↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გაზაფხული

ქარია, ნუ შეშფოთდები,
ქარი ჰქრის, დღე გაშლილია.
ისევ გამოჩნდნენ ფოთლები,
ახლა ფოთლების ჩრდილია.
ქარია, ნუ შეშფოთდები,
ეს ლექსი შენთვის გულია.
უკვე ამწვანდნენ ფოთლები
და უკვე გაზაფხულია



ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
საითკე მიხვალ, ლამაზო,
მარტო სად დაიარები,
საითაც წახვალ, ლამაზო,
იქით გამწყდება თვალები,
ნეტავ რა დედამ გაგზარდა,
გულში მენთება ალები,
ნეტავ ის მაინც ვიცოდე,
საითკე დაიარები.
გაივლი, მზე ხარ ჩამსვლელი,
იის მთებს მოეფარები,
დილას ამოხვალ იიდან,
სიყვარულს ამემარები.
მთისა წყარომ თუ გაგზარდა
იმანვე გითხრა ნანაო,
თუ არ წამყვები, ნატვრა მაქვს
გულში დამარტყა დანაო,
ამ შენ მომთხოვდი, ლამაზო,
ან წამიყვანე თანაო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Jan 2008
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისევ შორეულ საგანს ვითვისებ,
ახლა ჩემს გულში ბევრი ლექსია.
განმარტოებით ვფიქრობ სიკვდილზე,
განმარტოებით დგას ეკლესია.
შორს დაქრის სული დაუცხრომელი,
საით წავიდა სხეული - ლეში.
ჩანს წერტილივით ქორი, რომელიც
ნელა დაფრინავს მაღალ სივრცეში.
მიდის ეს ქალი და ბავშვი მიჰყავს
და ქარი დასდევს წამების მორევს.
ახლა ჩემს ლექსებს კითხულობს ვიღაც,
კითხულობს ვიღაც და იმეორებს. .

ადრესატს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ცუდო-კარგო დანაპირები მის ვაჟკაცობაზე იქნებოდა დამოკიდებული,მაგრამ რად უნდა სისხლში გასვრილი ხელებით ქალის დაუფლება?

მაგას მხოლოდ პოეტი თუ აგვიხსნიდა დადო ჩემო,
ალბთ ეს ბოროტი აზრების და ლამაზი რითმის შერწყმაა ერთმანეთში.. ვაჟაკი მართლა აკეთებს იმას რასაც ამბობს და პირდება..
ის კი სისხლში გასვრილი ხელით მოპოვებულ ლამაზ მანდილოსანს,ჯობია უსიყვარულოდ და ამავ დროულად უცოდველი სიცოცხლე..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
tamo_ wrote:
ციტატა:
ევედებოდა ღმრთს ქურდი ბიჭი,
სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს,
შეკვარებულზე ფიკრობდა იგი,
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს.
იწვოდა სანთელი ნელა,
თითქოს სიკვარულს ეკიდა ცეცხლი,
კველა ერთ სანთელს შესცქერის მარტო,
ქურდმა ბიჭმა კი ლექსი დაწერა:
ჩემო სიცოცხლე როგორ მიკვარხარ,
მე უშენობით არ მკოფნის გონი,
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ.
მოვიკლავ მგონი.
თუ სიკვარულში არა მაქვს ბედი,
რისთვის გამაჩინე ამ ქვეკნად დედი?
და თუ სიკვარულმა ტანჯვა მომიტანა,
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა?
-ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შესცქეროდა ანთებულ სანთელს.
-რა არის ქალი?ფიქრობდა იგი
რა შეუძლია ამ ქვეკნად ქალებს?
და ღმერთო ჩემო რა მიკო ქალმა,
მზე დამანახა და ცის ნათელი.
კველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი.

ბრავოოოოოოოოოო,მაგრად მომეცონა,ტანში ჟრუანტელი მივლიდა კიტხვის დროს.. =dk

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა,ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ის ლექსი მეც ძალიან მომცონს ცუდო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ალმასის ფანჯარაშია,
ქალ, დაგინახე პირი მე;
მას აქეთ შენს გონებაში
არ მამივიდა ძილი მე;
ღამეს ვათენებ თეთრადა,
დღე ვზივარ, გგონებ, ვტირი მე,
თუნდ მამკალ შენის ხელითა,
მოდი-კი, შენი ჭირიმე!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE


შენს გვერდით მევლო მიტომ გავჩნდი
თურმე მიწაზე,
სიყვარული და ბედნიერება
მე მხოლოდ შენით ვიწამე.
დიდხანს ვიფიქრე შენთვის ახალი
რა უნდა მეთქვა,
მარტო ის ვიცი, მზე ხარ ჩემი
და გულის ფეთქვა.
ღამე შენს სუნთქვას ვაყურადებ
და ძილს ვდარაჯობ,
შენი ღიმილის ხილვას ველი
და მერე ვამბობ:
ამ სილამაზის პოვნა მართლა
ცხოვრებად ღირდა,
ჩვენ ერთად ყოფნა, სიყვარული და
სიცოცხლე გვინდა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
კარად არ მახსოვს,
არ ვიცი,
როგორ ბრწყინავდა სამყარო, -
მარტი იდგა თუ
მაისი,
დილა იყო თუ
საღამო;
ვისხედით ჩამქრალ კოცონთან
თუ გიზგიზებდა მიხაკი,
ისევ და ისევ
მომწონდი
თუ უკვე აღარ მიყვარდი;
რომელი ათასწლეული
გვიკაკუნებდა კარებზე,
სული მთხოვდა თუ
სხეული,
შინაური თუ
გარეშე;
ზღვარი ჩანდა თუ
საზღვარი -
ზღვისფერი სანაპიროთი,
ცხადი იყო თუ
სიზმარი,
ვიცინოდი თუ
ვტიროდი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
........ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი.სიგიჯემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...დაიწყეს დამალობანას თამაში.სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა,სინამდვილე ოკიანეში,სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,თავისუფლება ნიავს ამოეფარა,სიკეთე დიდხანს სხვას უთმობდა ადგილს,რწმენა ცაში მიიმალა,სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო.....ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა.დაიწყო სიგიჯემ დამალული გრდძნობების ძებნა,ყველა იპოვა სიყვარულის გარდა.....ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა....თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო...
........მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჯეს ხელჩაკიდებული დაყავს....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ფულით ვიყიდი ყველაფერს,
მაგრამ სიყვარულს ვერა
როცა გული მაქვს გამთბარი
მაშინ ყველაფრის მჯერა
მარტო დარჩენილ ბეღურას
სიცივე მალე მაშინებს
თუ შენსკენ არ გამოვფრინდი
როგორ გავუძლო ამ ყინვებს
მინდა ავიჭრა ღრუბლებში
შენსკენ ვიფრინო ჩქარით
ვხედავ ვეცემი გუბეში
მაგრამ არც ვფიქრობ წამით
ქარიც მაფერხებს წინიდან
ცდილობს არ მომცეს გზა
მოსჩანს ლაპლაპებს ძირიდან
აბობოქრებული ზღვა
თურმე რა შორს მიფრენია
რომ აღარ მყოფნის ძალა
გზაში დაცემის მცხვენია
ზღვაში ჩავარდნა მზარავს
მე ვიფრენ სანამ ვარსებობ
სიყვარულისთვის მარად
იმ ხეზე შემოვფრინდები
რომელიც მდგარა მყარად
ძალა კვლავ შემომრჩენია
ამდენ ხანს შენსკენ მატარა
ეს გული მხოლოდ შენია
ბეღურასავით პატარა

გ.გოგილაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
მოდი ვიცინოთ, ვითომ გვეცინება,
ცრემლიც დავღვაროთ ვითომ
და თუ განშორება არ გვეწყინება
ჩავთვალოთ გვეწყინა ვითომ,
ეს გულგრილობა ვითომ სიზმარია,
გამოგვეღვიძა ვითომ,
ვითომ გვენაღვლება, ვითომ გვიხარია,
ო... ესყველაფერი ვითომ!
მოდი გავიმეტოთ სიცოცხლის ნაწილი,
ერთმანეთისთვის ვითომ!
გადავიხადოთ ვითომ ქორწილი,
ჯვარიც დავიწეროთ ვითომ,
ვითომ შენც იყავი, ვითომ მეც ვიყავი,
ერთად ვიყავით ვითომ!
ვითომ შენც გიყვარდი, ვითომ მეც მიყარდი
... წლებმაც ჩაიარა ვითომ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
ცუდოოოოოოო---- ძალიან საყვარელი ხარ.=ko=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი