აბა ვნახოთ, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები:

თქვენი სახლი მოგვითხრობს თქვენს შესახებ
ცნობილი ფაქტია, რომ ბინის განლაგებას და მდგომარეობას შეუძლია ბევრის გადმოცემა მის მფლობელზე. სპეციალისტები ურჩევენ ქალბატონებს, როცა თქვენი მეგობრები პირველად გეპატიჟებიან სახლში, მიაქციეთ ყურადღება სახლში არსებულ სიტუაციას, ინტერიერს. არსებობს 5 კატეგორიის ტიპაჟი:
რაციონალისტი - სახლში ყველაფერი დასუბთავებულია და დაწკრიალებული. პირადი ნივთები აქვს შენახული პატარა კარადებში, რომლებიც ბინაში ბევრია. საყვარელი ფერი შავი და ვერცხლისფერი. იცოდეთ, რომ ასეთი მამაკაცი სასიყვარულო ურთიერთობებშიც ცივია და სტერილური, როგორც სახლში.
მოტრაბახე - აქცენტი აქვს გაკეთებული სახლის დიზაინზე. ბინა გავს ანტიკვარულ მაღაზიას. ძირითადათ ის მდიდარია, მაგრამ სათუო საკითხია იქნებით კი მასთან ბედნიერი. ასეთი ადამიანისთვის თქვენ ერთ-ერთი ექსპონატი ხართ მის ანტიკვარულ სახლში.
დაბნეული ინდივიდუალისტი - როგორც წესი, ის ინტელექტუალურია. მისი ბინა წარმოადგენს წიგნების სათავსოს. სამუშაო მაგიდა გადავსებულია გაზეთებით და ქაღალდებით. ლარნაკში - გამხმარი ყვავილები, ბინაში - უწესრიგობა. ასეთი მამაკაცები მოსწონთ ქალებს, თუმცა არ არიან განწყობილი საპასუხო გრძნობით.
პრაქტიკოსი - მისი მაცივარი ყოველთვის გადავსებულია პროდუქტებით. ბინა მოწყობილია რბილი ავეჯით. ყველაზე მეტად ის აფასებს კონფორტს და გემრიელ საკვებს. მოერიდეთ კონფლიქტებს. ნუ მოელით მისგან ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ როგორც შეყვარებული ის შესანიშნავია.
ქაოსური ინდივიდუალისტი - მისი ტანსაცმელი მიმოყრილია მთელ ბინაში. საწოლის მაგივრად გაშლილი აქვს დივანი. ბინას აწესრიგებს მხოლოდ დღესასწაულებზე. ასეთი ადამიანი, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, საიმედოა როგორც მეგობარი.
და კიდევ ერთი დაკვირვება - ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხასიათზე ბევრს მეტყველებს ასევე მისი კარადა, რომელშიც ინახება მისი ნივთები. დააკვრდით ადამიანები, რომელთა კარადაშიც სუფევს სრული წესრიგი, რაციონალური ადამიანია, ხშირად არიან მისაბაძი პიროვნებები. არ კარგავენ დროს უქმად და არიან წინდახედულები.
ხოლო ისინი ვისი კარადაც სავსეა ქაღალდებით, ძველი წიგნებით, სკოლის დროინდელი რვეულებით - ჩაკეტილი პიროვნებები არიან, არავისთან არ საუბრობენ მოგონებებზე და არიან ძალიან მგრძნობიარეები.
თუ კარგად გატენილია ძველი ნივთებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისის მფლობელი - გამოუსწორებელი მეოცნებეა. ძველი ნივთების გადარჩევით უყვართ გეგმების დაწყობა, თუმცა იშვიათად ანხორციელებენ