↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
პატარა გოგოს მოჰყავდა ჩვილი
გულზე სათუთად ატატებული,
პატარა დედის პატარა შვილი
ბედის ვარსკვლავზე დაბადებული —
ჰგავდა ოცნებას — უკვე ახდენილს,
მასში განგების ხელი ერია,
ნაზი ფერია ანგელოზითურთ
ისე საოცრად მშვენიერია...
დიდება, ღმერთო! მადლის მომფენი
წყალობა რომ არ დააგვიანე
და მარადიულ სიცოცხლის კვირტი
ერთ არსებაში გაამთლიანე...
პატარა გოგოს სამყაროსხელა
ღიმილი ჰქონდა — სანდო და თბილი
და ახდენილი ოცნებასავით
ხელში ეჭირა პატარა შვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
ერთი წამი

ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალას
ტბის ნაპირი დაუფარავს.
შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს!

ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,
ნაპირისკენ ვით გარბიან?!
ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,
ვინ ატოკებს ასე გვიან?!!

რა ხანია ქვიშის თოკით
ბებლმა ქარი რაც ალაგმა,
რა ხანია ნელის ტოკვით
მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!

ტბა შეირხა... ტბა აქაფდა,
გველი წივის... ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ჯადოს ათამაშებს.

ტლაპ!.. კანკალებს ტბის ლერწამი,
ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან!
საუკუნოდ იქცა წამი,
მაშინიან!.. მეშინიან!.

/კონსტანტინე გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რატი ამაღლობელი

სულეთის მგზავრი

ვერ გავცდი ვეროდეს სიკვდილის მარწუხებს,
ცხოვრება მტანჯავს და სინდისი მაწუხებს.
ვიცი, სიყვარული სიკვდილის ნაპირებს
დამიპირისპირებს, დამიპირდაპირებს.
და თუ გადავლახავ უხილავ მახეებს,
ამჟამად საკუთარ სახეს რომ არ აჩენს,
ჩემს სახელს დავარქმევ ზღურბლის მოდარაჯეს.
მარჯვენას გავუწვდი, რადგანაც ამჯერად
სიკვდილის უმწეო მუქარის არ მჯერა.
თუმც ასგზის დავეცი, მაგრამ აწ თავიდან
მზის მზითვებს მზის ტახტზე ზვირთებად ავიტან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე წიგნი არ მაქვს და არ მინდა სასვენი ნიშნები ან რაიმე შემეშალოს...ვისაც თქვენი თავის ან წიგნის იმედი გაქვთ, ძალიან გთხოვთ, დადეთ "საბა"_ნატოს ამბებთან დაკავშირებით ამ ბოღმიან გულზე რომ გადავიკითხოთ...

"...ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა..."

ეეეეჰ, როდემდე?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საბა

სუფევენ ველსა მწვანილოვანს
ფერნი მრავალნი:
ჯინჭველისაებრ განმრავლდიან
ერნი მავანნი,
აღიგვებიან სრულად მიწით
რომელიმენი,
გაძლების ნიჭსა ვაი-ვიშით
ჰფლობენ ივერნი;
უფალო ჩვენო! თუ არ შენით,
მაშ, მარქვი, ვისით
ვართ ათასწლობით მარტოოდენ
გაძლების ნიჭით?
მოგვმადლე ნიჭი გამრავლების
ვიეთთა გვარად,
შენ შეგვეწიე, პირს მიწისას
მოგვფინე ჯარად!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ანა თეკლა, შენ შემოგევლე, 5 წლიდან ვიცოდი ეს ლექსი და ახლა ძალიან მომენატრა...გმადლობ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენი ერის პოლიტიკურ გაუმართლებლობას... თან ჩვენი გვარი ტანძიასთანაა კავშირში... მოკლედ ვგიჟდები "საბა"-ზე...ანა თეკლა, უნდა გაკოცო!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დესპანელებო თქვენ გეძღვნებათ
გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა,
ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა
და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.

მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით,
წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი,
ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი
და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.

გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება,
თვალცრემლიანი გამოგვყურებს თბილისის ზეცა
და როგორ მინდა დავუჩოქო ამ საოცრებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
მონატრებულ დედას...

აღარც მემღერება, აღარც მეცინება,
სულში ჩამწოლია სევდა,
გულში ტკივილია, თვალზე ცრემლებია,
ასე რამ გამტეხა ნეტავ...
...ალბათ, რომ დავცილდით
ალბათ, რომ დავშორდით,
მინდა ისევ ვიყოთ ერთად...
ისევ პატარები
ისევ ლამაზები
ისევ ახალგაზრდა დედა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
ფრთხილად წამოვიღებ,ოცნებით გავჟღინთავ,
მეეტლეს ვაჩუქებ ვარსკვლავის ნაწნავებს,
ციმციმა მარყუჟებს გადმოვყრი მაღლიდან.
მზეს-ცხელი ღიმილის ანარეკლს ავათლი,
ნექტარს დავამზადებ სხივების ბაფთიდან,
წვიმის სიმფონიას მძივებად დავაყრი,
მძივებად დავაყრი ღრუბელთა ბალთიდან.
არ მინდა სამშობლო ნისლწყვდიადისფერი,
ბოღმით შესუდრული მტები და ველები,
გრძნობადაკარგული,ფიქრებშელახული,
კუპრამოვლებული ბინძური ხელებით.
მინდა მედგრად მდგარი ურყევი სასახლე,
ღვთიური გვირგვინით მოსილი მთაწმინდა,
იქ სადაც ოცნება დენთივით ვარვარებს,
სადაც პოეზიის შეგრძნება მაწვიმდა.
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
და ჩემი თბილისის ტკივილით გავჟღინთავ,
ლექსად აკინძული ნაწნავის მარყუჟებს,
ვიცი არ დამაჭრის მე ჩემი მთაწმინდა.

თეკლე ბატონიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
შორს მწვერვალებთან ნისლი მოიწევს,
ამ მაღალ მთებში ძილი მწადია,
ცა რომ დათრთვილულ ჩადრს ჩამოიწევს
მას,გაოცების ანდამატი აქვს.
უბელოდ მიყვარს ცხენზე ჯირითი
ქარის ჩურჩული,ფიქრების თოვა,
ეს მოკენჭილი ვიწრო ბილიკი
სივრცის განედი რომ მიატოვა.
იმ მუხის ძირას მოსული ია
და მისი გულის სათუთი ფეთქვა,
ისე მაწვალებს ვით ნოსტალგია
შორი წარსულის,გრძნობების სეტყვა.
მიწას -ჩემხელა გული როდი აქვს,
წყარო -მწვერვალთან განა დაშრება??
სხეული მხოლოდ კალაპოტია
სულით პირამდე ამოსავსებად.
უუნაგიროდ მიყვარს ჯირითი,
გრილი ნიავის სახეში ცემა,
თმებზე დაყრილი ნისლის ქვირითი
მძივების წვიმა და ვარსკვლავთცვენა.
გასწი იორღავ! და მომატარე
მიწა,დახნული ჩემი ხელებით,
მზეო ,გვირგვინი გამომატანე,
მთავ,სიმძიმეში შეგეშველები.
გრძნობა ეს მარტო სიტყვა როდია,
ჯანღი ქარაფზე განა გაჰქრება??
სიცოცხლე ჩემი,დანაზოგია
შენი სიკვდილის დასამარცხებლად.

თეკლე ბატონიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები,
ცრემლში დამებედა თეთრად დათენება,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.

ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ,
ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები,
მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია,
გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.

მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები,
ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია,
წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.

ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები,
შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.

თეკლე ბატონიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეკა ქაჯაია
სიჩუმე
პოეზია
2007.01.29
------------------------------------------------

დაცარიელდა
უეცრად სახლი
და სახლში მეტი სიჩუმე დადგა,
მე ვლაპარაკობ ხმამაღლა განგებ
სიტყვის გამცემი არა მყავს რადგან...
ერთბაშად
ყველას გაუჩნდა საქმე,
წავიდნენ სადმე ბედის საძებნად...
(- ოცნება იყო სიჩუმე ადრე,
რომელსაც ახლა ჰქვია გაძლება...)

:(

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი