↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 133 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
შენ მაინც ვერ გამიგებ!გამიშვი ნუ მტანჯავ!წავალ და დაგვიწყებ..შევეცდები მაინც!..რა გინდა? პატიება გთხოვო?ისევ სიყვარულში გამოგიტყდე?გამოგიტყდები..მიყვარხარ! მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ..ვერა..არა..მორჩა..შენ მე ვერ მაპატიებ..ბოდიში
_დაწყნარდი.მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა…
_ვიცი არა ამის შესახებ არა
-აბა რის შესახებ?ა..მახსოვს…ჩვენ შორის არაფერი არ ყოფილა,და ვერც ახლა იქნება…ნუ შენ უბრალოდ გართობა მოგინდა..გაერთე?
-არა
-კარგი!კიდევ მოგწონს ჩემი წამება..გსიამოვნებს?
-არა!
-აბა მაშინ რა? რისი თქმა გინდა?ნუთუ შენ ფიქრობ რომ მე დავიჯერებ?!…არანაირად! მაპატიე …ჩემი ცხოვრება შეიცვალა და მე ის აღარ ვარ რაც ადრე ვიყავი……მე უბრალოდ მიყვარს...არ ვარ საყვარელი,მაგრამ მიყვარს.მე ბედნიერი ვარ იმ ფიქრით რომ მიყვარს…იცი ეს ძალიან მაგარია!!!მაგრამ მე არ მინდა დაგაძალო რომ იგივე გრძნობით მიპასუხო,მე ეს არ მჭირდება…მე ამას გულით ვგრძნობ და არა თავით!..…
-სულელო…
-შეიძლება იცი …რაზეც გელაპარაკები!შენ რა გინდა ჩემთან?მითუმეტეს ჩემს გრძნობებთან!დავიღალე..…დავიღალე მარტოობით!მაპატიე!მე წავალ,კარგი?
-წადი…
ბიჭმა გზა დაუთმო!…გოგონას რა თქმა უნდა წასვლა არ უნდოდა……
…კი დავრჩებოდი..ოგონდ ეს ადრე იყო…ახლა კი არ შემიძლია.ალბათ მივეჩვევი ცრემლებს….ისედაც თითქმის უკვე მივეჩვიე.მივეჩვევი ვიყო სასტიკი და მოვექცევი ადამიანებს ისე..როგორც მექცეოდნენ მე…! Mmmm სასაცილოა.არ შემაჩერა წასვლა არ დამიშალა..ან მე …ნუთუ არაფერს აღარ წარმოვადგენ მისთვის??ასე უფრო საინტერესოა…იქნებ მე თვითონ შთავაგონე ჩემს თავს?...…არ ვიცი..მაგრამ მას არ ვუყვარვარ ნამდვილად.!.რადგან წარმოუდგენელია…მაგრამ რატომ?და რა გავაკეთე?!მხოლოდ ის რომ სამუდამოდ დავემშვიდობე…მეტჯერ აღარ დავბრუნდები? Dდაბრუნება მინდა…მაგრამ ეს ხომ სიულელეა,მართლაც …ვდგავარ გაჩერებაზე…მარტო ვარ..მეშინია.ქუჩაში წვიმს…ვერ ვიტან წვიმას...იქნებ მასთან წავიდე?ქოლგას ან რამე თბილს ვთხოვ…..მისი ხელები..…ალბათ ახლა ეს დამეხმარებოდა.. მე…არა,არ შემიძლია.ის ვერ გამიგებს…მაგრამ თუ არ შეიძლება,და ძალიან გინდა,ხომ შეიძლება?ასე არაა?!?ნამდვილად.. მე წავედი ისევ მასთან…რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს…
-შენ?
-მე
-რა გინდოდა?
-ქოლგა ან რამე მოსაცმელი…..გარეთ ცივა.
-აი შენ…..ექსტრემისტი ხარ… -რატომ?
-ქუჩაში გაიხედე! იქ ხომ თავსხმაა,ახლა ხომ შემოდგომაა.შენ კი ერთი თხელი მაისური გაცვია.გაიღვიძე!
-მერე რა?
-გაცივდები.
-იქნებ ასე აჯობებს კიდეც… ისე მართლა ასე აჯობებს! ბევრად! ვიცი ვიცი..ახლა გავცივდები და მერე მოვკვდები! ან |თუ არც მოვკვდები…ეს ცოტა ხნით ჩემს ფიქრებს მომაშორებს მე უცებ ჩავირბინე კიბე და ეზოში გავვარდი.არც კი დავემშვიდობე..მერე რა?!…როგორც ბავშვი დავრბოდი გუბეებში..ვიყურებოდი ცაში..…ცივი წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდნენ.…უცებ ის გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად.ასე ხშირად რატომ ეწევა??
-შენ ჭკუიდან ხო მარ შეიშალე?ახლავე შედი და ჩაიცვი!
- მითხრა
-არ მინდა! და მის ჯინაზე დავიწყე ამ წვიმაში ტრიალი…
-ასე ნუ იქცევი!
-როგორც გამეხარდება ისე მოვიქცევი!თავი დამანებე.
-სახლში შემოდი.
-არა.დედა არ მაძლევს უფლებას ღამით ბიჭებთან ვიარო..სახლში. -როდის მერე უჯერებ შენ დედას??
-დგევანდელი დღიდან!!
- ნუ სულელობ…გაცივდები!დედა არ გეუბნება რომ ასეთ ამინდში თბილად უნდა ჩაიცვა??
-კი მეუბნებოდა.
-აი.
-რა აი?

-წამოდი ქურთუკი აიღე.
-არა! თმა,ტანსაცმელი..ყველაფერი სველი მქონდა.
-გითხარი წავედით! ხელზე მომკიდა.ბინაში შემიყვანა .მე არ შევეწინააღმდეგე,მიუხედავად იმისა რომ მასთან.სულ არ მინდოდა.წამლის დალევა მაიძულა.ვერ ვიტან წამლებს.თანაც საბავშვოს…. -და რატომ მასმევ საბავშვოს?
-ზუსტად შენთვისაა!
-უფფ… არაფერი არ მიპასუხა…. - ამ წამლისგან სულ ძილი მინდება! -მერე დაიძინე.
-სად?
-აქ.
-სამზარეულოში არ მინდა.
-ჩემს ოთახში დაწექი.
-ხო..კაი. დავლიე ეს საზიზღარი წამალი…ტანსაცმელი გამახდევინა.ვუთხარი რომ მრცხვენოდა..სხვა ოთახში გავიდა.ნივთები კი არ მომიტანა…არ მინდა ნახევრად შიშველმა დავიძინო მის სახლში!თავისი მაისური მომიტანა…
-რა გულუხვობაა შენი მხრიდან!
-დაწექი უკვე.
-ხო..კაი. თავი ბალიშზე დავდე თუ არა მაშინვე ჩამეძინა…რომ გავიღვიძე უკვე დილა იყო.გმერთო! სახლში უნდა წავიდე ინერვიულებენ!
-შენ რა არ ისაუზმებ? ვერ შევამჩნიე როგორ შემოვიდა ოთახში.
-არ ვიცი..არაფერი არ მინდა… რატომღაც მასთან ახლოს მივედი. -შენ იცი…
-ვიცი.
-და საერთოდ ..რა მნიშვნელობა აქვს. მაკოცა…დიდი ხანია არ უკოცნია…მე ისევ თაბრუ დამეხვა…და ისევ მთელ სხეულში სითბო…მისი ხელები…მისთვის რაგაცის თქმა მინდოდა..დამავიწყდა..ლაპარაკი მან დაიწყო
-სახლში როდის წახვალ?
-არ ვიცი..დედას არ დაურეკავს?
-უკვე ველაპარაკე.
-როგორ?
-უბრალოდ ვითხარი რომ თავი შეუძლოთ იგრძენი და ჩემთან შემოიარე.თვი უფრო აგტკივდა…. ჩაი დაგალევინე, - ის ხომ შენ საერთოდ არ გიცნობს… მერე არაფერი არ უთქვავს?
-არა. -ასწორებს…ესეიგი შემიძლია კიდევ დავრჩე?შენ ხო მარ გამაგდებ?
-რათქმა უნდა არა.
-ისე მომეწონა შენს მაისურში სიარული...
-ხოო|? -აჰა!
-სასაცილო ხარ…
-არაა სიმართლე!
-სიმართლეა..სიმართლე…
-ხო კაი... ვაკოცე..ახლა უკვე მე…
-შენ მაპატიე?
-კი
-მადლობთ…ესეიგი გიყვარვარ? -…
-ყველაპერი გასაგებია…ესეიგი მე წავიდე?
-არა შეჩერდი.
-და ჩემს აქ დარჩენას რა აზრი აქვს?
-მე შენს გარეშე…არც მხიარული ვარ არც მოწყენილი…ცუდია…
-მართლა?
-არ ვიცი…შენ ისეთი განსაკუთრებული ხარ…შენ ანგელოზი ხარ…რომელსაც სიმშვიდე და სითბო მოაქვს…მე შენ ასეთი მიყვარხარ.
-მე ვარ კიდევაც ანგელოზი!
-ჩემი?
-ხო..მაგრამ უკვე ანგელოზის წასვლის დროა…
-შევხვდებით?
-აუცილებლად.
-როდის?
-9 საათისთვის შემომიარე.
-კარგი. მე ჩავიცვი გარეთ გავედი….როგორი ცვალებადია ამინდი! ქუჩაში სულ არ ციოდა,მაგრამ როგორც წინა საგამოს რაგაცის მაინც მეშინოდა..უცნაურია…ფოთლები..ნელა..ნაზად ცვიოდნენ, …საინტერესოა რათომ ეცემიან ისინი მიწაზე?ან საერთოდ რატომ არსებობენ ისინი..ან ჩვენ რატომ ვარსებობთ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
ninikara :)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
-ალოოო რომელი ხარ?
-ნუცა ვარ. შენ რომელი ხარ?
-ნიკა მინდა თქვა ძაააან \"დერსკმა\" ხმამ.
ნუცას ხმა ჩაუვარდა, არ იცოდა რა ეთქვა. თითქოს ამ ბიჭის ხმამ მოხიბლა.
-სხვაგან მოხვდიი
-კაი ტო მართლაააა? რას მელაპარაკებიიი?
-გავიცინოოოთ?
(თითქოს ჩხუბი დაიწყეს)
-კაი ნახვამდის ნუცაააა
-პკ! გაბრაზებული ხმით უპასუხა ნუცამ, მარა რა აზრი ქონდა ჩვენ \"დერსკ\" ბიჭს გათიშული ქონდა ტელეფონი.
-ვინ იყო ნუც??
-მე რავი... ვიღაც ძაან \"ტაკოი\" იყო მარა რა ხმა ქონდაააა? თითქოს ნუცას შეუყვარდა ამ ბიჭის ხმა და თავისთვის გაიფიქრა ნეტა კიდე დარეკოსოო... დამთავრდა მაგ \"ტაკოი\" ბიჭზე და გააგრძელეს ჭორაობა დაქალებმა და მეგობრებმა სკოლის წინ. უკვე ბნელდებოდა. იყო ძააან ცხელი ზაფხული და სახლში გაჩერება არავის უნდოდა. მაგრამ უკვე ძაან სიბნელე იყო და ნელ-ნელა გოგოები და ბიჭები დაიშალნენ. ყველა თავ-თავის გზას გაუყვა. ნუცაც მიდიოდა სახლისკენ და ფიქრობდა იმ ბიჭზე, რომელმაც დარეკა. რა ჭირდა მას თვითონაც ვერ ხვდებოდა, მარა აშკარა იყო ის რო ნუცას ძალიან მოეწონა იმ ბიჭის ხმა პირველად მის ცხოვრებაში რო ხმით ვიღაც მოწონებოდა. მიდის სახლში და ფიქრობს... ნეტა კიდე დარეკოს... იქნებ მე დავრეკო? არა ტეხავს მერე რა ვუთხრა? არა არა აზრი არ აქ უბრალოდ ნომერი შეეშალა.
აბა ჩემთან ხო არ დარეკავდა. და აი იმედგაცრუებული მიუახლოვდა სახლს. ძალიან დაღლილი იყო დღეს თითქმის მთელი ვაკე ფეხით შემოიარა. მივიდა სახლში თუ არა შევიდა ტავის ოთახში და დაწვა, ჩართო ტელევიზორი მარა რა აზრი ქონდა წამოწვა თუ არა ეგრევე ჩაეძინა და ტელევიზორიც ჩართული დარჩა. იყო ივნისის ძალიან ცხელი ღამე.
უკვე ღამის დაახლოებით 5 საათია და ნუცას აღვიძებს მესიჯის ხმა. წამოხტა საწოლიდან და გაიფიქრა:
-ვინ იდიოტია ამ დილაუთენიიია? მიუხედავად იმისა რო ვიღაცამ გააღვიძა მაინც კარგ ხასიათზე იყოოო. მგონი თვითონაც არ იცოდა რატო დახედა ტელეფონს და ელოდება სანამ გაიხსნება თუ ვინ გამოგზავნა ეს მესიჯი. და როცა მესიჯი წაიკითხა გაგიჟდა. ეს ხო ის ნომერი იყო რომელმაც გუშინ დარეკაა? კიმარა ეს იმ ბიჭის ნომერი არაა ძაან მაგარი ხმა რო ქონდა?! თავის თვალებს არ უჯერებდა უცებ გადაამოწმა ნომერი... და თქვა კი ნაღდად ეგაა… არ მჯერა ნუთუ მართლა ეგაა?... მესიჯი ისეთი ანერვიულებული იყო ვეღარ წაიკითხა რომელშიც ეწერა:
-როგორ ხარ ნუც?
ნუცა ძაააან დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა მარა ბოლოს იფიქრა ჯობია არ შევიმჩნიო რო ეგაა…
- რავი მაგრად და რომელი ხარ?
ნუცა სულმოუთქმელად ელოდა პასუხს მარა რატომღაც დიდი ხანი არ მოსულა პასუხი. ამასობაში ნუცას ჩაეძინა და დილით უფრო გახარებული ადგა და დახვდა არა 1 არამედ 5 მესიჯი. ნუცას მართლა რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლააა.
მესიჯებით ეს ბიჭი ცდილობდა ნუცას ახლოდან გაცნობას. მას ერქვა ბექა და ცხოვრობდა ვაკეში მხოლოდ ეს იყო ნუციკოსთვის ნაცნობი მარა არ იცოდა დაეჯერებინა მისთვის თუ არა ისინი ხო მაინც მესიჯობდნენ და მეტი არაფერიი?! მთელი დღე ნუცი სახლში არ ყოფილა. ჯერ დილით იყო კუს ტბაზე ასული და იქიდანაც კი ემესიჯებოდა ამ ბიჭს მერე ვარჯიშზე იყო და საღამოსკენ ამ ყველაფერს უყვება მის დაქალებს რომელთაც ეს არ ჯერათ. მერე ფარულით ურეკავენ ბექას აინტერესეთ თუ როგორი ხმა აქვს და ისინიც გაგიჟებულები რჩებიან. მარა ნუცას ერთმა მისმა დაქალმა უთხრა ხმას მაინც არ უნდა ენდოოო… ნუცამაც თქვა არა რა სისულელეაო და გააგრძელეს ჭორაობაა სადღაც 7-ისთვის კიდე მოსდის ნუცას ბექას მესიჯი, რომელიც მას შეხვედრას თხოვს. ნუცამ არ იცის რა ქნას და უარს ეუბნება. ბექამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის უთხრა როო მაინც იცოდე ფალიაშვილზე მივდივარ ჩემ ძმაკაცთანო და თუ რამეა გამო და გნახავო…
