შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
შენ უნდა იდგე ჩემს გვერდით ახლა და ჩემი მაჯა შენს ხელში თრთოდეს, განმერიდება დარდი და დაღლა- კეთილი გულით ისურვებ ოდეს... ამის უფლება, მინდა შენ გქონდეს...
ზოგს ნიავიც რომ არა ჰგონია, გრიგალია და მილეწავს ტოტებს, თურმე ჩემს თმებშიც დაუთოვია- დაუტოვია სიმწვანე კორდებს, წვიმის უფლებაც, მინდა შენ გქონდეს...
გული იქნება მართლა გაჩერდეს, მაგრამ ეს ლექსი არ უნდა მოკვდეს, მხოლოდ პოეტის თვალი გაჩვენებს ბრილიანტის და ალმასის ზოდებს- ამის უფლებაც, მინდა შენ გქონდეს...
ხე სიცოცხლისა ვატყობ გადახმა, და წითელ-ყვითელს ჩამოჰყრის ფოთლებს, დამედინება ცრემლი სხვადასხვა- იქ, ერთის ცრემლი სულს ამიქოთებს, ეგ ჩუმი ცრემლი სულს ამიქოთებს- ამის უფლებაც, მინდა შენ გქონდეს...
ისევ ამერევა ლექსის სული, შენგან მოვარდნილი სასწაულით. ისევ გამიდნება შეფიფქული- სული, ყინვისგან გათანგული... თოკზე ჩამოვკიდებ, შერისხული, წარსულს, მეწამული გაზაფხულით, ვეღარ შემაჩერებს შენი რთული, სახე, სიყვარულში დაფარული...
დღესაც მიხარია... რაღაც ჩუმად... ჩემთვის, სახეს ღიმი დაჰკრავს, სევდავ გადაბერდი! მარტის შარიშურში ისევ იმედდები, ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის, გძნობად ვიფერფლები..
აზრთა სიუხვე რომ თავზე გადამემხო, თავს ვერ ვუშველე და ლექსად დავიღვარე, მსურს რომ ეს ცხოვრება კალმით გადავთელო თუ რამე გაწვალებს, მუზავ, დამიბარე...
სუნი გაზაფხულის ფანჯრებს ეფერება, გული სიყვარულით ისევ მელექსება... ტანჯვას რა გამოლევს, მაინც მემღერება... ... ქალი ქალია და სევდაც ეჩემება...
მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური.. ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია !
"ასე არასდროს არ მყვარებია შენი მშიშარა სხეულის სითბო. თითქოს პირველად შეგახე ხელი, უკანასკნელად გიყურებ თითქოს. ტყუპისცალივით ხარ ახლობელი და ამავე დროს უცხო სრულიად, ასე იწყება ალბათ სიცოცხლე, ანდა ეს უკვე დასასრულია"
შენს თმის სურნელთან გავინაპირე, დღეს ჩვენი გზები გახდნენ მრუდენი, როს გაზაფხული გაიაპრილებს შენ,ალბათ,მაშინ დამიბრუნდები... მანამ კი უნდა ჩამოვვარცხნო მარტს სველი თმები და დარაბები შევუკეთო აპრილის სამ დღეს, მანამდე უნდა გავალარო ეს მრუდი გზები, მანამდე,ალბათ,ერთ-ორ მარტივ ლექსსაც კი დავწერ...
მსუყე ლექსები შენს ბაგეებს უნდა უმზერდნენ. შენი ტუჩები, ჩემი ეზოს მწიფე შინდები, ისე მომწყურდა, მე არ ვიცი,როგორ უძლებენ ჩემი მუზები უშენობას... ძლიერ მინდება შენი თეძონი, ვით მაისის პირსავსე მთვარე, და ძუძუები, როგორც ბოსტნის მწიფე მარწყვები... წუხელ წყვდიადში შენი ჩრდილის მაქმანი ვთალე და ღილებივით მივაბნიე შენი ღაწვები... ძილისპირულზე პერანგს ვაცვამ შენს გამხდარ აჩრდილს და ჩემს გულ-მკერდზე მიტმასნილი,საწოლს მიმყავხარ და ვითომ მძინავს თვალის ჭრილში ზმანებაგაჩრილს და ვგრძნობ,რომ ძლიერ...არა,უფრო მეტად მიყვარხარ...
დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების, ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს... თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში! და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს... მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში... ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის... და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი! და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი... ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი... მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი... ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი... პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები... და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ... ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, - იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის! დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი! ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...