|
გამარჯობა ყველას!!!პირველ რიგში საერთოდ ვერ გავიგე ვისი მისამართით არის სათაური დაწერილი,ხელისუფლების თუ სხვა ვინმესი,ალბათ,ხელისუფლების ხო??..რაც შეეხება ოქრუაშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებას ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა,ეს დიდი ხანია ყველასათვის ასეთუისე ცნობილი იყო,ასე რომ...რაც შეეხება ოქრუაშვილის სკანადალურ განცხადებას და იმას,თუ რატომ არ ამბობდა ამ ყველაფერს მაშინ,როცა მინისტრი იყო,ამაზე მგონი,მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და ამის მერე იმის თქმა,რომ მას პატრიოტული გრძნობა აკლია ცოტა უხერხულია,ყოველ შემთხვევაში,მე არ დაგეთახნმებით...ირაკლი ოქრუაშვილის ერთადერთი მიზანი მინისტრობის დროს საქართველოს გაერთიანება იყო,მე ამის მჯერა,რადგან ბევრი მაგალითი არსებობს...საქართველოს პრეზიდენტმა მიუხედავად ბევრი გამოსწორებული საქმისა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა,ეს შეიძლება გასაგებიც ყოფილიყო,რომ არა ამ შეცდომების სიმძიმე...კიდევ უფრო მიკვირს მმართველი პარტიის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ,ისინი მაშინვე,როგორც კია ვინმე ყოფილი მინისტრი ან თანაპარტიელი შეცდომაზე მიუთითებს,იწყებენ ძალიან არასერიოზული კომენტარების გაკეთებას,დაცინვას,ეს სისუსტეა,მგონი რომ... ძალიან მაინტერესებს ნეტა რომელმა ხალხმა შერაცხა ოქრუაშვილი ნაძირალად?!იმ 50 000-60 000მა არა მგონი,რომელიც დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბა სწორედ მისი განთავისუფლების მოთხოვნით... ისე კი მაკიაველი არ შემცდარა როცა თქვა:\"ხალხს ჰგონია,რომ ახალი მთავარი უკეთესი იქნება ძველზე და ამიტომ,დროს იხელთებს თუ არა,უჯანყდება ამ უკანასკნელს,მაგამ მალე რწმუნდება,რომ მოლოდინი გაუცრუვდა,ახალია მთავარი უარესია ძველზე\"(შესაძლებელია ეს სხვა წერილში უკვე დავწერე,მაგრამ რას ვიზამთ...) პესიმიზმი არაფერს უშველის,ხალხმა პოზიცია და თავისი აზრი უნდა გამოხატოს ყოველთვის,ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ...და ბოლოს ეს ყველაფერი სწორედ რომ საქართველოში არსებულ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიანიშნებს!!!
|