↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მრცხვენია, რომ დანაფურთხებს ვლოკავთ!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 122 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ოქრუაშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ ნამდვილად არ გამჩენია შეკითხვა აქამდე რატომ არ თქვა ეს ყველაფერი მეთქი.იმ საზიზღარი ფაქტებიდან ხომ ნახევარი საუკუნე არ გასულა.ჯერ ისევ ის ეჭვმიტანილი მთავრობა გვყავს და თუ მართლა დამნაშავეები არ არიან,რატომ დაიჭირეს?!იმიტომ რომ მეტი სიმართლე აღარ ეთქვა?აქ ზოგიერთი დაპოსტილის წაკითხვის მერე ისეთი აზრი გამიჩნდა თითქოს ისაა მხოლოდ საწყენი რუსეთმა და ოსეთმა რომ შეიტყო რა ხდება საქართველოში.სინამდვილეში არაა მაგათი აზრი მნიშვნელოვანი იმდენად,რამდენადაც ის უფრო მნიშვნელოვანია გავიაზროთ, ეს საშინელებები მართლა რომ ხდება.სულაც არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს ოქრუაშვილი ფრთამოტეხილი ანგელოზია,მაგრამ სიმართლე ხომ მოისმინეთ.კაცი,რომელმაც ჟანგიანი ტყვიები შემოიტანა,გადაჰყავთ ეკონომიკის მინისტრად დიდი ქება დიდებით:ამ კაცმა ყველა სფერო,სადაც მოღვაწეობდა,ააყვავა,ახლა ეკონომიკას მიხედოსო.კარგი ბატონო,ვთქვათ არ შეუკვეთიათ მისთვის მკვლელობა,დანაშაულად არ კმარა ტყვიების საქმე?თუ ოქრუაშვილი ჭალა ჭალა ივლიდა და ასე ზურგზე ტომარა აკიდებული შემოიტანდა ჟანგიან ტყვიებს,ან ჯიბით,ცალობით.მაშინ სად იყო მთავრობა დამნაშავეს რომ ისევ მინისტრად ნიშნავდა.იქნებ მაგათაც ორი კვირის წინ გაიგეს ჩვენსავით.რა მნიშვნელობა აქვს იმას რამდენად გასვრილია თავად ოქრუაშვილი,ამ მთავრობაში ხომ მეტ ნაკლებად ყველა გასვრილია.მერაბიშვილს,ბოკერიას,ახალაიას რომ გაეკეთებინათ იგივე აღიარება რა რეაქცია გვექნებოდა ნეტა?!სიმართლე გვაინტერესებს ყოველთვის,ითქმება და მერე- ახლა რატომ ითქვა ,რატომ შენ და სხვამ არ თქვა,და ა.შ.გამოვრიცხოთ პატარკაციშვილზე სიკვდილის შეკვეთა,არ გაინტერესებთ ჟვანიას,გირგვლიანის,შარაძის ნამდვილი მკვლელები ვინ არიან?პასუხი არ არის ან არის და ტყუილია
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მგონია რომ საქართველოს პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა მართავდეს.დავამხობთ ერთს,ავირჩევთ მეორეს,ახლა ალბათ ვინმე მესამეს და სანამ ისიც ბოდიშით და კარგად არ გამოძღება თავის ნათესავებიანად ვიყოთ ასე არჩევებში და გადარჩევებში და ვამდიდროთ პრეზიდენტები ხალხის-ჩვენს ზურგზე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნანანო, ჩემო კარგო, შენ არც არავინ გამტყუნებს, მართალი ხარ, მიზეზი ამ ყველაფრის უეჭველად უნდა აიხსნას, მაგრამ ამ დასაქცევ ქვეყანაში ისედაც გაბოგინებულ რუსებს, სალაპარაკო მიეცათ რამდენად საზიზღარი და არა სანდო ერი ვართ ქართველები. და კიდევ ერთი : შენი თქმის არ იყოს, რამდენჯერ უნდა აამხედრონ ეს ხალხი, რამდენჯერ უნდა დაიქცეს ხელახლა ქვეყანა, და არც ერთხელ ხალხის საკეთილდღეოდ, ისევ თავიანთ თავზე ზრუნავენ, სავარძლის დაკავების შემდეგ კი ისევ ჩვეული უსამართლობა გრძელდება. კონსტანტინესი არ იყოს ჩვენ მხოლოდ სიმთვრალეში ვართ კარგი რიტორები, თორემ ჩვენზე წინ წასულ კაცს ისე დავჯიჯგნით , როგორც დაჭრილ ძერას ყვავები. არადა არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გირგვიანის მკვლელობაც რა გახდა ისე ასეტი თითზე რომ დაიხვიეს? ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. რა იყოთ ხალხო მკველობები რომელ ქვეყანაში არ ხდება? თქვენი აზრით რამდენი მკვლელობაა გახსნილი საქართველოში? ალბათ ათასობით, ხოდა რაGაც ხომ უნდა დაიხვიონ თითზე.პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთაო? აბა ისე საცოდავია სააკაშვილი რომ ნდომია თურმე იმ ულვაშას განადგურება და ვერ მოახერხა, ვაი ვაი საცოდავი... გამოდის მერე თეო მტლაშაზე და გაყვირის მკვლელი პრეზიდენტი გვყავსო. მტლაშაძეზე უკეთესი ორჯონიკიძე რომ გააცოცხლო ის იქნება. თურმე ტირანიც ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი აუვსია ციხეებით ხალხი, აბა რა უნდა იყოს ხალხო? ქურდი უნდა იჯდეს ციხეში, ყაჩაღი უნდა იჯდეს ციხეში, მექრთამე უნდა იჯდეს ციხეში, მკვლელი უნდა იჯდეს ციხეში... ჩვენ კი უნდა ვიყვეთ გარეთ!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined02 Jul 2007
Posts27
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა არის,ყვარყვარე ხომ არ ხარ,რა ყველა ციხეში გამოაწყვდიე,უდანაშაულოა ზოგი ციხეში,ხომ იცი შენც

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined19 May 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხ სად უნდა დაბრუნდეთ ნერვოზი გარანტირებილი გექნებათ თუ არ დაგიჭერენ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
გირგვიანის მკვლელობაც რა გახდა ისე ასეტი თითზე რომ დაიხვიეს? ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. რა იყოთ ხალხო მკველობები რომელ ქვეყანაში არ ხდება? თქვენი აზრით რამდენი მკვლელობაა გახსნილი საქართველოში? ალბათ ათასობით, ხოდა რაGაც ხომ უნდა დაიხვიონ თითზე.პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთაო? აბა ისე საცოდავია სააკაშვილი რომ ნდომია თურმე იმ ულვაშას განადგურება და ვერ მოახერხა, ვაი ვაი საცოდავი... გამოდის მერე თეო მტლაშაზე და გაყვირის მკვლელი პრეზიდენტი გვყავსო. მტლაშაძეზე უკეთესი ორჯონიკიძე რომ გააცოცხლო ის იქნება. თურმე ტირანიც ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი აუვსია ციხეებით ხალხი, აბა რა უნდა იყოს ხალხო? ქურდი უნდა იჯდეს ციხეში, ყაჩაღი უნდა იჯდეს ციხეში, მექრთამე უნდა იჯდეს ციხეში, მკვლელი უნდა იჯდეს ციხეში... ჩვენ კი უნდა ვიყვეთ გარეთ!!!

ჩემო კარგო მინდა გული დაგწყვიტო და გითხრა რომ რაც მკვლელობები გაიხსნა ნახევარი სხვებს დააბრალეს და ტყვილად ამოამწყვდიეს ციხეში და ათიათასობით მკვლელობა გაუხსნელია და ალბათ არც გაიხსნება სამწუხაროდ!:(
რაც შეეხება ციხეში ქურდების და მისთანების ჯდომას უმარავი უდანაშაულო ადამიანი ზის და ვერ ამტკიცებენ უდანაშაულობას,გაუხსნელი საქმეები რომ არ იყოს იმიტომ! გონზეც არ ხარ რა პირობებში უწევთ საცოდავ ხალხს იქ ცხოვრება, კამერაში სადაც დაახლოებით 20-30 კაცის ადგილია 70-80 კაცია გამომწყვდეული (აქედან უმეტესობა უდანაშაულო) და რიგ-რიგობით სძინავთ, მხოლოდ რამოდენიმე საათი დაახლოებით 4 საათი მორიგეობით და კიდევ ბევრი მწარე რეალობაა რომელი ერთი გითხრა არც ვიცი!:(
ასე რომ არ ღირს ვარდისფერი სათვალეებით ამ ყველაფრის ყურება...
სამწუხაროა მაგრამ რეალობაა ეს ყველაფერი, ჩვენ ალბათ თუ ასე გაგრძელდა სადღაც 20 წელიწადში დავრჩებით იმის ნახევარი (ალბათ არც კი) რამდენიც ეხლა ვართ....
ერი გადაშენების და გადაგვარების პირასაა!..:(
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined04 Dec 2006
Posts38
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბოდიში მუხის პარკეტი ვერ დაუგეს ციხეში და აივანი არა აქვთ. ციხეა ციხე, აბა როგორ უნდათ.უდანაშაულოდ თუ გარეული არაა რამეში ვერ იჭერენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
უდანასაულოდ არავის იჭერენ მართალი ხარ შენ... ხო მაგენს უნდათ მუხის პარკეტი, სპორტზალა, შუშაბანდები, კომპიუტერული ცენტრი(ინტერნეტი), ტახტები საკანში, საცურაო აუზი ციხეში. ასე რომ იყოს ციხე ყველა ინატრებს შიგ შესვლას გაჭირვებული. მე ვამბობ რომ ციხე არის ციხე. ანუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და უნდა მოიხადოს სასჯელი. რაც შეეხება მთავრობაზე და პრეზიდენტზე არცერთ ქვეყანაში სუფთა ხელებით არავინ მოდის პოლიტიკაში და არავინ მიდის. პოლიტიკა ბინძური საქმეა! პუტინი დაიჭირეს ბესლანის , ჩეჩნეთის, ლიტვინენკოს მკვლელობის შემდგომ? ბუში გაასამართლეს ერაყის გამო ათასობით ამერიკელი რომ ჩაიხოცა და ახლაც დღე არ გავა ვინმე არ მოკლან? არა თურმე ჩვენ ვართ ყველაზე დემოკრატიული რომ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს სააკაშვილი და ოქრუაშვილის ნათქვამი თითზე უნდა დაუხვიონ. \"კაცი\" ამდენი ხანი მუშაობდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მმართველად და დავიჯერო ისე დებილი იყო რომ სააკაშვილმა რა უთხრა იმის ჩაწერა ვერ შეძლო? მოითხოვდა ამ მასალის გაშვებას ტელევიზიით და ეს იყო სულ. აბა რაიმე მასალის გარეშე მასე ვინ დაუჯერებს?...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
არა, რა თქმა უნდა ციხეებში აღარ არის ის კომფორტი რაც აქამდე იყო, მაგრამ ახლა მაგასთან არ მაქვს საქმე. გვიან გამახსენდა , მაგრამ მაინც, დიდი ლოგიკა ჩემი აზრით არ ჭირდება ამის მიხვედრას. ბადრი პატარაკაციშვილი რუსეთის მიერ დევნილი და ძებნილი პიროვნებაა კარგად მოგეხსენებათ.რუსეთი ყოველ 6 თვეში ერთხელ საქართველოს სთხოვს გადასცეს რუსეთის სამართალ დამცავებს იგი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება აგერ უკვე რამდენი წელია. კი მაგრამ თუ სააკაშვილს მისი მოცილება უნდოდა, რაღაზე გაისვრიდა სისხლში ხელს, გადასცემდა რუსეთს პატარაკაციშვილს და მოშორებული იქნებოდა. რუსეთის გულსაც მოიგებდა და თანაც მოიშორებდა, თუ ჭკვიანად მოიქცეოდა კიდევ, კონფისკაციასაც გაუკეთებდა. ეხლა რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა მათთვის ფინანსურ მაქინაციებში დამნაშავე პატარაკაციშვილზე აგებული ეს ფარსი. და კიდევ ერთი დამთხვევა, ცოტა ხნის წინ ოქრუაშვილი ბრძანდებოდა ლონდონში ბერეზოვსკისთან. ახლა კი თვითონ გაეცალა აქაურობას და მანაც ლონდონს მიაშურა, თუმცა მან მთელი სპექტაკლის მსვლელობა ზეპირად იცოდა დარწმუნებული ვარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
done wrote:
ციტატა:
ბოდიში მუხის პარკეტი ვერ დაუგეს ციხეში და აივანი არა აქვთ. ციხეა ციხე, აბა როგორ უნდათ.უდანაშაულოდ თუ გარეული არაა რამეში ვერ იჭერენ.
ბოდიში რა შუაშია უბრალოდ ვცხოვრობ თბილისში და რაც რეალურად ხდება და რაც რეალური პრობლემებია ვხედავ.
მუხის პარკეტს რაც შეეხება არავინ არ ითხოვს ბატონო უბრალოდ ვთქვი რომ 30 ადგილიან საკნებში 70 კაცია და არაადამიანურ პირობებში უწევტ ცხოვრება.ღმერთმანუ ქნას ვინმე თქვენგანის ახლობელს მოუწიოს იქ ყოფნა ცოტა ხანი მაინც და მერე რომ შეგეხებატ ეს პრობლემა მიხვდებით რაც ვიგულისხმე, უბრალოდ არაადამიანური პირობები აქვთ თორემ მუხის პარლეტი და მისთანები არც მიგულისხმია!

არ ვიცი ალბათ მე ვარ ასეთი კრიტიკული და ასეთი პესიმისტი და თქვენ ალბათ შორიდან უფრო ხედავთ რეალურ სიტუაციას...
და მერწმუნე ბევრი უდანაშაულო ადამიანი ზის იქ და მხოლოდ იმიტომ რომ გახსნილი საქმეების რაოდენობა გაიზარდოს!

იმედი მაქვს ვცდები, მაგრამ ვაი რომ....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Sep 2007
Posts1190
კარმა59
OFFLINEPROFILE
Zvigeni wrote:
ციტატა:
უდანასაულოდ არავის იჭერენ მართალი ხარ შენ... ხო მაგენს უნდათ მუხის პარკეტი, სპორტზალა, შუშაბანდები, კომპიუტერული ცენტრი(ინტერნეტი), ტახტები საკანში, საცურაო აუზი ციხეში. ასე რომ იყოს ციხე ყველა ინატრებს შიგ შესვლას გაჭირვებული. მე ვამბობ რომ ციხე არის ციხე. ანუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და უნდა მოიხადოს სასჯელი. რაც შეეხება მთავრობაზე და პრეზიდენტზე არცერთ ქვეყანაში სუფთა ხელებით არავინ მოდის პოლიტიკაში და არავინ მიდის. პოლიტიკა ბინძური საქმეა! პუტინი დაიჭირეს ბესლანის , ჩეჩნეთის, ლიტვინენკოს მკვლელობის შემდგომ? ბუში გაასამართლეს ერაყის გამო ათასობით ამერიკელი რომ ჩაიხოცა და ახლაც დღე არ გავა ვინმე არ მოკლან? არა თურმე ჩვენ ვართ ყველაზე დემოკრატიული რომ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს სააკაშვილი და ოქრუაშვილის ნათქვამი თითზე უნდა დაუხვიონ. \"კაცი\" ამდენი ხანი მუშაობდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მმართველად და დავიჯერო ისე დებილი იყო რომ სააკაშვილმა რა უთხრა იმის ჩაწერა ვერ შეძლო? მოითხოვდა ამ მასალის გაშვებას ტელევიზიით და ეს იყო სულ. აბა რაიმე მასალის გარეშე მასე ვინ დაუჯერებს?...

ვიცი რომ არავინ არარის სუფთა პოლიტიკაში და ისიც მესმის რომ საქართველოში არ ცხოვრობ, რაღაც მომენტში ბედნიერი ხარ რომ ბევრ რაღაცას ვერ ხედავ რაც აქ ხდება.
მე არც სააკაშვილისტი ვარ და არც ოქრუაშვილის და მითუმეტეს არც დამნაშავეების მოტრფიალე, მე უბრალოდ მინდა რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს რაღაც... მემგონი ადამიანებს გვაქვს ამის უფლება რომ ცოთა უკეთეს ყოფაში ვიცხოვროდ და არ აქვს მნიშვნელობა თავისუფალი ადამიანი იქნები თუ პატიმარი...უბრალოდ მართლა წრფელი გულით მტკივა ამიტომ ვთქვი და არა სხვა რამის გამო.ასე რომ ჩემო კარგო ადამიანო არ გინდა ეს ირონია გთხოვ არავინ არ ითხოვს ბასეინებს და ინტ კაფეებს საკნებში დამიჯერე...უკაცრავად თუ მკაცრი ტონით დაწერილი გამომივიდა...

ყველაფერი ოქრო არ არის რაც ბრწყინავს!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
არა მკაცრი ტონი რა შუაშია, ყველას თავისი შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე. დებატები და დისკუსია საწყენი სულაც არაა პირიქით სასარგებლოა ყველასათვის. მე იმაზე მწყდება გული როცა ჩვენი უგუნურება მტერმა გამოიყენა და საქართველოს იმიჯი შეელახა ან ცდილობენ ამის გაკეთებას იმის შემდეგ რაც ოქრუაშვილი გამოვიდა ტელევიზიით. სირცხვილია და სატირალია თითოეული ადამიანისათვის პირადი მტრობა და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთში არ უნდა აურიონ. დავიღალეთ ხალხო და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ, ჯერ სამოქალაქო ომი, მერე აფხაზეთის ომი, მერე პრეზიდენტის განდევნა და სახელმწიფო გადატრიალება, მერე სამაჩაბლოს დაკარგვა, მერე ვარდების რევოლუცია და ახლა კიდევ გადატრიალება?... ამოვიდა კისერში ამდენი აქციები, მიტინგები, წივილ კივილი დიქტაფონებით ამიტომ ვართ გადახიზნულები და გაცილებული ამ ბოღმიან და შურიან ყოფას ხოდა რა გვინდა თითოულს? მშვიდობა გვინდა რომ დავბრუნდეთ, ცოტაოდენი იმედი, ხავსი მაინც გვინდა რომ მოვეჭიდოთ თორემ წაგვიღებს ეს უზნეობა, უსამართლობა, უმუშევრობა. არაა კარგი და მოსაწონი ოპოზიციის გამოსვლები და მიტინგობია როცა ჩვენი სახელმწიფო სულს ღაფავს და ერთობა სჭირდება... ციხეზეც იმიტომ ვთქვი რომ სტაბილიზაცია უნდა იყოს და ქვეყანა უნდა ცდილობდეს შეინარჩუნოს. 1994 წელს ახლობელი იყო საქართველოში ჩასული, დაესხნენ თავს ავტომატებით სულ წაართვეს საწყალს რაც წვალებით ქონდა ნაშოვნი პლიუს ცემეს საშინლად, მის მერე აქ ცხოვრობს და ის არ დაბრუნდება! ასეთი საქართველო არ მინდა, არეულობა და ქაოსი, რევოლუცია, ომი არაფერი კარგი არ მოაქვს, პირიქით გვაბრუნებს უკან სასოწარკვეთილებისაკენ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
me getanxmebi chemo zvigen.exla; rom kidev revolucia da areuloba daickos. albat sul avigebt xels dabrunebaze. eseigi ra- gancirulebi vart?me 10 celia chem saxlshi ar micxovria .minda dabruneba. agar unda momeces amis sashvaleba?zalian shecuxebuli var.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ერთხელ ჩემი აზრი უკვე გამოვხატე. მაგრამ მაინტერესებს: რას ფიქრობთ ხალხნო, ნეტა როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი?

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 122 posts ] 
მრცხვენია, რომ დანაფურთხებს ვლოკავთ!!!
დესპანი