
ჩემი უსაყვარლესი თემა იყო ერთ დროს..

უი,თურმე იმდენი ხანი გასულა რაც არაფერი მომიწეირა შენთვის, რომ შემეშინდა... არც ეხლა ვარ წერის ხასიათზე, უბრალოდ ძალიან -ძალიან მომინდა მოგწერო...რატომ??? ალბათ იმიტომ , რომ ქვეცნობიერად შემეშინდა, იმდენად ხომ არ შემოვიდა უხეში რეალობა ჩემში, რომ სამყაროს ვარდისფრად შეგრძნება აღარ შემიძლია?! იმდენად ხომ არ დავიღალე, რომ აფრენა აღარ შემიძლია?! იმდენად ხომ არ მოვიწყინე, რომ ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის?! იმდენად ხომ არ ამერია თავში ყველაფერი , რომ ჩემი აზრების სიტყვებად დალაგება და შენთვის გამხელა აღარ შემიძლია?!...
სიტყვები ...იცი რას დავაკვირდი?! საუბრისას ყველა ერთნაირ სიტყვებს ვიყენებთ, მაგრამ ჩვენს შორის უდიდესი განსხვავებაა, სხვადასხვა ადამიანის ბაგეთაგან წარმოთქმულ სიტყვებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს...ვიღაცა ამ სიტყვებით ისტორიას მოყვება , ვიღაცა იგივე სიტყვებით ისტორიას შეცვლის...ვიღაცა შეიქმნის მომავალს, ვიღაცა დაანგრევს...
გიფიქრია, რამდენად ძლიერია ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვების ძალა??? რამდენად შეუძლია მათ სხვისი ცხოვრების შეცვლა???
და სხვა ადამიანის შეცვლა???
ფიქრებად დალაგებულ სიტყვებსაც დიდი ძალა აქვს!!
დღეს ამ თემის წინა გვერდებს გადავხედე
და გადავწყვიტე კიდევ ერთი უმისამართო წერილი დამედო , რომელიც "Recycle Bin"-ში აღმოვაჩინე
ძალაინ - ძალიან სითბო ვიგრძენი დღეს, აი აქ,გულთან ახლოს....
დამწერეო, მთხოვა ფიქრმა...
დაწერეო მთხოვა გრძნობამ...
დაწერე,დაწერეო მიბრძანა გულმაც ,თორემ ვეღარ გავუძლებო..
რა დავწერო, რაა..
ან როგორ დავწერო სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, აზრებს ვერ ვალაგებ....არ ვიცი რომელს მოვუსმინო, გონებას თუ გულს, რომლის ნათქვამი გავითავისო?!
არადა, რომ არ დავწერო და მართლა გამებუტოს გული?!
უგულოდ ცხოვრება საშინელებაააა, ტანჯვააა,
უგულობის მეშინია მე,
ძალიან მეშინია...
უგულობამ მარტოობა იცის..
მარტოობამ შავი ფერების სამყაროში გადასახლება..
არ მიყვარს მე შავი ფერები ...
ეგეც რომ არ იყოს, საგულეთთან ახლოს შენ მყავხარ...

იცოდი???
ხომ შეგცივა მერე შენ უგულოდ ...
ვაიმე, დამაბნიე ..
რა მეგონა იცი??
რომ ჩვენი გულები, ჩვენს ჩუმად ,ერთ საგულეთში შეიპარა და ერთგულად გადაიქცა...
მე და შენ ერთგულნი ხომ არ ვართ ნეტავ ასე ,უჩუმრად?
რამე ხომ არ გვეშლება მე და შენ?
ძალიან მძიმე ხომ არ იქნება ერთი გულის ზიდვა ჩვენთვის???
შევძლებთ???
შევძლებთ კი????
მეშინია, იცი ???
გკოცნი საფეთქელზე ჩემო ....