აქ მეგობრებო დავწეროთ ჩვენი შეხედულებები, ქართული სუფრის, სადღეგრძელოების, ცნობილი თამადების შესახებ.
ქართული სუფრა მჭიდრო კავშირშია ქრისტიანულ რელიგიასთან, ამიტომაცაა ქართველი ადამიანისათვის სუფრა და მისი ხელოვნება ასე ფაქიზი და მშვენიერი. ყველას გვაქვს ნანახი ხატი \"საიდუმლო სერობა\" ქრისტე და მისი მოციქულები სწორედ ეს ეპიზოდია საფუძველი ქართული სუფრის მოდელის განსაზღვისათვის. სუფრაზე სადღეგრძელოები არის მართლმადიდებლური წირვა-ლოცვის განსახიერება, როგორც ვიცით წირვის დროს ხდება ვედრება უფალთან მშვიდობისათვის, მშობლების, მოყვასის, ქვეყნის დალოცვისათვის , მოიხსენიებენ გარდაცვლილებს და ასე შემდეგ ასევეა ანალოგიურად ქართულ სუფრაზეც ამიტომ ქართულ სუფრას სულიერი დატვირთვა დიდი აქვს და მადლი.
საჭიროა შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა იმის რაზეც როგორც ერი ვდგევართ. სუფრა არაა ლოთობა ან ღრეობა ესაა ლოცვა, ერთობა, ერთმანეთის სიყვარული, ზნეობა, ზრდილობა, კულტურა, ეთიკა, პოეზია, რელიგია ანუ ყველაფერი რაც წმინდაა ერთად აღებული.=ae=

რაოდენ სამწუხაროა როცა ძირითადათ თბილისში საზოგადოების ელიტა თუ ნებისმიერი ვაიქართველი ცდილობს ამ ტრადიციის დაცინვასა და ამოშლას ცნობიერებიდან. არსებობს სუფრები სადაც თამადა არაა, ყველა სვამს რასაც გაუხარდება ხდება ამერიკული ან ევროპული სუფრის უხეში მიბაძვა(ბლატაობენ რა..) ან რუსული სუფრის დანერგვა (ლოთური და უაზრო სადღეგრძელოები) და თავი მოაქვთ იმით რომ ვითომდაც არიან თანამედროვენი და ორიგინალურები არადა მაგარი დასაცინი და გოიმები არიან.
ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ თემის გარშემო. შემოგვთავაზეთ სადღეგრძელოები!!!

[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i116_xvanchkara.bmp][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t116_xvanchkara.bmp[/IMG][/URL]