↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
პოლიტიკა მაგარი ბინძური საქმეა, ყველაზე მეტი მატყუარები და აფერისტები პოლიტიკოსები არიან.
მაგრამ ასე აშკარად თვალებში ნაცრის შეყრა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
ტყუილს გააჩნია.ტყუილი ვის არ უთქვამს მაგრამ ისეთი უნდა თქვა რომ სხას არ ავნოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
http://ru.youtube.com/watch?v=SXkbh_yuwZ8
გურული გლეხის აზრი არჩევნების შესახებ=lol= =lol= =lol=

=sher= დავი=sher=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
მოსალოდნელია თუ არა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება

საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს. მისი შეფასებით, არჩევნების შედეგი 70%-ით განპირობებული იყო ხელისუფლების უკანონო ქმედებით, ხოლო 30% იმ შეცდომებით, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია უშვებდა. ცისკარიშვილის აზრით, მარტო ხელისუფლების კრიტიკის ფასად წარმატება არ მიიღწევა.
პოლიტოლოგის მტკიცებით, ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლება არჩევნებისათვის სერიოზულად მოემზადა და წარმატების მისაღწევად მართლაც ყველა თავისი რესურსი გამოიყენა. “მიზნის მისაღწევად ხელისუფლებამ აკრძალული მეთოდებიც გამოიყენა და არ მოერიდა საზოგადოებისაგან მწვავე დაპირისპირებას, რამაც ქვეყანაში უფრო მეტი სამოქალაქო დაპირისპირების Mმოლოდინი შექმნა, ვიდრე რევოლუციის. ოპოზიციის სიმშვიდის რესურსი იწურება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს”- აღნიშნავს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის აზრითაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების პერსპექტივა “რეალურად არ არსებობს”.

მისივე შეფასებითაც, ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გულისხმობს სახელისუფლებო პარტია სიტყვაში “საქმე” და მოინდომებს თუ არა იგი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას.

- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით 21 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება?

- 21 მაისი გამოდგა დღედ, რომელიც უთუოდ დაამახსოვრდება ქართულ საზოგადოებას, როგორც მორიგი ბრძოლა დემოკრატიისათვის არდამდგრადი შედეგით, რადგან მოწმენი გავხდით ლოგიკური დასასრულისა იმ უზარმაზარი ძალისხმევის, რომელსაც ჰქვია “საქმე ლაპარაკის ნაცვლად”.

ნამდვილად საქმიანად მიუდგა ხელისუფლება არჩევნებისთვის მზადების პროცესს, იყენებდა ყველა ცდუნებას სასურველი შედეგის მისაღებად, როგორც ლეგალურს, ისე არალეგალურს, როგორც დასაშვებს, ასევე დაუშვებელს და წინასწარ გაამჟღავნა სურვილი, ციფრობრივად როგორი უნდა ყოფილიყო წარმატების გამოხატულება.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ არ ისმინა ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ნება და მაინც გადაწყვიტა გაერთო საკუთარი თავი ეგზიტპოლებით, მიანიშნებდა იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ სცენარი განვითარდებოდა ანალოგიურად 5 იანვარს გათამაშებული ქმედებებისა.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი რომელიც ქაღალდზეა გამოხატული, შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ზოგისთვის არა. ორივე ოპტიმისტი და პესიმისტიც უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ სახელისუფლებო რესურსი, შეხამებული, ზოგადად, უტიფრობასთან, გახლავთ ის ინსტრუმენტი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არჩევნებზე ცივილიზებული მეთოდით შედეგს არ იძლევა.

- ოპოზიცია არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობს, რამდენად სავარაუდოა პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება, რომლის შესახებაც ოპოზიცია არჩევნებამდეც საკმაოდ ბევრს საუბრობდა?

- პოლიტიკური პროცესის რევოლუციურ რესურსს ალბათ პერსპექტივა არ გააჩნია. ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც რაიმე რევოლუციურ ქმედებებს დაუშვებს საკუთარი თავის მიმართ. სრულიად მკაფიოა უპირველესი ამოცანა დღევანდელი ხელისუფლების, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება.

როცა საზოგადოებას უფსკრულისკენ უბიძგენ და როცა არ ერიდები საზოგადოებისაგან მწვავე დაპირისპირებას, ასეთ სიტუაციაში ქვეყანაში უფრო მეტია მოლოდინი სამოქალაქო დაპირისპირებისა, ვიდრე რევოლუციის. ამ ეტაპზე სამოქალაქო ომის გაჩაღების რეალურ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგან ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება არ ფლობს არანაირ რესურსს ასეთი მოქმედებების საწარმოებლად.

ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი პროცესების განვითარებისაგან. თუმცა, იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა უბანზე მუშტი-კრივით წყდება არჩევნების ბედი, ამაზე მეტი დაპირისპირებულობა ძნელი წარმოსადგენია.

ბედი ჩვენი, რომ რეალურად მშვიდობიანი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც დემოკრატიული მეთოდებით სურს ხელისუფლების შეცვლა. მართალია, ოპოზიციის სიმშვიდის რესურსი იწურება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს. ვითარებას ამძიმებს ის გულგრილობა, რასაც ამჟღავნებს საერთაშორისო დამკვირებელთა არმია. ბუშის და პუტინის წარგზავნილები ძალიან შეხმატკბილებულნი არიან არჩევნების შეგების შეფასებისას. ამდენად, საერთაშორისო დამკვირებელთა აზრის ცვლილება თუნდაც მოხდეს მოგვიანებით დამტკიცებული ფაქტების მეშვეობით, რაც პრაქტიკულად უდავოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, აზრი აღარ ექნება, ვინაიდან დროის ფაქტორი, რასაკვირველია, ხელისუფლებაზე მუშაობს.

არჩევნებმა საერთაშორისო დამკვირებლების მხრიდან ლეგიტიმაცია პრაქტიკულად უკვე მიიღო. ამდენად, ამ შედეგისადმი ჩვენს საზოგადოებაში დამოკიდებულება უფრო მძაფრი იქნება და ხელისუფლებას მოუწევს არჩევნების შედეგებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებაზე რეაგირება. ის ფაქტი, რომ აქ მყოფმა საერთაშორისო დამკვირებელთა ჯგუფებმა გააკეთეს საკუთარი დასკვნა ისე, რომ არც კი უცდიათ კონტაქტი ჰქონოდათ ქართველ კოლეგებთან, რომლებიც ასეულობით ნაცემი, გამოძევებული, შეურაცხყოფილი ან ევაკუირებული აღმოჩნდნენ საარჩევნო უბნებიდან, ეს მეტყველებს არა მარტო არაკოლეგიალობაზე, არამედ იმაზე, რომ მათთვის ადგილობრივ დამკვირებელთა აზრი მეორეხარისხოვანია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მასშტაბის ქვეყნისთვის და რეალური ვითარების გათვალისწინებით, საერთაშორისო დამკვირებლებისაგან სხვა მოლოდინი ზედმეტად ოპტიმისტური იქნებოდა.

- თქვენი პროგნოზით როგორ პარლამენტს მივიღებთ და პოლიტიკური ბრძოლის რა მეთოდს აირჩევს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები შევლენ, ან საერთოდაც არ შევლენ პარლამენტში, რის შესახებაც გარკვეული განცხადებები უკვე გაკეთდა?

- არის საფრთხე, რომ პარლამენტი იყოს ისეთივე ერთპარტიული, როგორიც წინა. ეს კი არის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი დემოკრატიული პროცესების განვითარებისა შემდგომ პერიოდში. ეს არ გახლავთ მხოლოდ ქართული უბედურება, ეს ზოგადად ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოების რეალობაა. ჩვენც რატომღაც გვინდა მივბაძოთ რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ამ თვალსაზრისით ჩვენ ზურგი შევაქციეთ ჩვენივე მეგობარ უკრაინას, რომელიც მრავალპარტიულობის პირობებში ახორციელებს დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას.

ეს საფრთხე საკმაოდ რეალურია და ამის სურვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე გაამჟღავნა. ვნახოთ, შესაძლოა, ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოების ნაწილი სხვა არჩევანისთვის მზად არც იყოს. იმ ვითარებაში, როცა საზოგადოების უპირველესი ამოცანა გათენებიდან დაღამებამდე ლუკმა პურის შოვნაა, მათი ყოფნა გახანდრძლივდება იმ პერიოდით, რა პერიოდის განმავლობაშიც პარლამენტი იქნება ერთპარტიული ორგანო. როგორია ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ კარგად გვახსოვს. ასეთი დომინანტი პარტია ბრძოლისუნარიანობას კარგავს, იქნება ისე, როგორც ეს მოუვიდა კომპარტიას და შემდეგ მოქალაქეთა კავშირს.

ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გულისხმობს სახელისუფლებო პარტია სიტყვაში “საქმე”. რა საქმის გაკეთებისთვის მოახდინა ხელისუფლებამ ის, რაც არჩევნებზე მოახდინა. ოპოზიციის ბრძოლის ტაქტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, როცა გაირკვევა ხელისუფლებას პარლამენტში ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს კონსტიტუციური უმრავლესობა, თუ შეძლებს უფრო რეალისტური იყოს საკუთარი მადის გამოვლენისას. ჩემის აზრით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგიაც.

ოპოზიციურ სპექტრს თავისი პრობლემები საკმარისი აქვს, მარტო ხელისუფლების კრიტიკის ფასად წარმატება არ მიიღწევა. ჩემი აზრით, არჩევნების შედეგი 70%-ით განპირობებულია ხელისუფლების უკანონო ქმედებით, ხოლო 30% იმ შეცდომებით, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია უშვებდა.

ვფიქრობ, უახლოეს ხანებში იმ ოპოზიციურ ძალებს შორის დაიწყება კონსულტაციები, რომელთაც არ ეყოთ ერთიანობა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო ფართო სპექტრი, ვიდრე იყო წარმოდგენილი გაერთიანებულ ოპოზიციაში. შესაბამისად, იქნება შესაძლებლობა გარკვეული ალტერნატიული პოლიტიკური მსჯელობისა, მიიღებს ეს გაერთიანება რაიმე ორგანიზაციულ ფორმას, თუ დარჩება ისევ საპროტესტო აქციათა ორგანიზატორად. ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

“ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს...

არჩევნების შედეგებით ოპოზიცია უკმაყოფილოა. უფრო მეტიც, ოპოზიციის ლიდერთა განცხადებებით მოხდა ჯერ არნახული გაყალბება და თანაც ტექნიკურად მაღალპროფესიულად, ისე, რომ ევროპაში გაზრდილი, წესიერი დამკვირვებელი ადვილად გაებმებოდა მახეში.
ქართული ოპოზიციური ბლოკები და პარტიები 26 მაისს გეგმავენ დიდ აქციას, რომლის დროსაც მოეწყობა მსვლელობა რუსთაველისკენ. ისინი შეუერთდებიან და მიიღებენ აღლუმს, თუკი ეს იქნება ქართველი ხალხის ნება. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, 26 მაისს სპორტის სასახლესთან დილის 10.00 საათზე შეიკრიბონ, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აღლუმის პარალელურად.

“ეს აღლუმი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაიბაროს და არა მიხეილ სააკაშვილმა”, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ამ მიზნით, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, სპორტის სასახლესთან შეკრებილები თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან.

მისი არგუმენტით, აღლუმი, ჯარი, პოლიციელები ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა მიხეილ სააკაშვილს. ასეთია “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის აზრი. მისი თქმით განიხილება გეგმა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდეს. “გაერთიანებული ოპოზიცია” ყველაფერს გააკეთებს, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩენების შედეგები არ დამტკიცდეს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ საზოგადოებასთან ერთად წინ აღვუდგეთ ამ პარლამენტის მუშაობის დაწყებას”, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ოპოზიციის საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული და რა დაკვეთასაც მისცემთ მათ ხალხი, მას შეასრულებენ.

დიქტატურასთან შეგუებას არც კობა დავითაშვილი აპირებს, ოღონდ რა მეთოდებით, ამის შესახებ ჯერ არ საუბრობს.

რაც შეეხება არჩევნების პროცესს, კობა დავითაშვილი მას “ფრონტს” ადარებს და აღნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადიოდა და ძირითადი შეიარაღებული ძალები ოპოზიციის წინააღმდეგ იყო გადასროლილი. მისი თქმით, ზუგდიდში არჩევნებს პოლიცია ატარებდა და სოფელ ხურჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებს ახორციელებდა.

მანვე აღნიშნა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა პოლიციელებმა ტელეკომპანიებს “რუსთავი 2” და “მზე” კამერებიც კი დაუმტვრიეს, რადგან მათ მიერ გადაღებულ მასალებში კარგად ჩანდა სამხარეო პოლიციის უფროსი და საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე.

“საქართველოში, სამწუხაროდ, ხელისუფლების დელეგიტიმაციის პროცესი დასრულდა”- განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ლეგიტიმური ხელისუფლების გარეშე რჩება და მწვავე კრიზისი იქმნება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნას, მის ტერიოტიულ მთლიანობას, საზოგადოებას და მომავალს. როგორც “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი აღნიშნავს, მსგავს ვითარებაში ხელისუფლებასთან საბრძოლველად პოლიტიკურმა ძალებმა ადეკვატური გზები და საშუალებები უნდა გამოძებნონ.

“ჩვენი პარტია ამის თაობაზე თავის მიდგომებს და წინადადებებს ამუშავებს, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან,” - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დემოკრატიაზე, ანუ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაზე უარი თქვა. გამომდინარე აქედან, საჭირო გახდება ალტერნატიული გზების გამოძებნა, რომელიც არაძალადობრივი და კონსტიტუციური იქნება.

დავით უსუფაშვილს არ დაუკონკრეტებია შეუერთდება თუ არა “რესპუბლიკური პარტია” გაერთიანებულ ოპოზიციას ან საპროტესტო აქციებს, თუმცა, მან არ გამორიცხა არანაირი მოქმედება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა სააკაშვილს მოუწოდა: “სააკაშვილს ურჩევნია თავად გააუქმოს გაყალბებული არჩევნების შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ხალხი გააკეთებს. ხალხი ბრძენია და დიდი ძალა აქვს. იცოდეს სააკაშვილმა, რომ ხალხის ძალამ და შრომამ დედამიწის კონტურები შეცვალა. სააკაშვილის მსგავსმა პოლიტიკოსებმა კი დედამიწაზე გადამწვარი ტრამალები და ქვეყნები დატოვეს, რასაც ჩვენ არ ავიტანთ და დედამიწაზე სააკაშვილს საქართველოს კონტურების შეცვლის საშუალებას არ მივცემთ”.

“ლეიბორისტები” და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფართო კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.

“ახლა ვერ გეტყვით, რა საკითხებზე, რა დროს და სად გავმართავთ ფართო კონსულტაციებს, რადგან ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. მე ჩემს ძვირფას ოპონენტ ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებ, გვერდზე გადავდოთ კონკურენცია და ერთმანეთის მოსმენით მოვაგვაროთ საერთო პრობლემა, რაც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება”,150განცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებდა, თუ გაერთიანებული ოპოზიცია შიმშილობის გამოცხადების ნაცვლად დათანხმდებოდა “ლეიბორისტების” წინადადებას საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებასთან და განმეორებითი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის შეთანხმების შემთხვევაში, “ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მზად არის, სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვას.

ჩატარებულ არჩევნებში დარღვევვებზე საუბრობს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერიც გიორგი თარგამაძე.

“ჩვენი შეფასება იმ პროცესთან დაკავშირებით რასაც არჩევნები ეწოდება მწვავეა. საქართველოში არჩევნები სერიოზული დარღვევით ჩატარდა და ის შედეგები, რომელიც დღეს “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” აქვს, როგორც ეგზითპოლისა და ცესკო-ს მონაცემებშია, იმ რეალობას არ შეეფერება, რომელიც მოძრაობის მხარდამჭერთა რაოდენობას უნდა ასახავდეს”, - განაცხადა თარგამაძემ. მისი თქმით, რომ არა დარღვევები, მისი პარტია 10-12% აიღებდა. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე, თარგამაძეს ეს იდეა არ მოსწონს და აცხადებს, რომ საქართველოში ბოიკოტირება უპერსპექტივო საქმეა.

რა არის საქართველოში დღესდღეობით უფრო პერსპექტიული, ყველამ კარგად იცის. მეორე საკითხია, შეგიძლია თუ არა იმის კეთება და ისე ცხოვრება, რაც დღეს არის შენს ქვეყანაში “მომგებიანი”? ერთი რამ კი ფაქტია - თუ ოპოზიციამ ამჯერადაც ვერ მოახერხა და თავისი ხმები ვერ დაიცვა, ხალხი მას აღარ გაყვება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ არ იბრძვის? და იქვეა პასუხიც - რადგან არ იბრძვის, ე.ი. მართალი არ არის.

საქართველოშიც უნდა დადგეს დღე, როცა ქვეყნის ყველა მოქალაქე უარს იტყვის ძალადობაზე, სიცრუეზე, არაკეთილსინდისიერებაზე. სხვანაირად, ვინც არ უნდა იჯდეს პარლამენტში, ამით არაფერი შეიცვლება. ქვეყნის კეთილდღეობას სურვილი და მონდომება ქმნის და არა სახელები და გვარები.

მაკა კოზანაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
იქნება თუ არა ოპოზიცია ერთსულოვანი არჩევნების ბოიკოტირების საკითხში

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებმა გაოცებული დატოვა პოზიციაც და ოპოზიციაც. პოზიცია ანუ “ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ, რომ ისინი, ალბათ, არ ელოდნენ ამომრჩევლის ამხელა მხარდაჭერას, ან “გაყალბების მექანიზმის”, როგორც ამას მათი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, ასეთი წარმატებით მუშაობას. ხუმრობა საქმე ხომ არ არის 150 კაციან პარლამენტში 119 დეპუტატის გაყვანა. ხოლო ოპოზიციას კი, უდაოდ გააოცებდა ის ფაქტი, რომ მათი “თავდადება, შიმშილობა, ხალხის დაკვეთის შესასრულებლად სასიკვდილოდ თავის გადადება”, სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი ახალ პარლამენტში უმრავლესობის შექმნისათვის. უფრო მეტიც, ბოლო დროინდელი პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ ძალებს შორის დიდი ზღვარია. “გაერთიანებული ოპოზიციას” ხელისუფლება დღემდე დესტრუქციულ ძალად თვლის, ხოლო ის ვინც შედარებით კონსტრუქციულია, სულაც არ სჭირდება პოლიტიკური მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია, და თუ იღბალიც არ გიღალატებთ, პარლამენტში დასაყრდენი ძალა მუდამ გეყოლებათ...
არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ოპოზიციური პარტიები მშვიდ ვითარებაში განაგრძობენ მუშაობას, ისინი არ გამოირჩევიან აქტივბით, არადა სეირების მოყვარული ამომრჩეველი ამას ძალიან მიეჩვია. ნუთუ არაფერი მოხდება? ეს კითხვა უკვე ბევრჯერ დაისვა. უნდა ველოდოთ თუ არა სამოქალაქო დაპირისპირებას, მითუმეტეს მაშინ, როცა მიღებული შედეგების მიუხედავად, ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია პარლამენტის ბოიკოტირების საკითხში.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გია თორთლაძის განცხადებით, გიორგი თარგამაძის “ქრისტიან დემოკრატებიას” და “ლეიბორისტული პარტიის” პოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით გამოკვეთილი არ არის.

თორთლაძის განცხადებით, თუ მოხდება პარლამენტის ბოიკოტირება, ამაში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

“ამჟამად ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით, ისე სხვა პარტიებთანაც”,-განაცხადა თორთლაძემ.

გუშინ გადაცემა “პრაიმთაიმში” გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეგმა ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში ძალიან სერიოზულად იხილება. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით კი, ოპოზიციის შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვას.

დავით უსუფაშვილმა ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტია” ამ ძალების ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისივე მტკიცებით, “რესპუბლიკური პარტია” იმოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს. თარგამაძემ ბოიკოტირების თემას საქართველოს პირობებში უპერსპექტივო უწოდა. მანვე არ გამორიცხა, რომ “ქრისტიან-დემოკრატებმა” 26 მაისისთვის დაგეგმილ ოპოზიციური პარტიების შეკრებაში მონაწილეობა მიიღონ.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ექვსი პარტიის ლიდერებმა პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით თანხმობა გამოთქვეს.

როგორც “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, გუშინ საღამოს შედგა გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას (“პარტია თავისუფლება”), კობა დავითაშვილისა (ხალხის პარტია) და ზვიად ძიძიგურის (კონსერვატორები) გარდა, გაერთიანებაში შემავალი ყველა პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

“მათ ცალსახად გამოთქვეს პოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. ბოიკოტირება რომ შედგეს, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის თანხმობაა საჭირო”,- განმარტა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, ელოდებიან რეგიონებიდან გამსახურდიასა და დავითაშვილის ჩამოსვლას და მათი მონაწილეობით საბჭოს შეკრებას.

ბაღათურიას ინფორმაციით, კონსულტაციები “ლეიბორისტებთან” და “ქრისტიან დემოკრატებთან” მიმდინარეობს.

“იმედი მაქვს, რომ ეს პარტიები დაეთანხმებიან ბოიკოტირებას, ვინაიდან მტკიცე უარი არ დაუფიქსირებიათ. სწორედ ახლა გაირკვევა, ვინ საით არის და ვინ რა გზას ადგას. ჩვენ ბოიკოტირებით საქართველოსა და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ საქართველოს კრიმინალური, ერთპარტიული რეჟიმი მართავს”,-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

პარლამნტის ბოიკოტირების იდეას ეთანხმება “რესპუბლიკური პარტიაც”. ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, “რესპუბლიკური პარტია” პარლამენტში უფრო მეტი წევრით რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ბოიკოტთან დაკავშირებით საუბრების ლიდერიც იქნებოდა. თუმცა, ვინაიდან პარტიას პარლამენტში მხოლოდ ორი წევრი ეყოლება, ლიდერები სხვა პარტიები უნდა იყვნენ, სავარაუდოდ, ეროვნული საბჭო.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, “რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ 21 მაისის არჩევნების შედეგების ცნობა არ შეიძლება, მაგრამ ყველა პარტია თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია.

“მე არ ვარ მომხრე ვინმე, ვინც ამას არ გააკეთებს, მოღალატედ გამოვაცხადოთ, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ყველამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. “რესპუბლიკელებისთვის” ეს მომენტი იოლი გადასაწყვეტია, სხვებისთვის, შეიძლება, უფრო რთული, მაგრამ აქ გაირკვევა, ვინ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია” ოპოზიციური პარტიის ყველა შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, იგი არასოდეს არავის მოუწოდებს ძალადობისკენ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 მაისის არჩევნებით, თავის საეჭვო ლეგიტიმაციას ვერაფერი შემატა, პირიქით, შევარდნაძისა და აბაშიძის დონის გაყალბებით არის მოსული საკონსტიტუციო უმრავლესობით.

ბერძენიშვილის აზრით, საქართველოში ხელისუფლება გაყოფილია და პარლამენტის საქმეებზე საუბარი პრეზიდენტის საქმე არ არის.

მისი შეფასებით, ის, რაც სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა განაცხადაოს.

“კონსტიტუციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის უფროსი არაა. პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ მიიღებს ეს სააკაშვილის გადასაწყვეტი არ არის”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები არაადეკვატურია, რაც იმას მიუთითებს, რომ იგი ვერ ფლობს სიტუაციას და არ იცის რა ხდება მის ქვეყანაში.

“მთელ საქართველოსაც რომ მხარი დაეჭირა, ჭკვიანი კაცი მომავალ პარლამენტს ცოტა სხვანაირად დააკომპლექტებდა, მაგრამ ეს მისი საქმეა”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინწინ გვიან ღამით განაცხადა, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით არსებობს შესაძლებლობა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. მისი თქმით, ასეც რომ იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდება, მით უმეტეს ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტს იმ შემთხევაში აქვს აზრი, თუ ამ გადაწყვეტილებას ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მიიღებს. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

“პირველ რიგში ეს კონსულტაციები ჩვენი, გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით უნდა მოხდეს, რადგან აქ სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა გაერთიანებული და ჩვენი ლიდერების უმეტესობა სხვადასხვა რაიონებში და ოლქებში იყრიდნენ კენჭს, ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ძირითად ნაწილთან კონსულტაციები უკვე გავლილია”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, კონსულტაციები ასევე მიმდინარეობს “ლეიბორისტულ” და “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიების წარმომადგენლებთან.

“მეორე მხრივ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ საზოგადოება დავიყენოთ გვერდით. 26 მაისს, 10:00 საათზე სპორტის სასახლესთან აქცია ჩატარდება, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მოვა, ისინი ვინც ამ არჩევნების შედეგებს ცნობენ და შემდეგ, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ”, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ არჩევნების შედეგები ვერ დაამტკიცოს და საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხელმეორედ ჩატარდეს.

“ამ არჩევნებმა გაყალბების მასშტაბით, ბევრად გადააჭარბა საპრეზიდენტო არჩევნებს, მუქარის, ტერორის, შანტაჟის და დაშინების არნახულ ფონზე რადგან მიმდინარეობდა”, - განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა.

მისი შეფასებით, ნაკლებად სარწმუნოა ის პირობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განუხორციელობლობასთან დაკავშირებით იძლევა.

ნაჭყებია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი, როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მოირგებს კონსტიტუციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. იგი საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის იმ მოდელად გადააქცევს, სადაც მთავრობას, პრემიერ მინისტრს ბევრად მეტი უფლებები ექნება.

“ჩვენ მივდივართ რუსული გზით, არც რუსეთია დემოკრატიის შუქურა და არც საქართველო. ორივე ქვეყანაში ჩვეულებრივი ანტიდემოკრატიული რეჟიმებია. ერთადერთი განსხვავებით, ასეთი თუ ისეთი გზით, რუსეთი ეკონომიკურად მართლა ვითარდება, საქართველო მხოლოდ ინგრევა და იშლება და არანაირი წარმატება არა აქვს”, - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

ხათუნა შუბითიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
აბა რას ელოდით სააკაშვილი დაუთმობდა იმ ბერკეტებს ოპოზიციას? რაც ხელთ უპყვრია? ხელში ჩაიგდო მარნეულის საბადოები იყიდა ნახევარი საქართველო წყალიც კი რომელიც გაყიდა ამოიფარა არაბეთის საემიროს შეიხი საშვილთაშვილოდ აიწყვეს სააკაშვილებმა,ბეჟუაშვილებმა,რურუებმა, უგულავებმა, ბოკერიებმა,გაბაშვილებმა,მაჭავარიენებმა საქმე დადექით ეხლა ნაციონალების თაყვანისმცემლებმა და ან საზღვარგარეთ გააქციეთ ოჯახები ან მონებად დაუდექით მათ არ იცოდით სოროსით გამოკვებილი ხალხი რომ მოდიოდა? ისიც უნდა გცოდნოდათ მილიონებს უცხო ადამიანი ტყუილა რომ არ დაგახარჯებს ერი, ენა, სარწმუნოება გადაგვარების საზღვარზეა მისული და კიდევ გზებს,გაზს და შუქს ეთაყვანებიან ეგ მართლა ბნელი და გაუთვითცნობიერებული ხალხი,ვაი ჩვენს მომავალ საქართველოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
makospako wrote:
ციტატა:
აბა რას ელოდით სააკაშვილი დაუთმობდა იმ ბერკეტებს ოპოზიციას? რაც ხელთ უპყვრია? ხელში ჩაიგდო მარნეულის საბადოები იყიდა ნახევარი საქართველო წყალიც კი რომელიც გაყიდა ამოიფარა არაბეთის საემიროს შეიხი საშვილთაშვილოდ აიწყვეს სააკაშვილებმა,ბეჟუაშვილებმა,რურუებმა, უგულავებმა, ბოკერიებმა,გაბაშვილებმა,მაჭავარიენებმა საქმე დადექით ეხლა ნაციონალების თაყვანისმცემლებმა და ან საზღვარგარეთ გააქციეთ ოჯახები ან მონებად დაუდექით მათ არ იცოდით სოროსით გამოკვებილი ხალხი რომ მოდიოდა? ისიც უნდა გცოდნოდათ მილიონებს უცხო ადამიანი ტყუილა რომ არ დაგახარჯებს ერი, ენა, სარწმუნოება გადაგვარების საზღვარზეა მისული და კიდევ გზებს,გაზს და შუქს ეთაყვანებიან ეგ მართლა ბნელი და გაუთვითცნობიერებული ხალხი,ვაი ჩვენს მომავალ საქართველოს

=sher= =sher= =sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თბილისი, 23 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაცნობიერებული ადამიანებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, მიიჩნევს ქართველი პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

”ციფრები 60-65% (მმართველი პარტიისთვის) და 18-20% (გაერთიანებული ოპოზიციისთვის) საშინაო დავალება იყო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც რეალურად ჩაატარეს არჩევნები, - ეს არის შსს, რომელსაც თბილისში მერია ეხმარებოდა”, - განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პოლიტოლოგმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების კომენტარისას.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის ახალი მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 120 მანდატს - საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. დანარჩენი 30 ადგილი ოპოზიციას შორის გადანაწილდება. სულ საქართველოს ახალ პარლამენტში 150 სადეპუტატო ადგილია.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ”საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაკვირვება ეგზიტ-პოლების გამოცხადების შემდეგ, გამოწვეული იყო უფრო იმათი ძალისხმევით, ვინც ატარებდა, უფრო სწორედ აყალბებდა ამ არჩევნებს”.

”მეორე საშინაო დავალება იყო, არ შეეშვათ რესპუბლიკელები პარლამენტში იმ მიზეზით, რომ რესპუბლიკელებმა, ისევე როგორც სააკაშვილმა, იციან ექსკლუზიური მისამართები ვაშინგტონში, ეს კი მას არ აწყობს ”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ოპოზციის მოქმედებაზეა დამოკიდებული.

”პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. თუ კი, ჩვენს კვლავ ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით ათეული წლების განმავლობაში”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

”თუ ისინი არ შევლენ ახლად არჩეულ პარლამენტში და შიდა უთანხმოებებს გადალახავენ, შექმნიან პარალელურ ორგანოს, თუნდაც ლეგიტიმურობის დაბალი ხარისხით, საზოგადოება შემდეგ არჩევნებზე შესაბამის დასკვნებს გამოიტანს”, - განაცხადა ცისკარიშვილმა. --0--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
თუ სააკაშვილის მსგავსად რესპუბლიკელებმაც იციან ექსკლუზიური მისამართები ვაშინგტონში_რატომ არ
იყენებენ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
"1)სიბნელეს რომ ხედავდე, სინათლიდან უნდა მოდიოდე
2)ადამიანი თავად ირჩევს თავისუფლებას
3)დაუდევარი ბრალდებები და შეურაცყოფები ბრიყვული ყოველდღიურობაა
4)კომპლექსებია იმ უბედურების ბუდე, საიდანაც მხოლოდ სვისს ნაკლის ხედავ, ან გინდა,რომ ხედავდე. საკუთარი თავი კი გავიწყდება."

პელევინი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
05158-ის პრაიმტაიმს ვუყურე და კიდევ ერთხელ დავასკვენი: არაფერი არ გვეშველება, ასე შევჭამთ ერთმანეთს ბოლომდე,ესაა და ეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
=tavfx= KHATITA27 wrote:
ციტატა:
makospako wrote:
ციტატა:
აბა რას ელოდით სააკაშვილი დაუთმობდა იმ ბერკეტებს ოპოზიციას? რაც ხელთ უპყვრია? ხელში ჩაიგდო მარნეულის საბადოები იყიდა ნახევარი საქართველო წყალიც კი რომელიც გაყიდა ამოიფარა არაბეთის საემიროს შეიხი საშვილთაშვილოდ აიწყვეს სააკაშვილებმა,ბეჟუაშვილებმა,რურუებმა, უგულავებმა, ბოკერიებმა,გაბაშვილებმა,მაჭავარიენებმა საქმე დადექით ეხლა ნაციონალების თაყვანისმცემლებმა და ან საზღვარგარეთ გააქციეთ ოჯახები ან მონებად დაუდექით მათ არ იცოდით სოროსით გამოკვებილი ხალხი რომ მოდიოდა? ისიც უნდა გცოდნოდათ მილიონებს უცხო ადამიანი ტყუილა რომ არ დაგახარჯებს ერი, ენა, სარწმუნოება გადაგვარების საზღვარზეა მისული და კიდევ გზებს,გაზს და შუქს ეთაყვანებიან ეგ მართლა ბნელი და გაუთვითცნობიერებული ხალხი,ვაი ჩვენს მომავალ საქართველოს

=sher= =sher= =sher= =sher= =sher=

=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher=

სურათი აღარ არსებობს

ხალხისა არა, მაგრამ "მამიკოსთან",ეტყობა, სცხვენია როგორც იქცევა =lol= =lol= =lol= =lol= =lol=
სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს და ჩვენ რომ არ გვეხებოდეს........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
თავისი ხალხის ცხვენოდეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Aug 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს და ჩვენ რომ არ გვეხებოდეს........

გაიხარე!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი