↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე შენ უთუოდ შეგიყვარებდი,
ოდნავ რომ მქონდეს ამის უფლება,
ცას დავიპყრობდი შენი თვალებით
და მზეს ვაქცევდი ჩემს საკუთრებად.

თბილისის კართან დავდგამდი კარავს,
და ჩემს ლექსებში ითამარებდი,
შოთას ბატის ფრთად მიქცევდი კალამს,
შენი ირმული სითამამეთი.

შენს ამაყ სახელს მორჩილად ვცნობდი,
სახელს რომელიც ჩემთან ომობდა,
შენ გახდებოდი პოეტის ცოლი
რომ შენი ტრფობის ნება მქონოდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ ოქტომბერი იყავი მუდამ,
თუმც თამაშობდი აგვისტოს როლებს,
ვითომ- აგვისტოს ცხელი მზე ქუდად,
ვითომ -აგვისტოს ბრიალა თონე...

მაგრამ აჯანყდა და გაგთქვა გულმა,
რომ ყველა როლი წვიმად დნებოდა,
რომ მოზომილი ღიმილის უკან,
ოქტომბრის ნისლი იმალებოდა.

რომ დღესაც, როცა ჩვეულ ღიმილით,
უდარდელ ქალის ნიღაბს მოირგებ,
აშკარად მოჩანს ნიღაბის იქით-
როგორ ციმციმებს ცრემლი მორიგი.

ჩემს გულშიც სევდას გაუთევია,
დავეხეტები მარტოდ , იაქებრ,
...მადლობელი ვარ , მადლობელი ვარ,
რომ ზოგჯერ კიდევ მაფორიაქებ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემი წვალება შენ გულს გიკაწრავს,
მაგრამ გაჩუმებს ხმა შემპარავი,
ჩემზე ხმამაღლა გიხმობს ვიღაცა,
ჩემზე გულწრფელად, ვიცი არავინ.

ო, დადუმება , ვიცი ჩემი გსურს,
მაგრამ არც გინდა, რომ მთლად დავმუნჯდე,
შენ მერიდები როგორც შერისხულს,
თან მიფრთხილდები, როგორც საუნჯეს.

გიმძიმს, რომ დარდი დამაჩინო და
შენს დავიწყებას ჩემთვის ადვილობ,
ფრთხილად მიდიდებ გულზე ჭრილობას,
რადგან არ გინდა გული მატკინო...

შენს ლამაზ სახელს გსურს რომ გამყარო,
მაგრამ ძნელია
და ვეღარ შესძლებ,
და ერთმანეთი რომ არ დავკარგოთ
თვალებით ისევ ერთმანეთს ვეძებთ...

ვაგროვებ ქარში გაშლილ იმედებს,
იქნება ავცდე ტყვიით სიკვდილსა,
ირმის ფეხებმა თუ გამიმეტეს-
მე გადამარჩენს გული ირმისა.

შენიანი ვარ სულით ხორცამდე,
მოდი, ჩამხედე გულში მთლიანად,
...ჩემზე ძლიერად ვინ შეგიყვარებს
ან ვინ მოგისმენს ჩემზე ჭკვიანად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ უნდა იდგე ჩემს გვერდით ახლა
და ჩემი მაჯა შენს ხელში თრთოდეს,
განმერიდება დარდი და დაღლა-
კეთილი გულით ისურვებ ოდეს...
ამის უფლება,
მინდა შენ გქონდეს...

ზოგს ნიავიც რომ არა ჰგონია,
გრიგალია და მილეწავს ტოტებს,
თურმე ჩემს თმებშიც დაუთოვია-
დაუტოვია სიმწვანე კორდებს,
წვიმის უფლებაც,
მინდა შენ გქონდეს...

გული იქნება მართლა გაჩერდეს,
მაგრამ ეს ლექსი არ უნდა მოკვდეს,
მხოლოდ პოეტის თვალი გაჩვენებს
ბრილიანტის და ალმასის ზოდებს-
ამის უფლებაც,
მინდა შენ გქონდეს...

ხე სიცოცხლისა ვატყობ გადახმა,
და წითელ-ყვითელს ჩამოჰყრის ფოთლებს,
დამედინება ცრემლი სხვადასხვა-
იქ, ერთის ცრემლი სულს ამიქოთებს,
ეგ ჩუმი ცრემლი სულს ამიქოთებს-
ამის უფლებაც,
მინდა შენ გქონდეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვიცი მოხვალ ჩემთან
მზისფერ სასწაულად...
ყვავილებს დამაფენ
გულზე სამკაულად...
ვიცი აგამღერებს
ჩემი სიყვარული,
ღიმილს დამადევნებ
ულევ სიხარულით...
ვიცი, ქარაშოტმა
იცის დამშვიდება.
-მივხვდი,
ამაოა შენი დავიწყება...
კარში გაზაფხულის
სითბოც მოიპარა,
ყინვა დაზაფრული
სულში მოიღალა...
...
მოდი,
დამაფინე
ფერადი ყვავილები...
იები, გვირილები, იასამანები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ისევ ამერევა ლექსის სული,
შენგან მოვარდნილი
სასწაულით.
ისევ გამიდნება შეფიფქული-
სული, ყინვისგან
გათანგული...
თოკზე ჩამოვკიდებ, შერისხული,
წარსულს,
მეწამული გაზაფხულით,
ვეღარ შემაჩერებს შენი რთული,
სახე, სიყვარულში
დაფარული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დღესაც მიხარია...
რაღაც
ჩუმად...
ჩემთვის,
სახეს ღიმი დაჰკრავს,
სევდავ გადაბერდი!
მარტის შარიშურში ისევ იმედდები,
ჩემთვის,
მხოლოდ ჩემთვის, გძნობად ვიფერფლები..

აზრთა სიუხვე რომ თავზე გადამემხო,
თავს ვერ ვუშველე და ლექსად დავიღვარე,
მსურს რომ ეს ცხოვრება კალმით გადავთელო
თუ რამე გაწვალებს, მუზავ, დამიბარე...

სუნი გაზაფხულის ფანჯრებს ეფერება,
გული სიყვარულით ისევ მელექსება...
ტანჯვას რა გამოლევს,
მაინც მემღერება...
... ქალი ქალია და სევდაც ეჩემება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
მე ვარ...როგორ გითხრა?-არანორმალური..
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე..
მოგისმენ,მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე,მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სიშორე ერევა სურვილებს,
ურცხვად ჰკლავს შეხვედრის წყურვილებს...
სიმღერა ერევა სიჩუმეს,
წამების ქროლვებით მივდუმდეთ...

ჩამოწვა სიბნელე დროების,
შენ ხომ ჩემს სიზმრებშიც მოხვედი...
ჩაფერფლა წარსულის ტანჯვები,
...მხოლოდ გაელვებით... წახვედი...

...წახვედი...
...სიჩუმით დამტოვე...
გულზე ფანტელები დათოვე...
სიცივემ დამაზრო...
მადროვეთ!!!

. . . .

დამტოვე?
. მირაჟში გაცოცხლებ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
"ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნუ მიმატოვებ,
მაინც ვერასდროს
ვერ გაგიმეტებ დასავიწყებლად.

ნუ მიმატოვებ,
ნუთუ არ იცი,
რომ ყოველი დღე შენით იწყება?

ნუ მებუტები,
თორემ ეს გული,
მწარე ნაღველით ისევ ივსება...

ახლოს ნუ მოხვალ,
ჩვენი გრძნობები
არ მემეტება დასამიწებლად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნაირნაირი ფერებით მავსებს,
ეს გაზაფხული ხალისიანი,
არ გაგიკვირდეს, თუკი მე დაგხვდი,
ათასჯერ უფრო ალერსიანი...

მომწონს შეგრძნება, შეხება შენი..
ასე არავინ არ შემხებია
და ახლა ვხვდები, რომ შენ კი არა,
მე სიყვარული შემყვარებია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენს თმის სურნელთან გავინაპირე,
დღეს ჩვენი გზები გახდნენ მრუდენი,
როს გაზაფხული გაიაპრილებს
შენ,ალბათ,მაშინ დამიბრუნდები...
მანამ კი უნდა ჩამოვვარცხნო
მარტს სველი თმები
და დარაბები შევუკეთო
აპრილის სამ დღეს,
მანამდე უნდა გავალარო
ეს მრუდი გზები,
მანამდე,ალბათ,ერთ-ორ
მარტივ ლექსსაც კი დავწერ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მსუყე ლექსები
შენს ბაგეებს უნდა უმზერდნენ.
შენი ტუჩები,
ჩემი ეზოს მწიფე შინდები,
ისე მომწყურდა,
მე არ ვიცი,როგორ უძლებენ
ჩემი მუზები უშენობას...
ძლიერ მინდება
შენი თეძონი,
ვით მაისის პირსავსე მთვარე,
და ძუძუები,
როგორც ბოსტნის მწიფე მარწყვები...
წუხელ წყვდიადში
შენი ჩრდილის მაქმანი ვთალე
და ღილებივით
მივაბნიე შენი ღაწვები...
ძილისპირულზე
პერანგს ვაცვამ შენს გამხდარ აჩრდილს
და ჩემს გულ-მკერდზე
მიტმასნილი,საწოლს მიმყავხარ
და ვითომ მძინავს
თვალის ჭრილში ზმანებაგაჩრილს
და ვგრძნობ,რომ
ძლიერ...არა,უფრო მეტად მიყვარხარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
ნუ დამიბედებ

დღეს ბედობაა... აუხდენელი ოცნებების,
ნუ დაიბედებ, ცივ ქარტეხილებს...
თვახედობაა, ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!
და შენზე ფიქრი, ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის უფსკრულების არის ლამანში...
ჯოჯოხეთია, გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!
და ერთადერთმა ღმერთმა იცის, ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს! მე ვარ დემონი...
მე ვარ სატანა... ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ... ქვესკნელების ვარ ჰეგემონი
და სივრცეებში მიმოფანტულ ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი... მათი მზეები...
და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს, ქრისტეს გაფიცებ, -
იქნებ როგორმე გადამირჩე - ღმერთის გულისთვის!
დღეს ბედობაა... დაიბედენ ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე... სამოთხეები...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი