↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
სიყვარული ფოთოლცვენის დროს... რა ლამაზი დღეა. არც ცხელა, არც ცივა, თითქოს წვიმასაც აპირებს.ასეთია შემოდგომა.თბილი და ამავდროულად საშინლად ცივი.მითუმეტეს ბათუმში. ფანჯარასი გავიხედე ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზად მომეჩვენა,ალბათ იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა.დღეს 17 წლის ვხდები.მალი ჩემი მეგობრებიც მოვლენ.მათ ბავშვობიდან ვიცნობ,ძალიან მიყვარს ისინი.აი,ისინიც მოვიდნენ.
-მაკო გილოცავთ დაბადების დღეს.შენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ სიხარულო.ძალიან გვიყვარხარ.
-ჩემო კარგებო ძალიან დიდი მადლობა.ახლა იწყება დროსტარებე აბა ჩვენ ვიცით.ის დღე არაჩვეულებრივად გავატარეთ.ვიმხიარულეთ.ახალი ამბავიც გავიგე დათა(ჩემი ყოფილი შეყვარებული)ლონდონში წასულა სასწავლებლად.ეს ჩემთ ვის უკეთესიც იყო.თუმცა ადრე ორივენი ერთად ვგეგმავდით წასვლას.კიდევ კარგი დავშორდი.ღმერთო რა არ ხდება? ამას რამდენიმე დღის წინ ვერც წარმოვიდგენდი,მაგრამ ამაზე არც ვდარდობ.არ მიყვარდა დათა.უცებ თვალები ფანჯრისკენ გამექცა.რაფაზე ვარდების თაიგული შევნიშნე.მივედი.არავინ იყო.მხოლოდ 17 ცალი ვარდი ეწყო.წერილს ვეძებდი ვერც ის ვიპოვე.გარეთ გავედი,ქუჩაშიც არავინ იყო.მხოლოდ ვიღაც მათხოვარი,მაგრამ ეგ გინდ ყოფილა გინდ-არა.გულის სიღრმეში გამიხარდა,მესიამოვნა.მიყვარს მოულოდნელობები, მაგრამ ამასთანავე საშინლად ცნობისმოყვარე ვარ.ამ ფაქტმა კი მოსვენება დამიკარგა.ძალიან მინდოდა გამეგო ვინ გააკეთა ეს.მაშინვე დაქალებს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.მათი აზრით,უცნობი თაყვანისმცემელი დათა უნდა ყოფილიყო.(ის კვლავ ცდილობდა ჩემთან შერიგებას)მეც ასე ჩავთვალე.რადგან ყველაფერი გაირკვა,მშვიდად დავიძინე.
მეორე დღეს,თვალი გავახილე თუ არა,მაშინვე ფანჯარისკენ გავიხედე.არ ვიცი რატომ.!(ამის გაგება მხოლოდ გოგონებს შეუძლიათ)ისევ ვარდი...უმისამართო ქუჩაში ისევ არავინ იყო(მხოლოდ მათხოვარი)გავედი გარეთ.ცნობისმოყვარეობამ მძლია.მათხოვარს მივუახლოვდი და ვკითხე:
-უკაცრავად ვინმე ხომ არ დაგინახავთ ამ დილით ჩემს ფანჯარასთან ?
-მათხოვარმა შემომხედა. არაფერი უთქვამს.
მე კითხვა გავუმეორე.ამჯერადაც არაფერი მიპასუხა.მხოლოდ დიდი ზღვისფერი თვალებით მიყურებდა.ლამაზი თვალები ქონდა.რაც მართალია,მართალია ვერ ვუარყოფ.მაგრამ მათხოვარია რა......
დღეები გადიოდა.ვარდი კი ყოველ დილით ფანჯარასთან მხდებოდა.შემოდგომა იყო.ხეებს ფოთლები სცვიოდა,ამის გამო ხშირად ვიჯექი ფანჯარასთან მოწყენილი(ამინდი,ბუმება პრდაპირ მოქმედებს ჩემს განწყობილებაზე.)მაგრამ ცოცხალ,წითელ ვარდს Dევხედავდი და ისევ მიბრუნდებოდა ხალისი.ვგრძნობდი,რომ ცხოვრება ისევ მშვენიერია. ასე გადიოდა დრო.მალე გაირკვა ,რომ დათა არაფერშუაშია.ის საქართველოდან წასვლის შემდეგ წამალზე შემჯდარა და კლინიკაში წევს თურმე კარგა ხანია.ამ ფაქტმა საშჰინლად იმოქმედა ჩემზე .შერმეცოდა,ოღონდ მართლა.იმ დღიდან ვარდის დანახვა აღარ მინდოდა.რაღაც უკვე მომბეზრდა.მაღიზიანებდა უკვე.ერთხელაც მივედი ფანჯარასთან და კიდევ ვარდი რომ დავინახე,გაბრაზებულმა ქუჩაში მოვისროლე.
-არ დაიღალე? გამოჩნდი რა ვინც ხარ უკვე თავი მომაბეზრე.ვარდი აქ აღარ დავინახო...გამვლელები გაოცებულნი მიყურებდნენ.მეც შევნიშნე,რომ ზედმეტი მომივიდ.საშინლად შემრცხვა.ამაზე უფრო გავბრაზდი და მივახალე:
-რას მიყურებ?ვერ ხედავ,რომ აღელვებული ვარ?შენი შენიშვნა მაკლია რა!(უცებ მივხვდი,რომ მათხოვარს ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს არასდროს)ეს აღარ შევიმჩნიე,ფანჯარა დავხურე და ოთახსი შემოვედი.უკვე ბნელოდა.ღამე მიყვარს.სიწყნარეა,არავინ გაწუხებს.საწოლზე ვიყავი წამოწოლილი.მინდოდა დამეზინა,მაგრამ...თვალწინ მედგა იმ მათხოვრის თვალები,მახსენდებოდა მისი მზერა.ტანსი ჟრუანტელმა დამიარა.მაგრად დავხუჩე თვალები და..არ ვიცი როდის დამეზინა.როცა გამეღვიძა დილის 6:00 საათი იყო.მეზარებოდა ადგომა.ტელევიზორი ჩავრთე.მოსაწყენი ფილმები გადიოდა.მაშინვე გამოვრთე.უცებ ფანჯრისკენ გავიხედე.ისევ ვარდი...ოღონდ მეწამური ფერის,იქვე წერილიც შევნიშნე.სასწრაფოდ აციღე და კითხვა დავიწყე.
"ჩემო ანგელოზო!მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ.მე არ მაქვს ამის უფლება,მაგრამ რა ვქნა?გული არავის ეკითხება.ჩემს ცხოვრებაში ერთადერტი ნათელი წერტილი შენ იყავი.მზის სხივი,რომელიც მაძლევდა ძალას,ცხოვრება გამეგრძელებინა.შენი წყალობით მივხვდი,რომ მეც ადამიანი ვაარ.მეც შემიძლია ვინმე მიყვარდეს.ვიცოდი,რომ შენ მე ყურადღემას არასოდეს მომაქცევდი,მაგრამ საკუთარ თავს მაინც მივეცი ოცნების უფლება. აბა სად გაგონილა მათხოვარი და...ჩემო ფერია,ლამაზო სიზმარო,აუხდენელო ოცნებავ!გახსოვდეს რომ დედამიწაზე დადის ერთი უბრალო ბიჭი,რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ.მე აწი ვერასოდეს მნახვ.მე ვარ ტალღა ზღვის ,რომელიც უნდა მიუახლოვდეს ნაპირს,მაგრამ ისევ უკან ბრუნდება.მე ასევე ძალიან ახლოს და ამავე დროს ძალიან შორს ვიქნები შენგან.რა მსვენიერია სიყვა
რული შემოდგომისას.ფოთლები ცვივა,მე კი მივდივარ..."
-ეს შეუძლებელია.მე ვტიროდი,მაგრამ არ ვიცი რატომ.ფურცელი ხელში მეჭირა.ის ჩემი ცრემლებით სველდებოდა.გამახსენდა ყველაფერი.ეს რა ჩავიდინე!ეს ადამიანი ყოველთვის იჯდა ჩემი ფანჯრის წინ და ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის,როგორც თანასწორისთვის.ზემოდან ვუყურებდი.რატომ?რითვარ მასზე უკეთესი?პირიქით.რას ვაკეთებ/მხოლოდ გართობაზე ვფიქრობ,როგორმე სხვაზე უკეთესად მეცვას,თმები კარგად გავიკეტო,რომ შემდეგ ამით ვიტრაბახო.ამასობასი დამვიწყებია თავმდაბლობა.ყველაზე ძვირფასი საჩუქარი უფლისა ამპარტავნობა-მომააკვდინებელი სენი.რატომ ვხდებით ყველაფერს გვიან? გათაც ხომ ამაან დაღუპა?ცარიელი სიტყვებით თამაში რაში გამომადგება? ალბათ,ხშირად მითქვამს:"ყველა ადამიანი თანასწორია.""არ შეიძლება მათი გარჩევა რასის,რელიგიის,მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით".რა სასცილოა.რეალურად რა გავაკეთე?მართლაც წარმოუდგენელად მეჩვენაბა მე და მას რამე გამოგვსვლოდა.ეს ფანტაზიაა,მაგრამ გული ჩემს სიტყვებზე მწყდება.,ჩემს საქციელზე.თუნდაც ახლა რომ მცოდნოდა მისი გრზნობების სესახებ,როგორ მოვიქცეოდი?..არ მაქვს პასუხიიმიტომ რომ ის მათხოვარია.იქნებ დათას 1000-ჯერ სჯობს,მაგრამ მათხოვარია.აი პრობლემა.ყველაფერი ცხადია ჩემთვის.რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ,სინამდვილეს ვერსად გავექცევით.ამ სასტიკ სამტაროში მეფობს ფული და არა-სიყვარული.რატომ ხდება ასე? გვიყვარდება უღირსი,ხოლო წრფელ სიყვარულს არ ვაფასებთ.ვთამაშობთ სხვის გრძნობებზე და არც ვფიქრობთ იმაზე,როგორ ვტკენთ სხვას გულს.(იმ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში.მე ყოველ დილით გავდივარ ზღვაზე და ვუყურებ,როგორ ეალერსება ტალღები ნაპირს.გავსცქერი ჰორიზონტს.მახსენდება წარსული და უცნაური სიყვარული ფოთოლცვენის დროს...

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Apr 2008
Posts15
კარმა3
OFFLINEPROFILE
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვლილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და ქვეყანას გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დავიწვი

მშვენიერია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
Apus wrote:
ციტატა:
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვლილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და ქვეყანას გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული....

ბრავოოოოოო=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
Apus wrote:
ციტატა:
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვლილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და ქვეყანას გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული....

ბრავოოოოოო=sher=

კარამელკა კარმა მოგიმატე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დიდი სეკატორით შეჭრილი ოცნების ფრთები სადღაც კუთხეში ყრია... უფსკრულის თავზე ქანაობს საქანელა...ხელის შემშველებელიც არსად ჩანს, დააგვიანდა, ეტყობა სადმე სხვასთან გადაუხვია...ახლა იმ მეოცნებეს ვგევარ, რომელსაც ოცნების კადრებზე ტიტრები გაუკეთეს და მიმართულება მისცეს: აბა, ჰეეეე, შენ იცი, არც არაფერს შეეჯახო, არც წაიქცე, არც რამე იტკინო,ჭკვიანად იარე, არავის ენდო, არ მოგატყუონ, არ მიგატოვონ,არ გიღალატონ, არ...არ....არ...,ეს არის ოცნება? ...საქანელა კი ქანაობს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა,დამირეკე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ჩემიანი ყოველ წელს ტაძარში, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ ჩემს დანატივრებს.(ვიცი ასე იქნება)............

ციცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნეტა შენ თუ გეღვიძება ჩემზე ფიქრით? 5საათია და შენზე ფიქრმა გამაღვიძა...
უკვე ძილშიც ვფიქრობ... ვფიქრობ სიყვარულზე, ვფიქრობ მონატრებაზე, ვფიქრობ სევდაზე, ვფიქრობ დარდზე, ვფიქრობ ბედნიერებაზე, ეს ყველაფერი კი შენ ხარ...
ახლა ალბათ ტკბილად გძინავს და არაფერზე ფიქრობ, არც ჩემზე... მე კი ამ წუთას ვცერ ამ მესიჯს და ვცდილობ მთელი ჩემი გრძნობა ჩავაქსოვო... თან ბედნიერი, თან უბედური გული როგორ ფეთქავს მინდა ამ მესიჯით გაგრძნობინო...
ვიყურები ირგვლივ და არ ხარ...
სად ხარ?
რას აკეთებ?
ვისთან ხარ?
რატომ ხარ?
მინდა ყოველი წამი ვიცოდე შენი, მინდა მე ვიყო შენ... ანუ ერთნი ვიყოთ...
რატომ არ ხარ აქ, ჩემს გვერდით? რატომ არ მაქვს იმის საშუალება ჩაგეხუტო?:'(
მინდა შენი თითოეული ჩასუნთქვა ვიცოდე რომ მეც შენთან ერთად ვისუნთქო, შენთან ერთად ვიცოცხლო და შენთან ერთად მოვკვდე...
ახლა ისე ძაან მენატრები მაგ საყვარელ სახეს ნაზად დაგიკოცნიდი...
მაგრად ჩაგეხუტებოდი...
გეტყოდი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...
დათო გთხოვ, უბრალოდ მომიფრთხილდი და გულს ნუ მატკენ და გპირდები, უბედნიერესი იქნები და საკუთარ სულს და გულს გაჩუქებ...
ყველაფერი დახატული მაქვს გონებაში ნათელი ფერებით...
გთხოვ, ნუ წაშლი ყველაფერს....
ჩვენ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერები უნდა ვიყოთ...
შენ თვთონ ამბობ რომ ერთმანეთისთვის გავჩნდით...
დათო მიჭირს უშენობა, შენ არც კი იცი როგორ მიმძიმს...
მალე გნახავ და ისე მაგრად ჩაგეხუტები რომ მთელი სხეულით იგრძნობ სიყვარულისგან გადმოფქრვეულ სიმხურვალეს... როგორ მინდა აქ, გვერდით მყავდე და გეფერებოდე...
მიყვარხარ....
ტკბილი ძილი ****
გკოცნი ნაზად ცხოვრება...
მპუაააა

ეს მესიჯი ჩემმა პირველმა სიყვარულმა მომწერა.... თურმე ასეთი სიყვარულიც შეიძლება გაუფერულდეს....
იმედია ვინმე გულთან მიიტანს, იმიტომ რომ ჩემზე ძლიერ იმოქმედა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
:) ჩემი უსაყვარლესი თემა იყო ერთ დროს..:)

უი,თურმე იმდენი ხანი გასულა რაც არაფერი მომიწეირა შენთვის, რომ შემეშინდა... არც ეხლა ვარ წერის ხასიათზე, უბრალოდ ძალიან -ძალიან მომინდა მოგწერო...რატომ??? ალბათ იმიტომ , რომ ქვეცნობიერად შემეშინდა, იმდენად ხომ არ შემოვიდა უხეში რეალობა ჩემში, რომ სამყაროს ვარდისფრად შეგრძნება აღარ შემიძლია?! იმდენად ხომ არ დავიღალე, რომ აფრენა აღარ შემიძლია?! იმდენად ხომ არ მოვიწყინე, რომ ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის?! იმდენად ხომ არ ამერია თავში ყველაფერი , რომ ჩემი აზრების სიტყვებად დალაგება და შენთვის გამხელა აღარ შემიძლია?!...

სიტყვები ...იცი რას დავაკვირდი?! საუბრისას ყველა ერთნაირ სიტყვებს ვიყენებთ, მაგრამ ჩვენს შორის უდიდესი განსხვავებაა, სხვადასხვა ადამიანის ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს...ვიღაცა ამ სიტყვებით ისტორიას მოყვება , ვიღაცა იგივე სიტყვებით ისტორიას შეცვლის...ვიღაცა შეიქმნის მომავალს, ვიღაცა დაანგრევს...

გიფიქრია, რამდენად ძლიერია ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვების ძალა??? რამდენად შეუძლია მათ სხვისი ცხოვრების შეცვლა???

და სხვა ადამიანის შეცვლა???

ფიქრებად დალაგებულ სიტყვებსაც დიდი ძალა აქვს!!

დღეს ამ თემის წინა გვერდებს გადავხედე

და გადავწყვიტე კიდევ ერთი უმისამართო წერილი დამედო , რომელიც "Recycle Bin"-ში აღმოვაჩინე

ძალაინ - ძალიან სითბო ვიგრძენი დღეს, აი აქ,გულთან ახლოს....

დამწერეო, მთხოვა ფიქრმა...

დაწერეო მთხოვა გრძნობამ...

დაწერე,დაწერეო მიბრძანა გულმაც ,თორემ ვეღარ გავუძლებო..

რა დავწერო, რაა..

ან როგორ დავწერო სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, აზრებს ვერ ვალაგებ....არ ვიცი რომელს მოვუსმინო, გონებას თუ გულს, რომლის ნათქვამი გავითავისო?!

არადა, რომ არ დავწერო და მართლა გამებუტოს გული?!

უგულოდ ცხოვრება საშინელებაააა, ტანჯვააა,

უგულობის მეშინია მე,

ძალიან მეშინია...

უგულობამ მარტოობა იცის..

მარტოობამ შავი ფერების სამყაროში გადასახლება..

არ მიყვარს მე შავი ფერები ...

ეგეც რომ არ იყოს, საგულეთთან ახლოს შენ მყავხარ...:)იცოდი???

ხომ შეგცივა მერე შენ უგულოდ ...

ვაიმე, დამაბნიე ..

რა მეგონა იცი??

რომ ჩვენი გულები, ჩვენს ჩუმად ,ერთ საგულეთში შეიპარა და ერთგულად გადაიქცა...

მე და შენ ერთგულნი ხომ არ ვართ ნეტავ ასე ,უჩუმრად?

რამე ხომ არ გვეშლება მე და შენ?

ძალიან მძიმე ხომ არ იქნება ერთი გულის ზიდვა ჩვენთვის???

შევძლებთ???

შევძლებთ კი????

მეშინია, იცი ???

გკოცნი საფეთქელზე ჩემო ....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
:) ჩემი უსაყვარლესი თემა იყო ერთ დროს..:)

უი,თურმე იმდენი ხანი გასულა რაც არაფერი მომიწეირა შენთვის, რომ შემეშინდა... არც ეხლა ვარ წერის ხასიათზე, უბრალოდ ძალიან -ძალიან მომინდა მოგწერო...რატომ??? ალბათ იმიტომ , რომ ქვეცნობიერად შემეშინდა, იმდენად ხომ არ შემოვიდა უხეში რეალობა ჩემში, რომ სამყაროს ვარდისფრად შეგრძნება აღარ შემიძლია?! იმდენად ხომ არ დავიღალე, რომ აფრენა აღარ შემიძლია?! იმდენად ხომ არ მოვიწყინე, რომ ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის?! იმდენად ხომ არ ამერია თავში ყველაფერი , რომ ჩემი აზრების სიტყვებად დალაგება და შენთვის გამხელა აღარ შემიძლია?!...

სიტყვები ...იცი რას დავაკვირდი?! საუბრისას ყველა ერთნაირ სიტყვებს ვიყენებთ, მაგრამ ჩვენს შორის უდიდესი განსხვავებაა, სხვადასხვა ადამიანის ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს...ვიღაცა ამ სიტყვებით ისტორიას მოყვება , ვიღაცა იგივე სიტყვებით ისტორიას შეცვლის...ვიღაცა შეიქმნის მომავალს, ვიღაცა დაანგრევს...

გიფიქრია, რამდენად ძლიერია ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვების ძალა??? რამდენად შეუძლია მათ სხვისი ცხოვრების შეცვლა???

და სხვა ადამიანის შეცვლა???

ფიქრებად დალაგებულ სიტყვებსაც დიდი ძალა აქვს!!

დღეს ამ თემის წინა გვერდებს გადავხედე

და გადავწყვიტე კიდევ ერთი უმისამართო წერილი დამედო , რომელიც "Recycle Bin"-ში აღმოვაჩინე

ძალაინ - ძალიან სითბო ვიგრძენი დღეს, აი აქ,გულთან ახლოს....

დამწერეო, მთხოვა ფიქრმა...

დაწერეო მთხოვა გრძნობამ...

დაწერე,დაწერეო მიბრძანა გულმაც ,თორემ ვეღარ გავუძლებო..

რა დავწერო, რაა..

ან როგორ დავწერო სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, აზრებს ვერ ვალაგებ....არ ვიცი რომელს მოვუსმინო, გონებას თუ გულს, რომლის ნათქვამი გავითავისო?!

არადა, რომ არ დავწერო და მართლა გამებუტოს გული?!

უგულოდ ცხოვრება საშინელებაააა, ტანჯვააა,

უგულობის მეშინია მე,

ძალიან მეშინია...

უგულობამ მარტოობა იცის..

მარტოობამ შავი ფერების სამყაროში გადასახლება..

არ მიყვარს მე შავი ფერები ...

ეგეც რომ არ იყოს, საგულეთთან ახლოს შენ მყავხარ...:)იცოდი???

ხომ შეგცივა მერე შენ უგულოდ ...

ვაიმე, დამაბნიე ..

რა მეგონა იცი??

რომ ჩვენი გულები, ჩვენს ჩუმად ,ერთ საგულეთში შეიპარა და ერთგულად გადაიქცა...

მე და შენ ერთგულნი ხომ არ ვართ ნეტავ ასე ,უჩუმრად?

რამე ხომ არ გვეშლება მე და შენ?

ძალიან მძიმე ხომ არ იქნება ერთი გულის ზიდვა ჩვენთვის???

შევძლებთ???

შევძლებთ კი????

მეშინია, იცი ???

გკოცნი საფეთქელზე ჩემო ....

http://www.youtube.com/watch?v=dBHhSVJ_ ... ato1/blog/

:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ეს ერთი ლამაზი ჩანახატია (მე არ მეკუთვნის) რომელსაც შემთხვევი წავაწყდი, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე დესპანზე დამედო.თემა რამდენად სწორედ შევარჩიე არ ვიცი,მაგრამ მეტნაკლებად შეეფერება მგონი.

" შენ ჩემი სიზმარი ხარ "

ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ.
ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება...
ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით... ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი... შვილი ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გვეყოლა, მეგონა, განშორების მიზეზიც ეს იყო... იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი.
მიჭირს იმის ახსნა, როგორი იყო, რადგან სიტყვები "ერთადერთი" ან "სანუკვარი" მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა "ის ჩემი სიზმარი იყო" და ყველაფერი გასაგები იქნება.
ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლება პირველივე წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ჰყვებოდა მასზე.
როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე: "მიყვარხარ!" მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა... ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა: "მეც". ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები.
ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო... ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო... მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე.
ორ იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა ჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე: "შენ ჩემი სიზმარი ხარ". მიპასუხა: "ოღონდ არ გაიღვიძო". ყველაზე სანუკვარ სურვილებს ერთმანეთს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. "კომაა, - თქვა ექიმმა, - არაფერი ესმის." სულელი! - გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი კაცი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: "არ მიმატოვო!" ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი...
მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავს. საწოლის კიდეზე ვჯდები და მის სურნელს ვყნოსავ. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დილას მან მინაზე ნუგეშად წამიწერა: "ძლიერეი ტკივილი ხანმოკლეა!" როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე, როგორ ატირდა... და ვიცი, მანაც იცის, რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტკივა... ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის წერდა. მისი ბარათები ვერცერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ, რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება...
შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ, რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას შემპირდნენ. მე კი მისი ბარათის წაკითხვაზე ვოცნებობდი. როცა დაიძინა, დიდხანს ვეჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. წავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: "გამიშვი!"
ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს. იქ კი წერია: "გიშვებ..."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ისევ სიმარტოვე, ისევ შენზე ფიქრები იცი? მომენატრე მარა სად ხარ შენ???? მენატრები თან ძალიან მაგრად, იცი ჩვენ მომავლისკენ რომ ვიხედები ძალიან დიდ სინათლეს ვხედავ, აი ვზივარ და ვუყურებ მთვარეს ვფიქრობ, რამე
თუ ადარდებს მთვარეს? ალბათ მისი მოვალეობა მხოლოდ ხამე გამოჩენა და მეტიარაფერი, ისეე ცოტა არ იყოს მგავს რაღაცაშიც, არა არა მე უკვე მასეთი არ ვარ მე უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცოცხლობ და თან ვაარ ბედნიერი ძალიან ბედნიერი, ადრე?, ეჰ ადრე სულ სხვა ვიყავი, ისე დღესაც მეძახის თავისკენ ჩემი ადრინდელი ცხოვრება, მარა არ ვნებდები არ მინდა ისევ გაურიო ჩემი ხელი იმ ბნელ საქმეებში რომლებსაც მე ვაკეთებდი, დავიღალე და მინდა დასვენება, დასვენება თან საყვარელ ადამიანთან ერთად. იმასთან ვისაც ჩემ
სიცოცხლეს ვაჩუქებ და იმასთან ვინც მირჩევნია ჩემ სიცოცხლეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
და აი, კიდევ ერთი გზააბნეული წერილი ჩემს საყვარელ თემაში...

წელიწადი მიილია...

ფოთოლცვენამაც გადაიღო...

კიდევ ერთი წელიწადის ისტორია აკინძა მძვებად და

წარსულმა ყელზე დაიბნია...

დავიწყეთ ეს წელიწადი ერთი

და დავასრულეთ ორი ნაკვალევით :)

ხელი ჩაგკიდე... აღარ ვარ მარტო...

შენზე ვსაუბრობ ჩემს ფიქრებთან,

რომლებიც შეეხიზნენ სადღაც,ცის სიღმეეში

მობინადრე ვარსკვლავებს...

და გწერ, უბრალოდ გწერ...

ვიცი ვერასდროს ნახავ ..

სიტყვებად აწყობილ

ჩემს ემოციებს..

და მაინც...
ვხატავ ჩემი დღიურის ფურცლებზე შენს ხატებას...

გესათუთები და მთელი არსებით ვგრძნობ., რომ

სულში ძლიერ სითბოდ მეპკურე :)

მეღიმილება, როდესაც უკვირთ რამდენად გესმის ჩემი...

შენ ხომ ზუსტად ჩემი სულის ის ნაწილი ხარ

ღმერთმა დედამიწაზე ჩემთან შესახვედრად რომ გამოგზავნა...

დამიმახსოვრე, მომძებნე და მიპოვე...:))))

გარეთ ქარია, სიცივე და დაუნდობელი რეალობა...

მე ?!

მშვიდად ვარ

შენს მხრებს შეფარებული,

ერთად მოვუსმენთ ქარს,

მხარზე მოგაყრდნობ თავს

და მშიდად გეტყვი

"მიყვარხარ"

ჯიბით კი შენს ნაჩუქარ, ჩემთვის ყველაზე სათუთ საჩუქარს ,

შენს მიერ ,ჩემს მოლოდინში

ფურცელზე დახატულ მინდვრის ყვავილებს ვატარებ!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გერმანია 1999 წელი .

ჩემს ულამაზეს და უსაყვარლეს დედიკუნას

ძალიან მიყვარხარ !
ვიცი რომ ყველა საჩუქარზე ძვირფასი შენთვის ჩემი სიყვარულია , რომელიც არ თავდება , არ ქრება , არ იწვის , არ ცივდება და უსასრულობიდან მოსული უსასრულოდ გრძელდება .ყველა დღე შენია , ყველა მათგანს გჩუქნი შენ და მიხარია რომ შემიძლია ისე ჩაგეკრა ,ჩაგეხუტო როგორც ბავშვი .სანამ შენ ხარ თავი სრულყოფილი ადამიანი მგონია , გმადლობ რომ გიყვარვარ ისეთი როგორიც ვარ . გმადლობ რომ არსებობ , არსებობ იმისთვის რომ სიცოცხლე გამილამაზო . დედა ასე მგონია შენთან რაღაც უხილავი ძაფებით ვარ დაკავშირებული და სადაც არ უნდა წავიდე თან დამყვები , როვა გშორდები ჩემი სხეულის სითბოს შენთან ვტოვებ და შენი მიმაქვს . ვიცი ერთდროულად ყველაზე ბედნიერი ადამიანიც ვარ და ყველაზე უბედურიც , ბედნიერი იმიტომ რომ შენ გეკუთვნი ,შენი სხეულის და სულის ნაწილი ვარ ,უბედური იმიტომ რომ უნდა დაგშორდე , მე წავალ და სიმებიც ის დაიჭიმება რომ ალბათ გული ვეღარ გაუძლებს და სისხლისგან დავიცლები ........მაგრამ ისიც ვიცი რომ ყველა ტკივილს ისევ შენ გამიყუჩებ და მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! ! ! ! ! !

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი