რეალური შანსი დიდი მოგებისათვისროგორც გასულ კვირას ავღნიშნე, ფუნტი დოლარის მიმართ იმყოფებოდა მეოთხე კორექციულ ტალღაში ზევით. კორექციამ შეადგინა თითქმის 50%, ამას დაემატა ფუნდამენტალური ანალიზისათვის მეტად მნიშვნელოვანი ნიუსი, კერძოდ: (Nonfarm payrolls)-ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა ამერიკაში და (Unemployment rate)უმუშევრობის დონე ამერიკაში. ნიუსი ახალ სამუშაო ადგილებზე მკვეთრად განსხვავდებოდა პროგნოზისაგან, -63000 ხოლო პროგნოზი იყო +27000. უმუშევრობის დონეც განსხვავდებოდა პროგნოზისაგან 4,8% პროგნოზი კი იყო 5.0%. ერთი სიტყვით რახან ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა მკვეთრად დაბალია, ფაკტია რომ ბიუჯეტში არ შევა საჭირო რაოდენობით გადასახადები, რაც წინაპირობაა ინფლიაციის. ინფლიაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფეკტური საშვალება კი არის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ამერიკის ფედერალური ბანკის მიერ. რაც თავისთავად აისახება დოლარის გამყარებაში. (ძალიან პრიმიტიული მაგალითი: იაპონიაში საპროცენტო განაკვეთი არის 0.25% ამერიკაში 5.25%, საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, ინვესტორი იღებს კრედიტს იაპონიაში და აკეთებს ინვესტიციას ამერიკაში, ამით იზრდება მოთხოვნა დოლარზე). გამომდინარე ტეხნიკური და ფუნდამენტალური ანალიზებიდან ახლო მომავალში მოსალოდნელია დოლარის გამყარება, რაც თავისთავად აისახება ფუნტი/დოლარის წყვილზეც.
ეხლა ამ წყვილზე უფრო დაწვრილებით გავაკეთოდ ტეხნიკური ანალიზი.
კვირის გრაფიკი
ნათლად ჩანს რომ, კვირის გრფიკზე ფუნტს დარჩენილი აქვს მიზნები ქვემოთ 1.9090 დან 1.8600 მდე. რომლის შესრულების შემდეგ ფუნტი გადავა დამაგვირგვინებელ მეხუთე ტალღაში ზემოთ. მეხუთე ტალღის მიზნებბის თქმა ჯერ ნაადრევია, თუმცა ფაქტია რომ ეს იქნება მესამე ტალღის დასასრულის ზემოთ.
შევხედოთ რა ხდება დღის გრაფიკზე
დღის გრაფიკი
დღის გრაფიკზე ნათლად ჩანს რომ ფუნტმა მიაღწია 50% იან კორექციას, და მოსალოდნელია ტრენდის გაგრძელება მეხუთე ტალღის სახით ქვემოთ, ეს კი ადასტურებს კვირის გრაფიკის პროგნოზს.
და ბოლოს შევხედოთ რა ხდება საათობრივ გრაფიკზე.
საათობრივი გრაფიკი
საათობრივი გრაფიკი კი საბოლოოდ ადასტურებს ზედა ორ უფრო დიდ ტაიმფრეიმიან პროგნოზს, კერძოდ: 1. ნათლად ჩანს რომ ფასმა გააკეთა მეხუთე ტალღა; 2. ნათლად ჩანს გარფიკზე დივერგაციები (ფასი აკეთებს ახალ მაქსიმუმს ხოლო ინდიკატორები ვერ აკეთებენ ახალ მაქსიმუმს.). ანუ მოსალოდნელია სიგნალი ფუნტის გაყიდვაზე, რამაც არ დააყოვნა.
ერთი სიტყვით, აშკარაა რომ, ხარები თმობენ პოზიციებს და მარკეტი გადადის დათვების ხელში დახურეთ ლონგები (ყიდვის პოზიციები) გახსენით შორთები (გაყიდვის პოზიციები). ეხლა გაყიდვით აპრილის შვა რიცხვებამდე მიიღებთ მინიმუმ 1000 პუნქტიან მოგებას, ხოლო შემდეგ კი იყიდეთ....