↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აპრილი, 2008
ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხს საფრანგეთის სასამართლო რამდენიმე დღეში გადაწყვეტს


“მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხზე საფრანგეთის სასამართლომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 16 აპრილს გამოაცხადოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც 11 აპრილს საფრანგეთში მიემგზავრება და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

“ყველა დოკუმენტი საფრანგეთის სასამართლოს აქვს და, შესაძლებელია, გადაწყვეტილება 16-შივე გამოცხადდეს. საქართველოს პროკურატურა ოქრუაშვილის ექსტრადიციას ითხოვს. ჩვენ წარვადგინეთ არგუმენტები და მტკიცებულებები, თუ რატომაც არ უნდა მოხდეს ექსტრადიცია. ოქრუაშვილი დაუსწრებლად, კანონის დარღვევით გაასამართლეს და 11 წელი პატიმრობა მიუსაჯეს”,-განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ საფრანგეთის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს.

ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძალვაში დასდო მსჯავრი და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს ოქრუაშვილის ბრალდებები სხვა ეპიზოდებში. მას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებები და პარტიის ოფისთან დაკავშირებული არალეგალური შემოსავლების გათეთრება ედება ბრალად.

ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთისგან პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვს. აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის შესაბამისი სამსახური უკვე სწავლობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აპრილი, 2008
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში შეჭრილი ახალგაზრდები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს


“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში შეჭრილი “ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის” სამი წარმომადგენელი საპატრულო პოლიციამ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში, რომელიც ფალიაშვილის ქ.#63-ში მდებარეობს, ინციდენტი გუშინ, დაახლოებით 17.00 საათზე მოხდა, რომლის დროსაც “ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლები ირაკლი კიკაჩეიშვილი, იასონ ფავლენიშვილი და ლაშა ხეცურიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და გიორგი თარგამაძესთან შეხვედრას ცდილობდნენ.

როგორც ჟურნალისტებს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, ახალგაზრდები გიორგი თარგამაძესთან ქრისტიანულ ფასეულობებზე საუბარს აპირებდენ.

“ახალგაზრდები მთვრალები იყვნენ. მძიმე მარხვის პერიოდში ასე რომ დალევენ და ქრისტიანულ ღირებულებებზე მოუნდებათ საუბარი, უკვე ნათელია, რაშიცაა საქმე. ისინი ლანძღვა-გინებით ითხოვდნენ ოფისის მეორე სართულზე ასვლას, რაც დაცვამ და ადმინისტრატორმა არ დაუშვა. საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახებაც. კიკაჩეიშვილი, ფავლენიშვილი და ხეცურიანი ხშირად ჩანან ინგა გრიგოლიას გადაცემებში ხელისუფლების დამცველებად”,-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა აღნიშნული ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” დისკრიმინაციაც იყოს, რასაც ლევან ვეფხვაძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

“გუშინ ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” ვინმე გიორგი ახვლედიანთან ერთად, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატია. ამით ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებზე ხმები ჩამოგვაჭრას, რადგან ქუთაისში ბევრი მხარდამჭერი გვყავს და შესაძლოა ამომრჩევლებმა ჩვენს მაგივრად შეცდომით გიორგი ახვლედიანის “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” შემოხაზონ”,-აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აპრილი, 2008
დადგება თუ არა აფხაზეთში სამშვიდობოების ფორმატის გადახედვის საკითხი უახლოეს ხანში


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სამშვიდობოების ფორმატის გადახედვის საკითხი დადგეს.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, სამშვიდოებოებთან დაკავშირებით საქართველოს სერიოზული პრეტენზიები აქვს, რომლებიც მყარად არგუმენტირებულია. იგი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობა სერიოზულად განიხილავს.

პან გი მუნისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრების დღის წესრიგში აფხაზეთის საკითხის განხილვაც იყო შესული.

გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, სადაც რუსეთის მოქმედ და არჩეულ პრეზიდენტებს - ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს შეხვდა. მოსკოვში ჩასვლამდე პან გი მუნმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სამშვიდობო ოპერაციას, მათ შორის აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ოპერაციას, ყველა მხარე უნდა უჭერდეს მხარს. მისი თქმით, დსთ-ს ოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მისთვის კარგად არის ცნობილი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აპრილი, 2008
ლადო გურგენიძე დღეს “კრანს მონტანას ფორუმზე” სიტყვით გამოვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ბაჰრეინში “კრანს მონტანას ფორუმზე” 10 აპრილს სიტყვით გამოვა.
მთავრობის კანცელარიის ცნობით, პრემიერის მოხსნების სახელწოდებაა - “საქართველო: ახალი ელდორადო უცხოური ინვესტიციებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე”.

გარდა ამისა, ბაჰრეინში ვიზიტის ფარგლებში ლადო გურგენიძე სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეიხ ხალიფა ბინ სალმან ალ ხალიფას და არაბეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს პრეზიდენტს ესსამ ფახროს შეხვდება.

გურგენიძე ბაჰრეინის სამეფოში სომხეთიდან გაემგზავრება, სადაც იგი ხვალ სომხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
კაჩინსკიმ სკანდალური განცხადება უარყო?!
10.04.08 14:49


რამდენიმე წუთის წინ რუსულმა საინფორმაციო სააგანტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტმა უარყო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, რომ პოლონეთი რუსეთს მოლაპარაკებებზე ვეტოს დაუდებს საქართველოსა და უკრაინისათვის მაპის მინიჭებამდე. სააგენტოების მტკიცებით, ლეხ კაჩინსკიმ ჰელსინკიში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის უარყოფს ნატოში უკრაინა-საქართველოს მიღებისა და რუსეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებების საკითხების ერთმანეთან კავშირს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რუსეთი: საქართველოს და უკრაინას შანსი არ აქვთ
10.04.08 14:18

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც მძაფრი რეაქცია მოჰყვა. სერგეი ლავროვის მოადგილემ ვლადიმერ ტიტოვმა ამ საკითხზე ჟურნალისტის შეკითხვას ათენში უპასუა. მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწვრიანების შანსი არ აქვთ.

"გაუგებარია, როგორუნდა მიიწვიონ ეს ორი ქვეყანა ნატოში. უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ალიანსში გაწევრიანება. ეს ეხება საქართველოსაც. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამ არჩევანს მხარს არ უჭრენ. ასე რომ, არც ერთს არ აქვს ნატოში გაწევრიანების შანსი," - აცხადებს ტიტოვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ლეიბორისტები მობილურ ოპერატორთა ტარიფებს აპროტესტებენ
10.04.08 14:28


ლეიბორისტული პარტია მობილური კომპანიების წინააღდეგ. შრომის პარტიის მტკიცებით, საქართველოში საკმაოდ მაღალი ტარიფებია.
სასაუბრო დროის თვიღიერებულება 10 - 12 თეთრია, მაგრამ მოსახლეობას კომპანიები ორმაგს ახდევინებენ და გადასახადის ნახევარს ხელისუფლება თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ტარიფი უახლოეს მომავალში მინიმუმ 10 თეთრით არ შემცირდება, ლეიბორისტები აქციებს გეგმავენ და ყველა კომპანიას ერთდღიან ბოიკოტს გამოუცხადებენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
15 აპრილი, 2008
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად კენჭის ყრას აღარ აპირებს


მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ფოთში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.

პროექტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ პროექტი გრძელვადიანია და გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე პრეზიდენტობის ვადა ითვალისწინებს, თუმცა ამ პოსტზე კიდევ ერთხელ კენჭის ყრას აგარ აპირებს.

მისივე თქმით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გრძელვადიან შედეგებს ათწლეულები დასჭირდება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
15 აპრილი, 2008
შეუშლის თუ არა ხელს წინასაარჩევნო ბატალიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას


საქართველოში წინასაარჩევნო ბატალიებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ამის თაობაზე განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინსიტრმა ევროპულ და აევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელმაც გუშინ მთავრობის კანცელარიაში IPAP-ის განხორციელების სახელმწიფო კომისიის მე-18 სხდომა გამართა.
როგორც სხდომის შემდეგ ბარამიძემ აღნიშნა, განიხილეს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ, კერძოდ, სამინისტროებმა და სხვადასხვა დეპარტამენტებმა უნდა განხორციელონ 8 თვის განმავლობაში, რათა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია განხორციელდეს.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ამოცანაა ნატო-ში გაწევრიანება და არა მხოლოდ პროგრამების მიღება, რათა საქართველო ნატო-ს სტანდარტებამდე მივიდეს.

გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ფართო წრეები, პოლიტიკური ოპოზიციაც.

მისივე თქმით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი კვლავ განიხილება. კონსულტაციები გაგრძელდება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
15 აპრილი, 2008
“მაესტროს” წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ მდუმარე აქცია გამართეს


გუშინ, სტუდია “მაესტროს” წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წინ სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით მდუმარე აქცია გამართეს. 14 პირაკრული ჟურნალისტი “მაესტროს” მხარდასაჭერად შეიკრიბა.
“ვითხოვთ სიტყვის თავისუფლებას, რომელიც დაირღვა ჩვენს მიმართ და ირღვევა მთელი საქართველოს მიმართ. გვინდა, მოგვეცეს ის, რაც კანონით გვეკუთვნის”, - განაცხადა სტუდიის ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ.

გუშინ სარამოს “მაესტროს” ეთერში გადაცემა “პროფესია” კვლავ გავიდა, თუმცა, ამჯერად ეთერში პროტესტის ნიშნად ჟურნალისტისა და რესპოდენტის ხმის ნაცლად კლასიკური მუსიკა ჟღერდა.

ტელეკომპანიის დამფუძნებლის მამუკა ღლონტის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ტიპის აქციებმა მომავალში პერმანენტული სახე მიიღოს, რადგან დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე “მაესტროს” ლიცენზიას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “სტუდია მაესტროს” საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღებაზე უარი უთხრა. სტუდიას გაეგზავნა გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც, “მაესტროს” გადაცემების - “პროფესია ჟურნალისტი”, “უკომენტაროდ” და “გამოკითხვა” ეთერში გაშვება აეკრძალა.

სტუდია “მაესტროს” მდუმარე აქციაზე სოლიდარობის ნიშნად გუშინ მომღერალი “უცნობი” იგივე გიორგი გაჩეჩილაძე მივიდა.

მისი თქმით, სირცხვილია, როდესაც 21-ე საუკუნის საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა საჭირო. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში აფრიკული ტომებივით ვცხოვრობთ. საქართველოში გადაცემები იხურება, ტელევიზიებს საჭირო ლიცენზიას არ აძლევენ. ყოველივე ეს ნიშანია იმისა, რომ არ გაიგონონ, რისი მოსმენაც არ სურთ.

მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი სიტყვა იარსებებს.

“ჩემი ნიღაბი პროტესტის ნიშანია და ეს ნიშანი მეკეთება მანამ, სანამ ხალხის ნება არ ასრულდება და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება”, - განაცხადა უცნობმა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
15 აპრილი, 2008
კრემლი საქართველოს კეთილმოწყობის საიდულმო დოკუმენტზე მუშაობს


კრემლში უკვე მზად არის საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ამიერიდან მოსკოვი სეპარატისტულ რეჟიმებთან პირდაპირ ურთიერთობებს აწარმოებს. დადგენილებაზე რუსეთის პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ალბათ, უფრო მეტად შესაფერის დროს ეძებს ამისათვის. რუსეთში საინტერესო ფორმულირებას აძლევენ იმას, რასაც მთელი მსოფლიო საერთაშორისო ენაზე სხვა ქვეყნის ანექსიას უწოდებს, და ამბობენ, რომ ისინი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობას აპირებენ.
საუბარია ე.წ. ტაივანის მოდელზეც. რა იგულისხმება ამ მოდელში, ეს მსოფლიო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი. საინტერესო ის არის, რას გულისხმობენ ამაში რუსეთის მმართველი წრეები. თუმცა აქ გასარკვევი არაფერია, რადგან ნათელია რუსეთის “მგზნებარე” დამოკიდებულება კონფლიქტურ რეგიონებთან. ეს დამოკიდებულება ამჯერად არაღიარებულების აღიარების სურვილში გამოიხატა. “კონფლიქტურ რეგიონებთან ძირითადი მიმართულებების აღიარება” - ეს არის საერთაშორისო ფრაზებით გალამაზებული სურვილი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა, რომელსაც “უფროსი ძმის” სტატუსი აღარ აქვს და, როგორც ჩანს, ენატრება.

ოფიციალური თბილისი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით გამოხმაურებას მსოფლიო საზოგადოებრიობისგან ითხოვს. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევტოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “ადეკვატურად იქნება ამოქმედებული გარდა სხვა მექანიზმებისა ჩვენი დიპლომატიური ბერკეტები, რათა რუსეთის ამ პროვოკაციულ და აგრესიულ ნაბიჯს დავუპირისპიროთ ძალიან სერიოზული პოზიციები და კონკრეტული ქმედებები”.

რუს პოლიტიკოსებს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით სწორედ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც უნდა ჰქონდეთ დიდი იმპერიის მარადიულ მშენებლებს. ისინი ფიქრობენ, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ნამდვილად სჭირდება რუსეთის დახმარება და გვერდში ამოდგომა. თუმცა ღიად ამას დოკუმენტის ჯერ დაუსრულებელ სახეს უწოდებენ. ზოგიერთი მათგანი არ მალავს, რომ, როგორც იქნა, დადგა დრო, როცა აფხაზებსა და ოსებს ექნებათ საშუალება - იცხოვრონ თავისუფლად.

რუსეთი აღიარებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დაელოდოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის პრეზიდენტი არ იჩქარებს. დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა “ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა, რომ “ახლა არ უნდა იყოს საუკეთესო დრო რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად”.

ქართველმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ამ დოკუმენტს “ბრძოლისწინა ყიჟინა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი, შესაძლოა, ხდებოდეს ჩვენი და დასავლეთის შესაშინებლად, რადგან ბევრი რამ, რაც ამ დოკუმენტში იგულისხმება, თვითონ რუსეთისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს.

სტრასბურგში კი რუსული დელეგაციის წევრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების გეგმებზე ღიად საუბრობენ. ასეთია რუსეთის პასუხი კოსოვოსა და ბუქარესტის სამიტზე. ქართულ-რუსული დებატები ოფიციალურად დღეს არის დაგეგმილი, გუშინ კი ევროსაბჭოს დერეფნებში ცხარე კამათი ისმოდა.

რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ ჯერ პირად საუბრებში, შემდეგ კი ღიად, ევროსაბჭოს წევრებთან, რუსთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთების სქემა დასახა და ეს კოსოვოსა და ნატო-ს სამიტთან დააკავშირა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ვალდებულია, იზრუნოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

რუსეთის სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინე კოსაჩევის განცხადებით, მითვის გაუგებარია, როგორი შემადგენლობით აპირებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას: “ვფიქრობ, რომ ეს არ ესმით თვითონ ქართველებსაც”, -აღნიშნა მან.

ქართველი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთი ევროპას აშანტაჟებს და ამ უკანასკნელმა ეს არ უნდა დაუშვას. რუსეთის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა საქართველოს დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოში ელენე თევდორაძემ. მან, ერთგვარად, “აიძულა” ლეონიდ სლუცკი, შეერბილებინა თავისი ნათქვამი საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტების საკითხს გუშინ გვიან ღამით გაეროს უშიშროების საბჭოზე გენერალური მდივანი პან გი მუნი მოხსენებით გამოეხმაურა. მისი რეკომენდაციით გაერო-ს სადამკვირვებლო მისიას აფხაზეთის ზონაში 6 თვით კიდევ უნდა გაუგრძელდეს მანდატი, რადგან მისიის ძალისხმევით “რეგიონში ვითარება სტაბილური გახდა”.

პან გი მუნის აზრით, კოფლიქტის დასარეგულირებლად აუცილებელია საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა.
“სტაბილიზაციის პერიოდს და კონფლიქტურ მხარეებს შირის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებდა კოდორის ხეობაში ცეცხლის შეწყვეტა. აუცილებელია ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ახლანდელუ პოზიციური ტენდენცია, მათ შირის იმ შეთანხმებული წესების მკაცრად დაცვა, რომლებიც უსაფრთხოების ზონაში ძალების განთავსებაზე შეზღუდვას შეეხება,”- აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში.

როდიდან შევა ეს დოკუმენტი ძალაში, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. ეს არის თემა, რომელიც მეტისმეტად მნიშვნელოვანია ყოველი ქართველისათვის და აქ ჩვენი დამარცხება, უბრალოდ რომ ვთქვათ, არ შეიძლება, არ უნდა დავუშვათ. ეს საკითხი არ უნდა გადაფაროს არც წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ, რადგან რუსული ახალი პროექტის ერთი ნაწილის განხორციელება უკვე დაიწყო - სოხუმში რუსული ფინანსებით აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა იწყება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
საქართველო რუსეთის კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
15.04.08 12:50


ქართული მხარე თავს იკავებს კონკრეტული შეფასებებისგან რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით აფხაზეთსა და ცხინვალში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის თაობაზე.

ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს ბრძანებულებას, რომელიც რუსეთს დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარებას საშუალებას მისცემს, გუშინ "ნეზავისიმაია გაზეტამ" გაავრცელა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი უკვე მომზადებულია და მას ამჟამად ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის იურისტები სწავლობენ. "ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, კონფლიქტის ზონებში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნის უფლება რუსეთის რეგიონებსაც ექნებათ.

"საუბარი არ არის საკონსულოების გახსნაზე, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი დიპლომატები იმუშავებენ, რომლებიც იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ", - აცხადებენ რუსი ოფიციალური პირები "ნეზავისიმაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი განცხადებები კეთდება და დეპუტატები პროგნოზისაგან თავს იკავებენ. ჯერჯერობით ქართული მხარე ელოდება კონკრეტულ ქმედებას რუსეთის მხრიდან და ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთი ურთიერთობის ასეთ გამწვავებაზე წავიდეს.

რუსი დეპუტატები ასეთ განცხადებებს ხშირად იღებდნენ, თუმცა ამჯერად დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომზადებულია და სავარაუდოდ, მას პრეზიდენტი ხელს აუცილებლად მოაწერს. ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ ეს იქნება რისკის შემცველი გადაწყვეტილება თავად რუსეთისთვის, რადგან რუსეთს მოუწევს განმარტება მიზეზებთან დაკავშირებით.

"რუსეთს მოუწევს ამის ახსნა-განმარტება, რა აუცილებლობაა. არანაირი რაციონალური საჭიროება ამის გაკეთებისა არ არის. არა მგონია, რომ რუსეთი ამას განახორციელებს, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან რუსეთი გაუგებარ გადაწყვეტილებებს ხშირად იღებს," - აცხადებს ნიკა რურუა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ბაღაფშისა და კოკოითის შეხვედრა მოსკოვში

დე ფაქტო ლიდერები კი კონსულტაციებს განაგრძობენ, კოკოითი დღეს სოხუმში ბაღაფს ხვდება. თვითაღიარებული პრეზიდენტები გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წარმომადგენლობების გახსნის საკითხს განიხილავენ. დე ფაქტო ლიდერები ერთობლივი დოკუმენტის მიღებას გეგმავენ, რომელშიც ჩაიწერება საქართველოს ამ ორ კონფლიქტურ რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოების შესაძლო გაყვანის შემთხვევაში სეპარატისტული მთავრობების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბაღაფშმა და კოკოითმა რუსეთის სამშვიდობოების ალტერნატივად მხარეებს შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენება შესთავაზონ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
უკრაინა და აზერბაიჯანი საქართველოს პოზიციებს იცავენ

რუსული მხარის ახალ გადაწყვეტილებას სტრასბურგშიც გამოეხმაურნენ. საქართველოს პოზიაციას ევროსაბჭოში უკრაინული და აზერბაიჯანული დელეგაციები იცავდნენ. შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც ბუმერანგივით დაუბრუნდება იმ მხარეს, რომელიც სეპარატისტებთან თანაშრომლობს, - ასეთი შეფასება მისცეს აზერბაიჯანელმა კანონმდებლებმა რუსეთის ინიციატივას. უკრაინა კი სეპარატისტებთან იმავე პოზიცის დაიკავებს, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება.

რუსები სტრასბურგშიც არ მალავდნენ, რომ აფხაზეთი მუდმივი ვაჭრობის თემა იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
რიტუალების სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

რიტუალების სასახლესთან დღეს ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი საარჩევნო შტაბის თანამშრომლების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საარჩევნო შტაბებში მუშაობის დროს დაგროვილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, დაახლოებით 8 000 ადამიანის სახელფასო თანხა, რომელიც 6 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს, უკვე გადმორიცხულია, თუმცა ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.

ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი საარჩევნო შტაბის თანამშრომლები გარდაცვლილი ბიზნესმენის დებთან შეხვედრას მოითხოვდნენ; მათ პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი შეხვდა და სახელფასო დავალიანების დაფარვას შეჰპირდა. მისი თქმით, სახელფასო დავალიანების დაფარვა იმ მიზეზით ვერ ხერხდება, რომ ბადრი პატარკაციშვილის ანგარიშებს ყადაღა ადევს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი