↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თავისუფალი მედია საქართველოში....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
და რატო ვერ გააუძეელიი ?

სულ ფეხებზე კიდიათ სიმართლე ფულს გადაუხდიან და რასაც ეტყვიან იმას დაწერენ. რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა გააკეთებს ამ სიბინძურეს თუ ოპოზიცია?

ნუ სხვას სშეიძლება კიდია და მართლა კიდი მაგრამ აქქუბარდიას არ კიდია ხალხს იცავსს და უამრავი შეთავაზებები ქონდა მაგრაამ უარი თქვაააა.

და ვისაც უმუშავნიააა კავკასიაში მგონიი გონიერი ადამიანი მიხვდებაა კავკასიაში რა ხდება და როგორ მუშაობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ეხ იღუპება საქართველო და არ ჯერა კიდე რა ბევრსსსსსსსსსსსსსსსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
საქართველო როოო იიღუუპეებაააა მაგაში ორი აზრი არ არსებობსს. "ყველაფერი: დავკარგეთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ყველაფერიიიი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
ნუთუ ესეთი ტრაგიკულია საქართველოში ყველაფერი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
ნუ ეგრეაა დაააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
უყურეთ ახალ ამბებს 5 ზე 7 ზე და 7ის მერე დხის მოვლენების გაანხილვააა. http://www.kavkasiatv.ge/ge/index.php

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
მე ესე ვერ ვხედავ,შეიძლება ვცდები არ ვიცი, სად და რაში ხედავ საქართველოს დაღუპვას?ვფიქრობ კი შეცდომები არის დაშვებული და რომ ყველაფერი კარგად არაა, მარა არც ისეა რომ ვთქვათ იღუპება საქართველოო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
ქარტული სული არ არისს გაქრაა. უზარმაზარ ფილარმონიას ანგრევენ და ასჰენებნ რაგაც მონსტრ შენობასს ძვეელ თბილის ანგრევენ პროტესტს გამოხატავ დაგაპატიმრებენ ეს არის თაავისუფლებაა. რა ქვია ამას სხვა რა უნდა დააარქვააა. ქართულიი ცეკვაა მუსიკა საკრაავები გაქრაა არფერი დაგვრჩაა. განათლება კიდევ კარგი გააკეთეს ეროვნული გამოცდები კარგიაა მაგრამ ესს 12 წელი სკოლა რაა რაისს 11 წელი არაფერს აკათებენ და 12 საერთოდ რა უნდა გააკეეეთონ ბავშვებს აკნინებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
ტელეკომპანია „კავკასიის" განცხადება

ივნისის ბოლო კვირას ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს არაერთი ბიზნესმენი. ყოველ მათგანს მოსთხოვეს ტელეკომპანია „კავკასიაში" რეკლამის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ეგრეთწოდებულ მოლაპარაკებას ბიზნესმენებთან აწარმოებენ ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელთა გვარებს ამ ეტაპზე ბიზნესმენების კონფიდენციალობის დაცვის მიზნით არ ვასახელებთ. არაერთმა ბიზნესმენმა სთხოვა ტელეკომპანიას მისი ვინაობის საიდუმლოდ დატოვება. ნაწილი კი მზად არის საჭიროების შემთხვევაში ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებისთვის.ჩვენი ინფორმაციით ფინანსურ პოლიციაში აქვთ ტელეკომპანია „კავკასიასთან" თანამშრომლობაში „შემჩნეული"კომპანიების გრძელი სია, სადაც კომპანიებს გასწვრივ სხვადასხვა აღნიშვნებია გაკეთებული. ზოგი წითლად არის გახაზული, ზოგს კი პლიუსი აქვს გასწრივ დასმული. ბიზნესმენების თქმით, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ისმოდა მუქარა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას" სერიოზული ფინანსური პრობლემები უნდა შეექმნას, მათ შორის სატელევიზიო ანძაზეც და რომ ბიზნესმენებმა არ უნდა გაბედონ ჩვენთან რეკლამის მოტანა.ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენებს ფინანსური პოლიცია ატერორებს და „კავკასიაში" რეკლამის მიტანას უკრძალავს, ფინანსთა მინისტრი დეზინფორმაციას უწოდებს, პრეზიდენტმა კი ბრიფინგზე ამის შესახებ დასმულ შეკითხვას პრაქტიკულად არ უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში "კავკასია გაიფურჩქნა და დიდ წარმატებებს აღწევს". ჩვენ არ გავაკეთებდით ასეთ განცხადებას, რომ არ გვქონდეს ფაქტები და დადასტურებული ინფორმაცია. თუმცა ამ ინფორმაციის წყაროების დასახელებისგან მათი ინტერესების დაცვის მიზნით თავს ვიკავებთ. სამწუხაროდ არაერთმა ბიზნესმენმა ვერ გაუძლო ზეწოლას და შეწყვიტა „კავკასიაში" საკუთარი რეკლამის განთავსება. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ მტკიცებულებების მოპოვებაზე ფინანსური პოლიციის ამ სადამსჯელო ღონისძიების შესახებ, რომელიც კვლავ გრძელდება და საზოგადოებას უფრო სრულ და ამომწურავ ინფორმაცის მივაწვდით. მანამდე კი გვინდა გავაკეთოთ განცხადება ტელეკმპანიის ოფიციალური პოზიციის შესახებ:ტელეკომპანია „კავკასია" დღეს არა ერთი ან ორი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების საკუთრებაა. სამწუხაროდ დღეს „კავკასია" ერთადერთი ტელეკომპანია დარჩა საქართველოში, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების მიერ არ იმართება.როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს ერთადერთი „ხვრელიც ამოქოლოს". ხელისუფლების ბიზნესმენებზე შეტევის და მათი დაშინების მიზანი ტელეკომპანია „კავკასიის" ფინანსურად დასუსტება და მისი გაკოტრებაა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ვუყურებდით, როგორ „წარმატებით იპყრობდა" ხელისუფლება სატელევიზიო სივრცეს – არხების ნაწილის დახურვით, ნაწილის საკუთარ კონტროლქვეშ გადაყვანით. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით დაგვეცვა ჩვენი ტელეკომპანია ზეწოლისაგან და არაერთი შემოტევის თუ ფინანსური პრობლემის მიუხედავად მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება შევძელით. თუმცა ბოლო თვეების – განსაკუთრებით ნოემბრის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლება მიზანში ამოღებული ტელეკომპანიის გასანადგურებლად და დასამორჩილებლად არაფერს მოერიდება. ტელეიმედის ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა. ვშიშობთ, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი სამიზნე სწორედ ჩვენი ტელეკომპანია გახდა და ვფიქრობთ ბიზნესმენების დასაშინებლად ჩატარებული აქცია ამ მიზნისკენ მიმავალი მხოლოდ ერთი ეტაპია, რასაც სხვა ტიპის სადამსჯელო აქციებიც მოჰყვება. იმას, რომ ტელეკომპანია „კავკასიის" განადგურება აქვთ გადაწყვეტილი, ხელისუფლების წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში არც მალავენ. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ იქცევა ხოლმე ხელისუფლების სურვილები საქმედ. გვინდა მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მომავალი და შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ამ მომავალზე. დღეს, როგორც არასდროს ვგრძნობთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიის" არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ თუნდაც მცირე თავისუფალი სატელევიზიო სივრცე , რომელიც იმუშავებს მაყურებლის, ხალხის ინტერესების და არა ხელისუფლების სურვილების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ხელისუფლების გამოწვევა და ვიბრძოლოთ არა მხოლოდ ტელეკომპანიის გადასარჩენად, არამედ მის განსავითარებლად. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ მისგან, შეწყვიტოს ბიზნესმენებზე ზეწოლა და მისცეს მათ საშუალება თავად გადაწყვიტონ, რა სჯობს მათი ბიზნესისთვის. ხელი აიღოს ტერორის პოლიტიკაზე თავისუფალი მედიის დევნაზე. მივმართავთ ბიზნესმენებს, რომლებიც ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან – გაუძლონ ამ ზეწოლას და იმოქმედონ ისე, როგორც საკუთარი სინდისი და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უკარნახებს. ვერცერთი ხელისუფლების გულმოწყალება და კეთილგანწყობა ვერ გადაწონის საზოგადოების სიყვარულს და მხარდაჭერას, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების კეთილგანწყობა წარმავალია, მისი მადა კი სწრაფად მზარდი.მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც თავი ვალდებულად ჩათვალეს ჩვენთვის შეეტყობინებინათ ხელისუფლების ქმედებების და განზრახვის შესახებ. მადლობას ვუხდით მათ, ვინც დღემდე კვლავ ჩვენს პარტნიორად რჩება.რეალობა გვავალდებულებს სიტუაციიდან ეფექტური გამოსავალი მოვძებნოთ და მოსალოდნელ პრობლემებს მომზადებული შევხვდეთ. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ეფექტურ მექანიზმზე, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს პირდაპირი გზით და გამჭვირვალედ მიიღოს მონაწილეობა ტელეკომპანია „კავკასიის" დაფინანსებაში და გადარჩენა–განვითარებაში. უკვე მზად გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომლებსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. წლების განმავლობაში, როცა ტელეკომპანია „კავკასიას" ფინანსური ბლოკადის გამო პრობლემები ექმნებოდა, ჩვენი მაყურებელი მუდმივად გამოთქვამდა სურვილს, მონაწილეობა მიეღო ტელეკომპანიის დაფინანსებაში. იმის, გამო რომ ტელეკომპანია თავის არსით მაინც ბიზნესსტრუქტურაა, ჩვენ უარს ვამბობდით ამ ტიპის თანამონაწილეობაზე. თუმცა დღეს კლასიკური სქემებით და სტანდარტებით აზროვნების და მოქმედების ფუფუნება არ გვაქვს. უკიდურეს ვითარებაში ჩვენ დახმარებისთვის ჩვენს მაყურებელს მივმართავთ. თუმცა ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ საქმე აქამდე არ მივა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბიზნესმენების ტერორი, ვინაიდან ამ გზით ის მიზანს– ტელეკომპანია „კავკასიის" გაკოტრება – განადგურებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამ გადაწყვიტოს – უნდა იარსებოს ტელეკომპანია „კავკასიამ" თუ არა. რატომღაც გვგონია, რომ საზოგადოება ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს. საკუთარ საზოგადოებაზე გამარჯვებული ხელისუფლება კი ისტორიას არ ახსოვს.

http://www.kavkasiatv.ge/ge/main.php?id_news=50

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამ გადაწყვიტოს – უნდა იარსებოს ტელეკომპანია „კავკასიამ" თუ არა. რატომღაც გვგონია, რომ საზოგადოება ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს. საკუთარ საზოგადოებაზე გამარჯვებული ხელისუფლება კი ისტორიას არ ახსოვს.

შენ როგორ გადაწყვეტ-უნდა იარსებოს ტელეკომპანია კავკასიამ თუ არა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჟურნალისტები კოლეგებს სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ...
ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი მომხდარი ფაქტი მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ჟურნალისტთა (და არა მხოლოდ მათი) უფლებები და სიცოცხლეც კი დაცული არ არის, ხშირად იზღუდება სიტყვის თავისუფლებაც. ამის მაგალითად სამსახურის გარეშე დარჩენილი უამრავი ჟურნალისტიც კმარა. აღარაფერს ვიტყვით ტელეკომპანია “იმედის” ბედზე. დღეს კი არანაკლები პრობლემების წინაშე დგას ტელეკომპანია “კავკასია”.
ალბათ, საჭირო გახდა ქართველმა ჟურნალისტებმა უფრო აქტიურად და უფრო ხმამაღლა თქვან თავიანთი სათქმელი.

თბილისში დაფუძნდა გაერთიანება - “ჟურნალისტები - სიტყვის თავისუფლებისათვის”. ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს სპეციალური ბლანკის შევსებით შეეძლება გაერთიანებაში გაწევრიანება.

მისივე თქმით, მაქსიმუმ ერთ კვირაში გაიხსნება ვებ-გვერდი, რომლის სავარაუდო მისამართი იქნება www.jurnalisti.ge.

სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტების შეხვედრაზე მამუკა ღლონტმა დაასახელა გაერთიანების დამფუძნებლები.

ღლონტმა აღნიშნა, რომ გაერთიანების ხელმძღვანელად ის აირჩიეს, თუმცა ეს მუდმივი არ იქნება და მომავალში გაერთიანებას სხვა უხელმძღვანელებს.

გავრცელდა სპეციალური მიმართვაც, სადაც ჟურნალისტების მიმართ მოწოდებაა, გაწევრიანდნენ გაერთიანებაში.

“ყველა ვხედავთ “ტელეიმედზე” ზეწოლის ახალ მეთოდს. ხელისუფლება სხვადასხვა კომპანიაზე ზეწოლით ცდილობს ტელეკომპანია “კავკასიის” სარეკლამო პარტნიორი კომპანიების დაშანტაჟებას და ამ გზით ტელეარხის საარსებო ფინანსური საშუალებების შეზღუდვას, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. ორგანიზაციიის პირველი რიგის ამოცანა ჟურნალისტური სოლიდარობით ამ ზეწოლის შეჩერებაა”,-ნათქვამია მიმართვაში.

ტელეკომპანია “კავკასიას” თანადგომა აღუთქვეს “ლეიბორისტებმა”.

“იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ხელი აიღოს განზრახვაზე ჟურნალისტებს ბოიკოტისაკენ და რამდენიმედღიანი გაფიცვისაკენ მოგიწოდებთ”, - განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.

მისივე თქმით, “ლეიბორისტული პარტია” მხარს დაუჭერს ჟურნალისტების გაფიცვას.

ჟურნალისტის პროფესია გულისხმობს უნარს, დაიცვას საზოგადოება უსამართლობისა და უკანონობისაგან. ქართველი ჟურნალისტები კი ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდებიან საზოგადოებისაგან დასაცავი. ამჯერად ტელეკომპანია “კავკასია” სთხოვს საზოგადოებას თანადგომასა და დახმარებას.

ეს, შესაძლოა, დაუსრულებლად გაგრძელდეს. ეს სამარცხვინოა ისეთი ქვეყნისთვის, სადაც დილა დემოკრატიის ქადაგებით იწყება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
თავისუფალი მედია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა ჯურნალიტია მიუკერძოებელი და შეუძლია წეროს სიმართლე, უნდა გააჩნდეს მორალი და პასუხისმგებლობა... ასეთი ჯურნალისტი არ მეგულება საქართველოში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
რატომ თავსუფლები არ არიან რუსთავი2-ის ჟურნალისტები? მათი 9სათიანი ვრემია ხომ თავისუფალი სიტყვის და მიუკერძოებლობის მექაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
არაა თავისუფალი ტელევიზია საქართველოში ჩიჩე...
რატომღაც გონიათ თუ ოპოზიციურია რომელიმე ტელევიზია ისაა დამოუკიდებელი.. ოპოზიციური თუა დამოუკიდებელი როგორ იქნება?

გიო აქ რომ შემოდიხარ და კავკასიას რეკლამას უკეთებ და ამბობ თავისუფალიაო , თავისუფალი კი არა ოპოზიციურია ანუ ცდილობს დაბოღმოს ხალხი და მხოლოდ უარყოფითზე გააკეთოს აქცენტი. თავისუფალი ტელევიზია უნდა იყოს სიმართლის ამსახველი და არა რომელიმე პოლიტიკური მოზრაობის რუპორი. კავკასია ოპოზიიც რუპორია დანარჩენი ტელევიზიებისა მთავრობის რუპორები... ესაა თავისუფალი მედია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
რასქვია ოპოზიციური,რაცკი ქვეყანაში კანონდარქვევა ხდება,ადამიანის უფლებები ირღვევა,არჩევნები ყალბდება,ოპოზიციონერებს სცემენ და ამას ტელევიზია აშუქებს ეს ოპოზიციის რუპორობაა?მაშინ ყველა თავისუფალი ჯურნალისტიმსოფლიოში ოპოზიციის რუპორი ყოფილა.საერთოდ ყველა მოქალაქე თავის არჩეული ხელისუფლების მაკონტროლებელი უნდა იყოს,არცეთი შეცდომა მითუმეტეს დანაშაული არუნდა აპატიოს,ამ ხალხს ჩვენ ჩავაბარეთ ეს თანამდებობები და ქვეყნის მართვა, ხელფას ხალხი უხდის,და კეთილი ინებონ დაიცვან კონსტიტუცია.ყველა პატიოსანი მოქალაქე ოპოზიციონერი უნდა იყოს რომ მთავრობას კანონდარღვევის სურვილი არ გაუჩდეს,ოპოზიციონერობა მანდამაინც რომელიმე პარტიის წევრობას და პოლიტიკოსობას არ ნისშნავს.კარგის გაკეთება მაგათი მოვალეობაა ცუდის უფლებას ხალხი არუნდა აძლევდეს.ჯურნალისტს კი გამოაქვს სააშკარაოზე მათი საქმიანობა.ხალხი 7ნოემბერს,არჩევნებზე,უსამართლობაზე,გადაცემების დახურვაზე,ქონების ჩამორთმევაზე,ა.ს.შ.იბოღმება და არა იმაზე რომ გაიგოს სიმართლე ან განსხვავებული აზრი მოისმინოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აქუს ტვ მოგწონთ?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
თავისუფალი მედია საქართველოში....
დესპანი