↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თავისუფალი მედია საქართველოში....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
არ ვიცი რა არის თავისუფალი ჯურნალისტი... ვიცი მხოლოდ ობიექტური ჯურნალისტი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
არავის კომენტარს არ ვუსწორებ . უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს:) შეიზლება ჯურნალისტი იყოს პროფესიონალი , მაგრამ მიკერზოვებული:))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაგაში მარტალი ხარ გიო მიკერძოებული უამრავი ჟურნალისტია დგეს საქართველოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
დღეს საქართველოში ყველა ჟურნალისტი ვიღაცის,შეკვეთებზე მუშაობს,ეს იქნება პრესის თუ ტელევიზიის,ეს ჩემი აზრია,ეს იქნება მანამ,სანამ არ გვეყოლება თავისუფალი მედია =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოში რატომღაც ჯურნალისტიკა ძალიან მოდაში იყო და არის. რატომ? -მეც არ ვიცი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
არავის კომენტარს არ ვუსწორებ . უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს:) შეიზლება ჯურნალისტი იყოს პროფესიონალი , მაგრამ მიკერზოვებული:))

რატომ უნდა იყოს პროფესიონალი ჟურნალისტი მიკერძოებული????ჟურნალისტის პროფესიონალიზმში მარტო გადაცემის გაფორმება ხო არ შედის,თუ მისი პროფესიონალიზმი არ უნდა ითვალისწინებდეს ობიექტურობას სამუშაო ადგილზე????ვერ გავიგე აზრი...:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts76
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არ შემიძლია ამ თემას ავუარო გვერდი, გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას რომ, ჩემი საკუთარი აზრი დავაფიქსირო.
მინდა გითხრათ რომ საქართველოში ჟურნალისტიკა ძალიან დაბალ დონეზეა განვიტარებული.მოდით ნუ დავაბრალებთ ამ ყველაფერს ნურც ოპოზიციას და ნურც ხელისუფლებას. პირველ რიგში თვითონ იმა ადამიანების პროფესიონალიზმზე ვისაუბროთ ვინც ჟურნალისტს უწოდებს თავის თავს,როგორ ფიქრობტ ჟურნალისტია ის ვინც ინტერვიუს ასაღებად 3 დღე იზეპირებს რედაქტორის ჩამოწერილ კითხვებს არც მეტი არც ნაკლმები საკუთარი აზრი თუ გააჩნია რა ტქმა უნდა გვერდზე უნდა გადადოს? არავინ არ აძალებს ჯურნალისტებს არაფერს და არც არავინ არ ემუქრება,თუ რა თქმა უნდა არ გადაამლაშა.შეიძლება ფაქტები შეალამაზო და არა დააამახინჯო.როცა ინტერვიუზე მიდიხარ მარტალია რესპოდენტი გტავაზობს ტანხას და არა გაძალებს.რომ დაწერო ან თქვა ის რაც იმას უნდა.კარგი ჯურნალისტი ვერასოდეს ვერ იშოვის ფულს ამ ქვეყანაში თუ ის მიუკერზოებელი არაა.ტქვენ როგორ ფიქრობ პრესაში რომ ჟურნალისტ 30 ლარი აქვს ხელფასი, როცა იმას ათიათასებს შესთავაზებენ არ დაწერს იმას რაშიც ფულს უხდიან? ჯურნალისტიკა მე 4 ხელისუფლებაა და მას ძალიან დიდი როლის შეტანა ჰეუზლია სახელმწიფო პოლიტიკასი.იცით რატომ დაკარგა ჟურნალისტიკამ ტავისუფლება? როცა ჯურნალისტს სინდისი სუფტა არა აქვს უამრავ ფულს იღებს და ვიღაცის ლაქია ხდება.სახელმწიფო პირებიც მიეჩვივნენ ამას და აბა ეხლა გაბედონ და არ თქვან ის რც მათ უნდა. ჟურნალისტიკას ვერ ისცავლი არ არსებობს. ჯურნალისტად უნდა დაიბადო ასე რომ ქარტულ მედეა სივრცეს არ ჰყავს კარგი ჯურნალისტები, პროფესიონალები, ძირითადად უზრდელები და უინტელექტოები არიან შედეგიც სახეზეა,ყველა ჟურნალისტი რომ ერტმანეტს გვერდიტ დაუდგება ხმას აიმაღლებს დამიჯერეთ მაშინ ესეთი მდგომარეობა მართლა აღრ იქნება, მაგრამ რას იზავ როცა ფულის სიყვარული უფრო დიდია საკუთრი თავის სიყვარულზე. ასე რომ როცა ტელევიზორს ვუყურებ ზოგჯერ ვფიქრობ იქედან ვიღაცის მონა, შეშინებული ადამიანები საუბრობენ,ჯერ მეტყველება როგორია, მერე მაკიაჟი, წიტელი პომადა 34 ზე,რბილმა ლ_ებმა ხომ წაგვლეკა.ესეც ხელისუფლების ბრალია ნეტა ?:) ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაზე არ ვიძახი სამწუხაროდ უმრავლესობა ესეტი გვყავს.მაგრამ მაინც ჩემთვის ყველაზე კარგ, პროფესიონალ ჟურნალისტად ინგა გრიგოლია რეჩება, შეიზლება რაღაც ხარვეზები მაგასც აქვს მაგრამ სხვა დანარჩენებს ბევრად მირჩევნია. რადიოს მოსმენა ხომ საერთოდ არ შეიძლება ცუდად ვხვდები როგორ მეტყველებენ, განსაკუთრებით არ შემიძლია არ ავღნიშნო იმედის რადიოს ჟურნალისტი ზურა თვაური. ეგ პირდაპირ ჟურნალისტიკის სირცხვილია...... ვაი მაგის პატრონს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
და.............საინტერსო თემაა.
ახალს არც მე ვიტყვი და უმრავლესობის აზრს შევუერთდები. ნამდვილად სავალალო დღეშია ქართული ჟურნალისტიკა.სამწუხაროდ, არ მაქვს საშუალება პერიოდიკის ყველა გამოცემის გაცნობის. ჩემთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მათი ელექტრონული ვერსიები (იშვიათი გამონაკლისის გარდა).
მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა არის არამხოლოდ დაბალი ინტელექტი, დილეტანტიზმი, უგემოვნობა და დაბალი კულტურა, არამედ-უპიროვნომა.ჟურნალისტის იარაღი-სიტყვაა. სიტყვა- მოქნილი, სხარტი, მრავალმნიშვნელიანი, აშკარა და ფარული ქვეთექსტებიანი და ა.შ. მაგრამ იმისთვის, რომ ამ იარაღის ხმარება იცოდე , არ კმარა იყო განათლებული. იმავდროულად უნდა იყო პიროვნება ფართო თვალსაწიერითა და ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით. ეს არ ნიშნავს მიკერძოებას, პირიქით. ასეთი ჟურნალისტი ყოველთვის უფრო ობიექტურია, ვინაიდან მოვლენას აფასებს და მიმოიხილავს უფრო ფართო გადასახედიდან და არა ვიწრო "ჭუჭრუტანიდან"- რასაც ხშირად უწოდებენ პოზიციას და ოპოზიციას. არა მგონია, ვინმემ მიკერძოება დასწამოს ჟურნალისტ ია ანთაძეს. რაც მინახავს ,თუ წამიკითხავს მისი- ყოველთვის შეინიშნება ავტორის კორექტულობა, ღრმა ანალიტიკური აზროვნება, ობიექტურობა.
ცენზურა არ არის უცხო როგორც საქართველოსთვის ისე პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ქვეყნებისთვის.ვისაც ასაკი ამის საშუალებას აძლევს ეხსომება "თაროზე შემოდებული" წიგნები, სტატიები, ფილმები. მაგრამ იმ წინააღმდეგობის მიუხედავად რასაც "მთავლითი" თუ იდეოლოგიური განყოფილებები ქმნიდნენ , ბევრმა ნიჭიერმა შემოქმედმა მოძებნა გზა თავისი სათქმელის , საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიც გამოხატვის. განსაკუთრებული წარმატებები ამ მხრივ 60-70-იანი წლების ქართულ კინოს ჰქონდა.დოკუმენტური სტილისტიკა ოთარ იოსელიანის თუ კინოიგავების სტილისტურ-ჟანრული ძიებები ელდარ შენგელაიასი, საშა რეხვიაშვილის, თენგიზ აბულაძის და სხვათა იმაზე მეტის თქმას ახერხებდნენ, ვიდრე მხოლოდ ფილმებში მოთხრობილი ისტორიები იყო. დარწმუნებული ვარ მაყურებელს, რომელმაც ეკრანზე ქვევრში გამომწყვდეული ელდარ შენგელაიას გმირი დაინახა არ აღუქვამს ის როგორქ ქვევრში გამომწყვდეული ჭკუაგადასული მოხუცი. ეს ალეგორია იმაზე მეტს იტევდა, ვიდრე თავისთავად ამბავი. და კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც მაშინ იმ შემოქმედდთაგან გმირობის ტოლფასი იყო. ძნელია ყველას მოსთხოვო გმირობა, მითუმეტეს ასე "დამშეულ" საქართველოში, სადაც თითოეული ბოლომდე ეჭიდება სამსახურს, რომელიც ბევრისთვი მათ უკან მდგომი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა. მაგრამ ყველაზე ცოტა, ის მაინც შეიძლება, რომ ჟურნალისტი გამართული ქართულით წერდეს და მეტველებდეს,ჰქონდეს მდიდარი და მრავალფეროვამი ლექსიკა და რაზეც წერს-მეტად ერკვეოდეს საკითხში, და რაც მთავარია ნუ იქნება ბრმა იარაღი.
ტელევიზია-ცალკე თემაა. ინტელექტის ასეთმა დაშრეტამ, პლაგიატიზმის ასეთი აღზევებამ, შეუწყნარებლობამ და აგრესიამ აღარ დატოვეს მცირედი ადგილიც-კი ჰუმანიზმისთვის.ყველაფრის პოლიტიზაცია ხომ, თავის აპოთეოზს განიცდის. დუტას ზღაპრებიც , რომელიც პატარებისთვისაა განკუთვნილი- პოლიტიზირებულია და ბავშვებშივე აღვივებს აგრესიას და ხელისუფლებისთვის "კოჭის გაგორების" უნიჭო მცდელობაა. გრჩება შთაბეჭდილება, რომ "კორექტული შეცდომაა" გაპარული და უნდა იყოს "ნაციონალების" ზღაპრები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტელევიზიის წამყვანთა ჰაბიტუსი, მეტყველების კულტურა, მაკიაჟი, ჩაცმულობა და ა.შ.ვვარაუდობ,რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერის წამყვან ქალებს საქართველოს პირველ ლედიზე "მწარედ შეყვარებული" ადამიანი არჩევს, რომელსაც სილამაზის ეტალონად მხოლოდ ასეთი ტიპის გარეგნობა მიაჩნია. ყველა, სინოპტიკოსის ჩათვლით, სახის ნაკვთებით, აღნაგობით, ჩაცმის სტილით -პირველი ლედის "ორეული" და "სამეული" არის. მართებული იყო ერთ-ერთი დესპანელის შენიშვნა რბილი "ლ"-ს თაობაზე. ან არ ყავთ მეტყველების სპეციალისტი, ან ვინც ჰყავთ-არ უვარგათ.
აღარაფერს ვამბობ ქართული ენის გრამატიკის არცოდნაზე.ასე"შეხმატკბილებული" დიქტორი და მასალის ავტორი- იშვიათი შემთხვევაა.კარგი-ერთმა დაწერა შეცდომით, ნუთუ მეორეს არ შეუძლია წაკითხვის დროს გაასწოროს. ყველაზე ტიპიური კი-კრებითი სახელებისა და ზმნის დროსა და რიცხვში შეთავსებაში "მოიკოჭლებენ". ნეტა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ქართული ენის გრამატიკას რამდენ საათს უთმობენ?
ტელევიზია არ არის მხოლოდ ეს პრობლემები. ეს ზედაპირზე არსებული , თვალში მკვეთრად საცემი გასაჭირია მათი. ეხლა მეტი, რომ არ გამიგრძელდეს-აქ დავამთავრებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ვეთანხმები,ვეთანხმები,ვეთანხმები და კიდევ ერთხელ ვეთანხმები თიკინას და ბაზის!!!!:) ყველაფერში გეთანხმებით მგონი რომ...=sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
არავის კომენტარს არ ვუსწორებ . უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს:) შეიზლება ჯურნალისტი იყოს პროფესიონალი , მაგრამ მიკერზოვებული:))

გეთანხმები, რომ პროფესიონალი მწერალი პრესაში არ არის გარანტი ობიექტურობის. მაგრამ თუ განვსაზღვრავთ ვინ არის ჟურნალისტი და როგორი საზოგადოებრივ-მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აკისრია მას -ალბათ მსჯელობა სხვა მიმართულებით წავა. თანაც რა კონკრეტულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე-არის კომენტატორი, ანალიტიკოსი , ჟურნალისტურ ნარკვევზე მომუშავე თუ, თავისი პირადი პოზიციის გაცხადებულად დაფიქსირებას ისახავს მიზნათ .ა..შ. და ა. შ.
როგორ შეიძლება იუმორისტული გვერდის ავტორს იმავე კრიტერიუმებით მივუდგეთ, რითაც ახალი ამბების რუბრიკაში მომუშავე ჟურნალისტს. იქნებ "ჟურნალისტურ სახელოსნოზე" პროფესიონალმა ჟურნალისტებმაც გვითხრან რამე?=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ვერაფრით გავიგე,ნუთუ პროფესიონალიზმი ჟურმნალისტის არ გამორიცხავს მის მიკერძოებულობას?!ჩემი აზრით და,იმედი მაქვს,ჟურნალისტები,პროფესიონალი ჟურნალისტებიც დამეთანხმებიან,რომ ჟურნალისტის პირდაპირი და უპირველესი მახასიათებელი მისი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს...:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
ვერაფრით გავიგე,ნუთუ პროფესიონალიზმი ჟურმნალისტის არ გამორიცხავს მის მიკერძოებულობას?!ჩემი აზრით და,იმედი მაქვს,ჟურნალისტები,პროფესიონალი ჟურნალისტებიც დამეთანხმებიან,რომ ჟურნალისტის პირდაპირი და უპირველესი მახასიათებელი მისი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს...:huh:

გეთანხმები. თუ მიაქციე ყურადღება მე არ მიხმარია სიტყვა ჟურნალისტი. ვიხმარე "პროფესიონალი მწერალი პრესაში". ჟურნალისტის პროფესიონალიზმი როდი ნიშნავს მხოლოდ გამართულად და საინტერესოდ წერას. ეს კიდევ მისი ობიექტურობაა, ვინაიდან მასმედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად ,ამ პროცესის მონაწილეებს მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობა აკისრიათ. თუმცა, არც საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ეკრძალებათ. დამოკიდებულება და შეფასება ყოველთვის არ ნიშნავს ერთი და იგივეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
რა თქმა უნდა შენც გეთანხმები ნინაჩკა, მაგრამ რისი ტქმაც მინდოდა არის ის 0, რომ გამოცდილება და ობიექტურობა სხვადასხვა საკითხებია,, და ჯურნალისტიკაში რეიტინგი სამწუხაროდ ობიექტურობით არ ფასდება.. როგორც სიმართლე - სიმრავლეშო არ გამოიხატება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ბაზი შენც გეთანხმები , არ გეწყინოს:)))) შენი თემაც იყო:))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
და საერთოდ, ყველა აქ გამოთქმულ აზრს ვეთანხმები:)))) თუმცა პატარა აზრს კიდევ დავაფიქსირებ.. ზემოთ აგნისჰნული აზრებიდან გამომდინარე. ობიექტური ჯურნალისტი (ტელევიზია)-- ჩართულია კამერა და უყურებთ პირდაპირ ეთერს ტუ რა ხდება სინადვილეშჰი და ეს ყველაფერი ხდება ---უკომენტაროდ.. ობიექტური ჯურნალისტი (პრესა - ჯურნალისტი სვას კითხვებს და რესპოდენტი პასუხობს.. ისევ კომენტარის გარეშე:)) სადაც კი ჯურნალისტი საკუტარი აზრის გამოთქმას იწყებს, ( ანუ თავისი ვერსია) არ აქვს მნისშვნელობა შეკვეთილია ეს თუ კერზოდ მისი აზრი.. ეს უკვე მიკერძოვება და ობიექტურობის დამახინჯება.. მაგრამ აი ასეთი მიდგომის ( რა მიდგომაც მე გავატარე ახლა ამ მესეჯში) გამოა საქართველო ამ დGეში საწუხაროდ.. რომ ყველაფერს აქვს 2 მხარე. რომ ყველაფრის ინტერპრეტირება შეიზლება სხვადასხვა ნაირად.. და ერთი რამ მინდა გითხრათ ყველას.. ამ ჩემს ზემოთ მოყვანილ "ფილოსოფიაში" არ დევს არანაირი ცინიზმი) და რომ ყველანი მიყვარხართ ...:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
თავისუფალი მედია საქართველოში....
დესპანი