Zvigeni wrote:ციტატა:
გირგვიანის მკვლელობაც რა გახდა ისე ასეტი თითზე რომ დაიხვიეს? ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. რა იყოთ ხალხო მკველობები რომელ ქვეყანაში არ ხდება? თქვენი აზრით რამდენი მკვლელობაა გახსნილი საქართველოში? ალბათ ათასობით, ხოდა რაGაც ხომ უნდა დაიხვიონ თითზე.პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთაო? აბა ისე საცოდავია სააკაშვილი რომ ნდომია თურმე იმ ულვაშას განადგურება და ვერ მოახერხა, ვაი ვაი საცოდავი... გამოდის მერე თეო მტლაშაზე და გაყვირის მკვლელი პრეზიდენტი გვყავსო. მტლაშაძეზე უკეთესი ორჯონიკიძე რომ გააცოცხლო ის იქნება. თურმე ტირანიც ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი აუვსია ციხეებით ხალხი, აბა რა უნდა იყოს ხალხო? ქურდი უნდა იჯდეს ციხეში, ყაჩაღი უნდა იჯდეს ციხეში, მექრთამე უნდა იჯდეს ციხეში, მკვლელი უნდა იჯდეს ციხეში... ჩვენ კი უნდა ვიყვეთ გარეთ!!!
ჩემო კარგო მინდა გული დაგწყვიტო და გითხრა რომ რაც მკვლელობები გაიხსნა ნახევარი სხვებს დააბრალეს და ტყვილად ამოამწყვდიეს ციხეში და ათიათასობით მკვლელობა გაუხსნელია და ალბათ არც გაიხსნება სამწუხაროდ!

რაც შეეხება ციხეში ქურდების და მისთანების ჯდომას უმარავი უდანაშაულო ადამიანი ზის და ვერ ამტკიცებენ უდანაშაულობას,გაუხსნელი საქმეები რომ არ იყოს იმიტომ! გონზეც არ ხარ რა პირობებში უწევთ საცოდავ ხალხს იქ ცხოვრება, კამერაში სადაც დაახლოებით 20-30 კაცის ადგილია 70-80 კაცია გამომწყვდეული (აქედან უმეტესობა უდანაშაულო) და რიგ-რიგობით სძინავთ, მხოლოდ რამოდენიმე საათი დაახლოებით 4 საათი მორიგეობით და კიდევ ბევრი მწარე რეალობაა რომელი ერთი გითხრა არც ვიცი!

ასე რომ არ ღირს ვარდისფერი სათვალეებით ამ ყველაფრის ყურება...
სამწუხაროა მაგრამ რეალობაა ეს ყველაფერი, ჩვენ ალბათ თუ ასე გაგრძელდა სადღაც 20 წელიწადში დავრჩებით იმის ნახევარი (ალბათ არც კი) რამდენიც ეხლა ვართ....
ერი გადაშენების და გადაგვარების პირასაა!..:(