|
ბარბი შენი მიდგომა გასაგებია .. ვფიქრობ სწორად გავიგე და ამიტომ შევეცდები ჩემი აზრი გადმოვცე მაგ კითხებთან დაკავშირებით თუმცა ვიცი უკვე მაინც ვრცელი წერილი გამოვა... დავიწყებ ბუშის სიტყვებით 1. ის, რაც ქართველებმა დაიწყეს 1989 წლის 9 აპრილს, დასრულდა 2003 წლის 23 ნოემბერს.
2. თქვენ 23 ნოემბერს საბოლოოდ დაამხეთ პოსტსაბჭოთა დიქტატურა.
რა თქმა უნდა ამერიკაში არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის არა ერთი გეგმა, მაგრამ შენსმიერ ზვიგენისადმი პასუხის ვერსიას მინდა გავყვე და დასკვნები შენ გააკეთე, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი იმ ბოლო პერიოდის მოვლენებზე რაზეც შენ გაამახვილე ყურადღება.. დავიწყებ იმით , რომ იყო თუ არა გორბაჩოვი ამერიკის ამ გეგმის ნაწილი... ჩემი აზრით ვერ იქნებოდა ..
გორბაჩოვი იყო ჩვეულებრივი პარტიული ჩინოვნიკი რომელიც არაფრით გამოირჩეოდა თავისი მოძმე პარტიული მუშაკებისაგან , და რა თქმა უნდა მაშინდლ საბჭოთა კავშირში ვერანაირად წაიწევდა იგი კარიერაში მას რომ რაიმე დემოკრაატიული ან ლოიალური დამოკიდებულება ჰქონიყო თავისუფლებასა თუ თავისუფალ აზროვნებასთან დაკავშირებით მითუმეტეს იმიტომ რომ მისი მფარველი იყო ერთერთი რადიკალი კომუნისტი კგბ -ს ფილოსოფიის ერთერთი "მამა" - ანდროპოვი.. ისეც რომ არა გორბაჩოვის პიროვნებას რომ გადავხედოთ თუნდაც ინტერვიუებიდან კარგად ჩანს რომ იგი არ არის ბედნიერი კაცი , რომელმაც სიამოვნება მიიღო ამ მონსტრის დაშლით , პირიქით, მას ეტყობა რომ თავს ვერ ჰპატიობს რომ ასეთი სუსტი გამოდგა , ის გვირგვინი ხელიდან გამოეცალა და არ ერგო ის პატივი რაც მის წინამორბედებს ანუ სიკვდილამდე მეფობა რაც მისი დამოკიდებულებიდანაც ჩანს ამა ტუ იმ საკითხებისდამი (მის აზროვნებას ვგულისხმობ თუნდაც ინტერვიუებში და იგივე საქართველოსადმი შოვინისტური განწყობით რაც მას მისი თანაგუნდელებისაგან არაFრით განასხვავებს.. კარგად რომ გავამაგრო ჩემი ეს პოზიცია ერთ პატარა "ეხპერიმენტს" შემოგთავაზებ.. წარმოიდგინე შენი თავი იმ ტახტზე რასაც მაშინდელი საბჭოთა კავშირი ერქვა და კარგად რომ მოირგებ მაგ გვირგვინს და გაათვითცნობიერებ თუ რამხელა სახელმწიფოს სათავეში მოხვდი ..... გაათვიცნობიერე?............ ეხლა მე შემოგთავაზებ გადადე ეგ შენი გვირგვინი და ჩამოდი ლექციები გაქვს წასაკითხი კარგად გადაგიხდით:) ნუ ყოველ შემთხვევაში შენ გეყოფა კარგად საცხოვრებლად:)
თუ რატომ მოგვევლინა გორბაჩოvი დიდ რეფორმატორად და "დემოკრატად" ამაზეც მოგაწვდი ჩემს აზრს .. იმ პერიოდში საბწოთა კავშირი მოხვდა დიდ კრიზისში, ეკონომიკა მუშაობდა მხოლოდ ფურცლებზე, გეგმები სრულდებოდა ასევე ქაღალდებით .. ამის გამო შეიქმნა აბსოლიტური დეფიციტი... (ეს ცალკე თემაა და აღარ გადავუხვევ ).. თვითონ კომუნიზმის იდეაც გადაიქცა რაღაც არავისთვის საჭირო ლეგენდად.. ეს ყველაფერი რომ ჩიხში შედიოდა მაღალ ეშელონებში ძალიან კარგად იცოდნენ და რა თქმა უნდა შესაბამისი გეგმებიც მზად ქონდათ.. იყო სახელმწიფოს შენარჩუნების , ორი ვარინტი.. ერთი - ძალისმიერი (იგივე რეპრესიები რომელსაც სჭირდებოდა სტალინის მაგვარი ძლიერი პიროვნება ).. და მეორე - ახალი მუხტი. ეს იყო მოჩვენებითი რეფორმები სადაც ადამიანებს დაანახებდნენ კაპიტალიზმის ყვერლაზე უხეშ ფორმებს როდესაც ნაწილი საშინლად მდიდრდება და მასიურად ხალხი ღარიბდება ( და რათქმა უნდა ეს მდიდრები ისევ მაგათი აპარატი იქნებოდა რომ კონტროლი არ დაკარგულიყო ყველაფერი მათ ხელში იყო) და ამ უხეში კაპიტალიზმის ხრჯზე მიეღოთ ეს მუხტი რასაც კაპიტალიზმის ზიზღი ქვია და მასებს უკვე შინაგანად გასჩენიყოთ სოციალიზმის დაბრუნების სურვილი...
ჩემი აზრით ამიტომ მოგვევლინა გორბაჩოვი "რეფორმატორად".. მაგრამ გათვლები ყოველთვის ისე ზუსტად როდი მუშაობბენ როგორც ეს ჩვენ გვწადია.. ამ პერიოდში როდესაც გორბაჩოვი მსოფლიოს საბჭოთა კავშირის დემოკრატიის მამად აჩვენებდა დრო იხელთა ეროვნულმა მოზრაობამ საქარტველოში , პრიბალტიკასა და აზერბაიჯანში. საქართველოში წამოვიდა ისეთი ეროვნული მუხტი რომელიც უკვე უკონტროლო ხდებოდა ვინაიდან სათავეში მოხვდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც მთელი სულით ეროვნულები იყვნენ და თავის მისწრაფებას არაფერზე გაყიდდნენ.. და 9 აპრილიც ზუსტად იმის მიზეზი იყო , რომ გორბაჩოვი მიხვდა წაგებული იყო თამაში და ისღა დარაჩენოდა , რომ თავისი ნამდვილი სახე დაენახებინა .. ანუ იგივე მისი წინამორბედების , დაშინების დ ტერორის მეთოდები..
9 აპრილმა უფრო გაამწვავა ვითარება და შესაბამისად უფრო მეტ ძალას მოუყარა თავი .. უფრო მეტი რატომ ვახსენე.. მაშინ საქართველოში ასევე იყვნენ ზალები რომლებიც თვლიდნენ რომ რუსეთთან დაპირისპირების ნაცვლად გვეთხოვა მისთვის დამოუკიდებლობა და ასეთი შეკითხვით ერთერთმა ადამიანმა მიმართა კიდეც გამსახურდიას ერტერთ შეხვედრაზე.. იქნებ გვეთხოვაო რუსეთისთვის დამოუკიდებლობაო? რაზეც ზვიადმა ასეთი პასუხი გასცა.. ერაყმა დაიპყრო კუვეიტი!! შეიზლება კუვეიტმა სთხოვოს დამოუკიდებლობა ერაყს??? თავისუფლებისადმი სწრაფვამ გამოიღო შედეგი და მივიღეთ ეროვნული მთავარობა.. აი აქ იწყება ამერიკის ინტერესების საქართველოსაკენ მოპყრობა.. ანუ როგორც სახელმწიფოსადმი რუსეთის ზურგში და აგრეთვე აზიასთან ახლოს (სადაც ამერიკას დიდი ხნია უნდა შესვლა) ერთერთ კარგ დასაყრდენ წერტილზე.. ამერიკა ძალიან ფრტხილად იწყებს დიალოგს საქართველოსთან.. მაგრამ მაშინდელი მთავრობა (იმისდამიუხედავად რომ პიროვნულად ზვიად გამსახურდიას უაღრესად დიდ პატივს ვცემ როგორც ეროვნულ ადამიანს) იყო სამწუხაროდ რეალობას მოწყვეტილი მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ გრზნობებზე მოსული მთავრობა და ვერ გაერკვნენ გლობალურ პოლიტიკაში და განაცხადეს ჩვენ არ გვინდა არც რუსეთი არც ამერიკა ჩვენ ვართ ქართველები! აღმაშენებლის და რუსტაველის შთამომავლები.!.. ამ ზეეროვნული ფანატიზმით შეპყრობილმა საქართველომ ამ იდეოლოგიით თქვა უარი ამერიკის დახმარებაზე და მაშინ გამოთქვა ზუსტად ბუშის მამა ბუშმა შემდეგი ფრაზა: "Гамсахурдиа идет против течения " გამსახურდიამ მაშინვე გონებამახვილად უპასუხა ბუშს " დინებას მოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო" (რაც მაშინვე ავიტაცეთ) ,მაგრამ ამიერიკისათვის უარით ჩვენ ვთქვით უარი ცივილიზებული სამყაროს წევრობაზე და ამ უარით საქართველო და მისი მთავრობა დარჩა (თავი დაიტოვა) მარტოდმარტო რუსეთის პირისპირ... და თუ რა მოჰყვა რუსეთთან მარტოდმარტოდ პირისპირ ბრძლას ყველამ კარგად იცის როგორ უცებ გადააქციეს ეროვნული ძალები დიქტატორებად და ვარდეგბზე ტყვიებიც კარგად დაუშინეს საკუთარი ძმების ხელით... ამას დაემატა ისიც რომ ჩვენ კარგად ვერ გავიგეთ რა იყო თავისუფლება..(ბოდიშს ვიხდი) და თუ რა უნდა მოეტანა ამ თავისუფლებას თვითოეული ჩვენთაგანისატვის... აქ გამოჩნდა ზუსტად სამხრეთი ხალხის (ცხელი სისხლი) "კანონმორჩილების " და იგივე პრიბალტიკელი ხალხის კანონმორჩილების პრიველეგია.. თუმცა პრიბალტიკელ ხალხს (ზველ თაობას ) ჯერ კიდევ ახსოვდა რუსეთის ანექსია როცა ჩვენ უკვე კარგად ვიყავით გაჟღენთილები რუსეთისა და კომუნისტური პოლიტიკით.. ალბათ , საქართველოს ექნებოიდა დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი , ჩვენ რომ გვქონოდა ნავთობის ან გაზის დიდი რესურსი.. მთლად კრიტიკული რომ არ ვიყო მაშინდელი მთავრობის მიმართ იყო გარკვეული იდეა და გეგმაც რასაც "საერთო კავკასიური სახლი" ერქვა, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა რომ რუსეთი ამას არანაირად დაუშვებდა სისხლის ფასად და ასეც დაუსვა ჩეჩენ ხალხს..
ზმოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დავაკავშირებ 1989- 2003 წლის მოვლენებს.. ვინაიდან ვთვლი რომ პირველი იყო ეროვნული მუხტით და მეორე კი მატერიალური და უსამართლობის შედეგები.. თუმცა 2003 წის გეგმაზე ვერდებისა და ა.შ. რევოლუვციებზე შემიზლია უპრობლემოდ დაგეთანხმო მეც ასე ვთვლი რომ იყო გარკვეული ამერიკული გეგმა, თუმცა გადავალ შენს მიერ წამოწეულ "God bless America"-ს თემას... მე მესმის ჩვენი შეშფოთება მსოფლიო გლობალიზაციის ამერიკული პოლიტიკის მიმართ.. იქედან გამომდინარე რომ ჩვენ არ "ვზივართ" ნავტობზე და არ გაგვაჩნია ასეთი სახის დიდი რესურსები რომლებიც ძალიან სწრაფად მოგვცემდა ფეხზე დადგომის საშუალებას , (თუმცა რა თქმაუნდა გვაქს ყველა რესურსი რომ ვიცხოვროთ როგორც ცხოვრობს ყველა ნორმალური ცივილიზებული სახელმწიფო )
ამიტომ "ფეხზე დადგომას" ჭირდება დრო , მოთმინება და შრომა და შრომა... დღეს ისევ ამერიკისტვის უარის თქმა და სუფრის პატრიოტობაზე აგებული პოლიტიკა იგივე შედეგს მოიტანს რაც მაშინ.. ანუ ისევ რუსეთთან მარტოდმარტო პირისპირ ბრზოლა.. აი რატომ მეშინია მე ოპოზიციის იმ განცხადებების რომლებიც ამერიკის დისკრედიტაციას და ხალხში ამერიკისადმი შუღლის გაღვივებას იწვევს.. რუსეთთან კეთილმეზობლური ურტიერთობის ასღდგენის ერთადერთ გზად მიმაჩნია საქართველოს ნატოში შესვლა.. ამ თემას აღარ გავყვები ვინაიდან ვრცლად დავწერე "საქართველო ნატოში" და დავუბრუნდები გლობალიზაციის "საშიშროებებს".. გამოვფხიზლდეთ , დავდგეთ ფეხზე.. და როცა გავხდებით ცივილიზებული სამყაროს სრულყოფილი წევრები , გადავხედოთ ვის დაემუქრა ეს გლობალიზაცია? საფრანგეთს? გერმანიას? თურქეთს? სამხრეთ კორეას? წაართვვეს ეროვნება? Gირსება? მიწა? რა აგვაშინებს? თუ ჩვენ არ გვეყო იმდენი შეგნება რომ ჩვენს შვილებს ვასწავლოთ ვისი გორისაა ეს განა ამერიკის ბრალია? თუნდაც ქონდეს ამერიკას გარკვეული გეგმები არ უნდა გვეყოს ჩვენ გონება რომ ფრთხილად მაინც გავატაროთ ჩვენი ეროვნული რომელსაც ვერავი დაგვიშლის.. (ბოლო ბოლო ასე მოვედით აქამდე) გვიჩეხავდნენ გვიწვავდნენ მაგრამ აქ ვართ ..
და თუ მაინც არ გვეყო გონება , მასონებს სანამ მივაწერთ ღმერთმა დაგვიტოვა გიყვარდეს მოყვასი შენი , ვიყოთ ჯერ ადამიანები და მერე ქართველები... არც ამით დაშავდება არაფერი.. ასე რომ ჩემი აზრით საშიში არაფერია.. თირქეთი ტყუილად ამ მოვიყვანე მაგალითად, ეს არის ამერიკის ერერთი დასაყრდენი აზიაში, და რა მოუტანა ამერიკამ თურქეთს და რა წაართვა? გაფრინდა თურქეთი:) ამის გარდა კიდევ ბევრი მაგალითებია ამერიკის პოლიტიკის მსოფლიოში და ჯერ არსად უარყოფითი შედეგები არ მოუტანია, სადაც შევიდნენ ამოისუნთქა სახელმწიფომ და დაადგა ცივილიზებული სამყაროსაკენ გზას.. და თუ მაინც ვინმეს მიაჩნია ეს ბოროტებად , ამერიკა მაინც 1000 ჯერ ნაკლები ბოროტებაა ვიდრე რუსეთი ჩემთვის.. და არჩევანი ჩვენზეა, ამერიკა, რუსეთი და ჩვენი სათაყვანებელი დემოკრატიის კერა -ევროპა რომელმაც ცოტახნის წინ გაზის სასცორზე დაგვდო და გაზმა გადაწონა:) არაუშავს ვაპატიებ , სხვა გზა მაინც არ გვაქვს.....
|