|
ერთ მაგალითს მოგიყვებით კიდევ ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც ახლოსაა ამ საკითხთან.
საქართველოში ერთ ჩემს ნათესავს ვალი ჰქონდა წლების განმავლობაში და როგორც იქნა დამირეკა გამოგიგზავნე და ამა და ამ ბანკში აიღეო. მეც რა თქმა უნდა იმ დღესვე გავეშურე ბელორუსსკაიაზე ანელიკ ბანკში. ამოვედი მეტროდან და მივუყვები ქუჩას, სადაც ბანკია. წამომეწია ვიღაც ძალზედ სიმპატიური სანდომიანი სახის ახალგაზრდა და ქართულად მეკითხება, დეიდა ანელიკ ბანს ხომ ვერ მიმასწავლიო. მე ვუთხარი, ამ ქუჩის ბოლოშიათქო. თქვენც იქ ხომ არ მიდიხართო? კიმეთქი ვუთხარი. ხომ არ შეგაწუხებთ მეც რომ გამოგყვეთო- მითხრა თავაზიანად. არა , რა უნდა შემაწუხო, წავიდეთ ერთადთქო - მივუგე და ლაპარაკ-ლაპარაკით გავუყევით გზას. ამ ვაჟმა მომიყვა თუ როგორი ნოსტალგია აქვს საქართველოზე, თუ როგორ განიცდის იმას, რომ ჩვენი ხალხი წასულია ბევრი და საქართველო ცარიელდება,აქეთ ოსეთის და აფხაზეთის ყველა ჩვენთაგანისათვის მტკივნეულ საკითხს შეეხო. რა გვარი ხართქო შევეკითხე და დამისახელა ბერძნული გვარი და მითხრა ბერძენი ვარ მაგრამ ვქართველობო.მეც არა ნაკლები პატრიოტი ვარო. ცოტა ნაწვიმარი იყო და პატარა გუბურას გვერდი ავუარეთ. მე წინ გამატარა და თვითონ მერე გამივიდა მაგრამ უცაბედად ყვირის:ქალბატონო ნახეთ რა ვნახეო და გუბურიდან ამოაქვს ცელოფანში გახვეული დოლარების პაჭკა.თან აქეთ- იქეთ შეშინებული იყურება. ირგვლივ სიცარიელეა, ადამიანის სული არ ჭაჭანებს. მე ვუთხარი, აი ღმერთმა გადმიგხედათქო. არაო მითხრა, მე კი არა თქვენცო. ჩვენ ერთად მოვდიოდით და მე უნამუსო კი არა ვარო. მე ეჭვი არ შემპარვია მის სიალალეში, მაგრამ მე რა შუაში ვარ შვილო, ფული შენ ნახე და მე რატომ უნდა გამიყოთქო? რას ქვია დეიდა ეს ფული ნახევარი მე და ნახევარი თქვენო, ოღონდ აქ იქნებ პატრონმა დაგვინახოს და გვერდით ქუჩაში შევიდეთო. ამ დროს ბანკსაც ვუახლოვდებით. მე არ გავყევი არ მინდა შვილო შენი იყოსთქო,მაგრამ არავითარი ეჭვი არ შემპარვია მის უკეთურობაში. ეს ბიჭი უკან-უკან იყურებოდა წარა მარა. ამ დროს ვიღაც გვეძახის რუსულად. ჩვენ გავჩერდით. მოდის გულამოვარდნილი კაცი და გვეუბნება: მე დაგინახეთ ფული რომ აიღეთ ამდენი და ამდენი და ის ჩემი იყოო, თუ არ დააბრუნებთ მილიციას გამოვუძახებო. რა ვქნა არ ვიცი, ეს ბიჭი იძახის არაფერი არ გვინახიაო. ამ კაცმა ამოიღო ტელეფონი და რეკავს მილიციაში. მე ენა გადამეყლაპა საერთოდ, როგორც იქნა მოვსულიერდი და ვუთხარი: ნახეთ ჩემი ჩანთა, და თუ ნახავთ რაიმეს (ბედზე 1000 მანეთის მეტი არ მედო, ე ი. 40 დოლარი)დოლარებს თქვენი იყოსთქო და ამ ახალგაზრდამ რა ნახა მე არ ვიცითქო. ეს ბიჭი დგას და მიყურებს დიდი ინტერესით. გავხსენი ჩანთა და ვაჩვენე ამ კაცს)ეს ბიჭი მეუბნება ქართულად: დეიდა თქვენ ბანკში მიდიხართ და ამ 1000 მანეთს აგზავნითო?- მერე მივხვდი რომ ესენი ორთავე პარტნიორები იყვნენ და დარაჯობდენენ ბანკისკენ მიმავალ არარუსებს, რომლებიც,თითქმის ყველა აგზავნის და არა იღებს ფულს ბანკში. ალბათ მე ვიყავი გამონაკლისი. კიდევ კარგი რომ ცთუნებას ვძლიე და ფულს ხელი არ ვახლე, თორემ დარწმუნებული ვარ უკვე, რომ იმ პაკეტში 100 დოლარი იყო გარედან, ხოლო შიგნით ქაღალდები იქნებოდა და მე , თუ აღმომაჩნდებოდა გასაგზავნი ფული, წამართმევდნენ აუცილებლად. ქარის მოტანილს,- ქარი ასმაგად წაიღებდა.
|