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მომგებიანი სისტემა აქციონ წამგებიანად. ტრეიდერები მუდამ ეძებენ ახალ მიდგომის მეთოდებს კაპიტლის მართვასთან და ეს ახალი მეთოდები დეტალურად უნდა იქნან შემოწმებულნი. მოგვიანებით დეტალურად განვიხილავ სხვადასხვა მეთოდებს.

კიდევ ერთხელ განვიხილოთ მომგებიანი სისტემის სტატისტიკური ფორმულა.

(საშვალო მომგებიანი გარიგება) * (მოგების %)> ( საშვალო წამგებიანი გარიგება) * (წაგების %)

დაიმახსოვრეთ, ამ ფორმულაში არაა ნაგულისხმები საკომისიოები,. მაგალითად, თუ თქვენ იხდით 50$ თითოეულ გარიგებაზე, მაშინ 40 გარიგებაზე თქვენ გადაიხდით 2000$. ასეთი ტიპის საკომისიოებს შეუძლიათ 20000$ ანგარიში 10% -ით შეამციროს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფორმულა გვევლინება შემდეგნაირად:

((საშვალო მომგებიანი გარიგება) * (მოგების %))-(ყველა სხვა ხარჯი)> ( საშვალო წამგებიანი გარიგება) * (წაგების %)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
შემდეგ პოსტში ავხსნი თუ რა არის სარწმუნო

ეტალონი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
რა არის სარწმუნო ეტალონი?

სავაჭრო სისტემის შეფასებსათვის, საჭიროა გარიგებების საკმარისი რაოდენობა- “სარწმუნო ეტალონი". არაა საკმარისი იმის ცოდნა, თუ რამდენი გარიგებაა საჭირო “სარწმუნო ეტალონი”-ს შესაქმნელად. ზოგი ამბობს 10 ზოგი კი 1000.

კონსერვატორი ტრეიდერები ამბობენ რომ მათ სჭირდებათ სულ მცირე 1000 გარიგება, რომ მიიღონ ზუსტი პასუხი სისტემის შესახებ. ზოგიერთებისათვის კი ეს მართლაც ძალიან კონსერვატორული მიდგომაა. თუმცაღა, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა უფრო ჭკვიანური გახდა. არაოფიციალურად დადგენილია, რომ არსებობს გარკვეული მეცნიერული კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ სავაჭრო სისტემის ხარისხის დასადგენად საჭიროა დიდი რაოდენობის გარიგებების ქონა. მარკეტი მოძრაობს და მისი მოძრაობის გარკვეული პერიოდის მანძილზე ის აკეთებს თითქოსდა შემთხვევით სვლებს. რადგანაც ეს ასეა, მაშინ სავაჭრო სისტემის რეზულტატებში იქნება შემთხვევითობის ელემენტებიც. გამომდინარე აქედან საჭიროა გარიგებების დიდი რაოდენობის ქონა, რომ თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითობის ელემენტები. ასე მაგალითად, თუ თქვენ 1000 ჯერ ააგდებთ მონეტას და ის პირველ 20 აგდებაზე 10 ჯერ დავარდა არიოლზე, მაშინ თქვენ თითოეული ცალკე აღებული აგდებიდან გამომდინარე არ გექნებათ ზუსტი რეზულტატები სავარაუდო მომავლის შესახებ. როდესაც ასეთი ტიპის სტატისტიკური მიდგომები გამოიყენება კაპიტლის მართვაში, ნათელი ხდება, რომ რატომაა საჭირო დიდი რაოდენობის გარიგებების ქონა.-მხოლოდ იმისათვის, რომ გამოავლინდეს ნორმა.

ჩემი სისტემა რომრლითაც მე ვმუშაობ და რომელსაც ვრცლად მოგვიანებით გაგაცნობთ შემოწმებულია სწორედ 1000 გარიგებაზე, შემდეგ დახვეწილი და ისევ შემოწმებული 1000 გარიგებაზე.

რა თქმა უნდა არაა აუცილებელი სავაჭრო სისტემის შესამოწმებლად, 1000 გარიგების რეალურად შესრულება, ამისათვის საკმარისია სავაჭრო სისტემა შეამოწმოთ ისტორიაზე და იქედან ამოიღოთ 1000 გარიგების შედეგები და გადახედოთ მას, ამით თქვენ შექმნით მართლაც რომ “სარწმუნო ეტალონს”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
კაპიტლის მართვის სტრატეგიების შეფასება

რა არის კაპიტლის მართვა?

განვმარტოთ კაპიტლის მართვა ისე რომ ეს გასაგები იყოს ყველასათვის.

კაპიტლის მართვა – ეს არის გადწყვეტილების მიღების საშვალება იმაზე, თუ სავაჭრო ანგარიშის რა პროცენტული წილით არის შესაძლებელი გარისკვა თითოეულ გარიგებისას.


თუ უგულველყობთ ფსიქოლოგიურ ასპეკტებს, მაშინ ვაჭრობის ერთი ნაწილი იქნება გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეხვიდეთ გარიგებაში და მეორე ნაწილი კი, თუ რა დოზით შეიძლება გარისკვა. ეს ორი ასპექტი შეიძლება იყოს ერთმანეთზე როგორც დამოკიდებული ასევე იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელნიც. ტრეიდერებმა შეიძლება მიიღონ სიგნალი გარიგებაში შესვლის თაობაზე და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება ივაჭრონ ერთი კონტრაქტით ორით სამით თუ ოთხით.... აბსოლუტური გაგებით გარიგება – ეს არის ან წაგება ან მოგება, და არანაირი მნიშვნელობა არააქვს, რამდენი კონტრაქტით გარისკავთ. ამ თვალსაზრისით, ეს ორი ასპექტი არაა დამოკიდებული ერთმანეთზე. მეორეს მხრივ, ის ნახევარი, რომელიც შეადგენს გარიგებაში შესვლას და ის ნახევარი რომელიც შეადგენს კაპიტლის მართვას შეიძლება იყვნენ დამოკიდებული ერთმანეთზე. განვიხილოთ სიტუაცია როდესაც ტრეიდერს შეუძლია დაუშვას წაგება არაუმეტეს 500$ -ისა, თუმცა 750$ უფრო მისასადაგებელი იქნებოდა სავაჭრო სისტემისათვის. მაგრამ ტრეიდერი თანხიდან გამომდინარე იძულებულია წაგების შეწყვეტის სიგნალი (სტოპ ლოოს) დააყენოს 500$ ზე. ამ შემთხვევაში კაპიტლის მართვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების შედეგზე.

კაპიტლის მართვის და გარკვეულ წილად სავაჭრო სისტემის მეთოდების განხილვისას, საჭიროა ვიცოდეთ, რომ არსებობს პროცესის ორი ტიპი. დავყოთ ისენი სწორხაზოვნა და არასწორხაზოვან ფაკტორებათ.

სწორხაზოვანი ფაქტორები გავლენას ახდენენ:

1. ბრუტტო – შემოსავალი
2. სრული შემოსავალი
3. თანხის მოცულობა კრედიტის გამოყენებაზე


კაპიტლის მართვის ამ ტიპის მეთოდების ატრიბუტები სწორხაზოვნად გაიზრდებიან იმის მიხედვით, თუ თანხის რა მოცულობით გარისკავენ ტრეიდერები. ეს შეიძლება დემონსტრირებულ იქნას უბრალო მაგალითზე. თუ ტრეიდერები შევლენ გარიგებაში ერთი კონტრაქტით მაშინ ისინი გააკეთებენ X$, თუ ივაჭრებენ ორი კონტრაქთით მაშინ გააკეთებენ 2X$.

არასწორხაზოვანი ფაქტორები გავლენას ახდენენ:

1. ანგარიშის პროცენტულ ზრდაზე
2. სავარაუდო ბანკროტობაზე
3. გარიგებების სტანდარტულ გადახვევებზე


მაგალითად: თუ ტრეიდერი შედის გარიგებაში ერთი კონტრაქტით იგი რისკავს X%-ით. და თუ შედის გარიგებაში 2 კონტრაქტით ბანკროტობის ალბათობა ოთხჯერ იზრდება.

ეხლა მოვიყვანოთ ერთი მსგავსი მაგალითი იმასა, თუ როგორ შეუძლიათ კაპიტლის მართვის ამ არასწორხაზოვან ასპეკტებს გავლენა მოახდინონ ვაჭრობაზე.

მაგალითი:

დაუშვათ თქვენ გაქვთ საწყისი კაპიტალი 25000$ და თქვენ ცდილობთ მიიღოთ გადაწყვეტილება თუ ამ ანგარიშის რა რაოდენობის პროცენტით შეძლებთ გარისკვას თითოეულ გარიგებისას. “ანგარიშის პროცენტული წილი” თითოეული გარიგებისას იქნება სხვადასხვა, რადგანაც ანგარიშის რაოდენობა ყოველი გარიგების შემდეგ იცვლება, ან იზრდება ან კლებულობს. პირველი გარიგებისას, თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ რისკავთ 6% ( 1500$ = 6% 25000$-დან), მაშინ იდეალურ ჩაითვლებოდა 1500$-ანი რისკის მქონე სიგნალი. ( თქვენ გამოტოვებდით 2000$-ანი რისკის მქონე სიგნსალს და პირიქით თუ სავაჭრო სიგნალი მოვიდა ისე რომ რისკი იქნებოდა 500$, მაშინ თქვენ გარიგებაში შეხვიდოდით 3 კონტრაქტით.)

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს, კაპიტლის მართვის ასეთი ტიპის გამოყენების შედეგებს, სხვადასახვა საპროცენტო წილწბით.

სურათი აღარ არსებობს

ჩანს რომ მიუხედავათ იმისა, რომ სწორხაზოვნათ იზრდება რისკის მოცულობა ( 2%, 4%, 6% და ა.შ.), შედეგები არასწორხაზოვანია. როგორც ხედავთ, 4% -ანმა რისკმა მოიტანა გარკვეული მოგება.ხოლო რისკებმა 4%-ზე მაღლა ან დაბლა მოიტანა შედარებით დაბალი მოგება. ეს მაგალითი ამტკიცებს იმას, რომ თუ სწორხაზოვნათ იზრდება რისკი, მაშინ არაა აუცილებელი რომ შემოსავალიც ასევე სწორხაზოვნად გაიზარდოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
კაპიტლის მართვის მეთოდების მიმოხილვა

6 მეთოდი


1. კაპიტალის კონტროლის არქონა– ეს მეთოდიკა წარმოადგენს უბრალო მეთოდს, რომელსაც იყენებს ტრეიდერთა დიდი ჯგუფი. ეს მეთოდი გულისხმობს მარკეტში ყოველთვის ერთი კონტრაქტით, ერთი გარიგებით შესვლას. ამ მეთოდს აქვს თავისი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, რომლის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ.

2. რამოდენიმე კონტრაქტი – ეს მეთოდი ძალიან გავს წინას, განსხვავება ისაა, რომ ტრეიდერები მარკეტში შედიან რამოდენიმე კონტრაქტით (გარიგებით).

3. ფიქსირებული თანხა– ამ მეთოდით ტრეიდერები ღებულობენ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ თუ რა მოცულობის თანხით შეუძლიათ გარისკვა, რა მოცულობის თანხით შევიდნენ თამაშში. მაგალითად, ფინანსურ მენეჯერს შეუძლია აირჩიოს რისკი არაუმეტეს 1000$-ისა თითოეულ შესვლაზე.

4. კაპიტალის ფიქსირებული პროცენტი–ამ მეთოდის გამოყენებით ტრეიდერები განსაზღვრავენ, მთელი ანგარიშის თუ რა პროცენტით ივაჭრონ მარკეტში თითოეული შესვლის დროს. მაგალითად, ფინანსურ მენეჯერს შეუძლია აირჩიოს რისკი მთელი დეპოზიტის არაუმეტეს 5%-ისა.

5. მოგებისა და წაგების დაბალანსება – ამ მეთოდს ხშირად უწოდებენ სამშენებლო პირამიდას (ზემოთ ან ქვემოთ) ან მარტენგეილისებური მიდგომა.ამ მეთოდიკით ტრეიდერები ადგენენ ჩატარებული ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგების ან წაგების მოცულობას. მაგალითად, წაგებული გარიგების შემდეგ, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება გააორმაგონ შემდეგ შესვლაზე ვაჭრობის მოცულობა.

6. ოპტიმალური f-ის გამოყენება – აქ გიამბობთ იმის შესახებ თუ, რა არის ოპტიმალური f და როგორ შეიძლება მისი გამოყენება კაპიტლის მართვის ტექნიკაში.

კაპიტლის მართვის ეს 6 მეთოდი დავყოთ სამ ძირითად სისტემად, საწყისი კაპიტლით 25 000$:

1.) სისტემა А – ეს სისტემა იგებს სავაჭრო დროის 76%-ში. დადგენილი რისკია 500$, თუმცა ამ სისტემის მოგებები მცირეა, და განკუთვნილია სავაჭრო დღის შიდა ვაჭრობისათვის (intraday).

2.) სისტემა В – ეს სისტემა იგებს სავაჭრო დროის 50%-ში. მოგებები დიდია თუმცა წაგებებიც სოლიდურია

3.) სისტემა С – ეს სისტემაა ტრენდის დაჭერა. ეს სისტემა ხშირად აგებს და ზოგჯერ კოლოსალურად იგებს. ეს სისტემა იგებს სავაჭრო დროის 33%-ში. მოგების შემოსავალი თითქმის ორჯერ აღემატება წინა ორი სისტემის მოგების შემოსავალს.

ეს სამი სისტემა იქნება გამოყენებული სათითაოდ, კაპიტლის მართვის ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ 6 მეთოდიკაში. რომლის ახსნასაც დავიწყებ მომდევნო პოსტიდან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
კაპიტლის მართვის მეთოდიკის არქონა

კაპიტლის მართვის ყველაზე იოლ ფორმად, გვევლინება, “კაპიტლის მართვის მეთოდიკის არქონა”. ამ მეთოდიკის გამოყენებით, ტრეიდერები ვაჭრობენ მხოლოდ ერთი კონტრაქტით. სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (ისეთი როგორიცაა რისკის სიდიდე ერთ გარიგებაზე, თანხის რაოდენობა ანგარიშზე, წინა მოგებები ან წაგებები და ასე შემდეგ), არანაირი კორექცია არ კეთდება.

ერთადერთი მთავარი პირობა რომელიც მხედველობაში შეიძლება მიიღო ამ მეთოდის არჩევისას, ეს არის, ანგარიშის საწყისი კაპიტლის რაოდენობა. კაპიტალის რაოდენობიდან გამომდინარე, ამ მეთოდიკის გამოყენებით, შეიძლება ლავირება კაპიტლის მართვის ძალიან სარისკოსა და ძალიან ფრთხილ ვარიანტს შორის. ერთი სიტყვით რაც უფრო დიდია ანგარიში მით უფრო კარგია.

მაშ ასე განვიხილოთ ამ მეთოდიკის შემცველი სისტემის სამივე ვარიანტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts1367
კარმა192
OFFLINEPROFILE
სისტემა А

ინფორმაცია სისტემაზე

ტიპი: ყველა გარიგება

საერთო მოგება: $9490.00 ბრუტტო – მოგება: $ 19460.00

ბრუტტო – წაგება: $ (- 9970.00)

გარიგების რაოდენობა: 45

მოგების რაოდენობა: 25

მოგების პროცენტი: 56%

წაგების რაოდენობა: 19

ყიდვების რაოდენობა: 22

მოგების რაოდენობა ყიდვებზე: 13

მოგების პროცენტი ყიდვებზე: 59%

გაყიდვის რაოდენობა: 23

მოგების რაოდენობა გაყიდვებზე: 12

მოგების რაოდენობა გაყიდვებზე: 52%

საშვალო გარიგება: $ 210.89

საშვალო მოგება: $ 778.40

მაქსიმალური მოგება: $ 1840.00

საშვალო წაგება: $ ( - 524.74)

მაქსიმალური წაგება: $ ( - 2445.00)

საშვალო გარიგების რაოდენობა: 18

საშუალო მოგება: 11

საშვალო წაგება: 1


ინფორმაცია ანგარიშის შესახებ:

საწყისი კაპიტალი: $ 25000.00
საბოლოო კაპიტალი: $ 3449000
მაქსიმუმი: $ 37060.00
საწყისი პროცენტი: 100%
მინიმუმი: $ 24505.00
საბოლოო პროცენტი: 138%
მაქსიმუმი პროცენტებში: 148%
მინიმუმი პროცენტებში: 98%

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას
დესპანი