chiche wrote:ციტატა:
მიშა წადი რა ძმურად თავი დაგვანებე,არიყო ქართველი ხალხი 7ნოემბრის ღირსი.
chiche გამარჯობა ჩემო კარგო პირველ რიგში ! ეხლა არ იფიქროს არავინ ,რომ მიშაზე მაფანატებს ამას იმიტომ ვიძახი, სულაც არა !..
უბრალოდ რომ იძახით მიშა წავიდესო ,დამისახელეთ ერთ-ერთი კანდიდატი, ვინც სათავეში ჩაუდგება საქართველოს და იმის ნახევარს გააკეთებს,რასაც თუნდაც მიშა! გასაგებია,რომ ბევრი ცუდი საქმეც აქვს გაკეთებული წარსულში,მაგრამ დაასახელეთ ერთი უცოდველი პოლიტიკოსი თუ ადამიანი საერთოდ,ყველას ხომ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დაკორტნილ და დაქუცმაცებულ საქართველოს ჩაუდგა სათავეში და ქართველები საერთოდ ეგეთები ვართ.მაშინვე გვინდა ყველაფერი ერთბაშად მივიღოთ. იმის ლაპარაკს და დაპირებებს დრო უნდა , სასწაულმოქმედი კი არ არის,რომ ერთი ხელის ამოძრავებით ააყვავოს ქვეყანა. ერთი უბრალო ადამიანია,რომელიც ქვეყანას უძღვება სათავეში და ეხლა გვინდა ქართველ ხალხს ერთმანეთის გვერდში ამოდგომა და არა ყვირილი იმაზე,რომ არა ის ჯობია არა ისო!რაც შეეხება NATO-ს,ღმერთმა ქნას რომ მალე შევიდეთ, მერე ბევრი ნახავს ამდენს რატომ ყვირის ჩვენი პრეზიდენტი NATO-ში შესვლას!