↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი ნიკა ლალიაშვილი პარალმენტს მოუწოდებს, არ დაუშვან მისაღები გამოცდებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის ამოღება. მოძრაობის წევრის ნიკა ლალიაშვილის თქმით, არსებობს გეგმა, რომ ქართული ენის გამოცდა ''ტოეფელის'', ანუ უცხო ენის ტესტების ტიპის გამოცდით ჩაანაცვლონ. ლალიაშვილის თქმით, მშობლიური ენისა და ლიტერატურის ამ სისტემით ჩაბარება მიუღებელია. ლალიაშვილის განცხადებას გიორგი გაბაშვილმა ტყუილი უწოდა. მისი თქმით, განათლების სისტემის გაუმჯობესების ირგვლივ მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ქართული ენის საგამოცდო სისტემიდან ამოღება არც განხილულა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გალის რაიონის სოფელ საბერიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
გალის რაიონის სოფელ საბერიოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ ქართულ სააგენტოს გალის რაიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
“საბერიოში შეყვანილია რუსი სამშვიდობოების დამატებითი ძალა და ტექნიკა. რუს სამხედროებს უკვე აფხაზ მილიციელებზე მეტი უფლებამოსილებები აქვთ მინიჭებული და ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ე.წ. კომენდანტის საათი ჯერ მხოლოდ ამ სოფელში მოქმედებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობა დღეს სხვა სოფლებშიც ამოქმედდეს”, - განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, საბერიოს მოსახლეობას 19:00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება, თუმცა, გალელებისთვის ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა საბერიოში კომენდანტის საათის გამოცხადების კონკრეტული მიზეზი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედიაცენტრის ინფორმაციით კი, საგანგებო რეჟიმი მთელი რაიონის ტერიტორიაზეა გამოცხადებული. ქართული მობილური კავშირის ქსელის მომხმარებლებლებს მობილური ტელეფონით სარგებლობაც კი აუკრძალეს.

სოფელ საქობიოში ამ დროისთვის რუსეთის სამშვიდობო ძალების ორი ჯავშანტრანსპორტიორი დგას. რუს სამშვიდობოებთან ერთად, იქ აფხაზი შეიარაღებული პირებიც იმყოფებიან. მათ გადაკეტილი აქვთ მოძრაობა საბერიოდან ოთხი სოფლის, ასევე გალის რაიონული ცენტრის მიმართულებით.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის შეხვედრასთან დაკავშირებით.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ შეხვედრა გაიმართა იმ სეპარატისტული რეჟიმის ლიდერთან, რომელმაც აფხაზეთში ეთნიკური წმენდა ჩაატარა, რის შედეგადაც საქართველოს ამ რეგიონის ტერიტორია იძულებით დატოვა მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

“დროა, რომ რუსეთის მხარის დეკლარაციული განცხადებები - საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების განზრახვის თაობაზე - რეალურ ქმედებებთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარის გაოცებას იწვევს მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრა იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად.

“საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გულისხმობს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და არა - მის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება.

შეგახსენებთ, მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრა გუშინ კრემლში გაიმართა.

თავის მხრივ, რუსეთის მისწრაფებები დაგმო და გააკრიტიკა გერმანულ გაზეთ “ველტთან” საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

“საქართველო მხოლოდ დასაწყისია, ხვალ იქნება უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი. ფსონზე მთელი ევროპის უსაფრთხოება დევს, რომელიც “ცივი ომის” შემდეგ ჩამოყალიბდა. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ ღირებულებებს იცავს. თუ ევროპა ამას არ გააკეთებს, ახალი კონფლიქტების უსასრულო რიგის დაწყების მომსწრენი გავხდებით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის გადანაწილების პოლიტიკას თამაშობს, რომელიც მეცხრამეტე სუკუნიდან მოდის და სახელმწიფოებრივ საზღვრებს არ აღიარებს.

სააკაშვილმა რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ მისწრაფებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.

“მედვედევი მოაზროვნე პოლიტიკოსად მიმაჩნია. თუმცა, საქართველოსთან რუსეთის მიდგომის სქემა მისთვის ხელისუფლების გადაცემამდე დიდი ხნით ადრე შედგა”, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე დავით ბაქრაძე კი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე მიღებული იქნება რამდენიმე ახალი კანონი, რომელიც გავლენას მოახდენს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და შეცვლის იქ არსებულ ვითარებას.

ბაქრაძეს მეტ კონკრეტიკაზე საჯაროდ საუბარი ჯერ საჭიროდ არ მიაჩნია, თუმცა აცხადებს, რომ ინიციტივები დაკავშირებული იქნება ეკონომიკურ საკითხებთან და აფხაზეთში უკანონო ინვესტიციებთან.

აღნიშნულ საკანონმდებლო მუშაობაში დავით ბაქრაძემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

აღნიშნულ თემასთან მიმართებაში, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ჩვენ თვითონ”. დეპუტატი პაატა დავითაია პარლამენტის მიერ კონლიქტებთან მიმართებაში საერთაშორისო შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზისა და სეპარატისტული ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის ინიციტივით გამოდის.

ამის შესახებ დავითაიამ განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა ჩაატაროს კონფლიქტებთან დაკავშრებით არსებული იმ საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, მოსკოვის შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც სახელმწიფოს ინტერსებს ეწინააღმდეგება და ისინი უნდა შეჩერდეს.

რაც შეეხება სეპარატისტების ლიდერებს, როგორც დავითაია აცხადებს, მათ საქართველოს ტერიტორიაზე ძალაუფლება მიითვისეს, ახორციელებენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და ამიტომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები და საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდენ.

“მათ არ უნდა ჰქონდეთ საშულება, იარონ სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების კაბინეტებში”, - განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ მათი ადგილი საპატიმროებშია.

“ვალდებული ვარ, ეს ინიციატივები განვაცხადო, ვალდებული ვარ იმ მეგობრების წინაშე, ვინც ჩემს გვერდით დაეცა საბრძოლო მოქმედებების დროს, იმ ხალხის წინაშე, ვინც მოჰყვა ეთნოწმენდაში და ჩემი ოჯახის წევრების წინაშე, რომლებიც დასაფლავებულიც კი არ მყავს”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ქართული მხარის ამგვარი რადიკალიზმის მიუხედავად, დღეს რუსული პრესა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან მის ალიანსზე ალაპარაკდა.

გავლენიანი რუსული გაზეთის “კომერსანტის” ინფორმაციით, თბილისმა მოსკოვს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე დევნილთა დაბრუნებას მდინარე კოდორამდე, ანუ გალისა და ოჩამჩირის რაიონებში თანხმდება.

იმავე გეგმის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ფორმალურად შევა, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება თქვას, რომ ქვეყანა გააერთიანა, ყველაფერ ამის სანაცვლოდ კი, თბილისი ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის. ამასთან, ქართული მხარე მოსკოვს აფხაზეთის გავლენის სფეროებად გაყოფას სთავაზობს.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ საქართველო გაზეთ “კომერსანტში” გამოქვეყნებულ გეგმას ბოლო ორი თვის მანძილზე ყველა დონეზე აქტიურად ლობირებდა.

ამის შესახებ შამბამ სააგენტო “ვესტი - ჩრდილოეთ კავკასიასთან” საუბარში განაცხადა.

შამბას თქმით, აფხაზურ მხარეს ეს გეგმა არ მიუღია და ამას არც აპირებს.

“ჩვენი პოზიცია ცნობილია. ეს კეთდება არა ჩვენთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის, რომლის წინაშეც საქართველოს სურს, დემოკრატიულ და კონსტრუქციულ ქვეყანად წარმოჩინდეს. თბილისს იმედი აქვს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა, არ ეცოდინება რა დეტალები, საქართველოს პოზიციას მიიღებს. საქართველო ასეთ წინადადებებს აყენებს და მშვენივრად იცის, რომ ისინი ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა სერგეი შამბამ.

მისივე თქმით, აფხაზურ მხარეს ეს პროექტი ხელშიც კი არ აუღია, რამდენადაც ისეთ აბსურდულ წინადადებებს შეიცავს, რომ სოხუმი მათ განხილვასაც არ აპირებს.

შამბას შეფასებით, საქართველოს წინადადება, რომლითაც მას ავტონომიის შელამაზება სურს, ისეთი მახეა, რომელშიც მხოლოდ სრულიად მიამიტი შეიძლება გაებას. საქართველოს ამ გზით აფხაზეთში შეჭრის დაწყება სურს.

შამბა აღნიშნავს, რომ აფხაზეთი 1931 წლამდე მოკავშირე სახელმწიფო იყო და საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ შემდეგ შეიყვანეს.

“საბჭოთა კავშირში ერთადერთი ხალხი ვიყავით, ვინც ყოველ 10 წელიწადში, სტალინის დროსაც კი, ავტონომიასთან დაკავშირებით მასობრივ მღელვარებას იწყებდა და და სავსებით ნათელია, რომ ჩვენთვის ავტონომია მიუღებელია”, - განაცახდა შამბამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ საქართველოს რაგბისტებო გაიხარეთ . წინსვლა წინსვლა და წინსვლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საერთაშორისო აზრი აფხაზეთში მშვიდობის ფორმატის შეცვლას მოითხოვს...
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა სულ უფრო აქტიური და პერმანენტული ხდება. პარალელურად უფრო მწვავდება ვითარება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში. ამის მიზეზი სწორედ ის მესამე ძალაა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციაში თავის თავს ნეიტრალურ მხარეს უწოდებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 5 ივლისის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარების საკითხში არა ნეიტრალური, არამედ დაინტერესებული მხარეა.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შეფასებით აღნიშნულ განცხადებაში გამოხატული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ხელს ვერ შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებას.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “... სსრკ-ის დაშლის შემდეგ, აფხაზეთმა, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული არმია შეიჭრა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ომი დასრულდა 1993 წლის 30 სექტემბერს, როდესაც აღმოსავლეთ საზღვარზე ენგურთან აღიმართა აფხაზური დროშა. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთში დაიღუპა 5 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 800-მდე ბავშვი~. აღნიშნულ განცხადებაში სერგეი ბაღაფში მოხსენიებულია აფხაზეთის პრეზიდენტად.

კომისიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი სახის განცხადება, რომელშიც აფხაზეთი განხილულია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხოლო სეპარატისტთა ლიდერი - მის პრეზიდენტად, კონფლიქტის მოწესრიგების მრავალი წლის მანძილზე არ გაუკეთებია არავის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის არც ერთ უწყებას.

აფხაზეთში დაღუპულთა რაოდენობა ბევრად აღემატება განცხადებაში მოტანილ ციფრს და კომისია ეჭვობს, რომ დაღუპულთა გაცხადებული რაოდენობა შეგნებულად ასახავს მხოლოდ საკუთრივ აფხაზებისა და მათ მხარეს მებრძოლთა დანაკარგებს.

კომისიის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება ქართულ მხარეს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტაში ადანაშაულებს და ირწმუნება ამის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობაში.

“ამ ფონზე ძნელი ასახსნელი არ არის ვითარების სერიოზული ესკალაციის მიზეზები, რომლებსაც სინქრონულად ვხვდებით ორივე კონფლიქტურ რეგიონში, მათ შორის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ როგორც არაკონტროლირებად, ასევე კონტროლირებად ტერიტორიებზე” - აცხადებს საპარლამენტო კომისია.

კომისიაში მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონებში მომხდარი ტერაქტების უკან რუსეთის სამხედრო უწყება და სპეცსამსახურები დგანან, რომლის საბოლოო მიზანი ვითარების ესკალაცია და რეგიონში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების ინსპირირებაა.

არსებულ ვითარებაში, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცალსახად დგას სეპარატისტული ძალების მხარდაჭერის პოზიციაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტით მთლიანად დაკომპლექტებული სამშვიდობო ძალების ყოფნა ამ სახით კონფლიქტურ რეგიონებში არა მარტო გაუმართლებელი და მიუღებელია, არამედ კონფლიქტების ესკალაციის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს და სამშვიდობო ფორმატის სასწრაფოდ შეცვლას საჭიროებს. ასეთია საპარლამენტო კომისიის აზრი.

აფხაზეთში ბოლო დღეებში მომხდარ აფეთქებებს რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი დაგეგმილი ტერაქტების სერიად მიიჩნევს.

გრიზლოვის თქმით, რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის რეგიონში სიმშვიდე იყოს.

“გასაგებია, რომ საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ტერორისტულ აქციასთან. აფხაზეთში მომხდარი ტერაქტები ფართოდ უნდა განიხილოს და ტერორისტები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემულნი. ეს უმთავრესი საკითხია”, - აღნიშნა გრიზლოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით რუსული გზავნილები საქართველოს მიმართ, არაფრისმთქმელია და ბოლო დროს განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად რუსული მხრიდან განსხვავებული პოზიცია არ დაფიქსირებულა. მინისტრის თქმით, მუშაობა რუსულ მხარესთან კვლავ გაგრძელდება, რათა მოლაპარაკებებს კონსტრუქციული შედეგები მოჰყვეს.

ქართული მხარის ინიციატივას სამშვიდობო ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელსაც აფხაზები და რუსები დიდი უკმაყოფილებითა და კაეგორიულობით შეხვდნენ, საერთაშორისო აზრი, როგორც ჩანს, მხარს დაუჭერს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტიგ მიოლერმა ეკა ტყეშელაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ სამშვიდობო ფორმატების შეცვლა ხელს შეუწყობს საქართველოში კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის დამყარებას, ეს ფორმატები უნდა შეიცვალოს.

“ვგმობ იმ მხარეებს, ვისაც ვითარების ესკალაცია სურს”, - აღნიშნა მიოლერმა და განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ყოფნისას მთავარი გზავნილი იქნება, რომ არსებული პრობლემები მხარეებს შორის მშვიდობიანად გადაწყდეს.

მინისტრის თქმით, თუ არსებობს ისეთი მხარეები, რომლებსაც ვითარების დაძაბვა სურთ, მათ საშუალება არ უნდა მიეცეთ.

ეკა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ აცხადებს მზადყოფნას კონფლიქტების მოლაპარაკების გზით მოგვარებაზე და ხაზგასმით აყენებს საკითხს სამშვიდობო ფორმატების ჩანაცვლების შესახებ, რათა კონფლიქტურ რეგიონებში რეალური უსაფრთხოების გარანტიების შემცველი ფორმატები ჩამოყალიბდეს.

სტიგ მიოლერი საქართველოში თავისი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთს ეწვევა და დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრას გამართავს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგებას აუცილებლობად მიიჩნევს. ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკომარკმა განაცხადა.

ამასთან, მაკკორმაკმა საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებებს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით პირდაპირი დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყდეს აფეთქებები, რომლებსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ რაიონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების მწვავე აუცილებლობაზე, სადაც აფეთქებები მოხდა”,- აღნიშნა შონ მაკკორმაკმა.

არაერთხელ ითქვა, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, აუცილებელია საერთაშორისო აზრის მკვეთრი და შეუქცევადი გამოხატვა. ეს არის სწორედ ერთადერთი საშუალება, რომლითაც რუსეთი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ხელი აიღოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ხელის შეშლაზე. ამ პოლიტიკას კი მსოფლიო ენაზე ანექსია ჰქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოსკოვი, 8 ივლისი /ახალი ამბები - საქართველო/. აფხაზეთი არასდროს დასთანხმდება რუსი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლებას, განუცხადა ”რია ნოვოსტის” აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადებაზე საუბრისას, რომლის თანახმადაც აფხაზეთის იმ რაიონებში, სადაც ბოლო დროს აფეთქებები მოხდა, საერთაშორისო საპოლიციო ძალები უნდა შეიყვანონ.

”არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება - და ეს ვერსია გუშინ დადასტურდა - იმაზე, რომ აფხაზეთში მომხდარი აფეთქებები უკავშირდება საქართველოს და სხვა ქვეყნების სწრაფვას, ჩაანაცვლონ რუსი მშვიდობისმყოფელები საერთაშორისო საპოლიციო ძალებით. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და არასდროს დავთანხმდებით რუსი მშვიდობისმყოფელების ჩანაცვლებას გაურკვეველი საპოლიციო ძალებით, რომლებიც მომავალში მხოლოდ საქართველოს მხარეს დაიჭერენ”, - განაცხადა შამბამ.

ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით ბოლო დრომდე გაეროს ეგიდით და გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც 2006 წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ კოდორის ხეობაში საპოლიციო ოპერაცია ჩაატარა, მოლაპარაკება სოხუმსა და თბილისს შორის შეწყდა. -0-

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
დღეს დილით, კოდორის ხეობაში ქვაბჩარა-დელუქი-აჩამხარის მიმართულებით პატრულირებას ახორციელდებდა ქართული პოლიციის რაზმი. პატრულირების დროს უცნობი შეიარაღებული პირების მიერ მათზე განხორციელდა თავდასხმა. თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ერთი, ხოლო მსუბუქად ორი ქართველი პოლიციელი. თავდამსხმელთა ვინაობა და მათ შორის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ქართველი პოლიციელების მიერ ამ ხეობის პატრულირება მიზნად ისახავდა გაერო-ს ინსპექტორთა დაგეგმილი ვიზიტის წინ ადგილმდებარეობის დათვალიერებას.

ცალკე ინციდენტი მოხდა ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. დღეს გამთენიისას, შამგონა-ახალი აბასთუმნის მონაკვეთზე მდებარე ქართული პოლიციის პოსტს უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყუმბარმტყორცნებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა. გარდაცვლილები და დაჭრილები არ არიან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნეტა , რაიმე კარგი თუ ხდება , რაღაც იოტისოდენა მაინც?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ტარიელ ონიანი რუსმა სამართალდამცავებმა ე.წ. ქურდულ შეკრებაზე დააკავეს. ონიანთან ერთად 36 კანონიერი ქურდი და ორი კრიმინალური ავროტრიტეტიც აიყვანეს, სპეცოპერაცია მოსკოვთან ახლოს ერთერთ იახტაზე ჩატარდა.
არაოფიციალური ცნობით, ქურდების შეკრების ადგილი ონიანთან დაპირისპირებულმა ერთერთმა კანონიერმა ქურდმა გათქვა. დაკავებულების უმეტესობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოში არის აღძრული.
რუსეთის ძალოვანთა ინფორმაციით, შეკრებაზე სხვა დაპირისპირებულ კლანთან არსებული დაპირისპირების გარჩევა მიმდინარეობდა.

გუშინ ვუყურე სიუჟეტს და სიმართლე გითხრათ მაგრა ვიხალისე, უნდა გენახათ წყალში რა მონდომებით ხტებოდნენ ,,ვაჟკაცები,,:) სამართალ დამცავებისგან დავის დასახწევათ მერე შეცივდათ ალბათ და ამოყვანას ითხოვდნენ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
ტარიელ ონიანი რუსმა სამართალდამცავებმა ე.წ. ქურდულ შეკრებაზე დააკავეს. ონიანთან ერთად 36 კანონიერი ქურდი და ორი კრიმინალური ავროტრიტეტიც აიყვანეს, სპეცოპერაცია მოსკოვთან ახლოს ერთერთ იახტაზე ჩატარდა.
არაოფიციალური ცნობით, ქურდების შეკრების ადგილი ონიანთან დაპირისპირებულმა ერთერთმა კანონიერმა ქურდმა გათქვა. დაკავებულების უმეტესობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოში არის აღძრული.
რუსეთის ძალოვანთა ინფორმაციით, შეკრებაზე სხვა დაპირისპირებულ კლანთან არსებული დაპირისპირების გარჩევა მიმდინარეობდა.

გუშინ ვუყურე სიუჟეტს და სიმართლე გითხრათ მაგრა ვიხალისე, უნდა გენახათ წყალში რა მონდომებით ხტებოდნენ ,,ვაჟკაცები,,:) სამართალ დამცავებისგან დავის დასახწევათ მერე შეცივდათ ალბათ და ამოყვანას ითხოვდნენ:)

:) :) :)

იაპონჩიკასთან რაცხა სერიოზული კონპლიტი ქონდა ტარიელა ონიანს.

ხმები დადის ცუდი, რაცხაშია საქმე, დაბადების დღე ქონდა გუშინ მისტერ x .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთი საქართველოს მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას დაჟინებით მოითხოვს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მინისტრმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას მოსკოვში აღნიშნა, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუცია, რომელშიც მიუთითებს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში ყველაზე მთავარია, არ იქნას დაშვებული კონფლიქტის განახლება.

”ამისთვის აუცილებელია სასწრაფოდ მოეწეროს ხელი შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ და დეესკალაციის უზრუნველყოფა კოდორის ხეობაში. ყველაზე მთავარია - არ დავუშვათ კონფლიქტის განახლება”, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის ქმედებები ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხში რიგ პირობებს აყენებს, ”რომლებიც სიტუაციის დამშვიდებასთან არ გვაახლოებს”, - იუწყება ”რია ნოვოსტი”. -0-

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მილიციელი მილიციელს,უშვებს, პოლიტიკოსები ხო ჭამენ და ჭამენ ერთმანეთს და ქურდი ქურდს უშვებს,

აწყობილია ქვეყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კოდორის ხეობაში სეპარატისტთა დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს. შეტაკება ხეობაში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოსთან მოხდა. ქართველ სამართალდამცველებს ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა გაუხსნეს. თავდასხმელებიდან ლიკვიდირებულია 4 თავდამსხმელი, გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. ორმხრივი სროლისას მძიმედ დაიჭრა სამი ქართველი პოლიციელი, მთგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში თბილისშია გადმოყვანილი, ორ სამართალდამცველს კი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

კოდორის ხეობაში მომხდარ შეტაკებას და სეპარატისტთა სპეცრაზმელების ლიკვდაციის ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროშიც ადასტურებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციებისთვის გაიწვია, თბილისში პარასკევს, შუა დღეს გაემგზავრება. განუცხადა ”რია ნოვოსტის” თავად დიპლომატმა.

”ხვალ ”აირზენა - საქართველოს ავიახაზების” პირველი რეისით 12.25 საათზე მივფრინავ”, - განაცხადა ელჩმა.

კითხვას, თუ რამდენი ხნით გაიწვია ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ, კიწმარიშვილმა მიუგო, რომ ეს მისთვის უცნობია.

ხუთშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ტყეშელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთიდან ელჩს კონსულტაციებისთვის იწვევს.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ქართული ფორმირებების შეჭრის ალბათობა არსებობდა.

ქართული მხარის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ, 20.11 საათისთვის რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის რაიონში საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრინდა ორი გამანადგურებელი, 20.20 საათზე კი - კიდევ ორი თვითმფრინავი იმავე მარშრუტით. თითქმის 40 წუთის განმავლობაში ოთხი სამხედრო თვითმფრინავი ცხინვალის ჩრდილოეთით დაფრინავდა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი