|
ბაზი2002-ფართოდ ვერ გავაშუქებ, იმიტომ რომ თვით "ნატო"-ს გენერალურმა მდივანმაც კი არ იცის, ხვალ რა მოხდება.
ეს არის, ჩვენთვის ქართველებისთვის, უზარმაზარი ტვირთი. რაში გამოიხატება. ამას ჩემი "მოკლე" ჭკუით ვფიქრობ და ვეცდები ავხსნა რა მიდევს თავში.
თუ გინდა "რამე"," რამე" უნდა გაიღო, იმ "რამისთვის".
მინდა ყველას გასაგებ ენაზე დავწერო, /ვეცდები გამომივიდეს/.
ერაყში, ორი ქართველი დაიღუპა. ავღანეთში, გადავა ჩვენი სამშვიდობო "ბატალიონი". კოსოვოში კაი ხანი იმსახურეს. ბევრს ვიცნობ, ვინც "ფრანგულ ბატალიონში" გაიარა სპეც-მომზადება. ეხლა, ბევრი სპეციალისტი გვყავს სამხედრო "საქმეში". ბევრმა არ იცის და ამერიკელების გარდა, ისრაელის სამხედრო პროფესიონალებმა მოამზადეს ჩვენი სპეც-დანიშნულების რაზმები.
მე პირადად, კარგად ვიცი თუ რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ავღანეთიც ვიცი რა არის, ისიც ვიცი რა ხდებოდა საბჭოთა არმიაში.
ორი არჩევანი გვაქვს, არსებობს "მესამეც".
რუსეთი თუ დასავლეთი?
რუსეთი ჭაობშია, მთელ დასავლეთს გადაუდგა და აშინებს, გაზს ვერ მიიღებთო.გაზთან ერთად, აურევ და დავრევო. აბა, ის რვა ქვეყანა, რატომ წავიდა წინააღმდეგი. ხო სულ დამავიწყდა, მიხომ არჩევნები "მოიპარა" და იმიტომ.
ძალიან გთხოვთ, ცოტა "ზემოდან" გადავხედოთ ყველაფერს.
ჭადრაკის თამაში მიყვარს ძალიან.
დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს, ვინ იქნება სახელად საქართველოს პრეზიდენტი, მიხო თუ ალალო, ან კიდევ ლივლივა.
ამა დროს, არცერთ ქართველ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყვეს, არ ექნება არჩევანის საშუალება. ეს უნდა შეიგნოს ყველამ.
ადრე, ჩვენ დავრბოდით ევროპაში დახმარების საძებნელად. ეხლა ისინი ჩამოდიან.
კარგით.
ყველა გაიძახის ამერიკის ბრალიაო.
თქვე დალოცვილებო, როდის შეიკრა ისევ მატერიკები, ე.ი. ან რუკა არა ააქვთ, ან კიდევ გლობუსი არ უნახავთ თვალით. გამოდის რომ ევროპის ქვეყნები, ამერიკაში გადავიდნენ და მიუერთდნენ-რაღა?
მე მგონი ტვინი გატკინეთ, რაზედაც უნდა მაპატიოთ.
არჩევანი არა გვააქვს. გაიგეთ. ვიხტუნავოთ და ვიძახოთ: მიშა წადი, ლევანი მოდი და მერე სხვა ვეძებოთ უსასრულოდ.
ცოტა ტვინი უნდა გავანძრიოთ. ვერ ხედავთ, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებში რა ხდება? უკრაინა თურმე, ქარელის რაიონი ყოფილა და საერთოდ რაში გვჭირდება ვიცოდეთ სხვის შესახებ.
გლობალური პოლიტიკაი, იცით რა არის?
ვერსად გავექცევით.
ასე რომ ჩემო ბაზი2002, გვინდა თუ არა მაინც ნატოში შეგვტენიან.
ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ უკვე მარტო ერთი "დიდი" ძმა აღარ გვეყოლება, ბევრი "ბიძაშვილ-მამიდაშვილები" გამოგვიჩნდებიან. იმათაც, ბევრმა მათგანმა, რუსეთის "ბრჭყალებს" დააღწია თავი და თუ არ ვცდები არც თუ ისე ცუდად მისდით "საქმე"
მაინც ვერ ავხსენი ბოლომდე. ჩემ თავზე მომდის ბრაზი. არასოდეს მიწერია ამდენი,რასაც ეს ბოლო 8 თვეა ვწერ. ჯარიდან წერილს ვერ მაგზავნინებდნენ. /ჩათვალეთ რომ ძალიან ბევრი "სმაილაკები" მიმოვფინე ბოლოსთვის/ ხო კიდევ ერთი. "სმაილაკებს", მანჭვა-გრეხვები რო დაუძახო ხომ არ გეწყინებათ?
|