↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts229
კარმა59
OFFLINEPROFILE
რაგაც რაგაცეები გაახსენდება მაინც იმედია :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ეგ იმედი ნუ მოგვშლოდეს:):)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Nov 2007
Posts229
კარმა59
OFFLINEPROFILE
ამინ ! :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
თურმე, იცით რა განსხვავებაა კულტურულსა და უკულტურო ადამიანს შორის?!!

კულტურული ადამიანი ხელებს იბანს სანამ ტუალეტში შევა, ხოლო უკულტურო-ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ.....=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

http://up.pixgeo.com/out.php/i14486_tng ... 054312.jpg
სურათი აღარ არსებობს

ესეც "ჩასარეცხად" გამზადებული მშვენიერება.............

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სჯობს იყო ჩუმად და ხალხს ეგონო შტერი ვიდრე პირი გააღო და ხალხი ამაში დაარწმუნო.
ა.ლინკოლნი

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ადამიანის გული ისეთი ძალით გადაისვრის სისხლს არტერიებში , რომ მთელი სხეულის შემორბენისა და სტარტზე დაბრუნებისათვის , საშუალოდ 20 წამი სჭირდება.

სიცოცხლის 70 წლის განმავლობაში გული 2,6 მილიარდჯერ იკუმშება და 270 მილიონ ლიტრ სისხლს გადატუმბავს.

სისხლს წითელ ფერს, ერითროციტები ანიჭებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
სოფიკო ჭიაურელი ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით "საუკეთესო ქალის როლისთვის" საერთაშორისო კონკურსებზე.

დიდმა რუსმა მომღერალმა ფიოდორ შალიაპინმა პროფესიული მოღვაწეობა თბილისის ოპერის სცენაზე დაიწყო...

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა, 36 სართულით და 240 მ კოშკით, აგებისას უმაღლესი შენობა იყო იმ პერიოდის ევროპაში.

მშრალი ხიდის ქვეშ XX ს–ის შუა ხანებამდე მტკვარი მიედინებოდა...

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ორი ექსტერიტორიული რკინიგზის სადგურია, რომლებიც სხვა ქვეყნების იურისდიქციაშია: ბაზელ-ბადიშერ-ბანჰოფი (გერმანია) და ბაზელ SBB (საფრანგეთი).

2007 წლის ნოემბრის სახალხო დემონსტრაციის დასაშლელად საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა შორი დისტანციის აკუსტიკური მოწყობილობა (LRAD

ასუანის კაშხლის მშენებლობისას აბუ სიმბალის ტაძრის ტერიტორია წყლით დაიფარა, ამიტომ ტაძარი ნაწილებად დახერხეს და უფრო მაღალ ადგილზე გადაიტანეს...

მსოფლიოში ჩვენთვის ცნობილი უძველესი იმპერია აკადის იმპერიაა, რომელიც არსებობდა ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2170 წლებში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
ეს კი მხოლოდ ჩვენთვის(ქალებისათვის):

თუ ინტენსიურად მოიხმართ თაფლს, ნაოჭებისგან იქნებით დაცული.

მეცნიერები ახალი ზელანდიიდან ატარებენ ექსპერიმენტებს და იკვლევენ თაფლს და მის თვისებებს. ისინი მას უწოდებენ მაკროპულოსის საშუალებას.

ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მათ, დაბერებულ ვირთხებს საჭმლის რაციონში დაუმატეს თაფლი, ვირთხებმა აჩვენეს საუკეთესო რეაქცია და სტრესგამძლეობა. მათი ენერგომაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა თაფლის დიეტის დროს. მეცნიერები ხსნიან, რომ ეს არის თაფლი საოცარი ანტიოქსიდენტირების თვისება. ზუსტად ეს უშლის ხელს ორგანიზმის დაბერებას და გამოფიტვას, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიბრუნებს ახალგაზრდულ იერსახეს.

ეს ნამდვილი ”ელექსირია” დიდიხნის სიცოცხლისათვის და უსამართლობაა ხალხი რომ ივიწყებს ამას.
ექიმები დარწმუნებული არიან, რომ შაქრის თაფლით ჩანაცვლებით, ადამიანები შეძლებენ ახალგაზრდობის გახანგრძლივებას და ხელს შეუშლიან სიბერის ნაადრევ დადგომას, სისუსტეს, უძლურებას, დაღლილობას, ნაოჭების გაჩენას და ა.შ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
სახის ნიღბები

სახის ნიღბების საშვალებით კანი იწმინდება და იკვებება. სახის კანი არის ნაკლებად დაცული სიცივის, მზის და სხვა ეკოლოგიური ფაქტორებისაგან. ნიღაბი კი იცავს კანს, ამაღლებს მის ტონუსს. ვიზაჟისტები ფიქრობენ, რომ ნიღბის შემდეგ მაკიაჟი უფრო კარგად გამოიყურება სახეზე.

ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ სალონში ან იყიდოთ გამზადებული ნიღბები, წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიების მიერ დამზადებული, ასევე თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნიღბები სახლის პირობებში ნატურალური პროდუქტებისგან.

სანამ გაიკეთებდეთ ნიღაბს სახე უნდა გაიწმინდს. ამისათვის იხმარეთ გამწმენდი გელი ან ტონიკი. სახეს კარგად წმენდს ასევე ვაშლიც.

გახეხეთ ვაშლი ან ყურძენი, დაამატეთ დაფქვილი ყავა და სკრაბი მზადაა.

მშრალი კანი - ყველაზე ადვილი დასამზადებელი ნიღაბია:

გაათბეთ ზეთი, დაასველეთ მასში ბამბა ან ტილო და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. შემდეგ მოიცილეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

ასევე კარგი ეფექტი აქვს ხაჭოს ნიღაბს. ამისათვის შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 2 ჩაის კოვზი ზეთი, დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით. მოიშორეთ ცხელ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

ნაოჭების საწინააღმდეგოთ - შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლი. შემდეგ წაისვით და გაიჩერეთ 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაიმახსოვრეთ:

- ნიღბის წასმა შეიძლება მარტო გაწმენდილ სახეზე.

- ნიღაბი დაიდეთ სახეზე თანაბრად, არ შეიზილოთ.

- ნიღაბი გაამზადეთ პირდაპირ წასმის წინ.

- ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე მხოლოდ 15-20 წუთით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts824
კარმა78
OFFLINEPROFILE
აბა ვნახოთ, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები:

სურათი აღარ არსებობს

თქვენი სახლი მოგვითხრობს თქვენს შესახებ
ცნობილი ფაქტია, რომ ბინის განლაგებას და მდგომარეობას შეუძლია ბევრის გადმოცემა მის მფლობელზე. სპეციალისტები ურჩევენ ქალბატონებს, როცა თქვენი მეგობრები პირველად გეპატიჟებიან სახლში, მიაქციეთ ყურადღება სახლში არსებულ სიტუაციას, ინტერიერს. არსებობს 5 კატეგორიის ტიპაჟი:

რაციონალისტი - სახლში ყველაფერი დასუბთავებულია და დაწკრიალებული. პირადი ნივთები აქვს შენახული პატარა კარადებში, რომლებიც ბინაში ბევრია. საყვარელი ფერი შავი და ვერცხლისფერი. იცოდეთ, რომ ასეთი მამაკაცი სასიყვარულო ურთიერთობებშიც ცივია და სტერილური, როგორც სახლში.

მოტრაბახე - აქცენტი აქვს გაკეთებული სახლის დიზაინზე. ბინა გავს ანტიკვარულ მაღაზიას. ძირითადათ ის მდიდარია, მაგრამ სათუო საკითხია იქნებით კი მასთან ბედნიერი. ასეთი ადამიანისთვის თქვენ ერთ-ერთი ექსპონატი ხართ მის ანტიკვარულ სახლში.

დაბნეული ინდივიდუალისტი - როგორც წესი, ის ინტელექტუალურია. მისი ბინა წარმოადგენს წიგნების სათავსოს. სამუშაო მაგიდა გადავსებულია გაზეთებით და ქაღალდებით. ლარნაკში - გამხმარი ყვავილები, ბინაში - უწესრიგობა. ასეთი მამაკაცები მოსწონთ ქალებს, თუმცა არ არიან განწყობილი საპასუხო გრძნობით.

პრაქტიკოსი - მისი მაცივარი ყოველთვის გადავსებულია პროდუქტებით. ბინა მოწყობილია რბილი ავეჯით. ყველაზე მეტად ის აფასებს კონფორტს და გემრიელ საკვებს. მოერიდეთ კონფლიქტებს. ნუ მოელით მისგან ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ როგორც შეყვარებული ის შესანიშნავია.

ქაოსური ინდივიდუალისტი - მისი ტანსაცმელი მიმოყრილია მთელ ბინაში. საწოლის მაგივრად გაშლილი აქვს დივანი. ბინას აწესრიგებს მხოლოდ დღესასწაულებზე. ასეთი ადამიანი, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, საიმედოა როგორც მეგობარი.

და კიდევ ერთი დაკვირვება - ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხასიათზე ბევრს მეტყველებს ასევე მისი კარადა, რომელშიც ინახება მისი ნივთები. დააკვრდით ადამიანები, რომელთა კარადაშიც სუფევს სრული წესრიგი, რაციონალური ადამიანია, ხშირად არიან მისაბაძი პიროვნებები. არ კარგავენ დროს უქმად და არიან წინდახედულები.
ხოლო ისინი ვისი კარადაც სავსეა ქაღალდებით, ძველი წიგნებით, სკოლის დროინდელი რვეულებით - ჩაკეტილი პიროვნებები არიან, არავისთან არ საუბრობენ მოგონებებზე და არიან ძალიან მგრძნობიარეები.

თუ კარგად გატენილია ძველი ნივთებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისის მფლობელი - გამოუსწორებელი მეოცნებეა. ძველი ნივთების გადარჩევით უყვართ გეგმების დაწყობა, თუმცა იშვიათად ანხორციელებენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
იდეალური ტელეფონი ქალბატონებისთვის

Marie Claire-მა გამოაქვეყნა კონცეპტუალური ტელეფონის იდეა ქალბატონებისთვის. მობილურს მიანიჭეს კოდური სახელწოდება - She Phone. ის იყიდება შექმნილი PopGadget.ნეტ-ის თანამშრომლების მეშვეობით.

შემადგენლობა:
1) მინი ვიბრატორი, ვარდისფერი კურდღლის გამოსახულებით;
2) სუნამოს პულივიზატორი;
3) აბების (ანტიდეპრესანტების) ჩასადები;
4) კბილის საწმენდი ძაფი;
5) ორსულობის ტესტი;
6) ”შტოპორი”;
7) პრეზერვატივების ჩასადები;
8) ტონი (ავტოზაგარი).
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მას აქვს კამერა, ხმის ანალიზატორი (ტყუილის დეტექტორი), ექსპრეს-ტესტი ალკოჰოლზე, GPS, Wi-Fi, mp3 - პლეერი და ა.შ.
ჯერჯერობით ტელფონი რჩება იდეის სახით, არავინ იცის მოახდენენ მის რეალიზაციას და გამოუშვებენ თუ არა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
გთავაზობთ ძალიან საინტერესო ფეხსაცმლის კოლლექციას... რას არ მოიგონებენ!

სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს
იჩქარეთ გოგოებო რასპრადაჟააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
პომადა - ქალის საიდუმლო იარაღა რომლითაც ისინი ახდენენ მამაკაცებზე მანიპულირებას. წითელი - ვნების ფერი; ვარდისფერი - იწვევს სინაზეს; მოყავისფრო - ჰმატებს სიმკაცრეს; ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ელიტური კოსმეტიკის ფრანგულმა ბრენდმა Guerlain-მა, შემოგვთავაზა ექსკლუზიური შესაძლებლობა - პომადა $62ათასად.

პომადა KissKiss Gold and Diamonds განკუთვნილია ნამდვილი ქალბატონებისათვის, რომელთაც სჩვევიათ მამაკაცების გაოგნება, ხოლო ქალებში შურის გამოწვევა. 110 გრამიანი პომადის წიუპიკი შექმნილია 18 კარატიანი ოქროსგან და ინკუსტრირებულია 199 ბრილიანტის თვლით, საერთო წონით 2,2 კარატი, ასევე გაწყობილია рубинами и изумрудами. რადგან პომადის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გამოწერით, ნახატი ინკრუსტრაციისთვის შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, თქვენი ინიციალებითაც კი.
KissKiss Gold and Diamonds-ს შეძენა, რომელმაც დაიკავა ადგილი ყველაზე ძვირად ღირებული პომადის, შეგიძლიათ მხოლოდ ნიუ-იორკის მაღაზია Bergdorf Goodman-ში კონცულტაციის შემდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბეჭედი თითზე

ბეჭედი არა თითზე - ანუ ”ოჯახური მდგომარეობა”. ბეჭედი შეიძლება გეკეთოთ როგორც მარჯვენა ხელის არათითზე (მართმადიდებლებს), ასევე მარცხენა ხელზეც (კათოლიკებს). თავდაპირველად ეს ტრადიცია დაინერგა ძველე ეგვიპტეში. მათ სჯეროდათ, რომ ამ თითიდან გადის სიყვარულის არტერია და უკავშირდება გულს, ამიტომ ეგვიპტელები ქორწინების ბეჭედს იმზადებდნენ სხვადასხვა ლითონებისგან, შუშის და კერამიკისაგან. რომში ტრადიციული საქორწინო ბეჭედი მზადდებოდა რკინისგან ან ბრონზისგან. ჩვენთვის კარგად ცნობილი ოქროს ბეჭდები შემოიღეს მე-3-4 საუკუნეებში.

საჩვენებელი თითი - ”ძალაუფლება”. ”veni,vidi,vici” (მოვიდა-დაინახა-გაიმარჯვა).საჩვენებელ თითზე ბეჭედი - სიამაყის, ძალაუფლების და ძლიერი ხასიათის ნიშანია. ”ძალაუფლების ბეჭედი” მარჯვენა ხელზე მეტყველებს სწორად მოაზროვნე ადამიანზე, მაცხენა ხელზე კი ძალაუფლების მანიაზე და ისტერიულ ხასიათზე. ბეჭედი საჩვენებელ თითზე ეკეთა - ცეზარს, რიშელის და გენრიხ მე-8-ს. გენრიხს ბეჭედი ეკეთა ორივე ხელზე და ცნობილი იყო როგორც დიდებული მონარქი, რეფორმატორი და პარანოიკი.

შუა თითზე - ”ყველაზე მშვენიერი”. ყველაზე გრძელი, ცენტრალური, ის ყველაზე კარგად ახდენს სამკაულის დემონსტრაციას და იმასაც თუ რამდენად მოსწონს თავი მის მფლობელს. ბეჭედი ზუსტად შუა თითზე ეკეთა მერლინ მონროს როცა მღეროდა ბრილიანტებზე. სხვათაშორის ბეჭდის ზომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც უფრო დიდია ბეჭედი, მით უფრო მეტად ცდილობს მისი მფლობელი დაარწმუნოს გარშემომყოფები თავის სილმაზეში.

ბეჭედი ბერა თითზე - საინტერესოა მით უფრო მეტად თუ ბეჭედი ამ თითზე უკეთია მამაკაცს. ამ თითით როგორც ავტოსტოპში, მამაკაცები იძლევიან ნიშანს ”ყურადღება!”. ფსიქოლოგების აზრით ამ თითზე ბეჭდის მფლობელის მთავარი მიზანია დაამყაროს თავისი პოზიციები ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ სფეროში და პირველ რიგში - სექსუალურობაში.

ბერძნები და რომაელები ხელის დიდ თითს თვლიდნენ ფალოსის სიმბოლოდ და იკეთებდნენ მასზე ბეჭედს, სექსუალური ძალის დასაცველად.

ნეკა თითი - ყველაზე მინიატურული გვერდია ჩევნი ხელების. ეს ერთ-ერთი ადგილია რომელზეც კეთდება პლიუსი ნიშანი გრაფასი. ბეჭედი ნეკა თითზე ”შემოქმედებითი ნიჭი” - უკეთიათ მსახიობებს, მხატვრებს, დიზაინერებს.მარლინ დიტრიხი ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსმსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცები

ამ დღეებში ამერიკულმა გამომცემლობამ People შეადგინა მორიგი სია მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების შესახებ, სახელწოდებით ”The Sexuest Men Alive”. პირველი ადგილი ამ სიაში დაიკავა ჰოლივუდის მსახიობმა მედდ დეიმონმა. როგორც ჟურნალის რედაქციამ განაცხადა, მათ ჰქონდათ ბევრი მიზეზი, რომ პირველი ადგილი მიეცათ 37 წლის მედდ დემონისათვის, მას აქვს კარგი იუმორის გრძნობა და ის შესანიშნავი მეოჯახეა, აქვს წყნარი, მშვიდი ხასიათი.

მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა მსახიობმა პატრიკ დემსმა. 41 წლის დემსიც ასევე კარგი მეოჯახეა, უკვე 8 წელია მას ყავს მეუღლე და 3 შვილი.

პირველ სამეულში მოხვდა ასევე მსახიობი, რაიან რეინოლდსი.

რაც შეეხება ბრედ პიტს, ჯონი დეპს და ბენ აფლეკს ისინიც მოხვდნენ ამ სიაში. ანჯელინა ჯოლის ბოი-ფრენდმა დაიკავა მე-4 ადგილი, ჯონი დეპი და ბენ აფლეკი კი მოხვდნენ მე-6 და მე-11 ადგილებზე. მე-5 ადგილზეა ჯეიმს მაკეკი. მე-8 ადგილი დაიკავა 39 წლის მსახიობმა და მომღერალმა უილ სმიტმა. მწვანე თვალება ედრიან გრეინმა კი ცნობილი ფილმიდან ”ეშმაკი იცვამს Prada-ს” დაასრულა სია.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი