|
სანამ სერიოზულ თემებს შევეხებოდე, შევეცდები ავხსნა წარმატებული ტრეიდერის ცნება
30 ცნება წარმატებულ ტრეიდერზე
1.შეიცანი თავი შენი. წარმატებული ვაჭრობა – ეს არის 97% ით შენი ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა და გამოყენება. თუ თქვენ მუდმივად მონაწილეობთ ვაჭრობაში და არ იყენებთ თქვენს ძლიერ მხარეებს, მაშინ თქვენ დაიწყებთ ფულის დაკარგვას.
2.გარიგება არაა ინვესტიცია. ყველაზე კარგად აწყობილ სისტემასაც კი შეუძლია წამგებიან გარიგებაში გაგიყვანოთ. პირობები იცვლება. ბაზარი იცვლება. და ამ ცვლილებების გამო, მომგებიანი სისტემაც შეიძლება წამგებიანად იქცეს. იყავით მზად ადაპტაციისათვის. თუ თქვენ არ ხართ მზად შეცვალოთ თქვენი სისტემის პირობები, ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები. არასდროს არ გახადოთ თქვენი გარიგება "ინვესტიციად" მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ შეგწევთ ძალა გაუგოთ საბაზრო ცვლილებებს.
3.აწარმოეთ სავაჭრო დღიური. ძნელია ისწავლო შეცდომებზე თუკი ისენი არ გახსოვს. ყოველთვის ხელთ იქონიეთ ჩანაწერები თქვენს შეცდომებსა თუ წარმატებებზე. თვალყური ადევნეთ საბაზრო მოძრაობებს და რეაქციებს და ჩაიწერეთ თქვენი დაკვირვებები. ჩაიწერეთ, თუ როგორ მოძრაობს ბაზარი კონკრეტულ შემთხვევებში.
4.გახსენით პოზიცია ისე, რომ თითქოს მას აქვს პოტენციალი გახდეს
"წლის უმსხვილესი გარიგება". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაგეგმეთ თქვენი გარიგებები. არ შეხვიდეთ გარიგებაში მანამ, სანამ დეტალურად არ გაანალიზებთ ყველაფერს. დაფიქრდით, თუ როგორ დაამატებთ პოზიციებს (პირამიდის აშენება). შეადგინეთ გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოთ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როგორ უნდა გამოხვიდეთ გარიგებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ თანხებს.
5.განიმტკიცეთ დისციპლინა და მოთმინება, დაელოდეთ საჭირო მომენტს. . ბილლ ლიპშიცის მონაცემებით, 250 გარიგებიდან სამზე დაკარგავთ თანხებს, ორი იქნება ძალიან მომგებიანი, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია უშვალოდ თქვენზე. ელოდეთ და თვალყური ადევნეთ ტრენდებს: ძლიერი აქცია, ძლიერი ჯგუფი/სექტორი, ძლიერი ბაზარი. ელოდეთ მომენტს, როცა წინააგჰმდეგობა/მხარდაჭერის შემადგენელი დონეები იქნება თქვენს მხარეს. წარმატებული ვაჭრობა – ეს ბიზნესია, სადაც ბევრ დროს ატარებთ არაფრის კეთებაში.
6.დარწმუნდით თქვენს სიმართლეში და წინ!!! გახსენით საწყისი პატარა პოზიციები და როგორც კი გაირკვევა რომ თქვენ აღმოჩნდით მართალი თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მაშინვე დაამატეთ პოზიციები.
7.იყავით მზად შეცდომა და წაგებისათვის ვაჭრობა არის ვაჭრობა, ბაზარი არის ბაზარი და წაგებებიც გარდაუალია. თუმცა, ეს წაგებები რეგულირებადია. დააყენეთ "სტოპები" და გამოიყენეთ ისენი დაგეგმილ დონეზე ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე. ასე თქვენ შეძლებთ მართოთ თქვენი რისკი. და ეს არის ერთადერთი საშვალება დაიცვათ თქვენი კაპიტალი და დარჩეთ თამაშში.
8.ინფორმაციები უკვე გრაფიკზეა გუშინდელიც და ხვალინდელიც ფუნდამენტალური ანალიზის მომხრეები პროგნოზირებადად რეაგირებენ ნიუსებზე. ტეხნიკური ანალიზის მომხრეები პროგნოზირებადად რეაგირებენ გრაფიკულ ფიგურებსა და ინდიკატორებზე. თუ თქვენ გაქვთ უნარი სწორედ ცაიკითხოთ გრაფიკი, მაშინ თქვენ არ გჭირდებათ ნიუსებზე თვალყურის დევნება. დაივიწყეთ ნიუსები თვალყური ადევნეთ მხოლოდ გრაფიკს, გრაფიკმა უკვე მხედველობაში მიიღო ყველა შესაძლო ნიუსი.
9.ყოველთვის იკრიბება ბრბო, რომლებმაც გამოტოვეს პირველი ნავი მაგალითად, ფასის პირველი მკვეთრი ვარდნა (sell-off) ყოველთვის იპოვის მყიდველს, და ფასისი პირველი მკვეთრი აღმასვლა (rally) ყოველთვის იპოვის გამყიდველს. ეს «რეაქციები» პრაქტიკულად ყოველთვის დროულია. დაგეგმეთ ყიდვა პირველივე ასხლეტვაზე ახალი მაქსიმუმიდან და გაყიდვა პირველივე ასხლეტვაზე ახალი მინიმუმიდან.
10.დიდი მოძრაობები კლავენ ტრენდს ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია კულმინაციური (ძალიან მაღალი) ფასის ახალი აღმასვლა ან პირიქით. ასეთი რყევები აგდებენ ბაზრიდან როგორც მყიდველებს (ხარები) ასევე გამყიდველებს (დათვები). ასეთი რყევების შემდეგ ბაზარი როგორც წესი შედის გვერდულ მოძრაობაში (ფლეტი).
11.გამოიყენეთ მოძრავი "სტოპები" თუ მარკეტი მოძრაობს თქვენს
მიმართულებით. იმისათვის რომ მომგებიანი პოზიცია არ დახუროთ ძალიან ადრე ან ძალიან გვიან, გადაიტანეთ "სტოპები" მიმდინარე ფასიდან 20-25% ით მოშორებით ან ოდნავი მოშორებით უკანასვნელი მაქსიმუმიდან/მინიმუმიდან.
12.ყოველთვის დაიცავით თქვენი კაპიტალი. ყველაზე მთავარი პრინციპი – იყავით მოუთმენელი დანაკარგთან. როგორც ყოველთვის, პატარა და სწრაფი დანაკარგები – ეს ყველაზე "კარგი" დანაკარგებია. ეს არაა ის დანაკარგები, რაზედაც საჭიროა ყურადღების გამახვილება. გაცილებით ცუდია წამგებიანი პოზიციის შენარჩუნებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური წნეხის გამოცდა. განიმტკიცეთ რისკის კონტროლი.
13.არასდროს არ დაუმატოთ პოზიცია წამგებიან გარიგებას. თუ თქვენ ქმნით პირამიდას გრძელი პოზიციით, მაშინ თითოეული ახალი ყიდვის ფასი უნდა იყოს წინაზე მაღალი. თუ ამატრბთ მოკლე პოზიციებს, მაშინ თითოეული ახალი გაყიდვის ფასი უნდა იყოს წინაზე დაბალი. ეს აუცილებელი წესია.
14.არც იფიქროთ "ვარდნაში მყოფი დანის დაჭერა". პირიქით, დაიცადეთ - ძლიერი აღმასვლა, ასხლეტა და დაბრუნება წინა მინიმუმთან. თუ ფასი არ მიდის წინა მინიმუზე დაბლა, მაშინ დაგეგმეთ გარიგება. თუ ფასი არ მიდის ზემოთ, ეს არაა უბედურება, ყოველთვის იქნება სხვა შესაძლებლობა. შეარჩიეთ ოპტიმალური მომენტი გარიგებისთვის.
15.იყიდეთ მხარდაჭერასთან. და დასვით ახლო სტოპები
წინააღმდეგობასთან.
ფასს შეუძლია გაიაროს წინააღმდეგობა, გაჩერდეს ან დაეცეს. თუ ფასი დაეცა, პოზიცია უნდა დაიხუროს სასწრაფოდ.
16.იყიდეთ მხარდაჭერასთან. გაყიდეთ წინააღმდეგობასთან. თქვენ უნდა გააკეთოდ ეს ასე, მაშინაც კი თუკი ეს ძნელია. თკი ამას თქვენ ხედავთ გრაფიკზე, ესეიგი ამას სხვებიც ხედავენ....
17.არასდროს არ დაკარგოთ თვალთახედვიდან მხარდაჭერა ან
წინააღმდეგობა(თუკი გაყიდეთ). რაც უფრო შორს იმყოფებით მხარდაჭერისგან ან წინააღმდეგობისგან (გაყიდვისას), მით უფრო ეული იქნებით.
18.ყოველი დღე ეს ახალი დღეა და ყოველი ახალი პოზიცია
გადახედილ უნდა იქნას . ეს განსაკუთრებით ეხება თქვენს სტრატეგიას. ფასი, რომელიც თქვენ გადაიხადეთ და თქვენი მოგების ან წაგების მოცულობა, ეს ორი სხვადასხვა საგანია, რომელთაც არანაირი კავშირი არააქვთ ერთმანეთთან. თუ აქცია გაყიდულ უნდა იქნას, მაშინ ის უნდა გაიყიდოს. მთავარი არა მოგების ან წაგების მოცულობაა, არამედ ის თუ როგორ ზედმიწევნით ზუსტად ასრულებთ თქვენს მიერ არჩეულ სისტემას, სტრატეგიას.
19.იყავით მომთმენნი. როცა პოზიცია გახსნილია,მიეცით მას საშვალება განვითარდეს. მიეცით დრო შექმნას გარკვეული მოგება, რომელსაც თქვენ ასე ელოდით. ანდაზა «დღევანდელი ბამბა მირჩევნია ხვალინდელ ოქროსო», მცდარია, ყველაზე უნიჭო და უიღბლოების ნათქვამი. პატარა მოგებების აღება და მომგებიანი პოზიციის დახურვა - ყველაზე მოკლე და სწორი გზაა გაკოტრებისაკენ. უნდა გამოიმუშაოთ ჩვევა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ მომგებიანი პოზიცია.
20.ნუ ეცდებით რაც შეილძლება მალე "იყოთ თამაშში". არ იჩქაროთ. თვალყური ადევნეთ, ჩამოაყალიბეთ სტრატეგია და იყავით პირველი საჭირო მომენტში.
21."Trend Your Friend" ტრენდი თქვენი მეგობარია. არც ეცადოთ გმირობა. თუ თქვენ თვლით, რომ მოძრაობის საწინააღმდეგო მომართულებით სვლა ცალმხრივ ქუჩაზე იდიოტობაა- თქვენ მართალი ხართ. გადმოიტანეთ ეს გაგება მარკეტზეც. ხარების მარკეტზე უნდა განახორციელოთ ყიდვა მხოლოდ ან ყოთ თამაშგარეთ. დათვების მარკეტზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ გაყიდვები ან ყოთ თამაშგარეთ. და გახსოვდეთ – გახსნილი პოზიციების არქონა – ეს ასევე პოზიციაა. და ბევრ შემთხვევაში – საუკეთესო პოზიციაც.
22.უგულველყავიტ შეუმოწმებელი სტრატეგიები. მსგავსი სისულელეები უამრავია ინტერნეტში. შემოგთავაზებენ ლამაზად და პროფესიონალური ტერმინოლოგიით ათასგვარ ნაგავს, ლამაზი გაფორმებით, აღწერით რომ ეს სტრატეგია თუ სისტემა არასდროს არ აგებს, დაუმატებენ გრაფიკს ამის დამადასტურებელს, მაგრამ გახსოვდეთ ასეთი სისტემა არ არსებობს და რომც არსებობდეს არავინ არ გაყიდის მას.
23.თუ თქვენ გჭირდებათ რამის მოძებნა -ეს იქ არაა. ტეხნიკურ ანალიზზს გააჩნია საკმაოდ დიდი შესაძლებლობები, რომ დაინახოთ სწორეთ ის რაც თქვენ გსურთ. რაც უფრო რთულია რამის მოძებნა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ თქვენ ხედავთ არაფერს, არარეალურს.
24.ტრენდები არ ტრიალდებიან მალე. . ტრენდის შემოტრიალებას სჭირდება დრო განვითარებისათვის. ისენი ნელ-ნელა იქმნებიან.
25.აკეთეთ უფრო მეტი იმაზე რაც თქვენზე მუშაობს ვინემ იმაზე
რაც თქვენს წინააღმდეგ მუშაობს ყოველ დღე გადახედეთ თქვენს გახსნილ პოზიციებს. დაგეგმეთ დამატებები პოზიციებზე. დახურეთ არამომგებიანი ან ნაკლებად მომგებიანი პოზიციები. ეს არის საფუძველი თეზისის: «მიეცით შემოსავალს ზრდის საშვალება».
26.როდესაც მკვეთრად აგებთ გამოდით თამაშიდან. დახურეთ ყველა პოზიცია და არ ითამაშოთ რამოდენიმე დღე. რამოდენიმე მკვეთრი წაგების შემდეგ არც ეცადოთ რევანშის აღება და ფულის დაბრუნება.
27.იფიქრეთ ისე როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა . იბრძოლეთ ბაზრის იმ მხარეს, რომელიც იგებს. თქვენი მოვალეობაა – მოგების მიღება, იმ მხარეზე ბრძოლაში რომელიც იგებს. თუ ვერცერთი მხარე ვერ იგებს, მაშინ სულ ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ.
28.დაერიეთ საბაზრო ბრბოს. სხვა ტრეიდერები თამაშში იმისთვის არიან რომ ცაიღონ თქვენგან თანხა. თქვენ კი მათ მანამდე უნდა წაარტვათ მათი ფული, სანამ ისენი თქვენამდე მოვლენ…
29.ანალიტიკოსებზე. ყველა იტყუება. ამას ისენი აკეთებენ იმიტომ რომ აიღონ თქვენი ფული. ანალიტიკური სერვისები ეკუთვნიან საფინანსო ორგანიზაციებს. ისენი ბიზნესშჰი იმიტომ არ არიან, რომ თქვენ დაგეხმარონ. გახსოვდეთ ისენი ემსახურებიან მხოლოდ თავიანთ კომპანიას.
30.იყავით მზად სერიოზული მეცადინეობისათვის. ის ტრეიდერები, რომლებსაც არ სურთ დახარჯონ დრო სწავლაზე ან მარკეტის თვალყურის დევნაზე, ტრეინინგებზე, ტეხ-ანალიზის ათვისებაზე, სისტემების განხილვაზე, და ა.შ., ყოველთვის დაკარგავენ თანხებს მარკეტზე.
|