შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მოდი მე სურათებით გადმოქცემთ ერთ სევდიან,მაგრამ დაუვიწყარ ისტორიას, არა მგონია ეს ვინმე ამ ორ ადამიანის ნაცნობთაგანს დაავიწყდეს! მე პირადად გული ჩამეწვა, როცა სურთები ვნახე... და წარმოვიდგინე რამდენი მსგავსი რამ მოხდებოდა. მეც ვიცნობდი საქართველოში ერთ გოგოს, ულამაზესი იყო და ძალიან სიმპატიური შეჰყვარებული ჰყავდა, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი , მოხდა ისე,რომ ბიჭი საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა, საბედნიეროდ ცოცხალი გადარჩა,მაგრამ სიტყვის სრული მნიშვნელობით_დასახიჩრდა,სახეზე რომ შეხედო ეხლაც ,თითქოსდა ძვლები ლამის გამოვიდესო,ყოველგვარი ზედმეტი გაზვიადებების გარეშე,მაგრად დამახინჯდა, გოგოს მშობლებს არ უნოდათ საშინლად ,რომ ეგეთ შეუხედავ ბიჭს გაჰყოლოდა თავიანთი შვილი, მითუმეტეს ,რომ იმის გარდა სხვა შVილი არ ჰყავთ, მაგრამ მაინც გაჰყვა და დღეს ორი შვილი ჰყავთ!.. რასაც ვუსურვებ , ეს ბედნიერება და ღვთის წყალობაა!
ეს სურათები კი ეხება როგორც გავიგე (სურათებიდან ერთ-ერთ საიტზე) გოგოს, რომელსაც კიბო აქვს... მაგრამ სიყვარულით ებრძვის თავის ამ უსაშინლეს ავადმყოფობას!
ხატი ცრემლები წამომივიდა...მაგრადაა ასახული სურათებზე...ერთი რამ მინდა ვთქვა:ნამდვილ სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება...თუ გიყვარს ,თუ უყვარხარ-მაშინ ჩაკიდეთ ხელები და იარეთ ასე ცხოვრების ბოლომდე...ყველა შეყვარებულს ვუსურვებ ამ გრძნობის დაგვირგვინებას....მარტო სიყვარული არაა,გვერდით ნამდვილი მამაკაცის დგომას უნდა გრძნობდე,ბედნიერი უნდა იყო,და ეს სიყვარული ყველაფერზე მაღლა დააყენო...უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ ყველას

შენს თითოეულ სიტყვას ვეთანხმები ხატი, მართალია ქალი უნდა გრძნობდეს ყოველთვის ,რომ ნამდვილი მამაკაცის გვერდითაა და პირიქით, ქალიც უნდა გაუფრთხილდეს მამაკაცის გრძნობებს და მარტოობა არ აგრძნობინოს! ყველა წმინდა სიყვარულს ბედნიერ და ულამაზეს მომავალს ვუსურვებ! უფლის მფარველობა არ მოკლებოდეთ წმინდა სიყვარულით შემპყრიბილ ადამიანებს!