↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 22 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ერთ მაგალითს მოგიყვებით კიდევ ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც ახლოსაა ამ საკითხთან.

საქართველოში ერთ ჩემს ნათესავს ვალი ჰქონდა წლების განმავლობაში და როგორც იქნა დამირეკა გამოგიგზავნე და ამა და ამ ბანკში აიღეო. მეც რა თქმა უნდა იმ დღესვე გავეშურე ბელორუსსკაიაზე ანელიკ ბანკში. ამოვედი მეტროდან და მივუყვები ქუჩას, სადაც ბანკია. წამომეწია ვიღაც ძალზედ სიმპატიური სანდომიანი სახის ახალგაზრდა და ქართულად მეკითხება, დეიდა ანელიკ ბანს ხომ ვერ მიმასწავლიო.
მე ვუთხარი, ამ ქუჩის ბოლოშიათქო. თქვენც იქ ხომ არ მიდიხართო? კიმეთქი ვუთხარი. ხომ არ შეგაწუხებთ მეც რომ გამოგყვეთო- მითხრა თავაზიანად. არა , რა უნდა შემაწუხო, წავიდეთ ერთადთქო - მივუგე და ლაპარაკ-ლაპარაკით გავუყევით გზას. ამ ვაჟმა მომიყვა თუ როგორი ნოსტალგია აქვს საქართველოზე, თუ როგორ განიცდის იმას, რომ ჩვენი ხალხი წასულია ბევრი და საქართველო ცარიელდება,აქეთ ოსეთის და აფხაზეთის ყველა ჩვენთაგანისათვის მტკივნეულ საკითხს შეეხო. რა გვარი ხართქო შევეკითხე და დამისახელა ბერძნული გვარი და მითხრა ბერძენი ვარ მაგრამ ვქართველობო.მეც არა ნაკლები პატრიოტი ვარო.
ცოტა ნაწვიმარი იყო და პატარა გუბურას გვერდი ავუარეთ. მე წინ გამატარა და თვითონ მერე გამივიდა მაგრამ უცაბედად ყვირის:ქალბატონო ნახეთ რა ვნახეო და გუბურიდან ამოაქვს ცელოფანში გახვეული დოლარების პაჭკა.თან აქეთ- იქეთ შეშინებული იყურება. ირგვლივ სიცარიელეა, ადამიანის სული არ ჭაჭანებს. მე ვუთხარი, აი ღმერთმა გადმიგხედათქო. არაო მითხრა, მე კი არა თქვენცო. ჩვენ ერთად მოვდიოდით და მე უნამუსო კი არა ვარო. მე ეჭვი არ შემპარვია მის სიალალეში, მაგრამ მე რა შუაში ვარ შვილო, ფული შენ ნახე და მე რატომ უნდა გამიყოთქო?
რას ქვია დეიდა ეს ფული ნახევარი მე და ნახევარი თქვენო, ოღონდ აქ იქნებ პატრონმა დაგვინახოს და გვერდით ქუჩაში შევიდეთო. ამ დროს ბანკსაც ვუახლოვდებით. მე არ გავყევი არ მინდა შვილო შენი იყოსთქო,მაგრამ არავითარი ეჭვი არ შემპარვია მის უკეთურობაში.
ეს ბიჭი უკან-უკან იყურებოდა წარა მარა. ამ დროს ვიღაც გვეძახის რუსულად. ჩვენ გავჩერდით. მოდის გულამოვარდნილი კაცი და გვეუბნება: მე დაგინახეთ ფული რომ აიღეთ ამდენი და ამდენი და ის ჩემი იყოო, თუ არ დააბრუნებთ მილიციას გამოვუძახებო.
რა ვქნა არ ვიცი, ეს ბიჭი იძახის არაფერი არ გვინახიაო. ამ კაცმა ამოიღო ტელეფონი და რეკავს მილიციაში.
მე ენა გადამეყლაპა საერთოდ, როგორც იქნა მოვსულიერდი და ვუთხარი: ნახეთ ჩემი ჩანთა, და თუ ნახავთ რაიმეს (ბედზე 1000 მანეთის მეტი არ მედო, ე ი. 40 დოლარი)დოლარებს თქვენი იყოსთქო და ამ ახალგაზრდამ რა ნახა მე არ ვიცითქო. ეს ბიჭი დგას და მიყურებს დიდი ინტერესით. გავხსენი ჩანთა და ვაჩვენე ამ კაცს)ეს ბიჭი მეუბნება ქართულად: დეიდა თქვენ ბანკში მიდიხართ და ამ 1000 მანეთს აგზავნითო?- მერე მივხვდი რომ ესენი ორთავე პარტნიორები იყვნენ და დარაჯობდენენ ბანკისკენ მიმავალ არარუსებს, რომლებიც,თითქმის ყველა აგზავნის და არა იღებს ფულს ბანკში. ალბათ მე ვიყავი გამონაკლისი. კიდევ კარგი რომ ცთუნებას ვძლიე და ფულს ხელი არ ვახლე, თორემ დარწმუნებული ვარ უკვე, რომ იმ პაკეტში 100 დოლარი იყო გარედან, ხოლო შიგნით ქაღალდები იქნებოდა და მე , თუ აღმომაჩნდებოდა გასაგზავნი ფული, წამართმევდნენ აუცილებლად.
ქარის მოტანილს,- ქარი ასმაგად წაიღებდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 Oct 2006
Posts174
კარმა75
OFFLINEPROFILE
ყველაფერი ხდება, ეს ცხოვრებას სავსეა მოულოდნელობით.

რას იზავ მანა გადირია ქვეყანა. რამხელა სიფრთხილე ჭირდება ადამიანს დღევანდელ დროში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ერთ ამბავს, მეც მოგიყვებით.

ერთ-ერთი დიდი რუსული რესტორნის მენეჯერი ვიყავი,აქ ამერიკაში.
ძალიან დიდი თანხა მიგროვდებოდა,კვირის ბოლოსთვის.
თავიდან "პატრონებმა"ბევრჯერ შემამოწმეს და რომ დარწმუნდნენ ჩემს პატიოსნებაში, დამიტოვეს ყველაფერი და სანტა-ბარბარაში წავიდნენ./საკუთარი სახლი ჰქონდათ იქ./
მთხოვეს, თვეში ერთხელ ჩავსულიყავი და თანხა ჩამეტანა.
/კლიენტების 99%,რუსი ებრაელები იყვნენ,ამიტომ თითქმის ყველა ნაღდ ფულს იხდიდა./

ერთხელაც, ძალიან შემოსავლიანი თვე მქონდა.
დამიგროვდა 175 000 $.
სიმართლე გითხრათ ვშიშობდი, ვინმეს სული არ წასცდენოდა და რამე შარი არ აეტეხათ./მარტო ვცხოვრობდი რესტორნის შენობაში. მესამე სართულზე,საცხოვრებელი ოთახები გვქონდა./

მაგ პერიოდში,ჩემმა უბნელმა მომაკითხა.
NY-დან იყო ჩამოსული, სატვირთო მანქანაზე მუშაობს, 8 წელი არ მყავდა ნანახი. იცოდა ჩემი მისამართი და მომძებნა.
ძალიან გამიხარდა,ამდენი ხნის უნახავთან შეხვედრა.
რომ მოვრჩი ყველაფერს,კვირის შუა პერიოდი იყო.ადრე დავკეტე ბიზნესი და გავშალე სუფრა.
მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
ის თავისას მიყვებოდა,მე ჩემსას.
ძალიან გაუკვირდა,როგორ ვიშოვე ასეთი სამსახური,ჩამოსვლიდან 2 თვეში.

რომ გაიგო ამდენი თანხა მქონდა,მოსვენება დაკარგა.
რას აღარ მთავაზობდა, წამო ამდენი ფულით, ნებისმიერ შტატში, სახლსაც იყიდი და ახალ მანქანებსაცო.
მაშინ კიდევ კარგად ვერ ვერკვეოდი,რა ხდებოდა ამერიკაში.

სასტიკი უარი განუცხადე.
ვთხოვე საერთოდ აღარ ეხსენებინა,ეს საკითხი.

ადგა და წავიდა.
წასვლისას: შენ აქ რისი გულისთვის ჩამოხვედიო?, აბა შენ უნდა გქონდეს ეს სამსახურიო?

მას შემდეგ, 8 წელი კიდევ გავიდა.
დღესაც "სად" მუშაობს, თვითონაც არ იცის, ყოველთვიურად ნაირ-ნაირ კომპანიებს იცვლის.
ვერსად ვერ იპოვა თავისი ადგილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ გიორგი!=zer= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined04 Jul 2008
Posts42
კარმა3
OFFLINEPROFILE
მეც შემემთხვა ერთი სასაცილო ამბავი.

მე და ჩემი მეგობარი მივდივართ ინსტიტუტში და შესასვლელში ძალიან ბევრი სტუდენტები იდგნენ, უფრო ვაჟები.
ამ დროს ზარიც დაირეკა და მე და ჩემმა დაქალმა ნაბიჯს ავუჩქარეთ ვესტიბიულში რომ შევედით, მარჯვნივ, გარდერობისკენ გავეშურეთ, ამ დროს ტატამ ფეხი რაღაცას წამოჰკრა, - საფულე. მე მივიხედ მოვიხედე ალბათ ვინმეს დაუვარდათქო. მეგობარი კი დაიხარა ასაღებად, მაგრამ საფულე დაიძრა ადგილიდან. ტატა მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. სიცილის ქარიშხალში მოხვედრილთ, ლოყები დღესაც გვეწვის სირცხვილით. ვაჟებმა კი კარგად იცინეს ჩვენზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რატომ დაივიწყეთ ეს თემა. არავის არ გაქვთ რაიმე კურიოზი გასახსენებელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
me egeti nagdad arasdros araferi dammartnia

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 22 posts ] 
დესპანი