შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ედებოდა მტერი მტა-ველს, გვედებოდა ყიზილბაშთა მზერა... ვერვინ ასცვდა მყინვარცვერის თაველს, თვალი დასცვა საქართველოს მზემა. მამულს ყიდდა შინაური თუმცა,ხმლების გალავანი რტყმია.. ისე მტკივა ციცამური, როგორც გულში მოხვედრილი ტყვია!
ეს ლექსი ჩემმა მამიკომ მიუძღვნა დედას , სანამ დაიღუპებოდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.და ამიტომ ძალიან მიყვარს, მე ვფიქრობ თქვენც მოგეწონებათ.
მაისში, როცა ფანჯრის მინას წვიმა დახაზავს, წვიმის ხმაური ჩამოუშვებს სიმძიმის ფარდას. ო, ერთი წუთით მოუსმინე ამ წვიმის ხმაურს და გამიხსენე , ეს ხმაური როგორ მიყვარდა.
ნუ, ნუ დახაზავს წყვილი ცრემლი მაშინ შენ სახეს, მე ეგ ღაწვები უცრემლოდაც ადრე დავხაზე, შენს ყორან თმებში მე გავაბი თეთრი ძაფები გთხოვ მაპატიო შენი ასვლა გოლგოთას მთაზე.
თუ წვიმის ხმაურს შეეძლება ამბის მოტანა, დავაბარებდი ჩემს სიყვარულს ჩუმსა და უთქმელს. ბულბულის სტვენას რომ გაიგებ ჩემად იგულე, ბაგე შეახე ვით ჩემ ბაგეს, სველ ვარდის ფურცლებს.
მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით, წყალს მივდევ დაუდგომელსა, ორთაყვირები დამემსხვრა, გულზე მდინარე მომეცა... დროც მიდის, როგორც მდინარე თურმე შენ გადამივიწყე, დაშლილა, ტივი დაშლილა, მივცურავ ერთი ტივისხე. არ ვიცი, ბედი ავბედი წამიღებს რომელ მხარესა, მიმატივტივებს მდინარე გულაღმა მწოლიარესა, ტივი დაშლილა ,წყალს მიაქვს ორთაყვირების ნამტვრევი, ვიხსენებ შენსა ღიმილსა, ხანდახან მომენატრები. ხანდახან გესმის? ხანდახან... თურმე მეც გადაგივიწყე, მზე ჩადის, ტივი დაშლილა, მივცურავ ერთი ტივის ხე.
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალს ავახელ,ზედ წამწამზე მიზიხარ!
ყმასავიტა მე ერთგული შენი ვარ, გინდა მკლავდე, არას გეტყვი-შენი ვარ. სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ, რას გაწუხებ?მე ჩემთვისა იქა ვარ ჩემთვის ჩუმად ვამბობ:\" რა ლამაზი ხარნ\"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
რტო ალვსა, შენი წელი მგონია, მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია. ეგ თვალები-- ცაში ელვა მგონია. ვარდის სუნთქვა- შენი სუნთქვა მგონია. როს მეღირსოს ვთქვა:\" გეთაყვა ჩემი ხარ!!!\"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ!!! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!!! ფიქრები მაქვს, ჭინ შენი სახე მოდის!!! მინდა რომ ვჰსთქვა დ წინ შენი სახელი მოდის!!! ჩემს გულში რა ამბებაი , რა მოდის? ერთხელ მაინც მკითხე :\"აგრე რათა ხარ?\"
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის? ვის რატ უნდა, ლოპიანა ვინ არის? მკვდარია თუ ცოცხალია ვინ არის? ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის? შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!!!
შენ არ ხარ ევა,მაგრამ ხარ ქალი, იქნებ ჩემს თვალში ესეც ნაკლია, დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი, მე ხომ შენს გამო ნეკნი მაკლია. ხუმრობა იქით,მე შემიყვარდა მოშორებული ჩემს სხეულს ძვალი, ყველა ნეკნს დავთმობ იმ ნეკნის გარდა, რომელსაც ღმერთმა უწოდა \'\'ქალი\'\'.
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, წამოგვეწევა სიბერე, მელივით წამოგვარდება, სიკვდილი გზაში გიყელებს, თვალები გაავდარდება. მოგიგონებენ შვილები, მზეს შეხედავენ მაღლითა: „სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა“. ნეტა სიცოცხლის მამგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია? ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სხვა გადამხედია.