↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თმაგრძელი და ჭკუამოკლე


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 58 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
კი მაგრამ აქ თმა საერთოდ რა შუაშია და ამაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას ვერ გავიგე=tavfx= თემის ავტორმა,მე როგორც გავიგე,გრძელ თმებში უბრალოდ გოგოები და ის უაზრო სტერეოტიპი იგულისხმა,ვინ თქვა თმის სიგრძე ადამიანობის საზომიაო?????:huh:

მე რას გეუბნებოდი გუშინ გახსოვს?=lol= =lol= =lol= =lol= =ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
liako2008 wrote:
ციტატა:
გეთანხმები გურანდა (ადამიანის ადამინობის საზომი უნდა იყოს მისი ადამიანობა) რა როლი აქვს თმას--------ადამიანი კიდევ ზედაპირიდანაც იზომება და ფესვებიდანაც.

აქ არაა თმის სიგრძეზე საუბარი,ეს გამოთქმაა ყოვლად ცნობილი....=kf= =kf= =kf= და შეესაბამება ქალის ტიპს,და არა ქალის ვარცხნილობას,

რას არ დაწერენ=lol=
რისი თქმა გინდა ? ხათითა? ---რომ?=kf= --რაა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
რომ ის რომ ეგ ანდაზა თუ გამოთქმა,პირდაპირი მნიშვნალობით არ ,,ითარგმნება\",:):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
კი მაგრამ აქ თმა საერთოდ რა შუაშია და ამაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას ვერ გავიგე=tavfx= თემის ავტორმა,მე როგორც გავიგე,გრძელ თმებში უბრალოდ გოგოები და ის უაზრო სტერეოტიპი იგულისხმა,ვინ თქვა თმის სიგრძე ადამიანობის საზომიაო?????:huh:

მართალი გითხრა მე თემა თავიდან არ წამიკითხია და არ ვიცი როგორი იყო თავიდან ჩანაფიქრში,(ჩემი ბრალია დრო არ მქონდა და ვერ მოვახერხე) უბრალოდ რამოდენიმე გვერდს გადავხედე და მაქედან გამომდინარე დავწერე. აი რა გაუგებრობა შეიძლება მოყვეს თემის გაოფებას=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
KHATITA27 wrote:
ციტატა:
რომ ის რომ ეგ ანდაზა თუ გამოთქმა,პირდაპირი მნიშვნალობით არ ,,ითარგმნება\",:):)
http://up.pixgeo.com/out.php/i10075_8483d6146ca3706433f5fff1f3869f9b.gif
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i10075_8483d6146ca3706433f5fff1f3869f9b.gif[/IMG]

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
che wrote:
ციტატა:
ninochka wrote:
ციტატა:
კი მაგრამ აქ თმა საერთოდ რა შუაშია და ამაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას ვერ გავიგე=tavfx= თემის ავტორმა,მე როგორც გავიგე,გრძელ თმებში უბრალოდ გოგოები და ის უაზრო სტერეოტიპი იგულისხმა,ვინ თქვა თმის სიგრძე ადამიანობის საზომიაო?????:huh:

მე რას გეუბნებოდი გუშინ გახსოვს?=lol= =lol= =lol= =lol= =ko= =ko= =ko= =ko=

დაიწყეთ ხომ თქვენც უკვე გაოფება და უბედურება?=lol=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
guranda23 wrote:
ციტატა:
ninochka wrote:
ციტატა:
კი მაგრამ აქ თმა საერთოდ რა შუაშია და ამაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას ვერ გავიგე=tavfx= თემის ავტორმა,მე როგორც გავიგე,გრძელ თმებში უბრალოდ გოგოები და ის უაზრო სტერეოტიპი იგულისხმა,ვინ თქვა თმის სიგრძე ადამიანობის საზომიაო?????:huh:

მართალი გითხრა მე თემა თავიდან არ წამიკითხია და არ ვიცი როგორი იყო თავიდან ჩანაფიქრში,(ჩემი ბრალია დრო არ მქონდა და ვერ მოვახერხე) უბრალოდ რამოდენიმე გვერდს გადავხედე და მაქედან გამომდინარე დავწერე. აი რა გაუგებრობა შეიძლება მოყვეს თემის გაოფებას=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ეგ შენი ბრალი საერთოდ არაა=sher=
აი ამიტომაც ძვირფასებო,გავითვალ;ისწინოთ და ვეცადოთ თემას ისე არ ავცდეთ,რომ სხვა თემაზე გადავიყვანოთ საუბარი:huh:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
ციტატა:
ninochka wrote:
დაიწყეთ ხომ თქვენც უკვე გაოფება და უბედურება?=lol=

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, ქალთა პირველი ღია პედაგოგიური სასწავლებელი ამიერკავკასიაში (სასწავლებელი ოლღას სახელობისა იყო); დაარსდა 1865 წელს, იღებდნენ 8-18 წლის ასაკის გოგონებს, რომლებსაც საშინაო და დაწყებითი კლასების მასწავლებლად ამზადებდნენ.

სწავლების კურსი 3-საფეხურიანი იყო: ელემენტარული I-II კლასი, ზოგადი განათლების III-IV კლასი, სპეციალურ-პედაგოგიური - V-VI კლასი. სწავლება ფასიანი იყო (წელიწადში 200 მანეთამდე), არასავალდებულო საგნების (გერმანული, ფრანგული, სომხური, აზერბაიჯანული ენები, ცეკვა, მუსიკა) შესწავლისათვის ქირას დამატებით იხდიდნენ.

უკანასკნელი კლასის მოსწავლეები დაწყებით კლასებში გადიოდნენ პედაგოგიურ პრაქტიკას და საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარებისა და გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ საშინაო მასწავლებლის წოდებას ღებულობდნენ. 1870 წელს სასწავლებელს დაემატა VII (დამატებითი) პედაგოგიური კლასი და გადაკეთდა ქალთა პირველ გიმნაზიად. 1873 წელს გიმნაზიასთან დაარსდა პროგიმნაზია. ამ სასწავლებელში პედაგოგიკის წლების მანძილზე ასწავლიდა ლ. ლოძალევსკი (კ. უშინსკის მოწაფე). კურსდამთავრებულები იღებდნენ საშუალო განათლებას, მაგრამ უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები, უმაღლესი სასწავლებელი ოქტომბრის რევოლუციამდელ საქართველოში. გაიხსნა 1909 წელს ქალთა ერთი ჯგუფის კერძო ინიციატივით. კურსებზე 2 განყოფილება იყო: ისტორიულ-ფილოლოგიური და საბუნებისმეტყველო; სწავლების ვადა 3 წელი. 1912 წელს განყოფილებები ფაკულტეტებად გადაკეთდა, სწავლების ხანგრძლივობა ერთი წლით გადიდდა. 1916 წელს ჩამოყალიბდა სამედიცინო ფაკულტეტი. ისწავლებოდა 10 ენა (მ. შ. არც ქართული, არც სომხური და აზერბაიჯანული), ძველი ქართული ლიტერატურა ისწავლებოდა როგორც ფაკულტატიური საგანი სწავლების შინაარსი მოწყვეტილი იყო ამიერკავკასიის საზოგადოებრივ ცხოვრების საჭიროებას. თბილისის ქალთა უმაღლესი კურსებზე ყოველწლიურად 100-მდე მსმენელს იღებდნენ, სწავლების კურსს ამთავრებდა მხოლოდ 10-15. მსმენელითა დაბალი აკადემიური წარმატების მიზეზი იყო სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
საინტერესოა ფრიად,ხმის მიცემის უფლება როდის მისცეს ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში,ეს მასალა თუ მოგეპოვება ჩე იქნებ დადო???:) სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ხდებოდა ეს პროცესი,მე თუ სწორად მახსოვს ყველაზე გვიან არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქალებს შვეიცარიაში მისცეს,შეიძლება ვცდები,სამწუხაროდ ჩემდა არ მახსოვს,თუ იცით ვინმემ დავდოთ....მიმოვიხილოთ მოვლენები...

ისე კი,არამარტო მაშინ,დღესაც ასეა,იღებენ ბევრს და ამთავრებს ძალიან ცოტა,სასწავლებელს ვგულისხმობ:(მიზეზები განსხვავებულია თავისთავად....

მართალია ქალბატონებმა გვიან მოვიპოვოთ,თუნდაც განათლების მიღების უფლება,მაგრამ ალღო,მგონი,ისე სწრაფად ავუღეთ,რომ გავასწარით მამაკაცებს:) :) :) ასე თუ ისე ხო??? =achka= =cd

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
კლარა ცეტკინი - 150
გიორგი გვახარია, თბილისი

5 ივლისს 150 წელი შესრულდება იმ ადამიანის დაბადებიდან, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღნიშვნის ინიციატორად ითვლება. საქართველოში რამდენჯერმე სცადეს ამ დღესასწაულის გაუქმება, მაგრამ ხალხი ”8 მარტს” მაინც ვერ ელევა. უფროსი და საშუალო თაობა ვერც კვირის იუბილარისა და ქალთა საერთაშორისო დღის ფუძემდებლის სახელს ივიწყებს: თბილისში კლარა ცეტკინის ქუჩას სახელი შეუცვალეს, მაგრამ უმრავლესობა ისევ ძველებურად იხსენიებს... სახელს ახსენებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, ვინაა კლარა ცეტკინი, რას ქადაგებდნენ მისი თანამოაზრეები. დღეს მინდა სწორედ ამ თემებზე გესაუბროთ.

მისი პორტრეტი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ათმარკიან ბანკნოტს ამშვენებდა. მერე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაქრა მსოფლიო რუკიდან. შესაბამისად, გაქრა ”კლარა ცეტკინის ბანკნოტიც”. მაგრამ გაერთიანებულ გერმანიაში კლარა ცეტკინი არ დავიწყებიათ - პატარა და დიდ ქალაქებში ქუჩებს, მოედნებს ისევ ჰქვია მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ფემინისტის სახელი.

დიახ. კლარა ცეტკინი, ალბათ, პირველ რიგში, ფემინისტია და მხოლოდ შემდეგ - სოციალ-დემოკრატი. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შესწირა. კლარა განსაკუთრებით აქტიურობს 1889 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სწორედ იმ წელს წაიკითხა მან მოხსენება პარიზში, მეორე ინტერნაციონალის სხდომაზე. თავის თანაპარტიელებს დაემდურა, გამოდის, რომ სოციალ-დემოკრატები ისევ კულტურულ იერარქიას ქადაგებთ, რადგან ქალის როლზე რევოლუციურ მოძრაობაში არაფერს ამბობთო. 1907 წელს კლარა მსოფლიოს ქალთა პირველ საერთაშორისო კონფერენციას აწყობს. 1910 წელს სოციალისტების კონფერენციაზე კოპენჰაგენში კლარა ცეტკინი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოდის. 1914 წელს ეს დღე უკვე რამდენიმე ქვეყანაში აღინიშნება. თუმცა საბჭოთა კავშირში 8 მარტი მხოლოდ 1965 წლიდან ცხადდება დღესასწაულად.

[ერნსტ ბუში. მუსიკა]

ეს ერნსტ ბუშია, კლარა ცეტკინის მეგობარი და თანამოაზრე -პოეტი, მუსიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანული კულტურის აღორძინებაში ჰიტლერის ტრიუმფის წინ. გერმანელი მემარცხენეების ეს ”კულტურული კერპი” ლექსსა და მუსიკაში გამოხატავდა იმას, რასაც კლარა ცეტკინი და მისი თანაპარტიელები ყრილობებსა და კონფერენციებზე ამბობდნენ. კულტურული იერარქიულობა და პატრიარქატი განუწყვეტლივ ამკვიდრებს მასკულინური კულტურის ახალ ფორმებს ცხოვრების ყველა სფეროში - დაწყებული ყოფა-ცხოვრებიდან, დამთავრებული ქვეყნის მართვით, პოლიტიკით. ნაციონალ-სოციალიზმი, რომელსაც ეს ხალხი უპირისპირდებოდა, ასეთი, მასკულინური, კულტურის ყველაზე ძლიერ ფორმად ითვლება.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ”რაინდობის ინსტიტუტი თითქოს აგებულია ღირსებაზე, არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარავად, გამოვლენილი ქუჩურ და უბნურ ძალადობაში... ესაა ფეოდალური კორპორატიზმის დამახინჯებული სახე.” (სტილი დაცულია)

ფეოდალური აზროვნების გადმონაშთიო, - თქვა ფილოსოფოსმა ირაკლი კაკაბაძემ ამას წინათ კონფერენციაზე, რომელიც ძალაუფლების პრობლემას მიეძღვნა. თუმცა, კლარა ცეტკინი და მისი თანამოაზრეები ძალაუფლებაზე აგებულ სისტემებს შორის კაპიტალიზმსაც იხსენიებენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველის პოპულარობისა საბჭოთა კავშირში...ამავე დროს, კლარა ცეტკინიც, ერნსტ ბუშიც, ტელმანიც, ლუქსემბურგიც... ეს სახელგანთქმული გერმანელი მემარცხენეები საბჭოთა კავშირს კომუნისტურ მექად განიხილავდნენ. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ სტალინის საბჭოთა კავშირი იქცა გერმანელი მემარცხენეების ნავსაყუდლად, მათ უკანასკნელი ნუგეშად. უამრავი გერმანელი გამოექცა ნაცისტების რეჟიმს. შემდეგ კი, 37 წელს, დაიხვრიტა, როგორც ”იმპერიალიზმის აგენტი”.

[ერნსტ ბუში]

კლარა ცეტკინი რეპრესიებს ერთი უბრალო მიზეზით გადაურჩა: იგი ვერ მოესწრო რეპრესიებს. საბჭოთა კავშირში კი გადაიხვეწა, მაგრამ 1933 წელს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა. სტალინმა ლენინის მეგობრად მონათლული ქალთა უფლებების დამცველი დიდი პატივით დაკრძალა. მისი ფერფლი ახლაც განისვენებს კრემლის კედელში. არც მოგვიანებით მოუხსენებიათ იგი აუგად საბჭოთა იდეოლოგებს. თუმცა მის ნაშრომებს, მოხსენებებს სრულად მაინც არ ბეჭდავდნენ. ცხადი იყო, რომ ვერტიკალზე აგებულ ძალაუფლებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგის დონეზე ამკვიდრებდა თანასწორობის იდეალებს, ხელს არ აძლევდა კლარა ცეტკინის რადიკალიზმი. ამაში გამოიხატა სწორედ გერმანელი მემარცხენეების ტრაგედია - ისინი საბჭოთა კავშირს აიდეალებდნენ, ეგონათ, რომ ”უკლასო საზოგადოებაში” მოხვდნენ, მოსკოვში კი კლასთა ბრძოლის ახალი, სახეშეცვლილი ფორმა დახვდათ.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ”80-იანი წლების ბოლოს უკვე აშკარა იყო კლასობრივი ომი. საბჭოთა კავშირი აცხადებდა, რომ აქ არაა კლასები, მაგრამ რეალურად დაცული იყო ბატონყმობის პრინციპები... ეს იყო კლასობრივი ომის მდგომარეობა.”

ფილოსოფოსი ირაკლი კაკაბაძე ”კლასობრივი ომის მდგომარეობაში” იდეოლოგიური ვერტიკალის შესუსტებას გულისხმობს. კლარა ცეტკინის ერთ წერილში, ჯერ კიდევ 1914 წელს დაწერილ წერილში, აღნიშნულია, ”ძალაუფლების ვერტიკალს ისევ ქალები შეასუსტებენ. ისინი შეიძლება არ გამოჩნდნენ, რადგან მათ, როგორც წესი, ტრიბუნასთან არ უშვებენ ხოლმე, მაგრამ თუკი ქალებში სოლიდარობის გრძნობა გაიღვიძებს, მამა-ბატონის ინსტიტუტი საბოლოოდ გაუქმდება დედამიწაზეო.”

პარადოქსია, მაგრამ 30-იანი წლების დასაწყისში გერმანელმა მემარცხენეებმა სწორედ მამა-ბატონს შეაფარეს თავი. სტალინს ისინიც ”მსოფლიო პროლეტარიატის მამას” უწოდებდნენ.

თუმცა ყველა არა. კლარა ცეტკინი ამგვარ შეფასებებს ყოველთვის გაურბოდა. არც პარტიული დისციპლინით გამოირჩეოდა მაინცდამაინც. შეიძლება ამიტომაცაა, რომ დღესაც კი დასავლეთში მას, პირველ რიგში, ფემინისტად იხსენიებენ. შეიძლება ამიტომაცაა, რომ კლარა ცეტკინის მიერ დაფუძნებულ ქალთა საერთაშორისო დღეს, ისევე როგორც მისი დაბადების 150 წლისთავს, დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
საინტერესოა ფრიად,ხმის მიცემის უფლება როდის მისცეს ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში

მართალია ქალბატონებმა გვიან მოვიპოვოთ,თუნდაც განათლების მიღების უფლება,მაგრამ ალღო,მგონი,ისე სწრაფად ავუღეთ,რომ გავასწარით მამაკაცებს:) :) :) ასე თუ ისე ხო??? =achka= =cd

ინგლისზე მე დაგიწერ და სხვა ქვეყნების არ ვიცი, პირველად ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს 1918 წელს 30 წლის ასაკში მყოფმა ქალებმა, ვისაც რაიმე უზრავი ქონება/მიწა გააჩნდათ

1928 წელს მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება, იმავე ასაკში , რაც კაცებს ქონდათ-21 წლის

1969 წლიდან უკვე 18 წლის ასაკში

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
ninochka wrote:
ციტატა:
საინტერესოა ფრიად,ხმის მიცემის უფლება როდის მისცეს ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში

მართალია ქალბატონებმა გვიან მოვიპოვოთ,თუნდაც განათლების მიღების უფლება,მაგრამ ალღო,მგონი,ისე სწრაფად ავუღეთ,რომ გავასწარით მამაკაცებს:) :) :) ასე თუ ისე ხო??? =achka= =cd

ინგლისზე მე დაგიწერ და სხვა ქვეყნების არ ვიცი, პირველად ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს 1918 წელს 30 წლის ასაკში მყოფმა ქალებმა, ვისაც რაიმე უზრავი ქონება/მიწა გააჩნდათ

1928 წელს მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება, იმავე ასაკში , რაც კაცებს ქონდათ-21 წლის

1969 წლიდან უკვე 18 წლის ასაკში

=sher= გამიხარდა შენი წერილი ნია-კო=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 58 posts ] 
თმაგრძელი და ჭკუამოკლე
დესპანი