↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საქართველო NATO ში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 223 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ახლოვდება NATO ს სამიტი, ამ თემას უფრო გამოკითხვის თემის ფუნქცია აკისრია.ხართ თუ არა მომხრე საქართველოს NATO ში გაწევრიანების.
მე პირადად მოწინააღმდეგე ვარ,ჩემი იდეოლოგიიდან გამომდინარე (კომუნისტური მაქვს მხედველობაში)საქართველოს ნატოში შესვლა გამოიწვევს უკმაყოფილებას მისი მოსაზღვრე ქვეყნების მიმართ ანდაზიდან გამომდინარე:"ახლობელი მეზობელი გერჩივნოს შორეულ ნათესავსო".პოლიტიკა ანდაზაა არაა მაგრამ რაღაც სიმართლე კი უნდა იყვეს ამ გამონათქვამში,რუსეთის განცხადებით თუ საქართველო ნატოში შევა ის შEიერთებს აბხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რადგან "მათ უნდათ"ამას დაპირისპირება და სისხლისღვრა მოჰყვება(ჩემის აზრით)და არა მგონია ამერიკამ რუსეთთან საქმე გაიფუჭოს საქართველოს გულისთვის.ეს ყველაფერი ასე ლაითად არა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ენაზე.

გამოვხატოთ ჩეენი აზრი "მძიმე მძიმე"სიტყვების გარეშე:)არ დაგავიწყდეთ გამოკითხვააააააა=sher=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნატო: ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, North Atlantic Treaty Organisation), სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია. ალიანსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის მოგერიება ერთიანი ძალებით. მოგვიანებით, ალიანსში 1952 წელს მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი.

1955 მათ შეუერთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. 1982 ალიანსში მიიღეს ესპანეთი. 1991 სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ნატო პრაქტიკულად უფუნქციო სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებად იქცა, თუმცა ეს ორგანიზაცია დაშლის ნაცვლად 1999 წელს ახალ წევრებს იერთებს ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სახით. 1999 აშშ-ის მეთაურობით ალიანსმა საჰაერო იერიში მიიტანა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადზე.

2004 სამხედრო ალიანსში ახალ წევრებს იღებენ, რომელთა შორის არიან: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბულგარეთი. მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, ნატო კვლავ აპირებს თავისი რიგების გაფართოებას. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.

მე მივესალმები საქართველოს გაწევრიანებას ნატოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნატოს გაფართოვება ეს გლობალიზაციის ერთერთი გზაა ,არანაირი სურვილი არ გამაცნია რომ საქარტველო გახდეს ამ უღმერთო პროცესის მონაწილე
სამხედრო სა ეროვნულ-ტერირორიული ნეიტრალიტეტი
არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენ მიწაწყალზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
marto wrote:
ციტატა:
ნატოს გაფართოვება ეს გლობალიზაციის ერთერთი გზაა ,არანაირი სურვილი არ გამაცნია რომ საქარტველო გახდეს ამ უღმერთო პროცესის მონაწილე
სამხედრო სა ეროვნულ-ტერირორიული ნეიტრალიტეტი
არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენ მიწაწყალზე

100%-იანია . =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ნატოში შესვლა ერთადერთი გზაა საქართველოს გადარჩენის. საქართველო ვერ იქნება ხალხო ნეიტრალური , შუა კავკასიაში, ბეგემოტი რუსეთი რომ თავს გვაზის.... რას უზახით ნეიტრალიტეტს? ფეხით რომ შეგვდგება ვინმე და ხმას არ ამოვიღებთ ესაა ნეიტრალიტეტი?....
ახლაა საქართველო ნეიტრალური და ვის გაწყობთ ასეთი საქართველო საკითხავია. რაც შეეხება გლობალიზაციას რუსეთთან მიეთება არაა გლობალიზაცია? საბჭოთა კავშირი არ იყო უზარმაზარი ქვეყნების გლობალიზაცია?

მაშინ როცა ბალტიისპირეთმა აიწყვიტა გახდნენ ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი ქვეყნები დამთავრდა მათი რეგრესი და რუსეთის გავლენა მათზე ნოლამდე დავიდა. საქართველოს დღეს ისევე როგორც არასოდეს სჭირდება გავლენიანი სამხედრო კავშირი თვითგადარჩენისათვის ისეთი როგორიცაა ნატო ეს იქნება რუსეთის ინტერესების ამოგლეჯა კავკასიის შუაგულისა და ჩექმური რუსული პოლიტიკის კრახი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნატო არის ის აუცილებლობა, რომელსაც დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველო ვერ გაექცევა, ვფიქრობ, რომ ჩვენ არა გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, აუცილებელია შეიქმნას ჩვენი სტრატეგია სხვადასხვა ვარიანტებით ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში. მე მინდა პარალელი გავავლო კოსოვოსთან მიმართებაში, არაიმიტომ რომ ეს ერთი ერთზე იმეორებს სიტუაციას, შეიძლება დადგეს დრო, რომ კოსოვო ბევრმა ქვეყანამ, რუსეთის გარდა აღიაროს. სერბეთთან შეთანხმების გარეშე. წავიკითხე ნატოს ექსპერტთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ. სერბი ჟურნალისტი კითხულობდა; აქვს კი დღეს სერბეთს მინიმალური შანსი იმისა, რომ მან ნატოს, გაეროს, საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს კონფლიქტის მოგვარების საკუთარი სტრატეგია? ნატოს ექსპერტი პასუხობს; დღეს უკვე ამის საშუალება არ არსებობს, რადგან როცა ამის დრო იყო სერბეთს ეჭირა ძალიან ხისტი პოზიცია და მან არ დადო საკუთარი ხედვა.
აფხაზეთთან მიმართებაში სწორედ ესაა საშიში და თუ საქართველომ შეძლო არსებული სტატუსკვოთ შესვლა ნატოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოში შესვლამდე საქართველო უნდა დატოვოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რაც მათ დატოვებს კონფლიქტებზე ზეგავლენის მთავარი ბერკეტის გარეშე. რომელიც ასევე გამოიყენება როგორც საქართველოსთან მიმართებით მუდმივ ზეწოლასა და მუქარაში. რუსეთში ეს იციან და ჩქარობენ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე. საქართველოს ნატოში შესვლა ამ კონფლიქტური ტერიტორიებით თუნდაც მათი სტატუსი არ იყოს განსაზღვრული რუსეთს ტოვებს თამაშგარე სიტუაციაში. აქამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი. რუსეთში სტრატეგიები რა თქმა უნდა მუშავდება. თუ ობიექტური ვიქნებით ნატოში გაწევრიანების ჩვენი მთავარი ლობისტის აშშ-ს პოზიცია არსებითია. ჩვენი ნატოში გაწევრიანება ამერიკაზე მეტად საქართველოს ხელისუფლების აუცილებლობაა, საქართველოს ჭირდება პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა. ნატო არის უზარმაზარი შანსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ჩვენ რაც შეიძლება მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ნატოში გაწევრიანებით, თუ ჩვენ ნატოში არ გავწევრიანდით ჩვენ ვკარგავთ ფუნქციას და ინტერესსაც ევროპიდან და ვრჩებით რუსეთის პირისპირ.
დღეს მსოფლიო პოლიტიკა, ნატოს წევრი ქვეყნებისათვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარშემო ტრიალებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთი რამ ,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რუსეთი არაა წინააღმდეგი თურქებიც გახარებულნი იქნებიან
სამშვვიდობო ზოლად უნდა გამოვხადეს საქართველო
ქართველები ქრისტიანი ერი ვართ და ამ მიწაზე ყველამ თავისი ღმერთი ნახა
თბილისი ეს მეორე იერუსალიმია
ერტ პატარა მიწიზე დგას თითქმის ყველლას ტაძარი
მეიდანი მისი გულიას
სიონი მეჩეთი და სინაგოგა
უფალი სიყვარულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო, ისტორიულად ევროპის გეოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ნაწილია. ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს ხალხის მტკიცე ნებაა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიესალმება ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოებას და მიიჩნევს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია მნიშვნელოვნად განამტკიცებს ამ რეგიონს, როგორც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტია.საქართველო ნატო-ს განიხილავს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციას, რომელიც ევრო ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. ნატო-სთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოში სამშვიდობო ღირებულებების განმტკიცებას, რეფორმების განხორციელებას, განსაკუთრებით-თავდაცვის სფეროში, ასევე უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას. ნატო-ში გაწევრიანებით საქართველო არამარტო სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების უპრეცენდენტო გარანტიებს მიიღებს, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის, განსაკუთრებით - შავი ზღვის რეგიონის, უსაფრთხოების განმტკიცებაში. მე მგონი მიუღებელი არიქნება ჩანაცვლება ნატოს ჯარების რუსული ცისფერ ჩაფხუტიანებზე ,მართალია მეზობელი ქვეყანასთან აუცილებელია კარგი მეგობრული და თანასწორ -უფლებიანი სახელმწიფო ურთიერთობა და არა ისე როგორიც რუსეთის ფედერაციას წარმოუდგენია პირადად ჩემთვის დღევანდელ Dღეს მისარებია ნატოში გაწევრიანება ,მაგრამ ყველაზე მისაღები მაინც ნეიტრალურ ქვეყანად გამოცხადება იქნება, მაგრამ ეს ოცნება ოცნებად დარჩება Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ქართველები უკვე რუსეთზე აცრილები არიან :). ნუღარ გეშინიათ რუსეთის, სააკაშვილმა ჩინელები მოამრავლა საქართველოში. ასე რომ მალე მილიარდს აცდება საქართველოს მოსახლეობა და რუსეთი იქეთ დაგვიწყებს კუდის ქიცინს. :) :)
ან ნატო რად გვინდა, იქეთ დავიპყრობთ მსოფლიოს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Aug 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
pikaso22

იუმორს არ უჩივი.ნაღდად ))) საღოლ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
marto wrote:
ციტატა:
ნატოს გაფართოვება ეს გლობალიზაციის ერთერთი გზაა ,არანაირი სურვილი არ გამაცნია რომ საქარტველო გახდეს ამ უღმერთო პროცესის მონაწილე
სამხედრო სა ეროვნულ-ტერირორიული ნეიტრალიტეტი
არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენ მიწაწყალზე

იცოცხლეთ, კარგი გეგმაა მაგრამ რეალობის გამო მე ზვიგენის აზრს ვიზიარებ, საქართველო ვერ იქნება ნეიტრალური,ამიტომ ნატო ამ შემთხვევაში კარგი სვლაა.

და კიდევ, დღეს ბი-ბი-სი მთელი დღის განმავლობაში ლაპარაკობს უკრაინის ნატოში შესვლის საკითხებზე...ჩვენ?!=oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
რა თქმა უნდა ნატოში უნდა შევიდეთ და შევალთ კიდეც, დიდი დრო კი ნამდვილად დაჭირდება ამ პროცეს. მანამდე კი თუ ხალხის აზროვნება უფრო ლოგიკური გახდება მივესალმები.
ნოსტალგიები კომუნიზმზე, დიქტატორებზე, საბჭოთა მუშათა შტაბებზე, ტვინის მაზომბირებელ ყრილობებზე მ ა რ ა ზ მ ი ა და მეტი არაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
საინტერესო საკითხია...ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ალბათ ნატოს წევრი...დავიწყოთ იქიდან,რომ დღეს მე საქართველოს ნეიტრალურობის დანახვა ყველაზე მეტად მიჭირს,რას ვეძახით ნეიტრალიტეტს საინტერესოა...ამას ნეიტრალიტეტი კიარა აშკარა პროამერიკული მიმართულება ქვია.ვამბობთ,რომ ძნელია გლობალიზაციის პერიოდში ვიყოთ ნეიტრალურები და ვამართლებთ საქართველოს,როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არჩევანს,ამავე დროს ვამბობთ,რომ ქვეყანა ნეიტრალურია,წინააღმდეგობაში მოვდივართ,ნეიტრალიტეტი ცოტა სხვა რამეა:) ...ეს ერთი საკითხი.ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა,როგორ გადაწყდება ეს სამიტი და რა "განაჩენს გამოუტანენ" საქართველოს დასავლეთის ქვეყნები,ფაქტია ის,რომ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი უკვე წინააღდეგია,მიზეზი-მათ არ სურთ დაპირისპირება რუსეთთან.ამით ისინი გარკვეულწილად მიდიან აშშ-ს ჰეგემონობის წინააღმდეგ.არაა მარტივად საქმე,გაწევრიანება ერთია და ამას,ალბათ, ყველა ასე თუ ისე ეთანხმება,მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რა იქნება ამის შემდეგ,ანუ,როგორი იქნება ამაზე რუსეთის და იმ ქვეყნების რეაქცია,ვინც უარს აცხადებს.
ვეთანხმები ანა-თეკლას,აბსოლუტურად სწორად წარმოადგინა საქართველოს მომავალი ნატოში შესვლის შემთხვევაში და ეს ძალიან კარგი იქნებოდა:)ფაქტიურად,1992 წლიდან საქართველოს უკვე ჩართულია ნატოს სხვადასხვა პროგრამებში,ისიც კარგია,რომ მზად ვართ შეიარაღების მხრივ ორგანიზაციაში შესასვლელად,მაგრამ...ვნახოთ რა იქნება:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=heU9DGS_ ... re=related

ეს ფილმის რეკლამა
უქვე შეგუძლიათ ნახოთ მთელი ფილმი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
vashli wrote:
ციტატა:
ნოსტალგიები კომუნიზმზე, დიქტატორებზე, საბჭოთა მუშათა შტაბებზე, ტვინის მაზომბირებელ ყრილობებზე მ ა რ ა ზ მ ი ა და მეტი არაფერი.
ეგ შენთვის.....მე მკითხე აბააააააა.და ძალიან გთხოვთ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება სხვისი რწმენის და იდეოლოგიის შეულახავად,ბევრი რამაა მარაზმი ჩემთვისაც მაგრამ არ ვამბობ იმიტომ რომ პატივს ვცემ სხვის აზრს და ვცდილობ მის შეურაწყოფის გარეშე ვიკამათო მაგვარ თემაზე

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 223 posts ] 
საქართველო NATO ში
დესპანი