ნინოჩკა "ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო"-ეს შემოსავალსაც ეხება და გასავალსაც, მე ასე მესმის

რაც შეეხება ფულის შოვის მორალურ მხარეს, ეს სულ სხვა განსჯის საგანია და საკმაოდ სადაოც.
ზოგიერთის მიერ არჩეული გზა, ფულის შოვისა, სხვას არ მოსწონს, სხვებისა კი ზოგიერთს.
ასე რომ, მე მაინც ჩემს აზრზე ვდგევარ, რა ხერხითაც არ უნდა შოულობდე ფულს, მისი გამოყენება უნდა შეგეძლოს ადამიანს.
ჩემი ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ ფულის შოვისათვის, მე ნებისმიერ ხერხს მივესალმებოდე.
აქ მხოლოდ ანდაზიდან გამომდინარე ვამბობ.
"რაც არ გერგება, არ შეგერგებაო"-ეს ანდაზაც გამიგია მე, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მათ ერგებათ ვისაც არ უნდა ერგებოდეს

