საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო, ისტორიულად ევროპის გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ნაწილია. ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს ხალხის მტკიცე ნებაა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიესალმება ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოებას და მიიჩნევს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია მნიშვნელოვნად განამტკიცებს ამ რეგიონს, როგორც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტია.საქართველო ნატო-ს განიხილავს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციას, რომელიც ევრო ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. ნატო-სთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში სამშვიდობო ღირებულებების განმტკიცებას, რეფორმების განხორციელებას, განსაკუთრებით-თავდაცვის სფეროში, ასევე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო არამარტო სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების უპრეცენდენტო გარანტიებს მიიღებს, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის, განსაკუთრებით - შავი ზღვის რეგიონის, უსაფრთხოების განმტკიცებაში. მე მგონი მიუღებელი არიქნება ჩანაცვლება ნატოს ჯარების რუსული ცისფერ ჩაფხუტიანებზე ,მართალია მეზობელი ქვეყანასთან აუცილებელია კარგი მეგობრული და თანასწორ -უფლებიანი სახელმწიფო ურთიერთობა და არა ისე როგორიც რუსეთის ფედერაციას წარმოუდგენია პირადად ჩემთვის დღევანდელ Dღეს მისარებია ნატოში გაწევრიანება ,მაგრამ ყველაზე მისაღები მაინც ნეიტრალურ ქვეყანად გამოცხადება იქნება, მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დარჩება
