|
ბაზი2002-არ დამეზარა და სულ თავიდან წავიკითხე ყველას კომენტარი, რაც ამ თემაზე დაიწერა. შენი პოზიციაც გასაგებია./მე მგონი არ გეწყინება "შენობით" რომ მოგმართავ./
თავს ნებას მივცემ და ერთ "ვრცელ" წერილს დავწერ.
დანარჩენი ყველას გვეხება.
ჩემთვის "პატარა გამოკვლევა" ჩავატარე. უმეტესობა ახალგაზრდაა, ანუ ძალიან პატარა "გამოცდილება" გააჩნიათ ქართულ "პოლიტიკაში" ამ შეკითხვას რომ გასცენ პასუხი,თუ რატომ მოხდა 7 ნოემბერი?
ბევრს არ უნახავს, 1988-წლამდე,თუ როგორ ცხოვრობდა, ჩვენი ხალხი. და საერთოდ რა ხდებოდა ქვეყანაში, ამის წარმოდგენაც, არა აქვთ.
მანამდე, პროცენტულად, მოსახლეობის 98%-პოლიტიკის გარეშე ცხოვრობდა. შემდეგ წელს, პირიქით მოხდა. უარესიც, ყველა "მსოფლიო დონის პოლიტიკოსი" გახდა. ყველა "გარეთ" გამოცვივდა. დროშებით, ავტომატებით და "ჟიგულებზე ამხედრებულები", გაიძახოდნენ: მ ო ვ ე დ ი თ . თითოეული ქართველის "ტვინში", დიდი "პერესტროიკის", მგრგვინავმა ზარმა ჩამოჰკრა. "გაიხარე მუშავ, წამებულოო" დემოკრატიაოოო. ისე ჩვენზე "ალღოიანი" ერი არ არსებობს. უცებ "დავამუღამეთ" აბა, ამუშავდა პრესა და ტელევიზია.
რატომ არავის არ ებადება კითხვა? რამდენი ადამიანი "დასაქმდა" "მეოთხე ხელისუფლებაში", რაც ცხოვრება "ამოყირავდა"? დაიწყეს და რა დაიწყეს. იმთავითვე გამოიკვეთა. ეს მთავრობის არხია, ეს კიდევ "ჩვენიო".
თქვენის ნებართვით, "გამოვტოვებ სულ რაღაც" --20 წელს. /რაზე გახუჭვინებთ თვალს?, უნდა მაპატიოთ, დროებით/
ამჟამად--იგივე მდგომარეობაა. აბსოლიტურად იგივე სიტუაცია.
პროცენტებმა ცოტათი შეიცვალეს მაჩვენებლები. ეხლა, დიდიან -პატარიანად, ყველას პრეზიდენტობა უნდა, ვინც კი ერთხელ ინება და მიტინგს დაესწრო. ეს როგორ?, მე სამშობლოსთვის ვიბრძოდიო.
/ არცერთი არ მინახავს, საჭირო ადგილას,ანუ, როცა მართლა, "მართალი" ბრძოლა იყო./
სხვა რამის თქმა მინდა.
"მეოთხე ხელისუფლებამ"-"ერთნიც" და "მეორენიც"----"დაგვაკვალიანა". ერთი დააკვირდით, რა ხდება?
რუსთავი-2--ის და იმედის "სასტავები" ვეჯაჯგურებით ერთმანეთს. სერიალებზე და "შოუებზე" იზრდება დღევანდელი თაობა. /"მიტინგზე გაკეთებულებზე", აღარ ვლაპარაკობ. ეს ჩემი გამოთქმა არ არის. მოკითხეთ ბიძინა მახარაძეს/
ვერ ხვდებით ვინა "გქოქავთ"? ერთი ხომ მოგვივიდა პოლიტიკაში, "იმედიდან". "ქრისტიანი"???
ცოტა ხანში გრიგოლიასაც იხილავთ. არაა? აი, თუ არა და ნახავთ.
ტვინი გაანძრიოს ყველა ქართველმა, ასრე უკეთესი იქნება. მაგათი "მაყურებელი", მაგარი "ჭორიკანები" დავდექით.
მე მაინც მაგარი და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მჯერავს და მწამს,ჩემი ერის გადაგვარებას, თვით მარიამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს. წმინდა გიორგი დაგვიფარავს.
ხალხოოო, დაფიქრდით სანამ რამეს ათქმევინებდეთ ენასა. ტვინს ნუ დაღალავთ, მეტისმეტი "უტვინო" ფიქრითა.
დამატებით: ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც ამ საითზე შემოდიან, ჩვენი დახატული სამშობლოდან. თქვე დალოცვილებო, ერთი დგეც არ გენახოთ ის ცხოვრება, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი უბედურება არ გვეყოფა? ხმას როგორ იღებთ ჩვენს წინააღმდეგ? გამოდის რომ ჩვენ ქართველები აღარ ვაართ?
ვაიიიიი, ბედი თქვენი რომ არ გიცნობთ.
რომელი ერთი, თქვენთაგანის შვილი ლაპარაკობს ნამდვილი ქართულით?
ჩემი თუ შენი?
არ გაბედოთ და საქართველოდან წამოსულ ხალხზე ცუდი არ დაგცდეთ, სისხლით გადაიხდით პასუხს.
ჯერჯერობით მოვრჩი.
|