ნუცას გაუკვირდა ფალიაშვილზე ხო თითქმის ყველას იცნობს და ნეტა რომლის ძმაკაცია? დიდხანს მაგაზე არ უფუქრია და წავიდა თავის დაქალებთან და ბიჭებთან ერთად ჯერ კუს ტბაზე მერე იქიდან ფეხით წამოვიდნენ და ბოლოს რატომღაც ბიჭებმა გოგოები ფალიაშვილისკენ მიიყვანეს…
ნიცას სულ გადაავიწყდა ის რო ფალიაშვილზე აპირებლა მის ძმალაცთან ასვლას ბექა.
როგორც იქნა დიდი სეირნობის შემდეგ მივიდნენ თავიანთ ბინჟაზე სადაც ძაან ბევრი უცხო ბიჭი იყოოო... ნიცას ძაან მოეწონა ეგეთ სასტავში დგომა მარა ის კი არ იცოდა რო იმ მაგარი ბიჭებიდან ერთ-ერთი ბექა იყო.
ხოდა მოსდის ნუცას მესიჯი ბექასგან, რომელიც წერს...
-აუ ნუც არ არმოხვალ ფალიაშვილზე ძაან ბევრი ხალხია და ძაან მაგრა ვატრაკებთ თან გავიცნობთ ერთმანეთს... ბექამაც რა იცოდა რო გოგო რომელიც მის გვერდით იდგა ნუცა იყოოოო. ნუცამ არ იცოდა რა მიეწერა და უთხრა ეხა სახლში არ ვარ წასული ვარო თორე ამოვიდოდიო და სინამდვილეში ბექას გვერდით იდგაა=)))). ის ხო ზედაც არ აფურთხებდა მას. მარა ნუცა თავის დაქალებს გამოუტყდა იმაში რო მის გვერდზე მდგომი ბიჭით \"მოხიბლული\" იყო. დამთავრდა საღამო ისე რო ნუცას და ბექას ერთმანეთი არ უნახავთ (ასე მხოლოდ ისინი ფიქრობდნენ). როგორ თუ არ ნახეს ერთმანეთის გვერდით იდგნენ იმდენი ხანი ერთად ღადაობდნენ და ერთად იცინოდნენ გაიცნესავით ერთმანეთი მარა სახელები არ უთქვამთ ერთმანეთისთვიის.
მეორე დღეს ბექა ისევ ამოდის მის ძმაკაცებთან ფალიაშვილზე... მისმა ერთმა ძმაკაცმა გამოართვა ტელეფონი ეს ბიჭი იყო ის ნიკუშა რომელთანაც ბექა რეკავდა და შემთხვევით ნუცასთან მოხვდა (ნიკუშას და ნუცას ნომრები თითქმის ერთი და იგივეა უბრალოდ ბოლოში ნუცას ნომერი 20-ით მთავრდება, ხოლო ნიკუშასი 40-ით. ნიკუშა და ნუცა ძაან ახლო მეგობრები არიან და იმიტომაც აიღეს მიახლოებული ნომრებიიი)
ნიკუშამ \"გაჩითა\" მისი \"ძმის\" მობილური და უცებ რას წააწყდა?! მესიჯებს ბექასა და ნუცას შორის. ნიკუშა გაიჟდა არ იცოდა რა ეთქვა ის ხო ფიქრობდა რო ბექა მის მეგობარს არ იცნობდა? და კითხა:
-შეჩემა ეს ვინაა?
-რავი ჩემი. გუშინ შენთან ვრეკავდი და მაგასთან მოვხვდი და ისეთი ხმა ქონდა მგონი მომეწონა (იგივე თქვა ბექამ რაც ნუცამ უთხრა მის დაქალებს)
-რაა? რა გევასა? შენ *** ხო არ გაქ?
-რა გინდა შე …ო შენ შეგეკითხო ვინმეს რო დავემესიჯებიიი?
-არა მე არ უნდა შემეკითხოოო… მარა ამ შემთხვევაში კი
-არ ამ შემთხვევაში ხო არ ***რევ ჰაა?
-ნუცა არი ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და პროსტა პონტი არაა შენ რო მაგასთან რამე გამოგივიდეს და თან გუშინაც იყო მოსული აქ და სხვათაშორის შენ გვერდით იდგა
-რაა? დაიგინე? მე რო მოთხრა სახლში არ ვარო?
-შე კვერცხო სახლში იმიტო არ იყო რო აქ იჯდა შენ გვერდით
-მოიცა ტო ის გოგოა დაქალებთან ერთად რო იყოოო? ძაან მაგარი ზმანი რო იყო?
-ხო ეგ იყო შე სი**
-შე მართლა სი** მე რა ვიცოდი თუ შენი მეგობარი იყო და თან აქ იქნებოდა აუ ტო სახეზე არ მახსოვს როგორი იყო პროსტა ერთი მახსოვს რო მაგარ ვიდზე იდგა
-რა სახეზე არ გახსოვს?
-არ მახსოვს სახეზე როგორი იყო. იქნება არ მომეწონოს? მაგ შემთხვევაში აღარ დავუმესიჯებ
-რააააააა? შენ ხო არ ძმარავ ჰაა? ჩემი მეგობარია და პროსტა მაგას რო რამე აწყენინო ჩათვალე ამ ქვეყნიდან გაქრებიიი
-აუ ნიკუშ რა დერსკი ხარრრრ - გაიცინა ბექამ
-დერსკი ვარ არა რააა!!! უბრალოდ ძაან მაგარი და ძაან ჯიგარი გოგოა და შენ არ დაგაჩაგვრინებ
-ვამეეეე… ხო არ მოგწონს ნუციკო?
-რო მომწონდეს უკვე გამქრალი იქნებოდი ამ ქვეყნიდან მარა მაგას მაშინ გავაკეთებ როცა შენი საქციელი მაგის მიმართ არ მომეწონება. გაიგე ჩემი ძმაა?
-კი ჩემი ძმააააა და სურათი მაინც მანახე მაგ გოგოსი რაა
-აჰა შეჩემა და უყურე
-რაააააა?... ესააააააა? გუშინ ზედაც რო არ შევაფურთხე მე მეგონა მახინჯი იყოოო. მართლა ესაა ტოო? აუ ძაან მაგარი გოგოა... აუ ნიკუშ უნდა შემახვედრო რა და მერე მე ვიცი...
მოკლედ გაირკვა ის ამბავი რო გუშინ ბექას გვერდით მდგომი გოგო ნუცა იყო. ბექამ მასზე უკვე ყველაფერი იცოდა მაგრამ ნუცის წარმოდგენაც კი არ აქ მასზე.
ნიკუშამ გააჩალიჩა ისე რო ნუცა და ბექა შეახვედრა ერთმანეთს და არა მარტო ეგენი, ნუცას დაქალები მისი ძმაკაცები მოკლედ მთელი დიდი სასტავი წავიდა კუს ტბაზე და სევე მათთან ერთად იყვნენ ნუუცა და ბექა - რომელმაც იცოდა ყველაფერი მარა ნუცა საწყალმა არაფერი არ იცოდა. ანუ მან არ იცოდა ის რომ ბიჭი რომელიც გვერდით უდგას და რომელიც მოწონს ზუსტად ის ბექაა რომელსაც ემესიჯებოდა. ბექა ცდილობდა ნუცასთან გამოლაპარაკებას მაგრამ ამაოდ. ნუცაკ კი მოწონდა ის ბიჭი მარა თითქოს მასთან ლაპარაკი \"უტყდებოდა\"
კუს ტბაზე ამოვიდნენ ნუცას და მისი დაქალების სკოლელი ბიჭებიიი რომელთა დანახვაზეც ისინი მათკენ გაიქცნენ, რაც ბექას ძალიან არ ესიამოვნაა.
მიუხედავად მიმდა რომ ბექა ნუცას ძაან მოცონდა მისი აზრით ვერასოდეს ვერ მიიქცევდა მის ყურადღებას.
იმ ძაან “COOL” ბიჭებთან ნუცას ერთმა იკამ მიაქცია ყურადღება, რომელიც ძაან მაგარი ბიჭი იყო და ნუცას ყურადღებაც მიიპყრო.
იკა დიდი პოპულარობით სარგებლობდა გოგოებში. მან გადაწყვიტა ნუცასთვის სიყვარულის ახსნა და წავიდნენ სასეირნოდ ამის დანახვაზე ბექა გაგიჟდა ნიკუშას უთხრა და ორივე ელოდებოდა მათ დაბრუნებას იმიტო რო იკასთან ელაპარაკათ. როგორც იქნა უკვე სიბნელე იყო და ნუცაც და იკაც გამოჩდნენ. ნუცა დაკითხა მისმა დაქალებმა რომლებიც გაგიჟებული იყვნენ ახალი ამბით და ეხლა მხოლოდ ნუცას პასუხს ელოდნენ თუმცა რა პასუხი უნდა გაეცა ნუცას როცა მას ბექა მოწონდა.
-იკა მოდი ერთ წამს, დაუძახა მისმა ძმაკაცმა რომელიც ამავდროულად იყო ნიკუშას მეგობარი. ამ ბიჭს უნდა შენთან ლაპარაკი
-ვიის?
-აი ამას – დაანახა ბექა
-კაი ბაზარი არაა მივიდა ბექასთან კითხა ბექა შენ ხარ?
-ხო მე ვარ...
-ჩემთან რამე საქმე გაქქქ? გიომ მითხრა რო…
-ხო საქმე მაქ…
-გისმენ
-ეხა მისმინე მეოირედ ნუცას გაეკარები და დ…. …..ავ გაიგე ბიჭოოო?
-რაოოო? შენ შეგეკითხო შე …ო მე ვისთან მქონდეს კონტაქტიი? მე ეგ გოგო მიყვარს და არც ვაპირებ ურთიერთობის შეწყვეტას
-მეც მიყვარს და მაგიტო გეუბნები გაიგეე?
-Sშემაშინე ხო იცი… სულ …. მკიდია მე შენი სიტყვები ბიჭოოო. წავედი ეხა მეჩქარება ნუცასთან
-ეე ჩემი რა ვქნათ ნიკუშ?
-რავი ბექა აზრზე არ ვარ მე მგონია ნუცას უნდა უთხრა რო ბექა შენ ხარ ის ბექა რომელსაც ემესიჯებოდა და იქნებ მაგან რამე შეცვალოს
-კაი ბაზარი არაა მარა როგორ?
-მაგაში მე დაგეხმარები აბა რისთვის ვართ ძმები?
-კაი ჯიგარი ხარ ნიკუშ ჩემი ძმა ხარ

-ნუცი ერთ წამს მოხვალ? დაუძახა ნიკუშამ
-კი ნიკუშ ეხავე უთხრა ნუცამ... აი მეც მოვედი რა იყო?
-ნუც შენთან საქმე მაქ
-ჩემთან? რა მოხდა?
-მოკლედ ეხა მისმინე მიგიყვან ერტ ტიპთან და მიხვდები რა...
-და ვისთან?
-ბექასთან
-(ნუცა გაგიჟდა გაწითლდა, გამწვანდა, რა ეთქვა არ იცოდა, ხმა ჩაუვარდა და ბოლოს როგორც იქნა თქვა) რატოო?
-მიგიყვან და გაიგებ
-კაი და ეხა?
-შენ როცა გინდა
-კაი მაშინ მერე OK?
-რატო ეხა არა?
-აუ რავი აბა ეხა არ მინდა
-კაი შენ როცა მოინდომებ უპასუხა მისმა უახლოესმა მეგობარმა და ნუცა მის დაქალებთან მივიდა, ხოლო ნიკუშა მის ძმაკაცთან რომელიც გიჟდებოდა ისე უყვარდა ნუცა და ამაში თითქოს ყოველ წუთს რწმუნდებოდააა

ნიკუშამ მეორე დღეს ნუცა მიიყვანა მის ძმაკაც ბექათან რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა ნუცასთვის. როგორც იქნა გაირკვა სიმართლე. და ბოლოს ბექამ ისიც დააყოლა რო ნუცას მიმართ გულ-გრილი არ იყო. ნუცა უპასუხოდ სშემოუბრუნდა დაქალებს ხელი მოკიდა და სასწრაფოდ წასვლა მოითხოვა იქიდან.
მთელი 2 დღე ბექა მას უმესიჯებდა მარა ნუცა მას პასუხს არ ცემდა და ამის მიზეზი ის იყო რო მას ბევრმა უთხრა რო ბექას ბევრი გოგოსთვის უკაიფია ეგრე და გააფრთხილეს \"შენც შემდეგი არ იყოოო!\"
ნუცა თითქოს იჯერებდა მათ ნათქვამს მარა თვალებიდან არ ამოდიოდა ბექას გულწრფელი სახეე რამაც უფრო დააბნია.
მესამე და მეოთხე დღეს ბექას ნუციკოსთვის არაფერი მოუწერია. ნუცა ამას არ იჯერებდა მაგრამ მან ჩათვალა რომ ბექასთვის მორიგი გასართობი იყო რამაც წარუმატებლად ჩაიარა და ნუცას თავი დაანება.
მიუხედავად იმისა რომ ნუცას ბექა ძაან მოწონდა იყო კიდევ მის გარდა ერთი ბიჭი მართალია ის ნუცას ისე არ მოწონდა როგორც ბექა მარა თვლიდა რო მის დასავიწყებლად ეს იყო კარგი შანსი და როცა იკამ პასუხი მოითხოვა დიდი ფიქრის შემდეგ ნუცამაც \"დაბრო\" მისცა.
ბექას ყურამდე მივიდა ის ამბავი რომ იკასთვის ნუცას დაბრო მიუცია. თავიდან მან ნუცას ეს საქციელი არ დაიჯერა რადგან იგი ფიქრობდა რომ მიუხედავად ყველაფრისა ნუცაც არ იყო მის მიმარტ გულგრილი და ამ ამბის გადამოწმება თვითონ ნუცასთან სცადა რომელმაც ესყველაფერი დაუდასტურა.
ბექამ დახმარება მის ძმაკაც ნიკუშას თხოვა რადგან ის ერთადერთი იყო რომლისაც ნუცას ესმოდა და ბოლოს დააყოლა ის რომ:
-ნუცის ეგრე უცებ არ დავთმობო!!!!!

ნუცა და იკა ძაან უხდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ნუციკო თვალებს სულ აქეტ-იქით აცეცებდა თითქოს ვიღაცას ეძებდა. ნეტა ვის ეძებდა?!

გოგოებს შურდათ ნუცასი და სულ ფიქრობდნენ ნეტა მაგის ადგილზე ჩვენ ვიყოთო (იკა ხო მაინც ძაან მაგარი ბიჭი იყო?) და ზუსტად იგივე შურის გრძნობა ქონდათ ბიჭებს რომლებსაც ნუცას შებმა არაერთხელ უცდიათ მაგრამ ამაოდ და გიჟდებოდნენ იმაზე თუ როგორ მისცა იკას დაბრო.
1 თვის შემდეგ როდესაც ყველამ გაიგო მათზე იმასაც ატყობდნენ რომ მათი ურთიერთობა გაცივდა ვიდრე ადრე იყო.

ნუცას უკვირდა რომ 1 თვის მანძილზე როდესაც ის იკას “LOVE” იყო ბექა მას არც დაუნახავს და დამესიჯებაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ბექამ ახალმა ამბავმა გაახარა და იფიქრა რომ ხელსაყრელი მომენტი იქნებოდა რო ნუცა და იკა ერთმანეთისთვის დაეშორებინა (ისინი ხო მაინც ძალით LOVE-ები იყვნენ!)

აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იკამ და ნუცამ ძმაკაცებთან და დაქალებტან ერთად გადაწყვიტეს კვარიათში წასვლა. კარგად ერთობოდნენ ყოველ საღამოს სხვადასხვა კლუბებშI დადიოდნენ მარა იკა ნუცასთვის ეჭვიანობის მიზეზი ხდებოდა მიუხედავად ყველაფრისა ის ხო მაინც მის LOVE-დ ითვლებოდა?!

ნიკუშამ და ბექამ გადაწყვიტეს ბათუმში წასვლა. ჩასვლიდან მეორე დღეს გაიგეს რომ კვარიათში ეწყობოდა მაგარი PARTY და გადაწყვიტეს ზღვაზე იქ გასვლა. ბექამ თითქოს ნუცა შენიშნა მაგრამ ამავდროულად ფიქრობდა რომ მოლანდებები დაეწყო (მას ხო ძაან უყვარდა ნუციი?!) დადგა საღამო და ის კლუბი სადაც PARTY იყო ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით. უკვე საკმაოდ გვიანი იყო როდესაც იკა, მისი LOVE ნუცა და მათი მეგობრები შემოვიდნენ ამ კლუბში. ნიკუშასა და ბექასთვის ეს სახეები ნაცნობი იყო მაგრამ სიბნელის, ხმაურის და არეულობის გამო ვერც კი შენიშნეს ისინი და ბოლოს სულ გადაავიწყდათ.
კლუბში იყო საკმაოდ ბევრი კარგი გოგო რომელთა დანახვაზე იკა გულ-გრილი ვერ რებოდა და ცეკვის დროს მათ ეპორწიალებოდა. ნუცას ბოლოს ყელში ამოუვიდა მიხვდა რომ უკვე იკა ყველას თვალწინ ზედმეტებში გადადიოდა და გადაწყვიტა მასთან დალაპარაკება რაზეც იკამ ეგრევე ყვირილი ატეხა. ნუცა გაგიჟდა ხმა ჩაუვარდა და ვერც კი გადააჭარბა მისი “LOVES” ხმას. უცებ კუბიდან გაიქცა და ზღვის ნაპირზე დაჯდა და დაიწყო ტირილიიი.
კლუბში ყველა ერთობოდა მარტო ბექა იყო მოუსვენრად თითქოს გრძნობდა რო ნუცა მასთან ახლოს იყო. ხმაურისგან დაღლილმა ნიკუშას უთხრა რომ ზღვის ნაპირზე გავიდოდა და თუ წასვლას დააპირებდა დაეძახებინა.
ბექა ნაპირზე გავიდა დაჯდა ქვებზე და მის შორი ახლოს შენიშნა რომელიც ასევე ქვებზე იჯდა თავი მუხლებში ქონდა ჩაღუნული და ტიროდა აზრადაც კი არ მოსვლია ის რო ეს გოგო ნუცა იყო. ბექა მარტოობით დაიღალა და ამ გოგოსთან მისვლა გადაწყვიტა და გაიფიქრა იქნებ ისეთი გოგო იყოს რომელიც შესძლებდა ნუცა დაევიწყებინა მისთვის. მიუახლოვდა მას, გვერდზე ჩამოუჯდა და გამოელაპარაკა...ნუცას თავი არც აუწევია მაგრამ მას გული აუჩქარდა რადგან ეს იმ ხმას მიამსგავსა რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა... ნუცამ გახედა ბექას და ორივეს თვალები სიხარულით აევსოთ...
კარგახანს ტკბებოდნენ ერთმანეთის თვალების ყურებით, ბექამ ნუცას თვალებიდან ცრემლები მოწმინდა, გაუღიმა და ის უთხრა რის თქმასაც დიდი ხანია აპირებს მაგრამ ამავდროულად
-ნუცა მიყვარხარ!
ნუცას გაეღიმა თითქოს იგივეს თქმა უნდოდა მაგრამ ვეღარ მოასწრო და ბექამ იგი გულში ჩაიკრა უცებ კლუბიდან უზომოდ მთვრალი იკა გამოდის რომელიც გიჟდება ამის დანახვაზე მისთვის პატარა მიზეზიც კი საკმარისი იყო იმ დროს რო ჩხუბი დაეწყო. თავიდან ვერ მიხვდა რომ ეს ბიჭი ბექა იყო როდესაც მან ეს გააცნობიერა ატყდა მაგარი \"თრახი\".
-ეეეეე …ო ჩემ LOVES-თან რა გინდა შე კვერცხოო?
-ბიჭო წესიერად ილაპარაკე იცოდე ვისთან როგორ უნდა ილაპარაკო უპასუხა ბექამ
-LOVE-სთან კი არა EX-LOVE -სთან ჩაამატა ტავისი სიტყვა ნუცამ
-შენ გოგო შ** ხო არ გაქ? ჩემი LOVE ხარ და იქნები გაიგე აეეეე
ამაზე ბექას მოთმინება აღარ ეყო და იკას თავისი გოგოსავით ლაპაზი სიფათი უფრო გაულამაზა. ნუცა ძალიან შეშIნებული იყო ბექამ მას ხელი მოკიდა და წასვლას აპირებდნენ როდესაც ბექას უკნიდან ვიღაცამ დანა ხია. ბექა უგონოდ ჩაიკეცა ნუცამ კივილი დაიწყო, შველას ითხოვდა ხოლო იკამ ნუცას ხელი დაავლო და ცაიყვანაა. როდესაც მანქანაში ჩასვა ნუცა გაუთავებლად კიოდა და იკა ზრდილობიანი სიტყვებით ამკობდა. როგორც იქნა ნუცამ გააცნობიერა რო ღზვის ნაპირზე უგონოდ დარჩენილი ბექა ეგდო გაგიჟდა და ტირილი აუტყდა. იკამ ჯერ იგი თავიანთ სახლში მიიყვანა ჩაალაგებინა ბარგი და თბილისში დაბრუნდნენ.

გადის 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 4 თვე იკა და ნუცა კვლავ ერთად არიან მიუხედავად ყველა ამბისა (ანუ კვარიათის ამბების შემდეგ). აღარაფერი ისიმის არც ნიკუშაზე და არც ბექაზე. ნუცა ორივე მათგანზე ძაალიან ნერვიულობდა ბექაზე როგორც მის უდიდეს სიყვარულზე, ხოლო ნიკუშაზე როგორც მის უახლოეს მეგობარზე.

ნუცამ მისმა \"ძალით LOVE-მ\" და მთელმა მათმა სასტავმა გადაწყვიტეს ახალ წელს გუდაურში შეხვედროდნენ.

31 დეკემბერი 11:55
ბავშვებმა სანთლები აანთეს გარშემო შემოუსხდნენ ხელები ერთმანეთს ჩაკიდეს და სურვილების ჩაფიქრება დაიწყეს. ყველამ სხვადასხვა რამ ჩაიფიქრა. ნუცას რა უნდა ჩაეფიქრებინა გარდა იმისა რომ ბექა ენახა და ერთად ბედნიერები ყოფილიყვნენ. ჩაიფიქრა თუ არა სურვილი

11:57 და გარედან ისმის ყვირილიიი:
-ნუცაააააააააააააააააააააააჼbr />?აააააააააააააააააააააააააა
ნუცამ იფიქრა რომ ეს უბრალოდ მოესმა მაგრამ როდესაც ყველა მას მიაშტერდა და თან ყველამ იცნო ბექას ხმა (ის ხო ძაან დერსკი იყო) ნუცა წამოხტა გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ბექა წარმოდგენაც კი არ ქონდა იმაზე თუ საიდან გაჩნდა ის (გულში გაიფიქრა ნეტავი ყველა ოცნება ესე უცებ მიხდებოდესო). ნუციკო ისეთი დაბნეული იყო რო იგი ფანჯრიდანაც კი გადახტებოდა იმისათვის რომ მის სიყვარულთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს. ახალ წლამდე ხომ სულ 2 წუთი იყო დარჩენილი.
ნუცამ დაბნეული თვალებით იკას გადახედა რომელიც იღიმოდა ნუცამაც გაუღიმა მას
ხოლო იკამ ნუაცს ისეთი რამ უთხრა რასაც თვითონაც არ ელოდა
-მიდი ნუც ჩადი დროზე სულ 1 წუთია დარჩენილი ახალ წლამდე და შენ სიყვარულთან ერთად შეხვდი ამ ახალ წელს.
ნუცა თავის ყურებს არ უჯერებდა არ ეგონა თუ იკა ასე დანებდებოდა მაგრამ დრო აღარ იცდიდა იკას ჩაეხუტა ლოყაზე აკოცა და ბექასთან გაიქცა
ის წუთი იყო როცა ნუცა ბექასთან მივიდა ჩაეხუტა და ახალი წელიც დადგა. მათ ულამაზესი და უსაყვარლესი ახალი წელი ქონდათ.

ბევრი ჩვენთაგანი ისურვებდა ამ მოთხრობის გმირების ადგილზე ყოფნას. თუ ნამდვილი სიყვარული აკავშირებს 2 ადამიანს ის ყველანაირ ტკივილს, განშორებას და მოლოდინს გაუძლებს. სიყვარული ისაა რაც ყველა და ყველაფერს ჭირდება.
ხვალინდელი დღე არავის არ აქვს გარანტირებული არც ახალგაზრდას და არც მოხუცს... შეიძლება დრეს უკანასკნელად ხედავ იმათ ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა მერე კი ნამდვილად ინანებ რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, ჩახუტებისთვის, კოცნისთვის და რომ ვერ შეუსრულე შენ საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი და არ უთხარი მას სიტყვა მ…ი…ყ…ვ…ა…რ…ხ…ა…რ
ნუცას და ბექას სიყვარული ადრეულ ასაკში დაიწყო მაგრამ ამ სიყვარულმა ყველაფრის გადატანა შეძლო დაყველანაირ ტკივილს გაუმკლავდა და გაუმკლავდება კიდეც მომავალშიიი!!!!!!!!: ): ): ): )
სიყვარული ხომ ბრმაა და მან ასაკი არ იცის
.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ცრემლნარევი სიყვარულის სიგიჟე

ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა,
საშინლად მომბეზრდა ყველაფერი,
ოცნებად ქცეული სიყვარული და ფიქრებში გაპარული მზე.
ირგვლივ ან ცინიკოსები მახვევია, ან ნარკომნები,
ეს მარტო მე კი არ მახვევია,
მთელი ქვეყანა ასეთი ხდება.
უმიზნო და ცივი,
მიჭირს აქ ცხოვრება, რადგან ამ ცივ ადგილას ძალიან თბილი დავიბადე,
მაგრამ მარტო ჩემი სიყვარული ვერ გაადნობს დიდი ხნის წინ დაწყებულ ყინვას.
რაც არ უნდა სიგიჟემდე მიყვარდეს მაინც მარტო ვარ,
რადგან ჩემი სიყვარული მარტოა,
მარტოა იმ ყვავილივით, რომელიც უღრან ტყეში ამოვა.
პატარაობიდან ოცნებებით ვცხოვრობდი,
ჩემი ოცნება ბარბის სახლით დაიწყო და მერე მარტო დარჩენილ სიყვარულამდე ავიდა.
არასოდეს მქონია ის რაც მინდოდა, მაგრამ
ვიყავი ჩუმათ,
ვთვლიდი, რომ ამ ცხოვრებაში არაფრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა, სანამ ჩემით არ მივახწევდი რამეს,
გავიზარდე და დავპატარავდი,
საოცრად დავპატარავდი.
სიყვარულის ცრემლად ვიქეცი,
იმდენად დავპატარავდი.
მაგრამ ამ დაპატარავებულსაც არ მომეცა მშვიდად ყოფნის საშუალება,
ვოცნებობდი ლოყას შევშრობოდი,
არ ვყოფილიყავი იმის ფიქრში, თუ როდის მოიწმინდავდა ცრემლს მომტირალი.
სანამ ცრემლად გადავიქცეოდი,ბევრი ტკივილი ავიტანე.
თავადაც ძალიან ბევრჯერ ვიტირე.
ყველაფერი ასე დაიწყო:
გავჩდნი,
თვალებზე მეტყობოდა, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარდა,
მუცლიდან ელვისებური სისწრაფით გამოვედი.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა რაღაც განსაკუთრებულისთვის გამაჩინა,
ხო და გავუჩენივარ განსაკუთრებულისთვის,
სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი არ არსებობს.
მორიდებული ვიყავი,
ამიტომ არაფერი არასოდეს არ მხვდებოდა,
ვიყავი ჩუმი,
მომტირალი.
ერთი იყო კაი, რომ ყველასთან საოცრად თბილი ვიყავი,
ჩახუტებისთვის გაჩენილი.
ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ შემხვდა გზაზე,
ჩემს თვალებზე შეყვარებულმა ერთმა ადამიანმა ბავშვობაში მძიმე დამისვა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი საკმაოდ ცუდად დაიხურა.
ნუ იქ რაც მოხდა მე ჩემ თავს დავაბრალე და საკუთარ თავს ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევდი.
წლებმა, რომ გაირა მივხვდი ცხოვრება უნდა გამეგრძლებინა რადგან ჯერ ბავშვი ვიყავი,
სულ რაღაც რვა წლის.
ჩემს უახლოეს ადამიანს საშინელი ალკოჰოლიზმი ჭირდა და ძალიან ხშირად მინახავს უგონოდ მყოფი,
თავს საშინლად ვგრძნობდი,
საჭირო ოთახში ვიკეტებოდი და ნუგეშს სარკიდან ველოდი, მაგრამ იქიდან მხოლოდ ჩემი მწვალე თვალები მიყურებდნენ.
ბავშვობაში მიღებულმა ნერვულმა სტრესებმა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო,
ადრე გავიზარდე,
ჩემ თავში ჩავიკეტე და კარს არავის ვუღებდი.
მალე ახალ სკოლაში გადავედი ,
ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ვაბამდი და მეგობრებიც გავიჩინე,
ჩემს ცხოვრებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა,
მახსოვს იმ პერიოდში ძალიან შევიცვალე,
ხშირად ვტიროდი,
იშვიათად ვჭამდი,
სკოლაში არ დავდიოდი.
ექიმთან მისვლამ საერთოდ ყველაფერი არია,
ქალი ისე დაიბნა როდესაც წონასწორობა ვერ შევინარჩუნე ენა დაება.
ასე დაიწყო ჩემი უცნაური ცხოვრება.
მოგვიანებით, როდესაც წიგნები წავიკითხე და შევეცადე გავრკვეულიყავი რა მჭირდა ჩემს თავს დიაგნოზი დავუსვი.
თორმეტი წლის,
ყურებამდე შეყვარებული და უცნაური ადამიანი.
დაავადებას სიყვარული ვუწოდე,
ჩემთვის ჩანაწერების კეთება დავიწყე,
ვწერდი-ვხევდი, ვწერდი-ვხევდი.
ბოლოს, როდესაც ვეღარაფერს ვაკეთებდი დავრწმუნდი, რომ სტუმარი მყავდა გულის არეში.
სიყვარულს კარი გავუღე და კარგად ვუმასპინძლე,
სტუმარს მოეწონა ახალი სახლ-კარი და დითხანს დარჩენა გადაწყვიტა.
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, ჩემი სიყვარული უფრო ფართოვდებოდა,
სიგანეში თუ სიგრძეში მნიშვნელობა არ აქვს,
მთავარი ის არის, რომ ვიზრდებოდი და ვპატარავდებოდი.
იმდენად დიდი იყო ეს სიყვარული, რომ რაღაც ქაღალდის ნაგლეჯებთან ურთოერთობა მაიძულა,
ჩემთვის ურთიერთობა შესაძლებელი გახდა ნებისმიერ ნივთთან, თუ ცხოველთან.
კიდევ გადიოდა დრო,
კიდევ მიყვარდა ის ადამიანი, მაგრამ რაც საოცრად გასაკვირი იყო ამ სიყვარულმა შემაყვარა ყველა და ყველაფერი,
ვისწავლე ყველაფრის პატიება,
ვისწავლე ადამიანის შეცვლა,
ვისწავლე თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად.

ეს გრძნობა წესით და რიგით უვნებელი, ძალიან საჭირო გრძნობაა, მაგრამ მე ნამდვილად მავნო.
გავხდი მარტოსული,
ვიქეცი ადამიანად, რომელსაც არაფერი არ შეეძლო სიყვარულის გარდა.
ყველა ხერხს მივმართე იმისთვის, რომ ეს გრძნობა სამუდამოდ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა.
სიყვარული იზრდებოდა და ფართოვდებოდა ჩემში.
ერთად იმდენი რამ დამიგროვდა, რომ მწვავე ნერვოზი ჩამომიყალიბდა,
ყველაფერზე საშინელი რეაქცია მქონდა,
ვაწყობდი ისტერიკებს და
ეს პატარა ლამაზ თვალება გოგონა ველურ სიყვარულად გადაიქცა,
მხოლოდ ჩემი სიყვარული არ მაკმაყოფილებდა,
სხვის გრძნობებზე გადავედი,
მინდოდა ქვეყანა სიყვარულისგან ამევსო.
როდესაც მართლა მარტო დავრჩი,
მივხვდი, რომ მე ზედმეტად უცნაური არსება ვიყავი, დავიწყე ფიქრი თუ რა მინდოდა ყველაზე მეტად.
ჩემმა ფიქრებმა და ოცნებებმა კვლავ იმამდე მიმიყვანა რაზეც აქამდე ვფიქრობდი:
ხის პატარა სახლი,
სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი,
ემოციებში აბლანდული მე,
აცრემლებული თვალები და ბევრი სიყვარული.
ვხვდებოდი, როგორ ვბერდებოდი ბავშვი,
დაბერებაზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ არც ისეთი დასაკვეხნი სიბერე მექნებოდა.
მე კი ნამდვილად არ მსურდა სიბერე სადაც ყოველთვის ელოდები როდის დაღამდება, რომ გათენდეს და
როდის გათენდება, რომ ისევ დაღამდეს, როდესაც მზის დანახვაც კი აღარ განიჭებს სიამოვნებას, არა მე სიბერე არ მაწყობდა.
ჩემი აზროვნებით დავიწყე ბრძოლა, რომ რაღაცა შემეცვალა ცხოვრებაში,
მინდოდა არ დამესრულებინა ცხოვრება, მაგრამ ვერაფერს გავხდი,
ვისაც არ უნდა, რომ მოგისმინოს არ მოგისმენს
და ვისაც არ უნდა, რომ გაგიგოს ვერ გაგიგებს.

ყველაფერი მიყვარდა,
წვიმა და თოვლი,
ქარი და ელვა,
ყვავილი და ბალახი,
მზე და მთვარე,
ვარსკვლავი და ცისარტყელა,
მოკლედ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა.
ეს ადამიანობა ძალიან მომაბეზრებელი გახდა,
იმდენი რამის შესაძლებლობა მეძლეოდა და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი.
რამდენჯერაც ჩემ გრძნობას წყალი დავასხი იმდენჯერ აინთო, ვერაფერი ვერ ვუშველე,
ბოლოს ცრემლად ვიღვრებოდი და თავად ვიქეცი ცრემლად.
მიყვარდა თვალიდან, რომ ვვარდებოდი და აღაჟღაჟებულ ღაწვებს ვეფერებოდი,
გამჭვირვალე პატარა წვეთი ვიყავი, ვითომც არაფერი, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი რამ.
თითოეული ადამიანის ტკივილს განვიცდიდი,
მთელი კაცობრიობის სიყვარულს გულში ვიდებდი,
ყველაზე ბედნიერი მომენტი ერთხელ მქონდა, როდესაც ვიღაცის თვალიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი,
ის ადამიანი ტირილს ვერ ახერხებდა, და როდესაც ღაწვებს მივეფერე მივხვდი, რომ ჩემ სიყვარულს შევუერთდი.
მას ნაზი,
მშვიდი და ჰაეროვანი სიყვარული ატირებდა,
რაღაცა ჩამწყდა, იმის გამო, რომ მე არ ვუყვარდი, მაგრამ
გამიხარდა ის, რომ მან სიყვარული იცოდა,
მის ლამაზ სახეს ნელა შევეხე,
მთელი ჩემი გრძნობები გადავეცი,
მთელი ჩემი ბედნიერების სურვილი ვუძღვენი.
სანამ საბოლოოდ წავიდოდი თვალები დავხუჭე,
ნაზად ვაკოცე ლოყაზე და ხელის შეხებას დაველოდე, მაგრამ ხელი არ შემხებია,
ბოლომდე გავიარე გასავლელი გზა.
მან თვალი გაახილა და შეხედა ცრემლს,
რაღაც გულმა ვერ დააცადა და ხელი გასწია მისკენ,
ცრემლი ხელზე დაეცა.
ეს რაღაც საოცარი ცრემლი იყო,
ვერცხლისფერი მარგალიტისებური სილამაზის,
ვერ გაუშვა ეს ცრემლი და ტუჩებისკენ წაიღო,
ნაზად აკოცა,
ხელს შეხედა
და
ცრემლი აღარ იყო.
მე მაშინ განვიცადე დიდი ბედნიერება, როდესაც მის ლამაზ ტუჩებზე დავდნი და შევუერთდი ბუნებას.

მის ცრელმად ჩავიღვარე მისივე გულში.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Feb 2008
Posts9
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინიკარა შენ ეტყობა ძალიან გიჭირს ასეთ რამეებს რო წერ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინკარა მომწონს შენი დაწერილი არ ვიცი რა დავარქვა მაგრამ კარგია მასე გააგრძელე გაგიმართლებს

სიყვარულს გაუმარჯის =ae= =ae= =ae= =ae= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ნინკარა მომწონს შენი დაწერილი არ ვიცი რა დავარქვა მაგრამ კარგია მასე გააგრძელე გაგიმართლებს

სიყვარულს გაუმარჯის =ae= =ae= =ae= =ae= =ko= =ko= =ko= =ko=
მამაი გავს მამაი=lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს როგორ გამეხარდა იციი? რა ვიპოვე?--ძველი სიკვარული შენ რომ დამიტოვე!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩე ვერ გავიგე=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
თუ ვერ გაიგეთ .გაიარეთ ქალბატონი. სხვა ფორუმში. არაა საჯირო კველაფერი იცოდეთ.პატივისცემით ვასო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდი მე სურათებით გადმოქცემთ ერთ სევდიან,მაგრამ დაუვიწყარ ისტორიას, არა მგონია ეს ვინმე ამ ორ ადამიანის ნაცნობთაგანს დაავიწყდეს! მე პირადად გული ჩამეწვა, როცა სურთები ვნახე... და წარმოვიდგინე რამდენი მსგავსი რამ მოხდებოდა. მეც ვიცნობდი საქართველოში ერთ გოგოს, ულამაზესი იყო და ძალიან სიმპატიური შეჰყვარებული ჰყავდა, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი , მოხდა ისე,რომ ბიჭი საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა, საბედნიეროდ ცოცხალი გადარჩა,მაგრამ სიტყვის სრული მნიშვნელობით_დასახიჩრდა,სახეზე რომ შეხედო ეხლაც ,თითქოსდა ძვლები ლამის გამოვიდესო,ყოველგვარი ზედმეტი გაზვიადებების გარეშე,მაგრად დამახინჯდა, გოგოს მშობლებს არ უნოდათ საშინლად ,რომ ეგეთ შეუხედავ ბიჭს გაჰყოლოდა თავიანთი შვილი, მითუმეტეს ,რომ იმის გარდა სხვა შVილი არ ჰყავთ, მაგრამ მაინც გაჰყვა და დღეს ორი შვილი ჰყავთ!.. რასაც ვუსურვებ , ეს ბედნიერება და ღვთის წყალობაა!

ეს სურათები კი ეხება როგორც გავიგე (სურათებიდან ერთ-ერთ საიტზე) გოგოს, რომელსაც კიბო აქვს... მაგრამ სიყვარულით ებრძვის თავის ამ უსაშინლეს ავადმყოფობას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
.სურათი აღარ არსებობსგვერდით შეყვარებული წევს =tavfx= =tavfx= =tavfx= :(
სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
.სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
.სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ჩე ვერ გავიგე=fiqri=

რა ვერ გაიგეთ ქალბატონო ციციკორე?ჩე არის ნინიკარას მამა....მე გახლავართ დედა...ხოდა ჩემ თწვა მამას გავსო....ეხლა ხომაა გასაგები?თუ....?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 133 posts ] 
დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიები
დესპანი