↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
ისევ ის მოტივი
მე და შენ, - მოტივი ძველი და ნაცნობი.
სათქმელი რაც დარჩა, ვთქვათ, - წინ კვლავ გზებია.
პირველი აკორდი მოვპაროთ კლავიშებს, -
შენს გამო ჩემს სულში ძლიერი ძვრებია.

ძველი აივანი, ოდნავ მორყეული...
მერვე საფეხური ისევ თუ ჭრიალებს?
წავალ, შევაკეთებ, თუმცა არა, იყოს, -
მერე ხომ წარსულის დაკარგვას ვინანებ?!.

ნაცნობი მოტივია, - ისევ უშენობა
და ბანალურობის ნიღაბს არ ავაკრავ.
მარტის ამინდივით მინდა ხეტიალი,
მინდა ჩემს ცხოვრებას სახელი დავარქვა.

ვაბრუნებ აღებულ ვალებს და მივდვარ.
ათასერთი ღამე არ მეყო ზღაპრისთვის.
მე პოტენციური გიჟი ვარ და შენ კი,
ჩემს გვერდით რომ იყო, მზად არ ხარ ამისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
რაღა დროს მარტია?
რაღა დროს მარტია?
მე მაინც მოვალ და
კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...
ბოლომდე გამიძელ,
მე ვცდი და დაგხატავ,
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...
რაღა დროს მარტია?!
ვნებას არ ვეურჩოთ,
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს?
ბავშვობაში შენი სახელებით
გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? ..
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს,
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,
მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Nov 2007
Posts616
კარმა96
OFFLINEPROFILE
მაკა@, კარმა ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
გთხოვთ, ყველა ლექსს მიაწერეთ ავტორი.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
დღეს უშენობის...
დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი...ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნად
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
გაუცხოება
მოდიან წვიმები... ფანჯრებთან... და ისეც კი ხდება,
მიდიხარ ფანჯრებთან - წვიმები. ვინ იცის, თუ ხვდები,
რომ ასეთ ამინდში, ასეთი მოწყენა გიხდება
და ასეთ მოწყენას, რომ ასეთ ამინდში უხდები

იმდენად, რომ გინდა ადგე და მიეცე კაეშანს
ქანქარა სავარძლის, კუბოკრულ პლედის და თამბაქოს
და ფიქრს დადევნებულ მზერას დააწიო კარებში
თვალები და მერე საფერფლეც, ფინჯანიც, ლამბაქიც

და ღამეც, რომელსაც სხვაგვარად უწოდე წამება...
და გინდა იყვირო, ან სულაც ძაღლივით აყეფდე!
და ისე ხდება, რომ მოდიან ფანჯრებთან წვიმები
და ისეც ხდება, რომ მიდიხარ ფანჯრებთან, აღებ და

იგუბებ ფილტვებში ოზონის მომწარო სიბლანტეს
და მკერდში ესობი, როგორც ხელოვნური იმპლანტი,
ქალაქის (რომელიც არასდროს არაფრით გხიბლავდა)
ქვაფენილს (რომელსაც ყოველთვის რაღაცით ხიბლავდი).

გიო არავიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
მე გნატრობ

ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა_
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.
და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები_დროებით... და ჭრელი ნაჭრებით
დახუნძლულ ხესთან ვარ: ალიხე, მალიხე,
სალიხე... ალიხე... და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე ეგება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.

ხომ ხედავ,_ მე გნატრობ:
ალიხე, მალიხე, სალიხე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შეაყარე კედელს ცერცვი`...
-ქართული ანდაზა

ეს მაშინ,
როცა ჩვეული მოძრაობით
კედელს მეათასედ შემაყარე,
როცა წკაპა-წკუპით ძირს ჩამოვცვივდი,
როცა ხელები ჰაერში აიქნიე ნიშნად იმისა,
რომ კედელი გლუვია,
ცერცვის მარცვალი კი ბრიყვი და სხმარტალა,
როცა იფიქრე,
რომ კედლისა და ცერცვის ამბავი ისე სანდოა,
შეხედვაც კი აღარ სჭირდება,
სწორედ მაშინ,
როცა მშვიდად მიუბრუნდი ქარს და საზრუნავს,
სწორედ მაშინ,
ფესვი გავიდგი.
სწორედ მაშინ
დაუმთავრდა სიბერწე კედლს,
ტანი გაუთბა და ნაპრალები შემომაშველა...
რა უნდა მოსთხოვო
ერთ გულუბრყვილო ცერცვის მარცვალს
ხვიარად რომ დაბადებულა,
დღენიადაგ საყრდენს რომ ეძებს
და მზად არის,
ვინც შეხვდება, გადაეხვიოს.
რა უნდა მოსთხოვო
მოულოდნელად გაღვიძებულ ცერცვის მარცვალს,
როცა საკუთრი სიმწვანეც კი ისე აბრუებს,
უგზო-უკვალოდ იფოთლება და მსხმოიარობს...
და მაშინ,
როცა მზეში ოქროსრქიან ვერძებს ვითვლიდი,
შეყვარებულ ჭიამაიებს ვუწვდიდი ფოთლებს
და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულ ბებერ კდელს
წყლის და მიწის ამბავს ვამცნობდი,
როცა ვცდილობდი,
ჩემს პაწაწინა ცერცვის გულში
ახალ-ახალი სასწაულები აღმომეჩინა,
გამომეხმო ყველა ზღაპარი,
რასაც დედა გვიყვებოდა მე და ჩემს და-ძმებს
გრილ და ნოტიო პარკში წოლისას,
მაშინ,
როცა მეგონა,
თუკი მოვედი,
ყველა ცოცხალ და მფეთქავ არსებას
ჩემს სიყვარულში დავარწმუნებდი,
სწორედ მაშინ,
რატომღაც უკან მოიხედე
და
შეგეშინდა.
... როგორ გიმტყუნე,
შენ ხომ ისე ალალად მენდე,
მე კი ბრიყვულად დავარღვიე ათასწლოვანი სიტყვების ტაბუ
შენ და შენს მოდგმას აკვანშიც რომ განუგეშებდათ,
რასაც სწავლობდით მამიდან შვილზე,
რასაც პაპების სიბრძნე ერქვა
და დიდპაპების გამოცდილება.
აბა, ჩემი გაღვიძება რად გჭირდებოდათ,
სიმწვანე ხომ იმდენი გქონდათ,
ცერცვის ერთი ყლორტი რა არის,
ფეხქვეშ გეფინათ.
ოდითგანვე, სხვადასხვა მარცვალს,
თქვენც ანდობდით მიწის სველ და მხურვალე საშოს,
მაგრამ კედელი
უნდა მუდამ გულცივი და ყრუ ყოფილიყო,
ცერცვის მარცვალს კი თავში ჭკუა უნდა ჰქონოდა
და ბრმა კენჭივით ესხმარტალა მის ზედაპირზე...
და მაშინ,
როცა შენი შეშინებული ხელები დავინახე,
და მაშინ,
როცა ყელში ჩაფხრეწილ ბგერებს
გაკვირვების ავი ბოღმაც ამოაყოლე,
და მაშინ,
როცა ძვლები გაგიცივდა
და იმიტომ გამოიქეცი, რომ კედლიდან ჩემი ყველა კვალი მოგესპო,
ვიდრე სხვები დამინახავდნენ,
ათასწლოვანი ტაბუ იქნებ გადაგერჩინა,
სწორედ მაშინ,
ვიგრძენი, რომ
შიშზე ძლიერი გრძნობაც არსებობს,
შიშზე ვერაგი გრძნობაც არსებობს,
შიშზე მარტივი გრძნობაც არსებობს,
და შემეცოდე _
ავი ბოღმისთვის.
შეშინებული ხელებისთვის.
დამზრალ ძვლებისთვის.
შემეცოდე,
ცასაც ავხედე,
და უფრო მეტად ავეკარი დაბზარულ კედელს,
ტანი კეკლუცად შემოვხვიე,
ქვებს გავუსწორე,
ფოთლები განზე გავშალე
და
ჩუქურთმად ვიქეც...

ბელა ჩეკურიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
უკომენტაროდდდდდდდდდდდდდდდდდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
გ.ზანგური (ზალიან მომწონს)

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მთვარეულის სიმღერა

ეს ხილვა ვერცხლისფერ, ბრმა უნასს ესიზმრა
და როცა დამგესლა_იმ დღიდან ვეწამე!
_ოდენ მიაკვდება ცას უნაზესი რა,
...სენი მიმძაფრდება:მთვარე და ლერწამი!
სჯობდა, ბედისათვის შავ რუნას ემზირა!
სჯობდა, იმედები სულ დამელეწა მე!
დაკონკილ ოცნებას უშველის ნემსი რას?!
...სენი მიმძაფრდება: მთვარე და ლერწამი!
ალბათ ცხადს სიზმარი მოვუძებნე გზირად
რომ ვეღარ ვისვენებ ვერც წუთი, ვერც წამი!
მარადჟამს მეძახის წკარუნა ლექსი რად?!
_მთვარე და ლერწამი!
_მთვარე
და
ლერწამი!

დორადო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დორადო, ბრავო! კარმა საჩუქრად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
წვიმის წვეთები ეცემა მიწას
წვეთები წვიმის მიწას ეცემა
ეცემა წვიმის წვეთები მიწას
მიწას წვეთები წვიმის ეცემა

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
შენ მომიძულე... გამწირე,ვაგლახ,
და ანგელოზის მომტეხე ფრთები,
მე სულ უბრალო კაცი ვარ ახლა
დაგინახავ და ბავშვივით ვკრთები.

ის მოთეხილი ფრთები მოგართვი,
გემშვიდობები და ნუღა მერჩი...
შენ იღიმები... და ჩემი ფრთები
როგორც მარაო გიჭირავს ხელში.
შოთა ნიშნინიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2008
Posts533
კარმა20
OFFLINEPROFILE
გკითხულობ

ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს, ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ უნდა დაეცეს და მაინც ეცემა...

და მერე წამია წუთისოფელიც კი.
და მერე მთვარესაც თავში ქვა უხლია!
დგას ღამე ფანჯრებთან, როგორც ობელისკი
და ახლა შეშლამდე ისეთი ახლოა,

რომ ამ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი