↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
იმ ქალს,
იმ ბერიცაკს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია.
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება,
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.
ვისაც უხარია ყველაფერი,
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია.
ვისაც არასოდეს გაუავდრდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
(ღმერთო...)
გრიგოლ აბაშიძე

ღმერთო, იქნება მე ღირსიც არ ვარ,
რომ მოგაწვდინო ცაში ლოცვანი.
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.

ჩემი სანთელი ჩემ თვალწინ ქრება,
ვაი, რომ ზოგჯერ შენთვის არ ენთო!
მე სულ ვამბობდი სიცოცხლის ქებას,
სიკვდილთან ცოტა მქონდა საერთო.

მომეც ძალა და მომმადლე რწმენა,
ეშმაკის ძლევად და საზიანოდ,
აღსარებისთვის ამიდგი ენა,
შენს საიდუმლოს რომ მაზიარო.

და მე შენდობის ღირსი თუ არ ვარ,
ქარს გაატანე ჩემი ლოცვანი...
მივყვები დღეთა გადათვლილ ქარვას,
გასრულდა ჩემი კრიალოსანი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
(ის წაიყვანა ოცნებამ მისმა...)
გალაკტიონ ტაბიძე

ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.
ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა,
ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.
ოქროს დროებამ იგი გადასვა
იქ, სადაც ძველი არის ელადა.
ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,
დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -
ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,
შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.
გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.
შავი არშია დღეებს ავლია.
ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,
ცხოვრება ასე შემისწავლია...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
რა ზარბაბი,რა ატლასი,რა ზარი ვარ იცი განა?
იას და ვარდს ვენატრები,რა ქარი ვარ იცი განა?
ნიადაგ საზი ხელში მაქვს,ნოქარი ვარ იცი განა?
შენს დედ-მამას შეუტყვია,თიტონ კი არ იცი განა?
მაშ არ შეგიტყვია განა?მაშ არ შეგიტყვია განა?
ახლა მოდი,მოგახსენო,ქვეყანაზედ რა ვიარე:
ლეილუმ ტოლი დავკარგე მეჯნუნივიტ დავიარე,
ბულბულივით ვარდს ვეძებდი,ავდეგ,ჭალას ჩავიარე,
ვარდის კვალი ვერ ვიპოვე,სულ უბრალოდ გავიარე,
მზესავით პირი გაჩვენე,დამწვარი ვარ იცი განა?
ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა,
მაშრიყელთა,მაღრიბელთა,ხელმწიფეთა,ერთა,ბერთა,
ამის მეტი რა ღონე მაქვს,თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა.
ხვეწნაც ასეთი იქნება,ვამბობ:მე ვარ დედისერთა.
დამადნე და დამანავლე შაქარი ვარ,იცი განა?
შემოდგომა შემოვიდა,მე რაღა უკან ვიქნები?
მანდ შენი ვარდი ამოვა,ან მოვკვდები,ან ვიქნები.
გამიგონე,მოგახსენებ,ამაღამ შენთან ვიქნები.
მალმალ ამბობ:ადე წადი.სტუმარი ვარ იცი განა?
საიათნოვა ამას ვჩივი,სამალი ვერ მიშოვია.
მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია,
შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია,
თავი მტკივა,გული მტკივა,წამალი ვერ მიშოვია,
მომაქვს ზარის ხელმანდილი,ხუმარა ვარ იცი განა?

საიათნოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
მაღლიდან გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
დაიძინეთ, ჩუმი ძილით დაიძინეთ,
დაიძინეთ და სიზმრებში ჩაიძირეთ.
ოღონდ ახლა, ამ ღამით ნუ გაიღვიძებთ,
ნუ წაართმევთ, ნუ მოსტაცებთ სულს სიმშვიდეს.

დაიძინეთ, სულს მიეცით გასაქანი,
არ ყოფილა ამ ღამემდე ცა ამგვარი,
დაივიწყეთ ყველა ფიქრი თანამგზავრი,
გაჩერდება დრო მხოლოდ ამ ერთი ღამით.

მხოლოდ ერთო, ერთადერთო, გაიღვიძე
და ამ ღამით მხოლოდ შენ ნუ დაიძინებ.
გაახილე ეგ თვალები და იფიქრე,
რომ ამ ღამით მთვარე ჩვენთვის გაიცინებს.

გაიღვიძე და მომეცი გასაქანი,
მხოლოდ ერთი, შენ ხარ ჩემი თანამგზავრი,
არასოდეს არ ყოფილა ცა ამგვარი,
დაბრუნდება დრო მხოლოდ ამ ერთი ღამით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ხალხური

* * *

თამარ მეფევ, თამარე,

სად ყოფილხარ, თამარე?

ვის ეომე, ვინ დარისხე,

ვინ დაამხე, თამარე?

მტერი დაგიმარცხებია,

დავლით მოხვალ, თამარე,

სვანეთს მოხვალ, დავლით მოხვალ,

ძლევით მოხვალ, თამარე.

* * *

ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,

ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,

კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი,

შავი დალალები აბრეშუმისა;

თავზე - მუზარადი, წელზე - ჯავარდენი,

ატლასის კაბაზე - რკინის აბჯარი;

ცხენი - ქვიშისფერი, ლაგამი - ოქროსი,

ლაგამი - ოქროსი, ტახტა - ვერცხლისა.

ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,

თამარ დედოფალო, თაიმარალი,

ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,

ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
მაშინ მოხვედი, როცა უკვე აღარ გელოდი
და შენ მოხვედი დასარჩენად, მე ასე მჯერა.
თამბაქოს კვამლში მისრიალებს ღვინის სურნელი
და ღვინის სუნზე უფრო მათრობს მე შენი მზერა.

უხმო წამებით იღვენთება ლურჯი სანთელი,
მიქრის წამები, ვერ ეწევა ფიქრი საბრალო,
კვნესით ჩაიწვეს მზე სამხრეთის ბინდის წვალებით,
თუ ჩემმა მზერამ შენ ოდესმე სხვას შეგადაროს.

შუ! ნუ გაარღვევ მთვარიან ფიქრს მშრალი სიტყვებით,
ნუ გააღვიძებ ჰორიზონტზე გაწოლილ მთვარეს,
მე არ მჯეროდა არასოდეს დაპირებების,
ნუ დამპირდები ცხრათვალა მზის თაფლისფერ თვალებს.

ურითმო სიტყვებს ვამჯობინოთ თვალებით ფიქრი,
ანდა ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
რომ ჩემმა მზერამ შენს მზერაში იპოვა სხივი
და რომ ზღვისფერი მეჩვენება წითელი ღვინო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა.
მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება,ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა,ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა.
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არვიცი ასე რამ შემაყვარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვეფერები ბალახებს,
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს.

კუბოს ვაგებ, ეს მეშვიდე წელია,
სისხლი მწვეთავს, ვკვდები კარგა ხანია;
ეს სიკვდილი - ძველისძველისძველია,
ეს გაქცევაც - ვიცი, არახალია.

ყრუ ღამეში შერკინულმა მხედრებმა
გადუქროლეს ჩემსას მთა-ბარს ჭენებით,
იყო ჯვარცმა, იყო კვნესა-ვედრება,
რკინის დროში ვბრძოდით ლამანჩელები...

მე მინდოდა შეცვლა ქვეყნიერების,
(გულუბრყვილო ბიჭი მახვილს ლესავდა!),
კაცთა შორის ძმობა - ძმობა, ბედნიერება,
ხალხთა შორის - სათნოება მეწადა.

რაც ყოფილა - ცისქვეშ ისი იქნება,
ის ოცნება - ჟამმა დაასამარა,
შავ ჯინჭველად მეხვევიან ფიქრები,
სიკვდილის წინ ვრჩები კითხვის ამარა:

გაჩენილა კაცთა მოდგმა ღვთისაგან, -
მძვინვარებდეს, ბრძოდეს, კვნესდეს, ჰგოდებდეს.
სატალახო გზებით სრულყოფისაკენ!
მაგრამ ჯვარცმა ოჰ, როდემდის, როდემდის!

არ ვთამაშობ, თამაშიდან გავდივარ,
ფარ-ხმალს ვაწყობ, ვკოცნი, ვკოცნი ბალახებს;
ყრუ ხეობის თავზე ვარ და ცამდე ვარ,
უკეთ ვხედავ მახრჩობელა ქალაქებს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Aug 2007
Posts109
კარმა53
OFFLINEPROFILE
შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან,
რომ წამსვე ცეცხლის დამწვდნენ ღვარები:
გაქრნენ ქალები - პროსპექტზე დარჩი,
დაგინახე და... გტაცე თვალები...

რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი:
წებოვან საცეცების მიცეც-მოცეცებით,
გელაციცებიან - ალერსით, კდემით,
უტიფარ სურვილით და
მოგონილ მოწიწებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენი სურათი მე მაქვს სახსოვრად. და იგი მიყვარს რადგან შენია . ან რა ძალაა რომ არ მიყვარდეს. შენგან მის მეტი რა დამრჩენია.სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეხხხხხ თავო ჩემი ბედი არ გიწერიაააააა
ჩანგო ჩEმო ეშხით არ გიმღერიააა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი