↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts161
კარმა52
OFFLINEPROFILE
uria wrote:
ციტატა:
სოსოიას რუსო დღეს რა ტრიგონომეტრიაც ისწავლება სასაცილოა, რაა იქ გაუგებარი. ელემენტარულს გთხოვენ.ტრიგონომეტრია თუ ვერ ისწავლე სტერეომეტრიაში რა უნდა გააკეთო? მაშინ გამრავლების ცხრილი ისწავლე და ვსიო დამთავრდა მათემატიკა.

აქ საუბარი არაა სიმარტივეზე, კარგად ვიცი მათემატიკის სწავლების მეთოდიკა დამიჯერე, იმას კი არ ვამბობ რთულია და ა.შ., იმას ვიზახი რომ არაა აუცილებელი, საჭიროა მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ კუთხით გჭირდება სწავლის გაგრძელება და მომავალს მათემატიკას უკავშირებ როგორც მეცნიერებას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
გამრავლების სწავლა საჭიროა..... მიმატებისაც....... აი გაყოფა კი კლასგარეშე უნდა იყოს ხოლო გამოკლება საერთოდ ამოსაღებია სწავლებიდან. :) :) :)

გეთანხმები:):): და არა მარტო სწავლებიდან....:):):):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
რატომღაც მიძინებულია ეს თემა.
იქნებ ცოტა ხანი ბუდულაი დავასვენოთ და ვიმსჯელოთ.
ხშირად გამიგია განათლებულია და კულტურა არ აქვსო.
როგორ ფიქრობთ,შეიძლება ადამიანმა განათლებით მიიღოს კულტურა,თუ ის თანდაყოლილად არ გააჩნია?
შემხვედრია ადამიანი,რომელსაც 3კლასის განათლება ჰქონდა მაგრამ უდიდესი შინაგანი კულტურის პატრონი იყო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გააჩნია განათლებაში რას ვიგულისხმებთ...

განათლება მხოლოდ კარგად სწავლა და წიგნებზე თავის დაჭყეტვა არააა... ნებისმიერ კომპიუტერს აქვს უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება რაც ადამიანს გააჩნია, ამიტომ განათლება რამოდენიმე ასპექტის შერწყმა მგონია:

საზოგადო განათლებას როცა ადამიანი ღებულობს სასწავლო დაწესებულებებში საკმარისი არაა იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს იდეალურ პიროვნებად თუ საფუძველი არ გააჩნია ეთიკის, ზრდილობისა და ზნეობის რომელიც მშობელმა დაბადებიდან უნდა ჩაუნერგოს მას და რა საზოგადოებაშიც გაიზრდება არ უნდა აბრკოლებდეს მას მაგრამ არც ესაა საკმარისიკიდევ ერთი რამეა მთავარი ესაა სწორი რელიგიური განათლების დაუფლება, რელიგიური მორწმუნე ადამიანს გააჩნია ის თვისებები რომელიც მისაბაძს ხდის ადამიანს: სიყვარული, სასოება, სისპეტაკე, პატიოსნება, თავმდაბლობა ეს ის თვისებებია რომელთა არ ქონა უბედურს ხდის ადამიანს და მანკიერებაში და უზნეობაში გადაიყვანს.

თუ გვინდა გვყავდეს ჯანსაღი და ზნეობრივი მომავალი თაობა ამისათვის აუცილებელია სასულიერო განათლება ფართოდ შევიდეს სკოლა დაწესებულებებში და მოხდეს საზოგადო განათლებასთან ერთად მისი დანერგვა.

რა აფერხებს მომავალ თაობას? ნარკომანია, უსაქმურობა, ამპარტავნება ,მახინჯი კრიმინალური მენტალიტეტი...სამწუხაროდ ასე იზრდება დიდი ნაწილი მომავალი "დაკარგული თაობა '

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ჰაი,ნანანო,გეთანხმები იმაში რომ ეს თემა საკმაოდ მტკივნეული უნდა იყოს ყოველი ცვენგანისათვის.

ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში,აქაც და საქართველოში,განათელებული "უზრდელი".იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი "კარგი" განათლება და კულტურა,ერთმანეთში არ იყოს კავშირში,მაგრამ მე ვერც,სკოლას,ვერც
უმაღლეს განათლებას ვერ დავაბრალებ,თუ ადამიანი განათლებული,მაგრამ უკულტუროა. გეთანხმები,ნანანო,რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია,გაუნათლებელი,მაგრამ საკმაოდ გაწონასწორებული,თავმდაბალი,თაქტიანი და ყველა
იმ დადებითი თვისებით,რაც კულტურულ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
ჩემი აზრით ყველაზე დიდი როლი პიროვნების,კულტურულად ჩამოყალიბებაში,საფუძველი ოჯახში იყრება,და რა თქმა უნდა სკოლა,უმაღლესი და ის გარემო,სადაც ის თითქმის,ყოველდღიურად ტრიალებს.
ვერაფრით ვერ დავეთანხმები აზრს იმისა,რომ განათლებით ადამიანმა კულტურა მიიღოს,ეს ჩემი აზრია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
cash wrote:
ციტატა:
გამრავლების სწავლა საჭიროა..... მიმატებისაც....... აი გაყოფა კი კლასგარეშე უნდა იყოს ხოლო გამოკლება საერთოდ ამოსაღებია სწავლებიდან. :) :) :)

კატეგორიულად არ ვეთანხმები მათემატიკის ასე გაბაიბურებას. არ მიმაჩნია, რომ მათემატიკა მხოლოდ მიმატება-გამოკლება ან გაყოფა-გამრავლებაა. დღევანდელობის პრობლემა არის სწავლების მეთოდოლოგიაში. ჩემს დროს მათემატიკა რა მეთოდოლოგიითაც ისწავლებოდა მოზარდს აჩვევდა ლოგიკურ აზროვნებას, ასწავლიდა ანალიზს, შედარებას და ა.შ. მე პირადად მათემატიკამ ამმხრივ ბევრი შემძინა. მართალია ეს არ იყო ჩემი სკოლის მასწალებლის დამსახურება. ამისთვის მადლიერი ვარ მამაჩემის. მათემატიკა მიღვივებდა კვლევის ჟინს და ინტერესს. და საერთოდ უდიდეს სიამოვნებასაც მანიჭებდა. დღეს სწავლების მეთოდოლოგია ძალიან განსხვავდება მაშინდელისგან. ის არის მშრალი, ყოველგვარ ანალიზსს მიკლებული და მხოლოდ ფორმულათა დაზეპირების დონეზე დგას. რასაკვირველია პროგრამები გადასახედია და არ არის აუცილებელი უმაღლესი მათემატიკის სწავლება ყველასთვის. ამისთვის დიფერენცირებული სწავლების ფორმა გამართლებული იყო. ასევეა სხვა საგნებში. არამგონია რუსთაველის ფილოსოფია და მსოფლმხედველობა იოლი გასააზრებელი იყოს ყველა მოზარდისთვის. ასევე, ვეთანხმები zvigen-ს, რომ ბევრი ლიტერატურული მასალა მორალურად და სოციალურად მოძველებულია და ამდენად მათი პროგრამაში არსებობის საკითხი გადასახედია. ალბათ მათი ადგილი უნდა შეივსოს XX საუკუნის ღირსეული მწერლებით. როგორ შეიძლება თანამედროვე მოზარდები არ სწავლობდნენ გურამ რჩეულიშვილს, გურამ დოჩანაშვილს, ძმებს ჭილაძეებს და კიდევ მრავლს. /თუმცა , შეიძლება ვცდები, და ისინი უკვე არიან ახალ პროგრამებში. არ ვიცნობ ახალ პროგრამებს/.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ალექსანდრე ყაზბეგზე და ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. მე არ ვიზიარებ, რომ მისი შემოქმედება ასე ცალსახად შეიძლება განვსაზღვროდ, რომ ეს არის პატრიოტიზმი და ა.შ. მე მაინც მგონია, რომ ყაზბეგისათვის უმთავრესი იყო მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც ადამიანის ღირსების, მისი კაცობის მახასიათებელია. ის სწორედ ღირსების დაცემის წინააღმდეგ ილაშქრებდა.მისთვის ეს იყო უდიდესი ღირებულება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2008
Posts13
კარმა1
OFFLINEPROFILE
განათლების დონე ყოველთვის პრობლემა იყო ქართულ საზოგადოებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts45
კარმა1
OFFLINEPROFILE
ჩემის აზრით საქართველოს განათლებას არ ვუჩივი. ყოველ შემთხვევისთვის ჩემ დროსნორმალური იყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Sep 2007
Posts70
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდი კონსტანტინე ამბობდა ადამიანი განათლებულია თუ მას წაკითხული და გათვითცნობიერებული აქვს 2 წიგნიო: რუსთაველის-"ვეფხვისტყაოსანი" და ბიბლია. აბა ჩაუკვირდით ამ ნათქვამს აქ დევს პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
მათალია .. ნაკითხი ადამიანი არ ნიშნავს განათლებულს, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევია:) განათლების პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს და არამარტო ჩვნთან.. მიზეზები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ მე მხოლოდ ერთ "ვარიანტს" მოვიყვან..
ებრაელი როცა ხდავს რომ ბავშვს სცავლისაკენ მიდრეკილება არ აქვს ან ვერ სძლევს , მაშინვე ბიზნესში ან რაიმე ასეთ გზაზე აყენებს:)) შრომას მაინც აჩვევს ყოველ შემთხვევაში.. ხომ არ გესწავლა მათგან ?))) კი ვიცი არაფერი გვესწავლება , აქეთ ვასწავლით ,მაგრამ ჩვენტანაც ხომ იბადებიან გამონაკლისები , ნუ თუნდაც ორიოდე ადამიანი რომელსაც განა არ შეუზლია , უბრალოდ არ უნდა სწავლა და მოკალი თუ გინდა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
გეთანხმები მთლიანად გიოარმან. ებრაელებისგან არ გვესწავლება კი არა ძალიანაც ბევრი გვესწავლება ბიზნესში და რაც კარგია ნამდვილად უნდა ავიღოთ, ჩამოვიშოროთ ის სტერეოტიპი, რასაც " უდიპლომო სასიძო?......" ქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
საღოლ ნინოჩკა,ვათვალიერებდი ფორუმს და ბევრი საინტერესო თემა გაქვს გახსნილი.
ეს ისეთი თემაა, თან ისეთ საზოგადოებაზე ცოტა დაფიქრებულად უნდა წეროს კაცმა,თორე მოვარდება "დონის ცუნამი" ალბათ (ოღონდ განათლების არა) :side:
საზოგადოებაში სადაც სიზარმაცის დონე უფრო მაღალია ვიდრე განათლების, ის საზოგადოება იქნება ყოვეთვის დამოკიდებული სხვა საზოგადოებაზე.მაგალითად: ამერიკულზე :)

არ ვეთანხმები აზრს რომ ყველას უნდა ქონდეს დიპლომი და პრაქტიკული განათლება მეორეხარისხოვან საფეხურზე იდგეს.თუ აქვს ახალგაზრდას სურვილი გახდეს მეხანძრე, არაა სავალდებულო მშობლემა მას თავი უბურღონ, ინფორმატიკული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სწავლებით.
შემოიღეს ათAსი "ექსტრავაგანტული" სასწავლო დარგები,გაუკეთეს კოპირება ამერიკიდან,ევროპიდან ამ დარგებს,მიუხედავათ კვალიფიცირებული ლექტორ მასწავლებლების არყოლისა.
დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მონდომებას შვილს მისცეს სწორი მიმართულება ,მისცეს თავიდანვე შანსი გაეცნოს პრაქტიკული და თეორიული განათლების ბევრ მიმართულებას და განსაკუთრებული ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში გამოუჩინოს შეძლებისდაგვარად სრული მხარდაჭერა (როგორც მატერიალური ასევე სულიერი).სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ეკონომიურ პრობლემებს დიდად უკავშირდება ,მშობელი შვილის მომავალს კარდიოლოგში უფრო ხედავს ვიდრე ცირკის ჯამბაზ მსახიობში,ამიტომ ბავშვს ხშირად თავიდანვე უჩნდება არაკეთილი განწყობა ამორჩეული პროფესიისა და იმ სფეროში განათლების მიღებას (რომელიც მხოლოდ ლექცია გაკვეთილებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს) ურჩევნია სხვა გზები გამონახოს და მის მიერ სასურველი პროფესია ხშირად ჰობის დონეზე განავითაროს.სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ვღებულობთ ახალგაზრდას ,რომელსაც აქვს "დიპლომი" როგორ და რა ხრიკებით აღებული ამაზე საუბარიც არ
ღირს და პრაქტიკული მაგრამ სამწუხაროდ არასრულყოფილი განათლება.რომელიც არ იძლევა ამ უკანასკნელის პროფესიონალად კვალიფიცირებას.

უფრო სავალალო შედეგი მოყვება იმას როცა ასეთი დიპლომიანი, "აღმზრდელის" რანგში მოგვევლინება.

ჩემი აზრით,ვიდრე ქვეყანაში იქნება ეკონომიური სიდუხჭირე,ოჯახში სწავლა განათლების მიმართულების განსაზღვრა მოხდება,სარფიანობის გზით და არა თავისუფალი ინტერესებზე დამყარებული განათლების სურვილით.ეს ეხება ზოგადად საზოგადოებას და არა უმცირესობას,რომლებიც ოდიდგანვე და ეხლაც მიუხედავად ყოველგვარი პრობლემებისა ახდენდნენ და მოახდენენ სასურველი განათლების დონის მიღწევას.
მოკლედ ვივა ჯორჯია, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ =geo=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არ ვეთანხმები აზრს რომ ყველას უნდა ქონდეს დიპლომი და პრაქტიკული განათლება მეორეხარისხოვან საფეხურზე იდგეს.თუ აქვს ახალგაზრდას სურვილი გახდეს მეხანძრე, არაა სავალდებულო მშობლემა მას თავი უბურღონ, ინფორმატიკული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სწავლებით.

ფრეგატა გეთანხმები.ქუჩა ვიღამ დაგავოს?პური ვინ გაყიდოს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
განათლებაზე აღარ მელაპარაკოთ...აი ახლა , ამ წუთში, სიამოვნებით დავჯდებოდა კახელი გლეხის გვერდით და მოვისმენდი საოცარ ქართულ ხალხურ- სიბრძნეს, ვესაუბრებოდი საქართველოს ისტორიაზე...და არა მარტო კახელი გლეხის გვერდით, მთიელი ხალხიც საოცრად საინტერესოა ხალასი იუმორით, შაირობით, სიმღერით, ცეკვით...კარგი მოლხენა იციან ...ეეჰ, ყველა მენატრება...მე ჩემი კუთხისა ვიცი და ვთქვი, თქვენ თქვენი თქვით, მთლიანად საქართველო ხომ განუმეორებელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბარბი შენთან ვარ აზრებით

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 165 posts ] 
განათლების დონე ჩვენს საზოგადოებაში
დესპანი