↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთ მომხრეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს


თბილისი, 26 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ოპოზიციის ლიდერებმა თავიანთ მომხრეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და ”გააგრძელონ ბრძოლა გამარჯვებამდე”. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე განაცხადეს, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე აღნიშნავს, რომელიც დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ღონისძიებას მართავს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, რომელიც კენჭისყრის შედეგებით უკმაყოფილოა.

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი მოწვევის პარლამენტში 21 მაისის არჩევნებზე 120 მანდატი - საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო ოპოზიციას მხოლოდ 30 ადგილი რჩება.

ოპოზიციის მომხრეთა კოლონა - რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა. სპეცრაზმმა, რომელმაც რუსთაველის გამზირის ბლოკირება დილიდანვე მოახდინა, მოხსნა ბლოკირება და კოლონა პარლამენტის შენობისკენ გაუშვა. ამ დროისთვის ტრიბუნები ყველა ოფიციალურ პირს დატოვებული ჰქონდა.

გამზირი პარლამენტის შენობის წინ სავსეა ხალხით, ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს და მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

”ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ღირსების დღეს. მიუხედავად მთელი სიცრუისა, რომელიც გადავიტანეთ, საქართველი არ დაღუპულა”, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მომხრეებისადმი მიმართვისას. მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ”ამერიკის და სხვა ქვეყნების ინტერესების შეკვეთა იყო”.

"ეს არის ბრძოლა მსოფლიო გეოპოლიტიკის წინააღმდეგ. მე საერთოდ არ მაინეტესებს ამერიკის და ევროპის ინტერესები, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც სავსეა ძალადობით და სიცრუით. არჩევნები რომ თავსიუფლად ჩატარებულიყო, ის ამერიკის და სხვა ქვეყნების შეკვეთა არ იქნებოდა”, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

”არც ერთი ოპოზიციური ძალა პარლამენტში ხალხის სახელით არ შევა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ვაღიაროთ ამ არჩევნების კანონიერება”, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში შემავალი პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

”ჩვენ გამოვედით მემორანდუმით, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია. აღნიშნული მემორანდუმით ჩვენ ვაცხადებთ, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები არ წარმოადგენდა ქართველი ხალხის ნების გამოვლინებას. ისინი ძალადობის, ტერორისა და მასობრივი გაყალბების ფონზე ჩატარდა. ყველა ძირითადი საინფორმაციო საშუალება ხელისუფლების ხელში იყო. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, არ ვცნობთ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად და უარს ვაცხადებთ პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არ შევიდნენ პარლამენტში”, - განაცხადა გამყრელიძემ.

”ჩვენ არ ვაპირებთ ბრაიზას სცენარის მიხედვით სააკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში თამაშს. ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და ადრე თუ გვიან ჩვენსას მივაღწევთ”, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა და პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა, რომელიც ასევე გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში შედის.

”ჩვენ ვუერთდებით და ხელს ვაწერთ გაერთიანებული ოპოზიციის მემორანდუმს. ჩვენი ერთობა ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის დამხობისკენ და საქართველოს გამარჯვებისკენ მიგვიყვანს. ამგვარი არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ქართველი ხალხი ამას არავის აპატიებს”, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

დილიდან აქციაზე არანაირად არ აფიქსირებდა თავის პოზიციას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც სხვა ორი ოპოზიციური პარტიის მსგავსად 5%-იანი ბარიერი გადალახა. მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ნაშუადღევს პარლამენტის შენობასთან მიტინგზე მივიდა.

საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის ახალი მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 120 მანდატს - საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. ”პროპორციული სისტემით მმართველი პარტია 49 მანდატს იღებს, გაერთიანებული ოპოზიცია - 14-ს, 6-6 მანდატს იღებენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და დეპუტატები არ შეუშვეს საქართველოს პარლამენტში

თბილისი, ”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და დეპუტატები არ შეუშვეს საქართველოს პარლამენტში, სადაც ისინი სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებდნენ.

როგორც 26 მაისს მრავალათასიან საპროტესტო აცქიაზე განაცხადეს, სპეცრაზმის ქვედანაყოფებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი გატაკეტეს და იქ ოპოზიციის დეპუტატებიც კი არ შეუშვეს.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის ნაწილი საზოგადოებრივი ტელევიზიისკენ დაიძრა, რომლის ხელმძღვანელობას ოპოზიციამ ულტიმატუმი წაუყენა - ჩართოს პირდაპირი ეთერი აქციიდან.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დვით გამყრელიძემ განაცხადა, პირველი არხი ხალხს ეკუთვნის და არა მთავრობას და მან საპროტესტო აქციის პირდაპირი ტრანსლაცია უნდა განახორციელოს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ლეიბორისტულმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ასევე რსპუბლიკელებმა და თავიანთ მომხრეებმა პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია მაშინვე დაიკავეს, როგორც კი იქ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი დასრულდა.

აქციაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ფაკტები მახინჯდება 10000 კაცი იყო და არა 20 ატასი და მეტი ელენე ფარცვალიამ საიდან იცის რამდენი კაცი იყო დეითვალა თუუუუუუუ???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
კიდებ კარგი, აღლუმი არ ჩაშალეს და ეროვნული თავმოყვარეობა ამით მაინც არ შეგველახა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ოპოზიციის საბედისწერო შეცდომები თენგიზ სიგუას აზრით

ყოფილი პრემიერისთვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თენგიზ სიგუა მიიჩნევს, რომ გადამწყვეტ მომენტში ოპოზიციამ საბედისწერო შეცდომები დაუშვა. ამან კი მხოლოდ “ნაცმოძრაობის” გამარჯვებას კი არა, ეროვნული მუხტის მინავლებასაც შეუწყო ხელი. თენგიზ სიგუა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის კინკლაობა მშვიდობიანად, დაპირისპირების გარეშე დამთავრდება.
- ველოდი, რომ “ნაცმოძროაბა” უმრავლესობით მოვიდოდა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ექნებოდა, არ მეგონა. ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგალითად, როცა ხელისუფლებას 16-პუნქტიანი მემორანდუმი წარუდგინა. ეს შეცდომა ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა, დრო გაწელა და ერთი თვე პატიმრების გათავსუფლებაზე მსჯელობას მოანდომა. რა აუცილებელი იყო ამაზე დავა? იმაზე უნდა ეზრუნათ, რამენაირად ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და პატიმრებს მეორე დღესვე გაათავისუფლებდნენ. ამასობაში კი, ყურადღების მიღმა ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები დარჩა, როგორიცაა მედიის თავისუფლება, კონსტიტუციაში შესწორებების არშეტანა და საარჩევნო ადმინისტრაცია. ესეც ხელისუფლებამ სათავისოდ კარგად გამოიყენა - კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და 75 მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ჯიბეში ჩაიდო.

სხვათა შორის, ამბობდნენ, კომისიებში წარმომადგენლები გვყავს და ხმების დაცვას შევძლებთო.
- მართალია, კომისიის წევრები ჰყავდათ, რაც კონტროლის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე “ნაცმოძრაობის” ხალხი იყო. ახლანდელ არჩევნებზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ საპრეზიდენტოზე ოპოზიცია ბევრმა წარმომადგენელმა, უბრალოდ, გაყიდა და ისეთ ოქმებზე მოაწერა ხელი, რომლებზეც არ უნდა მოეწერა. ცნობილია, არჩევნებს ის იგებს, ვინც ხმებს ითვლის. ამიტომ, ოპოზიციის მხრიდან ძირითადი ყურდაღება საარჩევნო ადმინისტრაციაზე უნდა ყოფილიყო გადატანილი.

ოპოზიციამ ეს ყველაფერი რატომ ვერ გათვალა?
- არ ვიცი. ისიც შეცდომა იყო, რომ ოპოზიცია გადამწყვეტ მომენტში დაიქსაქსა. ხალხი იმან გააღიზიანა, რომ მათ ერთმანეთის გაქილიკება დაიწყეს. მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ. რამდენიმე ოლქში “ნაცმოძრაობის” გამარჯვებულმა კანდიდატმა 40% აიღო და ეს ადასტურებს, ამ ოლქებში მხოლოდ ერთ ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატს რომ ებრძოლა, ოპოზიცია გაიმარჯვებდა. ასე მოხდებოდა, მაგალითად, გლდანში, ნაძალადევში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, მესტიაში, ქუთაისში...

თუ ასეა, ერთმანეთს ხმები დავით გამყრელიძემ და ლევან ბერძენიშვილმა რატომ არ წაართვეს?
- საპრეზიდენტო არჩევნებში, ვაკეში სააკაშვილმა დიდი მარცხი განიცადა. ახლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ვაკე მკვეთრად ოპოზიციური ოლქია. თან გამყრელიძემ კარგად იმუშავა, რასაც, ზოგადად, ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. მათ იცოდნენ, რომ აგებდნენ და მხოლოდ იმისთვის უნდა ებრძოლათ, რამენაირად, 50 მანდატი აეღოთ და “ნაცმოძრაობას” საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყოლოდა. ეს ოპოზიციისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იქნებოდა.

უკმაყოფილო ხალხის ოპოზიციისადმი დამოკიდებულება, თქვენი აზრით, მხოლოდ შეცდომებმა შეცვალა?
- დრო გავიდა და ხელისუფლებამაც ყველაფერი კარგად გათვალა, წინასაარჩევნო კამპანიაც ეფექტური ჰქონდა. არც ფინანსებთან დაკავშირებით ჰქონია პრობლემები, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. მმართველი პარტია აშკარად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, რაც არაკანონიერია, მაგრამ რატომღაც ამას ყურადღებას უცხოელებიც კი არ აქცევდნენ. ამასთანავე, აქტივობა 51% იყო. ოპოზიციის ბევრი მომხრე არჩევებზე არ მივიდა, მაშინ როცა “ნაციონალებმა” თავის მომხრეებს სრული მობილიზება გაუკეთეს. მოკლედ, სიმართლე ისაა, რომ “ნაცმოძრაობამ” საპარლამენტო არჩევნები, თავის სასარგებლოდ, ძალიან კარგად, ორგანიზებულად ჩაატარა.

თავდაპირველად მეჩვენებოდა, რომ ოპოზიციაც გაცილებით ორგანიზებული იყო, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. ბევრი იყო მოსყიდვის ფაქტიც. გაჭირვებული ადამიანები 100-200 ლარად გაიყიდნენ...

ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ეს გადაწყვეტილება სწორია?
- 30-მდე დეპუტატი მანდატს რომ არ იღებს, ეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს და დასავლეთში ცუდი რეზონანსი მოჰყვება, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით, ხელისუფლებას ვერაფერში მოედავებიან.

ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს? ხალხი აღლუმისკენ უნდა დაძრას?
- ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ქუჩაში თავის ამომრჩეველს, ანუ დაახლოებით 300 ათას ადამიანს გამოიყვანს. მე კი ამის იმედი არ მაქვს. სოციოლოგების თქმით, იანვარში პიკის შემდეგ, ეროვნულმა ენერგიამ ვარდნა თებერვალ-მარტში დაიწყო და ასე უცებ ისევ პიკს ვერ მიაღწევს. მოკლედ, არ მგონია, ოპოზიციამ ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხის გამოყვანა შემოდგომამდე შეძლოს, თუმცა არ არის გამორიცხული, მიტინგზე 50 ათასამდე ადამიანი მივიდეს.

ოპოზიციას ხალხი იპოდრომიდან უნდა დაეძრა და არ დაეშალა?
- იყო საშიშროება, რომ ხელისუფლებას იარაღი გამოეყენებინა, მაგრამ რატომღაც მგონია, 7 ნოემბრის მძიმე პრესის შემდეგ, ხელისუფლება ამას ვერ გაბედავდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მაშინ ხალხის დაშლა შეცდომა იყო. ახლა კი, 2-3 და, თუნდაც, 10 ათასი კაცით ხელისუფლებას ვეღარ შეაშინებენ. ვერც აღლუმს ჩაშლიან, რადგან ამ რაოდეობის ადამიანებს პოლიციაც ადვილად “მოერევა”. ხელისუფალთ კი, იცით, როგორი მიდგომა ექნებათ? - იდგნენ და იყაყანონ!

თუმცა, ბოლო დროს, პრეზიდენტი ოპოზიციის მიმართ გაცილებით გულმოწყალეა, მთავრობაში თანამდებობებსაც სთავაზობს...
- ასე რადიკალურად განწყობილი ოპოზცია სააკაშვილს რაიმე თანამდებობაზე რომ დათანხმდეს, ეს თავის მოჭრა იქნება და მეტი არაფერი, მითუმეტეს, ახლა, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია.

არანაკლებ დაძაბულია საგარეო პოლიტიკაც. სხვათა შორის, ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობა წინასაარჩევნოდ ხელოვნურად დაიძაბა.
- არ მგონია, რუსეთთან ურთიერთობა ხელოვნურად, არჩევნებისთვის დაძაბულიყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დათვი არ გავაღვიძოთ. თბილისი კავკასიის დედაქალაქად აღიარებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყველა ცენტრალური კავკასიური ორგანო ყოველთვის აქ იყო, რომანოვების დროსაც და ბოლშევიკების მოსვლის შემდეგაც, ელცინმა ეს დამოკიდებულება შეცვალა და სწორედ იქედან დაიწყო ურთიერთობის დაძაბვა, რასაც ხელი ჩვენც შევუწყვეთ.

რას გულისხმობთ?
- ბევრი შეცდომა დაუვუშვით. არ შეიძლება, ასეთი სახელმწფოს ლიდერს ლილიპუტინი ეძახო, 150-მილიონიან ერს კი შეურაცხყოფა მიაყენო, ფეკალურ მასასაც მიირთმევსო. გარდა ამისა, გაუგონარია, აფხაზეთში სამშვიდობო მისია დავაკისრეთ ქვეყანას, რომელმაც აფხაზეთი წაგვართვა. შევარდნაძის ეს უდიდესი შეცდომა რატომღაც დღემდე ვერ გამოსწორდა. ვერც ის მოვახერხეთ, დსთ-დან გამოვიდეთ და რუსეთის ჯარი გავიყვანოთ.

დამიჯერეთ, რუსული ჩექმა მოგვშორდება თუ არა, პრობლემას ადვილად გადავწყვეტთ.

გატყობთ, იმედი გაქვთ, რომ დეკემბერში მაპ-ს მივიღებთ?
- დიახ. დიდი მხარდაჭერა გვაქვს. პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო ამერიკას ძალიან სჭირდება. სააკაშვილი კი ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც ვაშინგტონი ეუბნება. შევარდნაძე იმიტომ მოიშორეს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ორმაგ თამაშს თამაშობდა. სააკაშვილს კი, შეიძლება, ტაქტიკაში რაღაც შეცდომებს უშვებს, თორემ სტრატეგია აბსოლუტურად სწორად აქვს შერჩეული.

ამ ფონზე, რამდენად მოსალოდნელია ვადამდელი არჩევნები?
- დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ, რომ ეს მუხტი დაიძაბოს. 4 წლის განმავლობაში სოციალური პროგრამა ხელისუფლებას მიგდებული ჰქონდა. ახლა პენსიების ზრდას, სოფლის მოძლიერებას გეგმავენ და ეს ხალხის განწყობაზე აუცილებლად იმოქმედებს. ვფიქრობ, ბევრი, ვინც აქამდე ოპოზიციურად აზროვნებდა, მმართველი პარტიის მხარეს გადავა. თუ ასეთი კეთილი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ, მხარდამჭერების რაოდენობა გაეზრდება, მაგრამ გასაკრიტიკებელს ყოველთვის მოძებნიან და სწორიც იქნება. განსაკუთრებულად ჩასაფრებული კი ჟურნალისტები უნდა იყოთ, რომ ხელისუფლება ბაიყუშად არ იქცეს და არ განებივრდეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
კაი ინტერვიუა ყურადღებით წაიკითხეთ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
უგულავა პრემიერი გახდება????

არჩევნებში “ტრიუმფალური” გამარჯვების შემდეგ, სახელისუფლო წრეებში უკვე მომავალი მთავრობის ფორმირებაზე ალაპარაკდნენ. ოფიციალური ვერსიით, ახალ პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი არ დადგება.
სხვაგვარია კულუარული ვერსია, რომლის მიხედვითაც ლადო გურგენიძის ადგილს მალე თბილისის მერი გიგი უგულავა დაიკავებს, ხოლო ამდამინდელი პრემიერი კვლავ მშობლიურ საბანკო სფეროს დაუბრუნდება.

საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი მთავრობის დღევანდელ შემადგენლობას ნდობას ხელახლა არ გამოუცხადებს. ახალი პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების მესამე მოსმენით მიღება ვერ მოესწრო.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, ახლადარჩეულ პარლამენტს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობის ორი მესამედი შეიცვლება.

- “ამჟამად მთავრობაში მხოლოდ ოთხი მინისტრი არის შეცვლილი, რაც მთავრობისათვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საფუძველი ვერ გახდება. ახლადარჩეული პარლამენტი მთავრობას ხელახლა მაშინ დაამტკიცებს, თუკი მის შემადგენლობაში კიდევ ორი მინისტრი შეიცვლება”, - აღნიშნა გიორგი ხუროშვილმა.

ბოლო ცვლილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტყეშელაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღვალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბაკურ კვეზერელი, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ მარტიაშვილი დაინიშნენ.

თუმცა ახალი მთავრობის ფორმირების საკითხი, შესაძლოა, მაინც დადგეს. კულუარული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სავარაუდოდ, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაინიშნება, ამჟამინდელი პრემიერი ლადო გურგენიძე კი კვლავ საბანკო სფეროს დაუბრუნდება.

როგორც ცნობილია, პრემიერი გურგენიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში საბანკო სფეროდან მივიდა და შესაბამისად, მისთვის ამავე სფეროში დაბრუნება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მით უფრო, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი მას საინტერესო წინადადებას შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ მომზადებული “საქართველოს საფინანსო სისტემის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი ეროვნული ბანკის ფუნქციების ორ ნაწილად გაყოფას და კერძო ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის განსახორციელებლად ე.წ. ზედამხედველობის საბჭოს შექმნას ითვალისწინებდა.

ამ სამსახურის ხელმძღვანელობა ძალიან მიმზიდველი იყო თავად პროექტის ავტორისთვის - კახა ბენდუქიძისთვის, რომელმაც, არაოფიციალური ინფორმაციით, თავის დროზე პრეზიდენტს შესაბამისი წინადადებით მიმართა კიდეც, თუმცა უარი მიიღო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “პირველისთვის” გახდა ცნობილი, ამ სამსახურის ხელმძღვანელობა ასევე სასურველია ამჟამინდელი პრემიერისთვის ლადო გურგენიძისთვის.

ნიშანდობლივია, რომ ლადო გურგენიძის წინამორბედი ზურაბ ნოღაიდელიც პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ საბანკო სფეროში წავიდა და კახა კალაძის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სარავძელი დაიკავა. აღნიშნულ ჰოლდინგში შედის “პროგრესბანკიც”, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში აქტიურად სექტემბრიდან შემოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ეს ის სიგუა არაა კენიის ხორცს რომ პირდებოდა ქვეყანას მთელი 1 წელი, მისი სახელი ყველაზე ღარიბულ საზიზღარ ნამცხვარს რომ ეწოდა და ბოლოს გამსახურდიას მთავრობა რომ მოასრიალა?!
კარგად იმალებოდა წლების მანძილზე, ახლა გამოცოცებულა და რჩევებსაც რომ იძლევა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე...საქართველოს მოწყობაზე კონსულტაციებს არც უნდა გასცემდეს ის კაცი, რომელიც ძნელბედობისას სამშობლოსთან არ დადგა. გამოვიდა ახლა დიდი პატრიოტი და გულშემატკივარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
შეიძლება პირდებოდა კენიის ხორცს მარა აქანე ნაღდს ლაპარაკობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბატატარი აქანე და იქანე არ ვიცი მე, ადამიანი ერთხელ რომ ჩაიჭრება, იქ მთავრდება ყველაფარი. თან იმასაც გააჩნია რაში ჩაიჭრა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თბილისი, 27 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი გადადგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თორთლაძემ განუცხადა.

”მე თვითონ დავუკავშირდი ტრიპოლსკის და მან ეს გადაწყვეტილება დაადასტურა”, - განაცხადა თორთლაძემ.

მისი თქმით, ტრიპოლსკიმ განაცხადა, რომ ცდილობდა, საზოგადოებრივი ტელეარხი თავისუფალ არხად გადაექცია, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ დაკავებული თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველომ” ტრიპოლსკის გადადგომის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ოფიციალური პირებისგან ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

ირაკლი ტრიპოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სამი თვის წინ, ოპოზიციის მოთხოვნით ტელეარხის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ გახდა. ოპოზიციური პარტიები ბოლო დროს ამტკიცებენ, რომ ახალი სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბებამ და ახალი დირექტორის დამტკიცებამ სასურველი შედეგები ვერ მოიტანა და ის ხელისუფლების ძლიერი კონტროლის ქვეშ რჩება. --0--

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
არ მჯერა ამ ელენე ფარცვანია შავ სიაში შემყავს მაგიც

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
batatari wrote:
ციტატა:
ფაკტები მახინჯდება 10000 კაცი იყო და არა 20 ატასი და მეტი ელენე ფარცვალიამ საიდან იცის რამდენი კაცი იყო დეითვალა თუუუუუუუ???????

შენ 10000 დაითვალე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
კიდებ კარგი, აღლუმი არ ჩაშალეს და ეროვნული თავმოყვარეობა ამით მაინც არ შეგველახა...

ახლა როგორ გრძნობ თავს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
კი მე დავთვალე, ოღონდ ფეხები დავითვალე და მერე ორზე გავყევი. :) ისე, ოთხფეხა არსებები არ გამითვალისწინებია :):):)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი