საღოლ ნინოჩკა,ვათვალიერებდი ფორუმს და ბევრი საინტერესო თემა გაქვს გახსნილი.
ეს ისეთი თემაა, თან ისეთ საზოგადოებაზე ცოტა დაფიქრებულად უნდა წეროს კაცმა,თორე მოვარდება "დონის ცუნამი" ალბათ (ოღონდ განათლების არა)

საზოგადოებაში სადაც სიზარმაცის დონე უფრო მაღალია ვიდრე განათლების, ის საზოგადოება იქნება ყოვეთვის დამოკიდებული სხვა საზოგადოებაზე.მაგალითად: ამერიკულზე

არ ვეთანხმები აზრს რომ ყველას უნდა ქონდეს დიპლომი და პრაქტიკული განათლება მეორეხარისხოვან საფეხურზე იდგეს.თუ აქვს ახალგაზრდას სურვილი გახდეს მეხანძრე, არაა სავალდებულო მშობლემა მას თავი უბურღონ, ინფორმატიკული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სწავლებით.
შემოიღეს ათAსი "ექსტრავაგანტული" სასწავლო დარგები,გაუკეთეს კოპირება ამერიკიდან,ევროპიდან ამ დარგებს,მიუხედავათ კვალიფიცირებული ლექტორ მასწავლებლების არყოლისა.
დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მონდომებას შვილს მისცეს სწორი მიმართულება ,მისცეს თავიდანვე შანსი გაეცნოს პრაქტიკული და თეორიული განათლების ბევრ მიმართულებას და განსაკუთრებული ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში გამოუჩინოს შეძლებისდაგვარად სრული მხარდაჭერა (როგორც მატერიალური ასევე სულიერი).სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ეკონომიურ პრობლემებს დიდად უკავშირდება ,მშობელი შვილის მომავალს კარდიოლოგში უფრო ხედავს ვიდრე ცირკის ჯამბაზ მსახიობში,ამიტომ ბავშვს ხშირად თავიდანვე უჩნდება არაკეთილი განწყობა ამორჩეული პროფესიისა და იმ სფეროში განათლების მიღებას (რომელიც მხოლოდ ლექცია გაკვეთილებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს) ურჩევნია სხვა გზები გამონახოს და მის მიერ სასურველი პროფესია ხშირად ჰობის დონეზე განავითაროს.სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ვღებულობთ ახალგაზრდას ,რომელსაც აქვს "დიპლომი" როგორ და რა ხრიკებით აღებული ამაზე საუბარიც არ
ღირს და პრაქტიკული მაგრამ სამწუხაროდ არასრულყოფილი განათლება.რომელიც არ იძლევა ამ უკანასკნელის პროფესიონალად კვალიფიცირებას.
უფრო სავალალო შედეგი მოყვება იმას როცა ასეთი დიპლომიანი, "აღმზრდელის" რანგში მოგვევლინება.
ჩემი აზრით,ვიდრე ქვეყანაში იქნება ეკონომიური სიდუხჭირე,ოჯახში სწავლა განათლების მიმართულების განსაზღვრა მოხდება,სარფიანობის გზით და არა თავისუფალი ინტერესებზე დამყარებული განათლების სურვილით.ეს ეხება ზოგადად საზოგადოებას და არა უმცირესობას,რომლებიც ოდიდგანვე და ეხლაც მიუხედავად ყოველგვარი პრობლემებისა ახდენდნენ და მოახდენენ სასურველი განათლების დონის მიღწევას.
მოკლედ ვივა ჯორჯია, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ
