↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფერეიდანში ყველაფერი ქართული გაფეტიშებული აქვთ - თვით სააკაშვილიც კი! საიტში ერთი სურათიც მაქვს ჩასმული, რომელიც ფოტო-ატელიეში აღმოვაჩინე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined21 Dec 2007
Posts216
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო,რამოდენიმე თვის წინ შევხვდი ფერეიდნელ ქართველებს პირველად.გაოცებული დავრჩი მათი გულღია,გულთბილი დამოკიდებულობით საქართველოსა და ქაქთველების მიმართ.ისეთი სიყვარული და სისხლის ყივილი ვიგრძენი,რომ დადებითი ემოციები ვეღარ დავმალე.გენი მაინც თავისას შვრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოგახსენებთ, რომ ჩემს "შინაურულ" საიტში მე-7 ქვეთავში - "ზურაბ კაპანაძე წარმოგვიდგენს" ბოლოში დაემატა მეტად საინტერესო ინფორმაცია და ფოტოები იუნკრებზე და მარო მაყაშვილზე.
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მეგობრებო! გთავაზობთ ერთ პატარა ფრაგმენტს ჩემი პირადი მიმოწერიდან ქალბატონ დორი აიდლერთან (დარეჯან ბასილაშვილთან), რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად (ქალბატონ დორის თქვენ იცნობთ ჩემი საიტიდან - www.fereidani.ge - ქვეთავი 30, ”რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან”).

- შენ კახა ფერეიდნელი გაიცანი სკაიპში? დღეს იყო მოსული ჩემთან სამსახურში, თან ერთი ახალგაზრდა ახლდა - თემურ ტარტარაშვილი ჰერეთიდან, სუფრასთან ვიჯექით, მეტის თქმა ვერ მოასწრო, რადგან უნივერსიტეტში აგვიანდებოდათ, ის კი მითხრა, დორი გავიცანიო! როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
- შემოვიდა ჩემთან სკაიპში სასაუბროდ და სურათის მაგივრად ისპაჰანის ალავერდი-ხანის ხიდი ეყენა. რომ ვუთხარი ამის შესახებ, გადაირია. საიდან, ასეთი ინფორმაციაო? თან ხიდი ღამე იყო გადაღებული, განათებულ შენობას უფრო გავდა. მაგრამ, მე როგორც ერუდირებულმა ქალმა, მაშინვე აღვიქვი! მერე მითხრა, ფერეიდანიდან ვარო... რაღას გავუშვებდი ხელიდან და როცა სახელი მითხრა ვუთხარი, რომ დაუსწრებლად ვიცნობდი, ისიც ვუთხარი ახალ წელს შენთან ოჯახში რომ იყო. გადაირია! შენზეც ხომ ვილაპარაკეთ და შენს საიტზეც და აღმოჩნდა, რომ ზოგადად საერთო შეხებები გვქონდა, რასაც ფერეიდანი ჰქვია! ეს კი შენი დამსახურებაა! გაკვირვება გაუორმაგდა, როცა გაიგო რომ ამერიკაში ვცხოვრობდი. დიდხანს ვისაუბრეთ და დროებით დავემშვიდობეთ. ორივე გაოცებული ვსაუბრობდით დიდი ხნის ნაცნობობის შეგრძნებით, თუმცა არასოდეს შევხვედრივართ... გაოცებული იყო რა პატარაა სამყაროო... გკოცნი! დორი.

66-ე ქვეთავი, პუნქტი 7.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Jul 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა გაიხარე რომ კარგ საქმეს აკეთებ-კარგი ადამიანი ხარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
ვაი შენ გენაცვალე... გაახაროს უფალმა...
ღმერთმა ყველა სამშობლოს მოწყვეტილს გამძლეობა მოგანიჭოთ.........=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ხარიტინას!
დიდი მადლობა ჩემო კარგო! გაიხარე ორსავ სოფელსა შიგა!

პატარა შენიშვნა: სხვათაშორის ჟურნალ-გაზეთებში და ფორუმებშიც ხშირად მხვდება ამონარიდები და სურათები ჩემი საიტიდან, რაც ძალიან სასიამოვნოა, მთავარია მათი პოპულარიზაცია, დანარჩენს არ დავეძებ... მაგრამ იქნებ ავტორი ან წყარო მაინც მიუთითოთ? უფრო კორექტული იქნება, განა არა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
ხარიტინას!
დიდი მადლობა ჩემო კარგო! გაიხარე ორსავ სოფელსა შიგა!

პატარა შენიშვნა: სხვათაშორის ჟურნალ-გაზეთებში და ფორუმებშიც ხშირად მხვდება ამონარიდები და სურათები ჩემი საიტიდან, რაც ძალიან სასიამოვნოა, მთავარია მათი პოპულარიზაცია, დანარჩენს არ დავეძებ... მაგრამ იქნებ ავტორი ან წყარო მაინც მიუთითოთ? უფრო კორექტული იქნება, განა არა?
ხო გუგუა შEნ ისეთ კარგ საქმეს აკეთებ, რომ უდიდეს პატივს იმსახურებ და შენ რასაც ითხოვ ყოვლად სამართლიანი და გასათვალისწინებელი =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მეგობრებო, გაცნობებთ რომ www.fereidani.ge -ს დაემატა "მოგზაურობა დროში ანუ ფერეიდანი" - პირველი ნაწილის ინგლისური ვერსია. მეორე და მესამე ნაწილებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩვენი თანაფესვი და თანაერი, უფრო სწორად დიდი ქართველები პატარა საქართველოდან!

Image

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
გაცნობებთ, რომ საიტს www.fereidani.ge დაემატა განახლებული 66-ე ქვეთავი. კერძოდ, შეიცვალა მე-5 განყოფილება და დაემატა მე-9 - "დიდი ქართველები პატარა საქართველოდან".
გთხოვთ მოინახულოთ!
ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
1991-წელს, ახალი გახსნილი იყო საზღვარი ირანთან. მოვახერხე და წავედი. ტურისტული ავტობუსით ვიყავით.
არ ვიცი საიდან გაიგეს. სასტუმროში მოგვაკითხეს. ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით ჯგუფში, დანარჩენები სავაჭროდ იყვნენ წამოსულები.
ჩვენ მოგვაკითხეს ნომერში. პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვნახე 400-წლის წინ გადასახლებული ქართული ჯიში და გენი.
სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ რა ემოციებით მიმდინარეობდა ჩვენი საუბარი.
სრული, ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვეფერებოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ძმებს.
ყოველ დღე გვაკითხავდნენ, ჩვენი გულისთვის ჩამოდიოდნენ თეირანში.
ერთი კაცი გაგვეცნო რეზო მქვიაო, ჩვენზე ბევრად უფროსი იყო.
ის უფრო ხშირად გვსტუმრობდა ხოლმე.
თავიდანვე, ფული შემოგვთავაზა. დაგჭირდებათ და დახარჯეთო. საქართველოში რომ ჩამოვალთ, მერე გადამიხადეთო.
ფული რომ არ აიღოთ---მომეწყინებაო. განა მეწყინებაო, მომეწყინებაო.
წამოსვლის დღეს, დაახლოებით 30 კილომეტრზე გამოგვაცილეს, მანქანებით გვერდში მოგვდევდნენ და გვემშვიდობებოდნენ.
ეეჰჰჰ, მას მერე რამდენი დრო გავიდა. მათი სამშობლოს სიყვარულით და მონატრებით ანთებული სახეები, ეხლაც მკაფიოდ მახსოვს.
ღმერთო,ყველა გადახვეწილი ქართველი დაგვაბრუნე ჩვენს მიწა-წყალზე.
მერვე წელია, მეც სხვა მიწაზე ვცხოვრობ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
აბა ჩემი საიტის პირველი მოგზაურობის ჩანაწერები ნახე! ისპაჰანში რეზო (ალი რეზა) დავითაშვილის ოჯახში ვსტუმრობდი, ფერეიდანში კი მისი ვაჟს - რევაზ დავითაშვილს! საოცარი ხალხია! რამე სურათი ხომ არ დაგრჩა მათი ან იქაური შთაბეჭდილებების აღდგენა თუ შეგიძლია? თუ კარგ მასალას მომიგროვებ - კარგ ქვეთავს გავაკეთებთ ჩემი "შინაურული" საიტისთვის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კარგი კაცი ხარ გუგუა!!! მეამაყება რომ შენისთანა ქართველები გვყავს!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გუგუა-დავათვალიერე სურათები, მაგრამ ვერავინ შევიცანი.
ეს იყო 16-17 წლის წინ, როცა მე იქ ვიყავი, მაგრამ საკმარისია თვალი მოვკრა მათ სახეებს, აუცილებლად ვიცნობ.
რაც შეეხება ფოტოებს, მაშინ არ გაგვატანეს საზღვარზე, ასტარაში ჩამოგვართვეს.
იმათ ექნებათ ჩვენი სურათები.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
სასარგებლო საქმეს აკეთებ ძმაო.
გაიხარე.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი