↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ბევრი ცდა არ მოგვიწევს კიდევ შეიკრიბებიან და ერთად დავთვალოთ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
რა ცინიზმია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
ქართულ ბაზარზე იაფფასიანი ეგვიპტური კარტოფილი გამოჩნდა, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს ამ კულტურით მდიდარ ახალციხისა და წალკის რაიონებს. იმპორტული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფონზე ქართული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია. როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობაში სტაგნაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. აგროსექტორში არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა, არ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები და აქედან გამომდინარე, მას არც ბანკები წყალობენ.
რა მოხდება მომავალში და რა შანსები აქვთ ქართველ გლეხებს, არავინ იცის. მრავალი წლით ყველასგან მიტოვებული ქართული სოფლის მეურნეობა სადღაც, საწყის ეტაპზეა გაჩხერილი. ნახევრად მემარცხენე და ნახევრად მემარჯვენე ხელისუფლებას კი ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, დარგის ასაღორძინებლად რომელ გზას დაადგეს.

ბევრი სხვადასხვა მიზეზი და მოსაზრება პირველი

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული პროდუქტის არაკონკურენტუნარიანობა არასათანადოდ დაცულმა შიდა ბაზარმა, სანიტარიული კონტროლის არარსებობამ და არასწორმა საგადასახადო პოლიტიკამ განაპირობა. ნაწილი კი იმაშია დარწმუნებული, რომ მიწის არასწორი პრივატიზაცია, დარგის მიმართ არასწორი მიდგომები და ეკონომიკაში პოლიტიკის გააქტიურება იქცა აგროსექტორის განვითარებაში ხელისშემშლელ ფაქტორებად.

ყველა ამ პრობლემის მიზეზი, მათი აზრით, პირველ რიგში, არასათანადოდ დაცული შიდა ბაზარია. სანიტარიული კონტროლი არ არსებობს და ქვეყანაში გენმოდიფიცირებული, უვარგისი პროდუქტები შემოდის, რომელსაც იმპორტიორი ქვეყნები თავად არ მოიხმარენ. გარდა ამისა, არც საგადასახადო პოლიტიკა იცავს ადგილობრივ წარმოებას. ქვეყანაში არ არსებობს პროტექციონისტული პოლიტიკა. საჭირო არაა, გლეხებს 20 ლ. დიზელი დაურიგო. უმჯობესია, ეს სახსრები სამეწარმეო სექტორში განთავსდეს.

როგორც ჩანს, ყველა ამ მიზეზსაც თავისი გამომწვევი მიზეზი ჰქონდა. ხელისუფლება თითქმის, 10 წლის განმავლობაში გვარწმუნებდა, რომ მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა იხსნიდა გაპარტახებულ დარგს და ზედმეტი ყურადღება საჭირო არ იყო. თუმცა, ბოლოს ვერც მაღალი ტექნოლოგიები მივიღეთ და ის მეცნიერული მიდგომებიც, რაც აქამდე არსებობდა თითქმის დავიწყებას მიეცა.

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: ”მაღალი ტექნოლოგიები ყოველთვის იქნება მთავარი მიმართულება, მაგრამ ეკონომიკურად გაკოტრებული სექტორი ხელს ვერ შეუწყობს კონკურენტუნარიანობას. ადამიანებს სჭირდებათ კვება. ჩნდება ახალი ნიშა, რომელიც სოფლის მეურნეობამ უნდა დაიკავოს. იგი უნდა გახდეს პრიორიტეტი და ამისთვის, აუცილებელია მეცნიერული ცოდნის დანერგვა.

დღეს ამის უზარმაზარი პოტენციალი რუსეთს უჩნდება. იქ თანდათან შედიან უცხოური კომპანიები და აგროფირმების ფასი ნახევარ მილიარ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს პოტენციალი მას ვერ შეედრება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების და ცოდნის დანერგვით შესაძლებელია დარგის რეაბილიტაცია. ქართულ პროდუქციას აქვს პოტენციალი, რომ მან, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტმა, თავისი ნიშა დაიკავოს, მითუმეტეს, რომ მსოფლიოში ნორმალურ საკვებზე მოთხოვნა იზრდება.

ჩვენ გვაქვს ჩაის უნიკალური ჯიშები. მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და ამ ფონზე, ქართული ჩაი მიმზიდველად გამოიყურება. ეს დარგი 15 წლის განმავლობაში აბსურდული მოსაზრებებით იყო მიტოვებული. ასევე, უპატრონოდაა მიტოვებული ხილ-კენკროვანი მცენარეები და საერთოდ, აგროსექტორი მთლიანად წარმოების გარეშეა დარჩენილი.

საკუთარი პოტენციალის გამოსაყენებლად ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე დარგის დოტაცია უნდა განახორციელოს. თვით აშშ და ევროკავშირი არ ერიდებოდა სუბსიდიების გაცემას. ევროკავშირს ამისთვის პრობლემებიც კი შეექმნა, მაგრამ მას უარი არ უთქვამს სუბსიდიების გაცემაზე. დღეს, როცა სიტუაცია გვკარნახობს, რომ უნდა გვქონდეს მძლავრი სექტორი, რადგან უახლოეს 10 წელიწადში აგროსექტორი იქნება მსოფლიოში ერთადერთი პრიორიტეტი, არ მესმის უარი რატომ უნდა ვთქვათ დარგის დახმარებაზე?”

ხელისუფლების მხრიდან დარგის დოტაცია, ან სუბსიდირება კი კამათის მთავარ მიზეზად იქცა თავად ექსპერტებს შორის. არა და, უსახსროდ დარჩენილ სოფელში, სადაც არც-ერთი საფინანსო ინსტიტუტი არ მუშაობს და აგროსექტორის დასაფინანსებლად კრედიტს არც ბანკები იძლევიან, არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა, მოაქალაქეები ხელშეწყობას ვერავისგან გრძნობენ. ამის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველმა გლეხებმა გამოსავალი სხვაგან უნდა ეძებონ.

კიდევ რამდენიმე მიზეზი და მოსაზრება მეორე

არავითარი დოტაცია, არავითარი სუბსიდია და სახელმწიფოს მხრიდან არავითარი ჩარევა. გამყიდველი ყიდის, მყიდველი ყიდულობს და საერთოდ, ბაზარი თავად არეგულირებს ყველაფერს. ასეთია ახალი ეკონომიკური სკოლის ხედვები.

ის, რომ სოფლის მეურნეობა გასაჭირშია, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტი მძლავრობს, რომ გლეხი გასაღების ბაზარს ვერ პოულობს და მომხმარებელი ახალციხის კარტოფილს ეგვიპტურს ამჯობინებს, ტრაგედიად არ მიაჩნია ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელს, ეკონომიკის ექსპერტს პაატა შეშელიძეს:

”სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი პრობლემა მიწის პრივატიზაციის შეფერხება იყო. ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, თავისუფლად ევაჭრათ მიწებით. მიწები დღემდე დაყოფილია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებად. ერთიდან მეორეზე გადაყვანა კი უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ანუ სახელმწიფო ჯერაც ერევა ამ საკითხებში.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, დღეს ბევრი ადამიანია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. საჭიროა, ისინი ჩართულნი იყვნენ წარმოებაში და არ იყვნენ მხოლოდ მიწაზე მიბმული. ამასაც ხელი შეუშალა იმან, რომ საწარმოთა განვითარება შეფერხდა. რაც შეეხება საგადასახადო სისტემას, სოფლის მეურნეობის დარგი განთავისუფლებულია ყველა გადასახადისგან და ამ მხრივ საწუწუნო არაფერია. ბაზრების მოპოვება კი უცებ არ ხდება და ეს კონკურენციის შედეგადაა შესაძლებელი. ის, რომ მომხმარებელი ქართულ პროდუქტს ეგვიპტურს არჩევს, ე.ი. ეს პროდუქტი რაღაც კომპონენტით სჯობნის ადგილობრივ პროდუქტს.

უაპელაციოდ, იმის მტკიცება, რომ ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოდის, არასწორია. თუნდაც ასე იყოს, ესეც მომხმარებლის არჩევანია. თუ მომხმარებელი თანახმაა, ფასიდან გამომდინარე, შედარებით დაბალხარისხიანი პროდუქტი შეიძინოს, ამას ვერაფერს უზამ. ამიტომ, ქართველმა ფერმერებმა და გლეხებმა უნდა შეცვალონ სტრატეგია. თუ აქამდე არხეინად იყვნენ, ამიერიდან უნდა დახვეწონ წარმოება, ან სხვა საქმით დაკავდნენ. რატომ გვაქვს ჩაბეჭდილი, რომ ახალციხეში მხოლოდ კარტოფილი უნდა მოდიოდეს და კახეთში ყურძენი? ჩვენ რა ვალდებულები ვართ, რომ ბოლომდე ეს გადანაწილება შევინარჩუნოთ?

და ბოლოს, არ მიმაჩნია სწორად, დარგში რაიმე სახის დოტაციების და სუბსიდიების განხორციელება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფული წარმატებულებს წავართვათ და წარუმატებლებს მივცეთ. რატომ? რაც შეეხება ევროპას, იქ მთავრობა ფულს სულ სხვა რამისთვის იხდიდა. ეს იყო წმინდა პოლიტიკური პროცესი _ ჭარბწარმოების გამო ფასები დაბლა რომ არ ჩამოსულიყო, ფულს წარმატებულ კომპანიებს წარმოების გასაჩერებლად უხდიდნენ.

ჩვენთან, ხელისუფლების მიერ დაწყებული იაფი სესხის პროგრამა კი, შეიძლება ითქვას, უდიდესი დანაშაულია ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ. მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენთან ეკონომიკა პოლიტიკასთანაა გადაჯაჭვული. დროა, ექსპერტებმაც აირჩიონ, ეკონომისტები არიან, თუ პოლიტიკოსები”.

მოკლედ, საქართველო რომ განვითარებული და ძლიერი ქვეყანა ყოფილიყო, ალბათ, ბევრს საკამათო ცოტა ექნებოდა შეშელიძესთან. დემურ გიორხელიძესაც მიაჩნია, რომ სოფლად არსებული კარჩაკეტილი მეურნეობები, სადაც გლეხი ქათმებსაც ზრდის, მიწასაც ამუშავებს და მესაქონლეობასაც მისდევს, არანორმალურია. ექსპერტის აზრით, უნდა მოხდეს დაყოფა, რადგან ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ მოერევა. თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა.

რეალურად, ქვეყანა, რომელიც სიღატაკის ჭაობშია ჩაფლული, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას საჭიროებს. პარლამენტის ეკონომიკისა და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკო ლეკიშვილს საბაზრო ეკონომიკის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ საქართველოს ბაზარზე აზიური პროდუქტის მოჭარბების მიზეზებს სწორედ იმ ფაქტორებით ხსნის, რომ აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლება ფინანსურად ხელს უწყობს საკუთარ კომპანიებს. დარგების უმრავლესობა დოტაციაზეა და ეს უდიდეს სტიმულს აძლევს ამ კომპანიებს იმპორტის განხორციელებისთვის.

“ეს ქვეყნები გიჟები ნამდვილად არ არიან, რადგან ნებისმიერი ქვეყნის ამოცანა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაა. ჩვენ შეგვიძლია ადამიანები წყალში გადავისროლოთ და ვინც გადარჩება, გადარჩება, ხოლო დანარჩენები დასახრჩობად გავწიროთ. ვინ რას და როგორ ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნება, თუ იგი საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნებს. მე მირჩევნია, დავეხმაროთ ჩვენს სოფლის მეურნეობას, თორემ ქართული პროდუქტის ადგილს სხვა დაიკავებს და ეს ქვეყანას არ წაადგება”, - ამბობს ნიკო ლეკიშვილი.

ეკონომიკურად დაუცველი საზღვრები, არასათანადოდ დაუცველი შიდა ბაზრები, სანიტარული კონტროლის უმოქმედობა და საგადასახადო პოლიტიკა, ეს ის სამი ძირითადი მიზეზია, რომელიც დარგის განვითარებას ხელს უშლის. შესაბამისად, აღარც ის არის გასაკვირი, ქართულ ბაზარზე თურქულ და ირანულ კარტოფილს რატომ გამოუჩნდა ახალი კონკურენტი - ეგვიპტური კარტოფილი.

=cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni=

მომწყინდა პოლიტიკა=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

გრეჩიხას უფრო დიდი თავი აქვს მარა სამწუხაროდ ტვინი არ ააქვს=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
batatari wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს

გრეჩიხას უფრო დიდი თავი აქვს მარა სამწუხაროდ ტვინი არ ააქვს=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=

:) არც მეორე,გამოირჩევა,ჩემო ძმაო დიდი ტვინით=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
გრეჩიხას ძაფი აქვს გამბული. მიშას ქახალდი უდევს.lol lol

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
საერთოდ, ხალხის რაოდენობა იზომება არა თითო თითო დათვლით არმედ, კვადრატულ მეტრზე ანგარიშობენ საშუალოდ ხუთ ადამიანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ძმურათ,ალალად მითხარით,რომელს გჯერავთ რომ არჩევნები ჩატარდა პატიოსნად და არ ყოფილა გაყალბებული, ოღონდ გთხოვთ იყავით გულრწფელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მაგას თუ ვინმე,დაიჯერებს არჩევნები არ გაყალბებულა,მართლა აღარ ყოფილა საშველი და ესააა და უფრო მეტიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულააააააააააააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
თავის ზომებს კი ნუ უყურებთ მეზობლები შუბლზე როა ნამუსის ძაფი აი ის მოძებნეთ....რაა ეს რა დამოკიდებულებაა,რა არასერიოზულობაა და რამხელა ცინიზმია,მგონი ის,რომ საქართველოში არჩევნები ვერ ტარდება და ელემენტარული პირობები არაა დემოკრატიის,სასაცილო და ასაგდები კიარა,დამაფიქრებელი უნდა იყოს,ვწეროთ და ვიმსჯელოთ,იუმორისთვის,ყოველშემთხვევაში ასეთისთვის მაინც,სხვა თემებშიცაა ადგილი:):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
batatari wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს

გრეჩიხას უფრო დიდი თავი აქვს მარა სამწუხაროდ ტვინი არ ააქვს=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=

მიშას გგონია რომ ტვინით გაძეძგილი თავი აქვს?და ვინმეს გონია რომ საქართველოში ან საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა?სირცხვილია,ხალხნო,სირცხვილი,მრცხვენია რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილია,მრცხვენია რომ ასეთ ,,ბნელ" ქვეყანში ვცხოვრობ სადაც თვალებში გაყრიან ნაცარს;დრო მოვა რომ საკუთარ ქვეყანაში თქვენს და ჩემს საქართველოში (თუ ასე გაგრძელდა) ქართველი აღარ იარსებებს :(

:( :( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ერგნეთთან 14 წლის ქართველი მოზარდი დაიღუპა....

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აფეთქების შდეგად 14 წლის კარლო ინაური დაიღუპა. მას ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სოფელ ერგნეთის სკოლასთან ახლოს, მინდორში იპოვა, ხელში აუფეთქდა და ადგილზევე გარდაიცვალა. გვიან ღამით სროლები განახლდა.
დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ცხინვალის მხრიდან ცეცხლი სამი მიმართულებით გაიხსნა - ქართული სოფლების ნიქოზის, ერგნეთისა და ფრისის მიმართულებით.

ცხინვალის მხრიდან გახსნილ ცეცხლს ქართულმა მხარემ სროლით უპასუხა. ოსური მხრიდან დაჭრილია ოთხი ადამიანი, ქართულ მხარეს მსხვერპლი არ არის, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები. ადგილობრივი მოსახლეობა ზარალს დღეს დილიდან ითვლის და აცხადებს, რომ ზარალი საკმაოდ სერიოზულია. ჩამსხვრეულია საცხოვრებელი სახლების მინები, მთლიანად არის დაზიანებული სახურავები.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა გამოყენებული იყო მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი და მძიმე ტექნიკა.

ერთ-ერთი ვერსიით, ცხინვალის გარეუბანში ქორწილში შეკრებილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ცეცხლის გახსნა სწორედ მათი მხრიდან მოხდა.

ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტერიტორია, სადაც 14 წლის კარლო ინაური დაიღუპა, ოსური მხარის მიერ ყოფილიყო დანაღმული.

როგორც ყურაშვილმა განაცხადა, ტერიტორია, შეიძლებოდა, ოსების მიერ იყო დანაღმული, ვინაიდან იქ ოსური საგუშაგოა განთავსებული.

“ეს ჩემი ვარაუდია, ოფიციალურ დასკვნას კი მონიტორინგის ჯგუფი ხვალ გამოაქვეყნებს”, - განაცხადა ყურაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს განაღმვითი სამუშაოების აუცილებლობას.

ცხინვალის კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, სამშვიდობოებისა და ეუთოს დამკვირვებელთა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი მონიტორინგის ჩატარებისას სროლაში მოჰყვა.

ამ ინფორმაციას ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტის ცნობით, ჯგუფი მონიტორინგს მხარეთა დაშორიშორების ხაზზე აწარმოებდა.

“სამხრეთოსურ საემიგრაციო პოსტსა და სოფელ ერგნეთთან მდებარე ქართული პოლიციის პოსტს შორის მონიტორინგის წარმოებისას ჯგუფის მანქანას ორი ტყვია მოხვდა. დაზარალებულები არ არიან”, - აცხადებს სამშვიდობოების გაერთიანებული შტაბი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობოების პოსტისა და სამხედრო დამკვირვებლების მისამართით ცეცხლის გახსნა კონფლიქტის დარეგულირების პროცესს ხელს არ უწყობს. “შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი არსებული შეთანხმებების უხეში დარღვევაა და კონფლიქტის ზონაში ვითარების ხელოვნურად ესკალაციისკენ არის მიმართული”, - აცხადებს სამშვიდობოების შტაბი.

მონიტორინგის ჯგუფი კონფლიქტის ზონაში სროლის ფაქტს იკვლევდა. ჯგუფის მონაცემებით, 14 ივნისს, 23:38 საათზე ინტენსიური სროლა დაიწყო და საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. სროლა ერგნეთში მდებარე ქართული პოლიციის პოსტსა და ჩრდილოოსური სამშვიდობო ბატალიონის პოსტს შორის წარმოებდა. თუმცა, მონიტორინგის ჯგუფმა ვერ დაადგინა, პირველად რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი. სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. 18 წლის ალან ხოდოვის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა, იგი მუცლის არეშია დაჭრილი. როგორც ცხინვალის საავადმყოფოს მორიგე ექიმი ალა გაბარაევა აცხადებს, ხოდოვი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს და მას პულსიც არ ესინჯებოდა. დაზარალებულს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

საავადმყოფოში მოათავსეს ასევე 62 წლის ზოია კულუმბეკოვა და 24 წლის არატ ნიკოლიანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“რეანიმაციაში იმყოფება ასევე ზოია კულუმბეკოვა. მას სროლამ ქუჩაში მოუსწრო, ტყვია მკერდის ძვალში მოხვდა, თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთი ორგანო დაზიანებული არ აქვს. კულუმბეკოვას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია”, - განაცხადა ექიმმა გაბარაევამ.
მამუკა ყურაშვილი კი აცხადებს, რომ ცეცხლი ოსურმა მხარემ თავდაპირველად ერგნეთის მიმართულებით გახსნა, სადაც ქართული სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლები დგანან, ხოლო შემდეგ სროლა სხვა ქართული სოფლების მიმართულებითაც დაიწყო. მამუკა ყურაშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ცხინვალში ოთხი ადამიანია დაჭრილი.

ცხინვალის მტკიცებით ქართველი მოზარდის დაღუპვის ადგილი ქართული მხარის მიერ იყო დანაღმული. ამის შესახებ ცხინვალის კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთოსური მხარის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინალ პლიევმა განაცხადა.

“ამ ტერიტორიაზე ოსები ვერ შედიან და მას ქართული მხარე აკონტროლებს. ეს მიდამოები ქართულმა მხარემ 2004 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს დანაღმა. ცხინვალის შემოგარენში ნაღმები ჩვენმა მხარემაც ჩადო, მაგრამ საბრძოლო მოქმედების დასრულების შემდეგ ტერიტორიის განაღმვა ჩატარდა და შესაბამისი რუკა სამშვიდობოებსაც გადაეცა, რაც ქართულ მხარეს არ გაუკეთებია”, - განაცხადა ინალ პლიევმა.

სანამ მონიტორინგის ჯგუფი აფეთქებების შედეგს იკვლევს, გამორიცხული არ არის კიდევ რაიმე ტრაგედია მოხდეს კონფლიქტურ რეგიონში. ამგვარი ფაქტები თითქმის ყოველთვის ასე მთავრდება - ურთიერთბრალდებების გამო ვერ ვახერხებთ დამნაშავის მოძებნას და დასჯას. უდანაშაულო ადამიანები კი კანონის უხეში დარღვევისა და მოვლენების ხელოვნურად დაძაბვის ფონზე იღუპებიან. სავარაუდოდ, დამნაშავეები ამჯერადაც დაუსჯელნი დარჩებიან.

მაკა კოზანაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
კონფლიქტის ზონაში სროლის შედეგად დაჭრილი ალან ხოდოვი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა

14 ივნისის ცხინვალის კონფლიქტის ზონაში სროლების შედეგად დაჭრილი ალან ხოდოვი გუშინ, გვიან საღამოს გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო “რეს”-ს ცხინვალის საავადმყოფოდან აცნობეს.
სააგენტოს ინფორმაციით, 18 წლის ალან ხოდოვი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს და მას პულსიც არ ესინჯებოდა. თუმცა, დაზარალებულს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი ჰქონდათ.

ცხინვალის კონფლიქტის ზონაში სროლა 14 ივნისს, 23:00 საათისთვის დაიწყო და საათნახევრის განმავლობაში გრძელდება. ქართული და ოსური მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ეუთო-სა და სამშვიდობო ძალების ერთობლივმა მონიტორინგის ჯგუფმა ვერ დაადგინა, პირველად რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი. სროლის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანია დაჭრილი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
დეპუტატებს, რომლებიც არც მანდატზე ამბობენ უარს და არც სხდომებს დაესწრებიან, ხელფასი მაინც დაერიცხებათ

დეპუტატებს, რომლებიც მანდატზე უარს არ ამბობენ და იმავდროულად არც პარლამენტის მუშაობაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, ხელფასი მაინც დაერიცხებათ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებზე ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან პარლამენტის წევრის უფლებამოსლების შეწყვეტამდე.

რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, რეგლამენტისვე მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა უკვე დაწერეს.

ამას გარდა, დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ მან არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში მონაწილეობა არ მიიღო პარლამენტის მუშაობაში. კერძოდ, თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს. შემდეგ დასკვნას პარლამენტის ბიუროს გადასცემს, რის შემდეგ დეპუტატს უფლებამოსილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეუწყვეტენ.

საპატიოდ ითვლება სხდომების გაცდენა იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი პარლამენტს შეატყობინებს, რომ სხდომებს პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ ესწრება. აღნიშნულ მიზეზს წინა მოწვევის პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ასახელებდა ხოლმე.

რაც შეეხება დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხვა მიზეზებს, უფლებამოსილება ვადამდე წყდება, თუ დეპუტატის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, თუ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ასევე, თუ დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა ან გარდაიცვალა.

დეპუტატები ხელფასს დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე იღებენ, ამ მოწვევის პარლამენტის წევრებს პირველი ხელფასის აღების შესაძლებლობა 7 ივლისს ექნებათ.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
გალსა და ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნა....

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების “მოღვაწეობა” კვლავ გრძელდება და, როგორც ჩანს, ისინი არსადაც არ აპირებენ წასვლას. როგორც რუსული ტელეარხები იუწყებოდნენ, აფხაზეთში რუს რკინიგზელებს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით აფეთქებას უპირებდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სარკინიგზო ჯარების მოსამსახურეთა წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთში სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ, დივერსია აღკვეთილია.

“საგზაო სამუშაოების ჩატარების დროს რუსმა ჯარისკაცებმა მთავარი გზის მარცხენა ლიანდაგის ქვეშ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ТМ-62М აღმოაჩინეს. ადგილის დათვალიერების შემდეგ სამხედროებმა დაადგინეს, რომ ჭურვი დაახლოებით 10-დან 30-მდე დღის შუალედშია ჩადებული. ჭურვი გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს და გაანადგურეს”, - ნათქვამია რუსული ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის სარკინიგზო ჯარების ნაწილები აფხაზეთში 31 მაისს შევიდნენ. მოსკოვის განცხადებით, სამხედროები არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფალების თხოვნით გაიგზავნა. ოფიციალურმა თბილისმა ეს ფაქტი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისთვის სამზადისად შეაფასა. რუსი რკინიგზელები სამუშაოებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის დაასრულებენ და აფხაზეთს დატოვებენ.

რუსულ სამხედრო ნაწილებთან დაკავშირებით გავრცელდა, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალისა და ოჩამჩირის რაიონების საზღვარზე მდებარეობს უკანონოდ გახსნილი რუსული სამხედრო ბაზა. ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლმა თორნიკე კილანავამ. მისი თქმით სოფლებს - აგუბედიასა და ბედიას შორის მდებარე ბაზაზე დაახლოებით 50 რუსი სამხედროს გადაადგილება შეინიშნებოდა.

“ბაზაზე ასევე შეყვანილია მძიმე ტექნიკა, სავარაუდოდ, ჯავშანმანქანები. რუსი სამხედროები მიწის სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია, რასთან არის დაკავშირებული ეს სამუშაოები. ამ ტერიტორიაზე რუსები დაახლოებით 3-4 თვის წინ მშენებლობას აწარმოებდნენ, შემდეგ მათ ბაზა დატოვეს, ახლა კი კვლავ გამოჩნდნენ”, - განაცხადა თორნიკე კილანავამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

“აფხაზთის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ ინფორმაცია დასვენების დღეებში მომდევნო საინფორმაციო პროვოკაციაა”, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

აფხაზეთის მედია-ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით დღეს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრები ეწვევიან, რომლებიც შეხვედრებს სოხუმში, ზუგდიდსა და თბილისში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან და სოხუმის სეპარატისტული მთავრობის წევრებთან.

17 ივნისს საბჭოს წევრები ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან.

ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში 20 ივნისამდე დარჩება, შეხვედრებს თბილისში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთანაც გეგმავს.

მაკა კოზანაშვილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი