KHATITA27 wrote:ციტატა:
კარამელკა მასე თუ იფიქრე ვინ მოვა უკეთესი და ბარემ ეს იყოს და ამან გვკორტნოსო აყვავდება და აშენდება საქართველო,ხომ კარგი პრეზიდენტია?წადი საქართველოში რატომ ხარ გადმოხვეწილი?ეს კითხვა მებადება ყველასთან ვინც მიშას ხელისუფლებას გულითადად ემხრობა,რატომ გადაიხვეწეთ და რატომ ემონებით უცხო ერს თუკი საქართველოში დალხენილი ცხოვრებაა და არაჩვეულებრივი პრეზიდენტი?
ხატი,მე არ მითქვამს მიშამ ააყვავა საქართველოთქო, უბრალოდ დრო უნდა მივცეთ ,რომ თავისი დანაპირები შეასრულოს, თუ არ შეასრულებს და მერე ვილაპარაკოთ სხვაზე, არჩევასნ უბრალოდ მე პირადად ვერავისზე გავაკეთებდი, მეორე თემას რაც შეეხება ჩემს აქ "გადმოხვეწაზე" კაი კითხვაა, ზუსტად იმიტომ ვარ აქ, რომ იქ ვერ არის ყველაფერი რიგზე,უპირველეს ყოვლისა ჩემი აქ წამოსვლის და დარჩენის მიზანი აქაური სწავლა-განათლება იყო და არის, მაგრამ ბევრს ვიცნობ ძალიან აქ ,ვინც თავისი ოჯახის სარჩენადაა გადმოქვეწილი ამ ქვეყანაში და ეს მართლა სამწუხაროა! ჩემს წინა კომენტარშიც ეგ დავწერე ,რომ დაქუცმაცებული საქართველო ჩაიბარა ხელშითქო და დრო უნდა დროოო... იქნებ , ისე გააკეთოს რამე ,რომ ყველა სამშობლოდან გადმოხვეწილი ემიგრანტი სიხარულით დაუბრუნდეს თავის ქვეყანას და არ ქონდეს შიში იმისა,რომ უკვე საქართველოში ჩასულს ლუკმა პურის შოვნის ელემენტარული საშუალებაც კი არ ექნება...
რა ვიცი აბა?! ჩემი აზრი ეგეთია და...