↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined15 Jun 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
სალი რომ გაყალბებულიყო არჩევნები სააკაშვილი თბილისში არ წააგებდა!!!!!!!!!!! რათქმაუნდა იყო ბევრი შემთხვევა და კანონდარღვევა მაგრამ ეს არ იყო ისეთი კატასტროფიულად რომ შედეგებზე გავლენა მოეხდინა და ამის გამო რევოლუცია მომხდარიყო. პირადად ვფიქრობ მიშას 50% ზე მეტი არ აუღია მაგრამ ლევანზე მეტი ხმა რომ დააგროვა არ მიკვირს. ოპოზიცია დაისაქსა, ვერ შეძლო გაერთიანება ეს იყო მიზეზი იმისა რომ წააგეს არა მარტო არჩევნები არამედ წააგეს პოლიტიკურადაც და სასამართლოს გზითაც, ყველა ის მოთხოვნა რომელიც გააჩნდათ არ შეუსრულებია მთავრობას რაც მათ უსუსურებაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხდება ნათელი რომ მთავრობასთან შედარებით სუსტად გამოიყურებიან. გააწბილეს ათობით ათასობით ამომრჩეველი რომელთა მიტინგობიამ არანაირი შედეგი არ გამოიღო ისევე როგორც შიმშილობის აქციებმა. ამის შემდეგ არც გამიკვირდება არჩევნებში რომ ნაციონალებმა გაიმარჯვონ. შესაძლებელია წააგონ თბილისში მაგრამ რაიონებში მოიგებენ. პენსია გაზარდეს საგრძნობლად, ვინც მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებებში მათაც საგრძნობლად ეზრდებათ შემოსავლები ეტაპობრივად და იღებენ დროულად, ასევე უნდა ითქვას პოლიციაზე და ჯარზე რომ ხმას მიშას მისცემენ. სამეგრელო და ზემო აფხაზეთი ხმას ვის დაუჭერს? გლეხები რომლებმაც უფასოდ საწვავი მიიღეს და სასუქი? ახლა ისიც აღვნიშნოდ რომ ტელევიზია მთლიანად ნაციონალებზე მუშაობს... ამის შემდეგ რომ ნაციონალებმა გაიმარჯვოს როგორ დავიჯერო რომ გაყალბდა არჩევნები?

შენც გიპასუხებ ჩემო კარგო :))) იცი რატომ არ გააყალბა უფრო უარესად??? იმ პერიოდში ხალხი აჯანყებული იყო და უპრო დიდი სხვაობით რომ გაეყალბებინა არჩევნები, ხალხი გაგიჟდებოდა!!! აბა თუ იცი რატომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს ხელისუფლება??? ეს ერთგვარი მოთაფლვის ხერხია... აბა თუ იცი რატომ ვერ გაიმარჯვა თბილისშI??? იმიტომ რომ აქ იმდენი დამკვირვებელი და გააფთრებული ხალხი იყო, ვერ გააყალბეს... რაიონებში კიდე ნაკლები ყურადრება ექცევა ყველაფერს და უფრო იოლია გაყალბება... დამკვივებელი ვიყავი და ვიცი... იმაში გეთანხმები ვინ ვის მისცემს ხმას... და თუ იცი რატომ??? იმიტომ რომ მოითაფლნენ... ეგეც ყველაფერი დროებითია... ხელისუფლების პროპაგანდაში ფსიქოლოგის ხელი ურევია, ისე აკეთებენ ყველაფერს რომ ხალხს კითხვა უჩნდება, რატომაა ცუდი ხელისუფლება??? მსგავსი შეკითხვა მეც გამჩენია... თუმცა მალევე მოვეგე გონს :))) ყველა შენს მიერ ზემოთ ჩAმოთვლილი ხალხი მიშას იმიტომ მისცემს ხმას, რომ ავალდებულებენ და შუნებენ სამსახურის დაკარგვით... თუ გინდა მაგალითსაც მოგიყვან... ამას პლიუს, რაიონებში ნაკლებად ხედავენ და ხვდებიან რა ხდება ეპიცენტრში... ბევრმა არც კი იცის ვინ არის 5 ნომრის ქვეშ... იმედია დროებიდან მაიც გეხსომებათ... :)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ზვიგენო მეც მაგას ვამბობ რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს,14წლის ბიჭმა მეორე რომ გაკაწრა 7წელი მისცეს გვირგვლიანის საქმეზე იმ ხალხს ერთს მისცეს 7წელი მერე დაუკლეს,არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი ,არარსებობს სასამართლო. როდესაც პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია რათქმაუნდა პასუხს მას მოთხოვენ.მოქალაქის ვალია მთავრობას ყველა შეეცდომზე პასუხი მოსთხოვოს იმიტომ რომ ისინი ჩვენი დაქირავებულები არიან მათ ხალხი უხდის ძალიან დიდ ფულს და ვალდებულნი არიან ხალხის წინაშე,ესენი ისე იქცევიან თითქოს საქართველო მათი საკუთრებაა და ხალხი მათ უნდა ემსახურებოდეს,კლასელი მყავს უგანათლებულესი ბიჭი იმიტომ მოხსნეს რომ პროსტო თქვა სამსახურში ლევანი ჯიგარიაო.ყველა დამნაშევა რომ დაისჯება მეორეთ ხელისუფლებაში ვინც მოვა ვეღარ გაბედავს ბესპრიდელს.პირველ რიგში ადამიანის უფლებები უნდა დაიცვან,როგორც ბოლშევიკები მოიქცნენ რომ მოვიდნენ იგივეს აკეთებდნენ ესენი განკულაკება ვინც ჩვენთან არარის მტერია და ა.ს.შ.ეკლესიებსაც კი შეეხენ,მოკლეთ პოლიციური სახელმწიფოს აშენებენ.შადრევნები, დენი ,გზები, ფასადები ,შაკირა ეს გააკეთეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
საქმე რაშია იცით ჩემო ძვირფასებო? ზუსტადაც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა და რაც არ მოსწონს ხალხს ის აუცილებლად უნდა თქვას. მაგრამ გააჩნია როგორი ფორმით. ტრიბუნიდან პრეზიდენტის დედის გინება ეს ერის დაცემაზე მეტყველებს. ეს არ არის სიტყვის თავისუფლება/ ოპოზიციის 7 ნოემბრის მიტინგი უპრო ექსტრემისტთა მოთხოვნებს გავდა და ზალიან მაგონებდა 90 იან წლებს. ბევრი თქვენთაგანი მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მთელი სიგრძე -სიგანით ვერ გაითავისა ის მოვლენები. რა მოგვიტანა რეალურად განვსაზღვროთ მაშინდელმა მიტინგებმა? გამსახურდიას( ამ უნიჭიერესი ადამიანის ზედმეტმა ლოიალობამ? დაგვაქციაააააააა დაგვამხოოოო გაგვასწორა მიწასთან. განათლებული, გაუნათლებელი, ქურდი, ბანდიტი, ყველა ერთმანეთში აზილა და გამოაცხო იმოდენა სატკივარი,რომ საქართველო ვერასოდეს მოიშუშებს ალბათ. თავის დროზე დაერბია გამსახურდიას იმ ბანდ-ფორმირებების მიტინგები - ეხლა ჩემო კარგებო აფხაზეთიც გვექნებოდა და ოსეთიც. ამდენი სისხლიც და ცრემლიც არ დაიღვრებოდა, საქართველო აყვავებული იქნებოდა, და მეც იქ ვიქნებოდი სადაც ჩემი ნამდვილი ადგილი იყო. ორ ვაჟკაცს ქართველებად გავზრდიდი და არა რუსებადდდდ( ადამიანს საზოგადოება უპრო ზრდის ვიდრე მშობელი,ეს კარგად მოგეხსენებათ)მეც დავლევდი ჩემს ცხელ ქვიშაზე მოდუღებულ ყავას და ყველაზე მთავარი -იმ ცრემლებს, რომლითაც ხშირად ბალიშს ვასველებ,ჩემს საყვარელ მშობელთა საფლავებს დავაფრქვევდიიიი. მე ეხლაც ვტირი, ვტირიიიი. როგორ უბრუნდებათ ენა პირში და ამბობენ, რომ შორიდან ადვილია განსჯაო. ბოდიშით მაგრამ, ქვეყნის დასალიერს რომ ვიყო, საქართველოსთან შორს არასოდეს ვიქნები. 5 ოჯახს ვეხმარებით. ეს არაფერს არ ნიშნავს? გასულ ზაპხულს ვიყავი საქართველოში. 9 წლის უნახავი უახლოესი ნათესავები ვნახე/იქ მომხდარი ძვრები რომ ვერ შენიშნო, ბრმა უნდა იყო ადამიანი. აღფრთოვანებული ვიყავი ყველაფრით, რასაც ირგვლივ ვხედავდი( არა ფანტანებით რა თქმა უნდა) ყინული დაძრულია და ვაცალოთ ამ ადამიანს. სამშობლოს გარეთ ყოფნა, არსიყვარულს არ ნიშნავს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. შეიძლება ზოგზე მეტადაც კი. აი ეს ლექსი საკუთარია და ჩემი გულის ამონაკვნესია
მე საქართველო მტკივა ძალიან,
ის არს ორგანო - ტოლფასი გულის,
ფეთქს ოდნავ ავზე, და ოდნავ კარგზე
მართლაც ნაწილი ამ ჩემი სულის/
მე საქართველო მტკივა ძალიან,
მისი ავ-კარგი მაღელვებს მუდამ,
გესმოდეთ ყველს!!! ასეთ სამშობლოს,
მოფერება და ალერსი უნდაააააააა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ასეთი დამცირებული ქართული ჟურნალისტიკა მგონი დიდი ხანია არ ყოფილა...
როდის დადგება ის დრო,როცა გლეხს უფასოდ მიწოდებული საწვავი არ ექნება და თვითონ იქნება უნარიანი იმის შეძენის,არავინ ამბობს ცუდიაო,მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია,მეტი არაფერი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ქალბატონო მანა,სამშობლოს სიყვარულში ვერავინ ვერავის გავეჯიბრებით და მაგდენს არც ვიკადრებ,ვინმეს ის ვუთხრა,სამშობლო არ გიყვარსთქო,აქ ამას არავინ კადრულობს,მერწმუნეთ...
5 ოჯახს რომ ეხმარებით ის კარგია,მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ,რომ 5 ოჯახს ვერ დაეხმარებოდით საქართველოში რომ იყოთ.ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ,სოციალური მდგომარეობის გარდა კიდევ ბევრი პრობლემაა,რომელიც მაქედან ისე მძაფრად შეიძლება არ ჩანდეს,სამართალი,სამართალი და სამართალი...ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined15 Jun 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
ქალბატონო მანა,სამშობლოს სიყვარულში ვერავინ ვერავის გავეჯიბრებით და მაგდენს არც ვიკადრებ,ვინმეს ის ვუთხრა,სამშობლო არ გიყვარსთქო,აქ ამას არავინ კადრულობს,მერწმუნეთ...
5 ოჯახს რომ ეხმარებით ის კარგია,მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ,რომ 5 ოჯახს ვერ დაეხმარებოდით საქართველოში რომ იყოთ.ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ,სოციალური მდგომარეობის გარდა კიდევ ბევრი პრობლემაა,რომელიც მაქედან ისე მძაფრად შეიძლება არ ჩანდეს,სამართალი,სამართალი და სამართალი...ჩვენ მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ...

ყველაფერში გეთანხმები ნინო!!! მე მგონი რაიმეს დაატება ჩემი მხრიდან ზედნეტი იქნება...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რამ გაგაჩუმათ ყველანი???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Aug 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.myspace.com/zeroage

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Aug 2007
Posts10
კარმა50
OFFLINEPROFILE
7 ნოემბერს გადაგებული ფილმია. შეიძლება ვინმეს დადებულიც აქვს ეს ლინკი არ ვიცი,კომენტარებისთვის არ გადამიხედია. იმედია ობიექტური შეფასებები იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
mana wrote:
ციტატა:
რამ გაგაჩუმათ ყველანი???????

მე შენთან ვარ ჩემო კარგო=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Jan 2008
Posts9
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს =haa= =haa= =haa=

7 ნოემბრის ცოდვა ამ ტაკი მასხარას კისერზეა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ამდენი ხანი გავიდა იმ საშინელი დრიდან და ვფიქრობდი, რომ ტკივილი განელდებოდა, მაგრამ ვკითხულობ ამ ბოლო საათების პოსტებს და კვლავ იმავე სიმწვავით თვალწინ მიდგება 7 ნოემბრის კადრები, რომელსაც მთელი ღამე თვალმოუხუჭავად და ცრემლებით შევცქეროდი ტელევიზორის ეკრანზე. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთაგანს ასევე სტკივა და ამ თემისადმი მიბრუნება ამასვე მოწმობს.რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა /რამდენადაც ეს არ უნდა მტკიოდეს/ ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან.კი, ხელისუფლები ს წარმომადგენლებისთვის დემოკრატიაცაა და უფრო მეტიც-კომუნიზმიც. მათ ყველაფრის თავისუფლება აქვთ. სათავეში მოსვლისთანავე სააკაშვილმა დაიწყო არმიის და პოლიციიც გაძლიერება. რასაკვირველია, მან იცოდა რასაც აკეთებდა და ისიც იცოდა ვისთვის და რატომ აკეთებდა ამას. აქ უკვე გქონდათ ნახსენები ნაციონალების პარლამენტში შევარდნის დროს როგორ არ შეეწინააღმდეგა მათ პოლიცია. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო-მმაშინდელი პოლიცია ისეთივე გაჭირვებული იყო, როგორც ხალხი. დღეს პოლიცია ისეთივე დაპურებულია, როგორც მისი მთავრობა. ჯარიც ასევეა, ამიტომაც არის ბევრად უფრო საშიში მდგომარეობა. ვინაიდან ეს პოლიცია და ჯარი ,ფაქტიურად შექმნილია ხელისუფლების დასაცავად და არა საქართველოს დასაცავად.აქ მინდა გავიხსენო დესპანზე , თუ არ ვცდები,chiche-ს მიერ დადებული ტალეირანის გამონათქვამი "ერის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ღალატი საკუთარი მთავრობისათვის,რომელსაც ქვეყანა დაღუპვისაკენ მიჰყავს,პატრიოტის უმაღლეს მოვალეობად იქცევა". ეს იმათტვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს უკეთესი პოლიცია გვყავს ვიდრე შევარდნაძის დროს გვყავდა.დღევანდელი პოლიცია ძალიან შორსაა პატრიოტიზმის ასეთი გაგებისაგან. თუ რეალობიდან გამოვალთ, საქართველოს მთელი მოსახლეობა რომ ჯარში ჩაეწეროს, რაოდენობრივად რუსეთთან ბრძოლა უთანასწორო იქნება და საქართველო "აღიგვება პირისაგამ მიწისა".ხოლო დასავლეთი სერიოზულ კონფრონტაციაზე რუსეთთან არ წავა.ამის გარდა, სახელმწიფოს სერიოზული და ღირსეული მეთაური არ ცანცარებს და არ ტინგიცობს. თითოეულ სიტყვას ასჯერ დაფიქრების შემდეგ ამბობს და რაც მთავარია, ცდილობს კეთილმეზობლური, თანასწორ პირობებზე, ურთიერთობა იქონიოს მეზობელ ქვეყნებთან. არ კადრებენ მეზობელი ქვეყნების პირველ პირებს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ "ეპითეტებს".ალბათ ყველას გახსოვთ მის მიერ ლილიპუტად "მონათვლა" პუტინისა.ისიც გახსოვთ, დაბრუნდა თუ არა პუტინთან შეხვედრიდან, სააკაშვილმა პირველივე საათებში გააკეთა განცხადება, რომ თურმე პუტინს შეეშინდა და აფხაზეთის და ოსეთის საკითხს არ შეეხოო./სხვათაშორის, ეს ინფორმაცია ინტერნეტიდან ორ დღეში გაქრა/.პასუხმა რუსეთიდან არ დააგვიანა- მათ დაიწყეს მუშაობა აფხაზეტისა და ოსეთის სტატუსსზე. არა მგონია დიდი პოლიტიკური ალღო და შორსჭვრეტის უნარი უნდა რომ განსაზღვრო და იყო ფრთხილი , წინდახედული იმის მიმართ ვისზეც დამოკიდებულია შენთვის მნიშვნელოვანი საქმეები. პოლიტიკა თამაშის გარკვეული წესებია და პოლიტიკოსისგან ტაქტიკური გათვლების უნარს მოითხოვს. მითუმეტეს ისეთ დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა რუსეთი და მისი ინტერესები საქართველოში. აქვე გავიხსენებ ჰაინეს სიტყვებს :"ერთნაირად საშიშია როცა გიჟს ხმალს აძლევენ და უსინდისოს ძალაუფლებას".ამიტომაც, 7 ნოემბერი მხოლოდ ლოგიკური შედეგია უსინდისოების ხელში ძალაუფლების არსებობისა.
აქვე არ შემიძლია არ შევეხო ერთ საკითხს. ძალიან ბევრი, ვისაც საზღვარგარეთიდან სახლში დაბრუნებისა და უკან საზღვარგარეთ გაბრუნების საშუალება აქვს, აღფრთოვანებულია საქართველოში თვალისამახვეველი ცვლილებებით.ერთი შეკითხვა მაქვს ყველა მათგანთან:თუ ასე კარგად არის ყველაფერი, რაღატო გარბიხართ ისევ საზღვარგარეთ? იქნებ საქმე სხვა რამეშია? იქნებ სინამდვილის ასეთი პოზიტიური აღთქმა თქვენი მდგომარეობით არის განპირობებული? თქვენი მდგომარეობა კი განსხვავდება იქ მაცხოვრებელი რიგითი ადამიანების მდგომარეობისაგან. თქვენ ბრუნდებით სახლებში მეტნაკლებად ფინანსურად უზრუნველყოფილი. თუ დიდი დანაზოგით არა, იმდენი მაინც გაქვთ თან, რომ სანამ ფიქრობთ დარჩენას-გეყოთ. თქვენ არ გაქვთ საფიქრალი ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ იცით უკან დაბრუნების შესაძლებლობა გაქვთ და ამდენად ხვალინდელი დღეც არ გაშინებთ. იქ მყოფებს, კი არც ის შადრევნები ახარებს და არც ჩქაროსნული ტრასები იმიტომ რომ ის მათთვის არ არის და თუ გადახდის უნარიანები ვერ იქნებიან არც წყალი ექნებათ და არც შუქი. ამიტომ ვფიქრობ, რომ შორიდან ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს.:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ბაზი2002-არ დამეზარა და სულ თავიდან წავიკითხე ყველას კომენტარი, რაც ამ თემაზე დაიწერა.
შენი პოზიციაც გასაგებია./მე მგონი არ გეწყინება "შენობით" რომ მოგმართავ./

თავს ნებას მივცემ და ერთ "ვრცელ" წერილს დავწერ.

დანარჩენი ყველას გვეხება.

ჩემთვის "პატარა გამოკვლევა" ჩავატარე.
უმეტესობა ახალგაზრდაა, ანუ ძალიან პატარა "გამოცდილება" გააჩნიათ ქართულ "პოლიტიკაში"
ამ შეკითხვას რომ გასცენ პასუხი,თუ რატომ მოხდა 7 ნოემბერი?

ბევრს არ უნახავს, 1988-წლამდე,თუ როგორ ცხოვრობდა, ჩვენი ხალხი.
და საერთოდ რა ხდებოდა ქვეყანაში, ამის წარმოდგენაც, არა აქვთ.

მანამდე, პროცენტულად, მოსახლეობის 98%-პოლიტიკის გარეშე ცხოვრობდა.
შემდეგ წელს, პირიქით მოხდა. უარესიც, ყველა "მსოფლიო დონის პოლიტიკოსი" გახდა.
ყველა "გარეთ" გამოცვივდა. დროშებით, ავტომატებით და "ჟიგულებზე ამხედრებულები", გაიძახოდნენ: მ ო ვ ე დ ი თ .
თითოეული ქართველის "ტვინში", დიდი "პერესტროიკის", მგრგვინავმა ზარმა ჩამოჰკრა.
"გაიხარე მუშავ, წამებულოო"
დემოკრატიაოოო.
ისე ჩვენზე "ალღოიანი" ერი არ არსებობს.
უცებ "დავამუღამეთ"
აბა, ამუშავდა პრესა და ტელევიზია.

რატომ არავის არ ებადება კითხვა?
რამდენი ადამიანი "დასაქმდა" "მეოთხე ხელისუფლებაში", რაც ცხოვრება "ამოყირავდა"?
დაიწყეს და რა დაიწყეს.
იმთავითვე გამოიკვეთა.
ეს მთავრობის არხია, ეს კიდევ "ჩვენიო".

თქვენის ნებართვით, "გამოვტოვებ სულ რაღაც" --20 წელს.
/რაზე გახუჭვინებთ თვალს?, უნდა მაპატიოთ, დროებით/

ამჟამად--იგივე მდგომარეობაა.
აბსოლიტურად იგივე სიტუაცია.

პროცენტებმა ცოტათი შეიცვალეს მაჩვენებლები.
ეხლა, დიდიან -პატარიანად, ყველას პრეზიდენტობა უნდა, ვინც კი ერთხელ ინება და მიტინგს დაესწრო.
ეს როგორ?, მე სამშობლოსთვის ვიბრძოდიო.

/ არცერთი არ მინახავს, საჭირო ადგილას,ანუ, როცა მართლა, "მართალი" ბრძოლა იყო./

სხვა რამის თქმა მინდა.

"მეოთხე ხელისუფლებამ"-"ერთნიც" და "მეორენიც"----"დაგვაკვალიანა".
ერთი დააკვირდით, რა ხდება?

რუსთავი-2--ის და იმედის "სასტავები" ვეჯაჯგურებით ერთმანეთს.
სერიალებზე და "შოუებზე" იზრდება დღევანდელი თაობა.
/"მიტინგზე გაკეთებულებზე", აღარ ვლაპარაკობ. ეს ჩემი გამოთქმა არ არის. მოკითხეთ ბიძინა მახარაძეს/

ვერ ხვდებით ვინა "გქოქავთ"?
ერთი ხომ მოგვივიდა პოლიტიკაში, "იმედიდან".
"ქრისტიანი"???

ცოტა ხანში გრიგოლიასაც იხილავთ.
არაა?
აი, თუ არა და ნახავთ.

ტვინი გაანძრიოს ყველა ქართველმა, ასრე უკეთესი იქნება.
მაგათი "მაყურებელი", მაგარი "ჭორიკანები" დავდექით.

მე მაინც მაგარი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მჯერავს და მწამს,ჩემი ერის გადაგვარებას, თვით მარიამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს.
წმინდა გიორგი დაგვიფარავს.

ხალხოოო, დაფიქრდით სანამ რამეს ათქმევინებდეთ ენასა.
ტვინს ნუ დაღალავთ, მეტისმეტი "უტვინო" ფიქრითა.

დამატებით: ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც ამ საითზე შემოდიან, ჩვენი დახატული სამშობლოდან.
თქვე დალოცვილებო, ერთი დგეც არ გენახოთ ის ცხოვრება, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.
ჩვენი უბედურება არ გვეყოფა?
ხმას როგორ იღებთ ჩვენს წინააღმდეგ?
გამოდის რომ ჩვენ ქართველები აღარ ვაართ?

ვაიიიიი, ბედი თქვენი რომ არ გიცნობთ.

რომელი ერთი, თქვენთაგანის შვილი ლაპარაკობს ნამდვილი ქართულით?

ჩემი თუ შენი?

არ გაბედოთ და საქართველოდან წამოსულ ხალხზე ცუდი არ დაგცდეთ, სისხლით გადაიხდით პასუხს.

ჯერჯერობით მოვრჩი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
კარგია და მივესალმები თქვენს აქტიურობას,მე არ მესმის ესეთი დამოკიდებულება,დიდი ბოდიში ბატონო გიორგი,და არამარტო,მე ძალიან მაინტერესებს რომელიმე წერილში,თქვენ თქვით,რომ წაიკითხეთ თემა თავიდან ბოლომდე,რომელიმე წერილში თუ ნახეთ რაიმე სახის შეურაცხყოფა საქართველოდან წასულ ხალხზე???მართლა მაინტერესებს,მე პირადად ვთვლი თავს შეურაცხყოფილად,როდესაც ასეთ რამებს წერთ,ასე არ შეიძლება,კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი,რომ აქ არავინ არავის არ აკნინებს,ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი ასეთი დამოკიდებულებისგან,ჩვენც და თქვენც...ვერც ეს გამოთქმა გავიგე კარგად,თქვენი ბედი რომ არ გიცნობთო,არ მესმის საიდან ასეთი დამოკიდებულება:(:(ასეთი რამის თქმა,მგონი,მთლად სწორი არ უნდა იყოს,ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის,ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველას გვიყვარს ეს ქვეყანა,ქვეყნის ისტორიისა და სიყვარულის ცოდნა ასაკით არ უნდა განისაზღვრებოდეს,ეს ჩემი აზრია,იმედია დამეთანხმებით....

ეს წერილი თემისგან მოწყვეტილად დავწერე სწორედ თქვენი ასეთი წერილიდან გამომდინარე,მე არ მინდა აქ ვინმემ თავი თქვენი ან ჩემი,არ აქვს მნიშვნელობა ამას,წერილიდან გამომდინარე თავი იგრძნოს შეურაცხყოფილად....იმედია გამიგეთ,რისი თქმაც მინდოდა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ნინო- ბაზი 2002-ის ბოლო ციტატა წაიკითხე.
ეს ჯერ მარტო ამ გვერდზე.

მე ჩემს თავს ემიგრანტად არ ვთვლი.
გაიგეთ ყველამ.
მეც და ყველა ჩემიანი,ყველა ქართველი, ამ წამშიც ჩვენ იმ ძველ დანატოვარ სახლებშიში ვცხოვრობთ.

ეხლაც დილის ოთხის ნახევარია.
მოგცემ ჩემს ტელეფონს და დაგაგრწმუნებ რომ ფეხზე ვდგევარ და გამოქცევაზე ვარ.
გიგზავნი :პ,ს., ზე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 234 posts ] 
7 ნოემბრის ტრაგედია და სირცხვილი
დესპანი