↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
რად აქრობ, ენთოს!
ამ უსასრულო სიბნელეში
ციცინათელას ჰგონია, რომ
ღამეს ანათებს...

გ. ალხაზიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
დღეს მარტოდმარტომ მოვიხილე
თეთრი ქაშვეთი...
შენ შორეული, შორეული
ჩემს წინ გაჩერდი
და გამიღიმე: სიხარული
ისევ გფენია...
იის სურნელი საით მოგყვა,
თეთრო ფერიავ,
ო, თმებიც შენი ოქროსფერი -
იით ავსილა...
წამოდი,
დავსხდეთ, -
თბილი სიტყვა
ისევ მასმინე...
ვიწრო სარკმელში, სით იღვრება
ლურჯი სინათლე,
ისევ ღიმილით დამტოვე და
გაუჩინარდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მიაპობდა ტანი კალმახური
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
...და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული...
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული
ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე...
განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე

შ. ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ბავშვები

სახლში თამაშობენ, კარში თამაშობენ,
რა ქნან, თამაშია მთავარი.
სიზმრებში ცხოვრობენ, ზღაპრებში ცხოვრობენ,
ცხოვრებაც ჰგონიათ ზღაპარი.
მხოლოდ ისინია, მხოლოდ ისინია
ჩვენი ხალისი და მიზნები,
ეზოში დარბიან, ხტიან, იცინიან
ჩვენი ახდენილი სიზმრები.
ფერადი ჩიტები,
ფერადი აფრები,
როგორც სიზმარში და ზღაპარში,
მხოლოს სიმღერები
და მხოლოდ ზღაპრები
და მხოლოდ თამაში,
თამაში.
დაე, გაიზარდონ,
გაიგონ მთავარი,
გაიგონ რისი ვართ ყაბული,
თუმცაღა ცხოვრება არ არის ზღაპარი,
მაგრამ შესაძლოა -
გავხადოთ ზღაპრული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ვფიქრობ...ელვარება მიფითრდება, გარინდება მეახლება, უნდობლობა მეპარება, თვალში სევდა მისახლდება, ლამის სული მეხუთება...მაინც ვფიქრობ...

მეგობარს რომ დღეს მთელი დღე ღიმილი არ შორდებოდა, გულიანად იცინოდა, ბავშვობანას თამაშობდა, სულს კი ღელვა ასკდებოდა და საღამოს, ძილის წინ რომ ცრემლად გადაექცეოდა, მე იმ ცრემლზე ვფიქრობ...

მეგობარს რომ სევდიანი გამზერება ჩაეკირა, სული ძალზე დაეღალა, გული დარდით გაებზარა, სიყვარული მოენატრა, ქალად ყოფნა მოესურვა...მეგობარზე ვფიქრობ...

სიყვარულს რომ სურვილი სდევს, სურვილი კი არ ცხადდება, სიზმარი არ გამართლდება, სინანულიც მესტუმრება და ობლობა არ ამცდება...მე ჩემს თავზე ვფიქრობ...

კაცს რომ ცოდვა ეახლება, გონება კი ეურჩება, სული უცბად გააფრთდება, გული ისე აკვნესდება, ეშმა მაინც მომძლავრდება და სინათლეც დასუსტდება. ეს კაცი, რომ საბოლოოდ მაინც ცოდვას ემსხვერპლება...და ცოდვაზე ვფიქრობ...

შემოდგომით, ფოთოლი რომ გაყვითლდება, გაფრინდება, უცებ ისე აცივდება და ბუნება გაშიშვლდება...ისე უღვთოდ დაბერდება...დაზამთრდება...

ზაფხული რომ სულ ყოველთვის შემოდგომით დამთავრდება, ჩვენ ზამთარი არ აგვცდება, მერე სულაც დაბინდდება...

...და მეც ალბათ, დასასრულზე ვფიქრობ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)

თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .

შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
ხალი ჩანს ხალიჩად, ბაგემ იჩალიჩა, ისე გადახლიჩა ხალმა კანი ხალვათანი,
ხამმა ტანი ვერ იტანა, გაიტანა მისი ჟინი ადამისი...
შიმშილით ქალისი ხალმა იხალისა,
დაგირჩა ბალიშად.
და გირჩად ხალი ჩანს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,
მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,
ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,
მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას!
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,
უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,
ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობა
და მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი!
შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას...
რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი,
თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
ტირილი

დახუჭავ თვალებს
და ჩაბნელებულ გუგებს
უამრავი ჭიანჭველა დაუწყვებს ლოკვას...
ელვასავით იმსხვრევიან ნაოჭნი შუბლზე.
...და ცივი სევდა
ობოლი ბავშვივით აგროვებს ცრემლეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Jan 2008
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
don't warry, be happy!!!!

ხო,მართლა, ხომ ვერ მეტყვით სად ვიპოვო დესპანზე დოკ. ფილმი "საიდუმლო"(the secret)???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Jan 2008
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
don't warry, be happy!!!!

ხო,მართლა, ხომ ვერ მეტყვით სად ვიპოვო დესპანზე დოკ. ფილმი "საიდუმლო"(the secret)???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
წვიმდა, წვიმდა, არ წვიმს,
წვიმდა, უცებ შეწყდა.
მოვალ, მოვალ აწი,
ისევ მოვალ შენთან.
მოვალ, მოვალ აწი,
ისევ მოვალ შენთან.
წვიმდა, წვიმდა, არ წვიმს,
წვიმდა, უცებ შეწყდა..

მე თითქოს იქა ვარ,
მე თითქოს აქა ვარ,
არ ვიცი ვინა ვარ,
არ ვიცი სადა ვარ.
არ ვიცი ვინა ვარ,
არ ვიცი სადა ვარ.
მე თითქოს იქა ვარ,
მე თითქოს აქა ვარ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იქნებ შენი სათქმელია,
რატომ ვიხსნიდი გაზაფხულობით სათითეს და
დაჩხვლეტილი საჩვენებელი თითით ვკემსავდი
სამი თვის ბადეს.
აპრილის პირველივე გუბეში რომ აღმომეჩინე -
თევზაობა, ჩემს ოჯახში, საგაზაფხულო რიტუალია.

იქნებ, შენი ჩამოსართავი,
ჭაში თავით რატომ ვეკიდე წყალუხვობისას,
მდინარეებში ხიდების ვარდნის სეზონებზე.
და მიწას ვწოვდი საჩვენო ყლუპებს.

იქნებ ამ კაცის,
კაცის კი არა,
კაცის ხატის ამოსახაპი
ლავიწებში ჩაგროვილი ნაწვიმარი,
რომლითაც,
გაზაფხულზე გამოზოგვით ვირწყავდი ქუსლებს -
შენთან უნდა მოვსულიყავი!
თიბვის სეზონზე, შიგ ენის წვერს ვასველებდი -
ლაპარაკი არ დამვიწყებოდა.
შემოდგომით, ამავე წყალში ვრეცხავდი ატმებს
და დიდ ოთახში, მაგიდაზე გამოდგმულ სურნელს
უკვე ზამთარში ვიხვევდი ტანზე საგაზაფხულოდ..

იქნებ ამ კაცმა,
ზღაპრის კაცმა,
წყაროს თავში გველეშაპივით წამოწოლილმა
გამოიცნოს,
ვინ მიმიხატა წერტილები
თოვლის დნობისას,
მთებიდან შენთან ჩამოვარდნილ ხვეულა გზებზე.
წერტილები შემაჩერებდნენ, მე, ამსიგრძე წინანდადებას?

უღატაკესმა,
ოჩოპინტრესაც ჩავუმუხლე და
შევევედრე დროებითი შესამოსელი.
მან კი, შეშლილმა, მხოლოდ გვირგვინი გამოიმეტა,
რას მიშველიდა შიშველს გვირგვინი?
რას მიშველიდა
შენი კანისგან
თხლად გაფცქვნილი,
უვიტამინო
გაზაფხულები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უღრან ტყეში მელაკუდამ
გახსნა დიდი მაღაზია
და წარწერა ჩამოკიდა
“შემობრძანდით, არის ღია”.

სავსე არის დახლები და
მრავალ რამეს ყიდის რადგან,
ვინ გინდა, რომ აქ არ ნახოთ,
მყიდველების რიგი დადგა.

დათუნია თათს ილოკავს,
კასრები დგას თაფლისაო.
მელაკუდა ეკითხება:
- ცაცხვის გსურს თუ წაბლისაო?

აბურდღუნდა დათუნია:
- კარგად უნდა გამივსო,
სამი ქილა ცაცხვის მინდა,
ოთხიც კიდევ - წაბლისო.

თაფლი სულაც არ სჭირდება,
ხორცის რიგში დადგა მგელი:
- მეც მომხედე, მელაკუდავ,
რა ხანია ვდგევარ, გელი.

მელა ცდილობს რუხი მგელი
არ დარჩეს გულნაკლულია,
- გაყინული არ გეგონოს,
სულ ახალი დაკლულია!

ტურა ქათამს ეტანება,
მსუქან-მსუქან დედლებს არჩევს.
ჭყინდი ტარო სიმინდისა
სათითაოდ მიაქვთ მაჩვებს.

შეიძინა ყანჩამ თევზი,
ბაყაყების სამი აცმაც.
ჭაობისას მაღაზიის
კი სჯობია, რომ თქვას კაცმა.

კურდღელმა თქვა: - ეს სტაფილო
უნდა დავდგა გოდრითაო,
სულ მოვითქვამ, დავიღალე
ამ ბალახის კორტნითაო.

ზღარბმა აისხა ეკლებზე
თურაშაული, კეხურა.
გარეთ რომ გამოცუნცულდა,
თავზეც ვაშლები ეხურა.

ტახმა ტომრები დაავსო
ნარჩევი რკოთი, წაბლითა.
სანამ სახლამდე მივიდა
გზაში ეშვებით დაფლითა.

და როცა ბოლო მყიდველიც
ეზოში გამოეხეტა,
მელიამ მიმოიხედა,
ცარიელ დახლებს შეხედა,

თქვა: - ვაფართოებ ვაჭრობას,
ეს უნდა გადავაკეთო
და მაღაზიას ხვალიდან
დავარქმევ “სუპერ-მარკეტსო”.

საქმეს ავაწყობ თანდათან,
განა ვაჭრობა ძნელია.
ქათმის ქურდს ვინღა მიწოდებს,
ვიქნები ბიზნესმელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ცხოვრების ზღვაო,
ვის სად გასტყორცნი.
ვის სად შეამთხვევ,
სად შეაბრძოლებ,
...ზოგს დედობრივი ზრუნვით გაჰკოცნი,
ზოგს გოროზ გორვით ქვეშ მოიყოლებ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი