↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სუფრა-ზრდილობის აკადემია


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 33 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
აქ მეგობრებო დავწეროთ ჩვენი შეხედულებები, ქართული სუფრის, სადღეგრძელოების, ცნობილი თამადების შესახებ.
ქართული სუფრა მჭიდრო კავშირშია ქრისტიანულ რელიგიასთან, ამიტომაცაა ქართველი ადამიანისათვის სუფრა და მისი ხელოვნება ასე ფაქიზი და მშვენიერი. ყველას გვაქვს ნანახი ხატი \"საიდუმლო სერობა\" ქრისტე და მისი მოციქულები სწორედ ეს ეპიზოდია საფუძველი ქართული სუფრის მოდელის განსაზღვისათვის. სუფრაზე სადღეგრძელოები არის მართლმადიდებლური წირვა-ლოცვის განსახიერება, როგორც ვიცით წირვის დროს ხდება ვედრება უფალთან მშვიდობისათვის, მშობლების, მოყვასის, ქვეყნის დალოცვისათვის , მოიხსენიებენ გარდაცვლილებს და ასე შემდეგ ასევეა ანალოგიურად ქართულ სუფრაზეც ამიტომ ქართულ სუფრას სულიერი დატვირთვა დიდი აქვს და მადლი.
საჭიროა შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა იმის რაზეც როგორც ერი ვდგევართ. სუფრა არაა ლოთობა ან ღრეობა ესაა ლოცვა, ერთობა, ერთმანეთის სიყვარული, ზნეობა, ზრდილობა, კულტურა, ეთიკა, პოეზია, რელიგია ანუ ყველაფერი რაც წმინდაა ერთად აღებული.=ae= =geo=
რაოდენ სამწუხაროა როცა ძირითადათ თბილისში საზოგადოების ელიტა თუ ნებისმიერი ვაიქართველი ცდილობს ამ ტრადიციის დაცინვასა და ამოშლას ცნობიერებიდან. არსებობს სუფრები სადაც თამადა არაა, ყველა სვამს რასაც გაუხარდება ხდება ამერიკული ან ევროპული სუფრის უხეში მიბაძვა(ბლატაობენ რა..) ან რუსული სუფრის დანერგვა (ლოთური და უაზრო სადღეგრძელოები) და თავი მოაქვთ იმით რომ ვითომდაც არიან თანამედროვენი და ორიგინალურები არადა მაგარი დასაცინი და გოიმები არიან.
ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ თემის გარშემო. შემოგვთავაზეთ სადღეგრძელოები!!!=ae= =ae= [URL=http://up.pixgeo.com/out.php/i116_xvanchkara.bmp][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t116_xvanchkara.bmp[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მოვიძიე ძველი სადღეგრძელო რომელიც ხალხურმა ზეპირმეხსიერებამ შემოუნახა ისტორიას.
\"პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქჩი სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაჩი სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ესაა ძველი იმერული სადღეგრძელო რომელიც ასევე ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა:

ნეტა რა დედამ გაგზარდა
ეგეთი მშვენიერიო?
ზრდილი, ქველ-გმირი, მამაცი,
ბრძენი და გონიერიო!
გიხდება ბრტყელი მხარ-ბეჭი,
წვრილი წერწეტა წელიო,
ტურფა სახეზე თვალ-წარბი,
შავი ულვაში, წვერიო,
მოძმისთვის თავის გაწირვა,
საჭირნახულო დღენიო.
იარაღთ ჩაკიპულობა,
ცქვიტი, მფრინავი ცხენიო,
გული ამაყი, ფოლადი,
მკლავი მტრებისა მსვრელიო!
ქვეყნის ორგულის დამსჯელო,
ხარ მათი სისხლის მსმელიო!
ნეტა რა დედამ გაგზარდა
ეგეთი მშვენიერიო?
მოყვარე ღმერთმა გიცოცხლოს
და გაგიწყვტოს მტერიო!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გრიგოლ ორბელიანის თამადობაზე დღესაც დადის მითები. აი მისი სადღეგრძელო წარმოთქმული კოჯორში.

გრიგოლ ორბელიანი
მუხამბაზი

მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.
ჩამჩი-მელქო

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი - შენ ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე, რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: „რა ლამაზი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები - ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა - შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვსთქვა: „გეთაყვა, ჩემი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენსკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა - შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: „აგრე რათა ხარ?“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტი კრივში მნახე, ვინა ვარ! –
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!“

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

კოჯორი. 1861

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
აი ეს კი კლასიკაა ქართული სუფრისა და რენესანსი!!!! ლადო ასათიანი მეგობრებო!!!! მოგვითხრობს გულბაანთ ჭავჭავაძეზე

ლადო ასათიანი
გულბაათ ჭავჭავაძე

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.

*
სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მთვრალი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება გამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადარჩა მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორთხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.

გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფროს ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“

1942 წ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზვიგენი ეგ ლექსი არის ცემი უსაყვარლესი ლექსი. მაგის გარეშე არცერთ სუფრაზე არ ვთამადობ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ მანჩო=sher=
ქართულ სუფრას გაუმარჯოს!=ae= [URL=http://up.pixgeo.com/out.php/i139_tamada.bmp][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t139_tamada.bmp[/IMG][/URL]

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართული სუფრის ლაზათზე მამლუქი
ბევრი კეთილი თქმულაო
რა გამოგვილევს ქართველებს
კარგი სიტყვისა მთქმელსაო
გაკვირვებულნი არიან
ვინც ჩვენი სუფრა ნახაო
მართლაც რომ სასწაულა
ქართველთა სუფრი ცნებაო
სადღეგძელოს თქმა ღვინის
სმა თან ლექსის დართვა ზედაო
სუფრაში ქართველთსული დევს
და არა მარტო ლხენაო ამით
ვამაყოფთ ქართველნი მიტომ
ვჯობივართ სხვასაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
.ცემი აზრიტ; ეს გაუტავებელი სადგეგრზელოები და ჯიკების ჯახუნი. ზალინ დამგლელია და სასაცილოცაა. მაგრამ ;რას ვიზამტ; რაცა ვარტ ესა ვარტ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
რომელ კარტულ სუფრაზე; გინახიატ ლოტობა და გრეობა არ იკოს?ტავს იტკუებტ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ლოთობა და ღრეობა ადამიანური სისუსტეაა ანუ ყველას როდი შეუძლია სუფრაზე ნორმალურად მოიქცეს. ინდივიდუალურია მაგ თვისებები და თემის მაგ კუთხის შეხედვა არაა სწორი. ღვინო არაა ლოთობის იარაღი, ღვინის დალევას შნო უნდა და საყოველთაოდ გავრცელებულია გამოთქმა რომ ადამიანი სუფრიდან რომ ადგება ფეხი არ უნდა აერიოსო.. ალბათ სულ ცუდ წრეში ყოფილხართ სუფრაზე, გირჩევდი ნორმალურ ადამიანებთან მოხვედრილიყავი სუფრაზე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
cemo kargo. ratom uarkob rom.sakartveloshi; gvinis-dalevis shno zalian cotam icis?gvino rom lotobis iaragi ar aris ams me nu mascavli.imat ascavle visac jirdeba.shen garshemo bevri ikneba.;aseti.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Sep 2007
Posts44
კარმა50
OFFLINEPROFILE
LIANA ღAთOM XAრ AGრEსIULI

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ქართული სუფრა, ღვინის სმის წესი

ნამდვილად, სუფრა ქართული ყოფითი და, შეიძლება ითქვას, სულიერი კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. როდის ჩაისახა იგი, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რომელ ეპოქაში, არავის უკვლევია. მთავარი ის არის, დღესდღეობით ეს ტრადიცია არსებობს და, მიუხედავად მრავალი მატერიალური გასაჭირისა, სიდუხჭირისა, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ ხანს გამოიარა, იგი განაგრძობს არსებობას და თითქოს მას გადაშენება არ უნდა ემუქრებოდეს. სიღარიბემ, ხელმოკლეობამ ქართული სუფრა შეიძლება შეზღუდოს, მაგრამ მის არსს ვერ შეცვლის. იგი ყოველთვის ინარჩუნებს თავის საზრისს

[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i282_GEORGIE8741kanzi.jpg[/IMG]

ქართველები სხდებიან სუფრის გარშემო არა მხოლოდ ჭამისთვის და სმისთვის - ეს არ არის თვითმიზანი. ისინი სიხარულით იკრიბებიან არა მხოლოდ იმისათვის, რომ სუფრაზე კარგი ძვირფასი ღვინო და ნუგბარი საჭმელები ეგულებათ, არამედ მათი სიხარული იმითაც არის განპირობებული, რომ მათი მონაწილეობით სრულდება რიტუალი, რომლის მიზანი ადამიანთა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარება-განმტკიცებაა. კავშირი ერთმანეთთან აწმყოში და წინაპრებთან წარსულში. აქ მათ საშუალება ეძლევათ, გამოხატონ თავიანთი სიმპათიები ნაცნობ, ნაკლებად ნაცნობ და ახალგაცნობილ ადამიანებთან, და - სიყვარული, გულითადი გრძნობები მეგობრების მიმართ. მათ შეუძლიათ აქ გულღიანი იყვნენ, მისცენ გასაქანი კეთილგანწყობილებას, წრფელ გრძნობებს... სუფრა იძლევა ამის შესაძლებლობას, მის ჩარჩოში გადამეტებული კეთილგანწყობილება, გრძნობების გადაჭარბებული გამოხატულება ბუნებრივია. სუფრაზე მიღებულია და არ ითვლება უხერხულად იმაზე მეტის თქმა თანამეინახისადმი, რასაც ის სინამდვილეში იმსახურებს. სუფრის სივრცე, გარკვეული აზრით, პირობითი სივრცეა, თუმცა ეს პირობითობა გულითადი გრძნობებით არის შეფერილი და გაზავებული. ამ პირობითობას ემორჩილება სუფრის ყოველი წევრი, მან იცის, რომ ის არ იმყოფება ჩვეულებრივ ადგილზე, რომ სუფრა სხვაა და რომ აქ სხვა, ყოველდღიური ყოფისგან განსხვავებული წესები მოქმედებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა განსაზღვრულია,
თუმცა დაშვებულია ვარიაციები, გადაადგილება, ზოგიერთი მათგანის ბოლოსკენ მოტოვება. ყოველ თამადას თავისი ინდივიდუალობა, თამადობის საკუთარი სტილი აქვს, რაც გავლენას ახდენს სუფრის ატმოსფეროზე, თანამესუფრეთა განწყობილებაზე. თამადა სუფრის რეჟისორია. სადღეგრძელოები მისი იარაღია. მათი ზოგადი რიგი ასეთია: მას შემდეგ, რაც თამადას სასმისის შესმით მიულოცავენ თამადად არჩევას, პირველ სადღეგრძელოში იგი, თავის მხრივ, დალოცავს სუფრას, დღევანდელ შეკრებას ამ შემადგენლობით; უსურვებს ყველას კარგად, მშვიდობიანად და ჰარმონიულად დროის გატარებას, ერთმანეთის მოსმენას და ა.შ. აქვე შეუძლია თქვას, როგორი წესით წარმართავს სუფრას, ავალდებულებს თუ არა სასმისის ბოლომდე დაცლას და ა.შ. ზოგიერთი თამადა მკაცრია, ვერ იტანს, როცა სუფრის წევრი ღვინოს \"იპარავს\". პარვას აქ მისი სემანტიკის საწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს: სუფრის წევრის მხრიდან ღვინის პარვა ნიშნავს არა იმაზე მეტის შესმას, რაც ეკუთვნის სუფრის წევრს, არამედ სავალდებულო სასმისის არშესმას ან ბოლომდე არდაცლას, ანუ თავის ისე მოჩვენებას, თითქოს სვამ, სინამდვილეში კი არ სვამ, ატყუებ თამადას და სუფრის წევრებსაც. სუფრის წევრს შეიძლება ჰქონდეს საპატიო მიზეზი, რაც მას ათავისუფლებს ღვინის სმისგან. ხშირად იმიზეზებენ ავტომანქანის საჭეს. ეს ნამდვილად გამამართლებელი საბუთია. თუმცა ზოგი თამადა არ დაგიდევს ამ მიზეზს. არიან სუფრის წევრები, რომლებიც საერთოდ არ სვამენ მაგარ სასმელს რაიმე ფიზიკური სნეულების გამო. ასეთნი მაინც იღებენ მონაწილეობას სუფრის ცხოვრებაში: მღერიან, სადღეგრძელოს წარმოთქვამენ, ოხუნჯობენ და ა.შ.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 33 posts ] 
ქართული სუფრა-ზრდილობის აკადემია
დესპანი