↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 149 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ბარბი შენი მიდგომა გასაგებია .. ვფიქრობ სწორად გავიგე და ამიტომ შევეცდები ჩემი აზრი გადმოვცე მაგ კითხებთან დაკავშირებით თუმცა ვიცი უკვე მაინც ვრცელი წერილი გამოვა...
დავიწყებ ბუშის სიტყვებით
1. ის, რაც ქართველებმა დაიწყეს 1989 წლის 9 აპრილს, დასრულდა 2003 წლის 23 ნოემბერს.

2. თქვენ 23 ნოემბერს საბოლოოდ დაამხეთ პოსტსაბჭოთა დიქტატურა.

რა თქმა უნდა ამერიკაში არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის არა ერთი გეგმა, მაგრამ შენსმიერ ზვიგენისადმი პასუხის ვერსიას მინდა გავყვე და დასკვნები შენ გააკეთე, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი იმ ბოლო პერიოდის მოვლენებზე რაზეც შენ გაამახვილე ყურადღება..
დავიწყებ იმით , რომ იყო თუ არა გორბაჩოვი ამერიკის ამ გეგმის ნაწილი...
ჩემი აზრით ვერ იქნებოდა ..

გორბაჩოვი იყო ჩვეულებრივი პარტიული ჩინოვნიკი რომელიც არაფრით გამოირჩეოდა თავისი მოძმე პარტიული მუშაკებისაგან , და რა თქმა უნდა მაშინდლ საბჭოთა კავშირში ვერანაირად წაიწევდა იგი კარიერაში მას რომ რაიმე დემოკრაატიული ან ლოიალური დამოკიდებულება ჰქონიყო თავისუფლებასა თუ თავისუფალ აზროვნებასთან დაკავშირებით მითუმეტეს იმიტომ რომ მისი მფარველი იყო ერთერთი რადიკალი კომუნისტი კგბ -ს ფილოსოფიის ერთერთი "მამა" - ანდროპოვი..
ისეც რომ არა გორბაჩოვის პიროვნებას რომ გადავხედოთ თუნდაც ინტერვიუებიდან კარგად ჩანს რომ იგი არ არის ბედნიერი კაცი , რომელმაც სიამოვნება მიიღო ამ მონსტრის დაშლით , პირიქით, მას ეტყობა რომ თავს ვერ ჰპატიობს რომ ასეთი სუსტი გამოდგა , ის გვირგვინი ხელიდან გამოეცალა და არ ერგო ის პატივი რაც მის წინამორბედებს ანუ სიკვდილამდე მეფობა რაც მისი დამოკიდებულებიდანაც ჩანს ამა ტუ იმ საკითხებისდამი (მის აზროვნებას ვგულისხმობ თუნდაც ინტერვიუებში და იგივე საქართველოსადმი შოვინისტური განწყობით რაც მას მისი თანაგუნდელებისაგან არაFრით განასხვავებს..
კარგად რომ გავამაგრო ჩემი ეს პოზიცია ერთ პატარა "ეხპერიმენტს" შემოგთავაზებ..
წარმოიდგინე შენი თავი იმ ტახტზე რასაც მაშინდელი საბჭოთა კავშირი ერქვა და კარგად რომ მოირგებ მაგ გვირგვინს და გაათვითცნობიერებ თუ რამხელა სახელმწიფოს სათავეში მოხვდი ..... გაათვიცნობიერე?............
ეხლა მე შემოგთავაზებ გადადე ეგ შენი გვირგვინი და ჩამოდი ლექციები გაქვს წასაკითხი კარგად გადაგიხდით:) ნუ ყოველ შემთხვევაში შენ გეყოფა კარგად საცხოვრებლად:)

თუ რატომ მოგვევლინა გორბაჩოvი დიდ რეფორმატორად და "დემოკრატად" ამაზეც მოგაწვდი ჩემს აზრს .. იმ პერიოდში საბწოთა კავშირი მოხვდა დიდ კრიზისში, ეკონომიკა მუშაობდა მხოლოდ ფურცლებზე, გეგმები სრულდებოდა ასევე ქაღალდებით .. ამის გამო შეიქმნა აბსოლიტური დეფიციტი... (ეს ცალკე თემაა და აღარ გადავუხვევ ).. თვითონ კომუნიზმის იდეაც გადაიქცა რაღაც არავისთვის საჭირო ლეგენდად.. ეს ყველაფერი რომ ჩიხში შედიოდა მაღალ ეშელონებში ძალიან კარგად იცოდნენ და რა თქმა უნდა შესაბამისი გეგმებიც მზად ქონდათ.. იყო სახელმწიფოს შენარჩუნების , ორი ვარინტი.. ერთი - ძალისმიერი (იგივე რეპრესიები რომელსაც სჭირდებოდა სტალინის მაგვარი ძლიერი პიროვნება ).. და მეორე - ახალი მუხტი. ეს იყო მოჩვენებითი რეფორმები სადაც ადამიანებს დაანახებდნენ კაპიტალიზმის ყვერლაზე უხეშ ფორმებს როდესაც ნაწილი საშინლად მდიდრდება და მასიურად ხალხი ღარიბდება ( და რათქმა უნდა ეს მდიდრები ისევ მაგათი აპარატი იქნებოდა რომ კონტროლი არ დაკარგულიყო ყველაფერი მათ ხელში იყო) და ამ უხეში კაპიტალიზმის ხრჯზე მიეღოთ ეს მუხტი რასაც კაპიტალიზმის ზიზღი ქვია და მასებს უკვე შინაგანად გასჩენიყოთ სოციალიზმის დაბრუნების სურვილი...

ჩემი აზრით ამიტომ მოგვევლინა გორბაჩოვი "რეფორმატორად"..
მაგრამ გათვლები ყოველთვის ისე ზუსტად როდი მუშაობბენ როგორც ეს ჩვენ გვწადია.. ამ პერიოდში როდესაც გორბაჩოვი მსოფლიოს საბჭოთა კავშირის დემოკრატიის მამად აჩვენებდა დრო იხელთა ეროვნულმა მოზრაობამ საქარტველოში , პრიბალტიკასა და აზერბაიჯანში.
საქართველოში წამოვიდა ისეთი ეროვნული მუხტი რომელიც უკვე უკონტროლო ხდებოდა ვინაიდან სათავეში მოხვდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც მთელი სულით ეროვნულები იყვნენ და თავის მისწრაფებას არაფერზე გაყიდდნენ.. და 9 აპრილიც ზუსტად იმის მიზეზი იყო , რომ გორბაჩოვი მიხვდა წაგებული იყო თამაში და ისღა დარაჩენოდა , რომ თავისი ნამდვილი სახე დაენახებინა .. ანუ იგივე მისი წინამორბედების , დაშინების დ ტერორის მეთოდები..

9 აპრილმა უფრო გაამწვავა ვითარება და შესაბამისად უფრო მეტ ძალას მოუყარა თავი .. უფრო მეტი რატომ ვახსენე.. მაშინ საქართველოში ასევე იყვნენ ზალები რომლებიც თვლიდნენ რომ რუსეთთან დაპირისპირების ნაცვლად გვეთხოვა მისთვის დამოუკიდებლობა და ასეთი შეკითხვით ერთერთმა ადამიანმა მიმართა კიდეც გამსახურდიას ერტერთ შეხვედრაზე.. იქნებ გვეთხოვაო რუსეთისთვის დამოუკიდებლობაო? რაზეც ზვიადმა ასეთი პასუხი გასცა..
ერაყმა დაიპყრო კუვეიტი!! შეიზლება კუვეიტმა სთხოვოს დამოუკიდებლობა ერაყს???
თავისუფლებისადმი სწრაფვამ გამოიღო შედეგი და მივიღეთ ეროვნული მთავარობა..
აი აქ იწყება ამერიკის ინტერესების საქართველოსაკენ მოპყრობა.. ანუ როგორც სახელმწიფოსადმი რუსეთის ზურგში და აგრეთვე აზიასთან ახლოს (სადაც ამერიკას დიდი ხნია უნდა შესვლა) ერთერთ კარგ დასაყრდენ წერტილზე.. ამერიკა ძალიან ფრტხილად იწყებს დიალოგს საქართველოსთან.. მაგრამ მაშინდელი მთავრობა (იმისდამიუხედავად რომ პიროვნულად ზვიად გამსახურდიას უაღრესად დიდ პატივს ვცემ როგორც ეროვნულ ადამიანს) იყო სამწუხაროდ რეალობას მოწყვეტილი მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ გრზნობებზე მოსული მთავრობა და ვერ გაერკვნენ გლობალურ პოლიტიკაში და განაცხადეს ჩვენ არ გვინდა არც რუსეთი არც ამერიკა ჩვენ ვართ ქართველები! აღმაშენებლის და რუსტაველის შთამომავლები.!.. ამ ზეეროვნული ფანატიზმით შეპყრობილმა საქართველომ ამ იდეოლოგიით თქვა უარი ამერიკის დახმარებაზე და მაშინ გამოთქვა ზუსტად ბუშის მამა ბუშმა შემდეგი ფრაზა: "Гамсахурдиа идет против течения " გამსახურდიამ მაშინვე გონებამახვილად უპასუხა ბუშს " დინებას მოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო" (რაც მაშინვე ავიტაცეთ) ,მაგრამ ამიერიკისათვის უარით ჩვენ ვთქვით უარი ცივილიზებული სამყაროს წევრობაზე და ამ უარით საქართველო და მისი მთავრობა დარჩა (თავი დაიტოვა) მარტოდმარტო რუსეთის პირისპირ...
და თუ რა მოჰყვა რუსეთთან მარტოდმარტოდ პირისპირ ბრძლას ყველამ კარგად იცის როგორ უცებ გადააქციეს ეროვნული ძალები დიქტატორებად და ვარდეგბზე ტყვიებიც კარგად დაუშინეს საკუთარი ძმების ხელით...
ამას დაემატა ისიც რომ ჩვენ კარგად ვერ გავიგეთ რა იყო თავისუფლება..(ბოდიშს ვიხდი) და თუ რა უნდა მოეტანა ამ თავისუფლებას თვითოეული ჩვენთაგანისატვის... აქ გამოჩნდა ზუსტად სამხრეთი ხალხის (ცხელი სისხლი) "კანონმორჩილების " და იგივე პრიბალტიკელი ხალხის კანონმორჩილების პრიველეგია.. თუმცა პრიბალტიკელ ხალხს (ზველ თაობას ) ჯერ კიდევ ახსოვდა რუსეთის ანექსია როცა ჩვენ უკვე კარგად ვიყავით გაჟღენთილები რუსეთისა და კომუნისტური პოლიტიკით..
ალბათ , საქართველოს ექნებოიდა დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი , ჩვენ რომ გვქონოდა ნავთობის ან გაზის დიდი რესურსი.. მთლად კრიტიკული რომ არ ვიყო მაშინდელი მთავრობის მიმართ იყო გარკვეული იდეა და გეგმაც რასაც "საერთო კავკასიური სახლი" ერქვა, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა რომ რუსეთი ამას არანაირად დაუშვებდა სისხლის ფასად და ასეც დაუსვა ჩეჩენ ხალხს..

ზმოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დავაკავშირებ 1989- 2003 წლის მოვლენებს.. ვინაიდან ვთვლი რომ პირველი იყო ეროვნული მუხტით და მეორე კი მატერიალური და უსამართლობის შედეგები.. თუმცა 2003 წის გეგმაზე ვერდებისა და ა.შ. რევოლუვციებზე შემიზლია უპრობლემოდ დაგეთანხმო მეც ასე ვთვლი რომ იყო გარკვეული ამერიკული გეგმა, თუმცა გადავალ შენს მიერ წამოწეულ "God bless America"-ს თემას...
მე მესმის ჩვენი შეშფოთება მსოფლიო გლობალიზაციის ამერიკული პოლიტიკის მიმართ.. იქედან გამომდინარე რომ ჩვენ არ "ვზივართ" ნავტობზე და არ გაგვაჩნია ასეთი სახის დიდი რესურსები რომლებიც ძალიან სწრაფად მოგვცემდა ფეხზე დადგომის საშუალებას , (თუმცა რა თქმაუნდა გვაქს ყველა რესურსი რომ ვიცხოვროთ როგორც ცხოვრობს ყველა ნორმალური ცივილიზებული სახელმწიფო )

ამიტომ "ფეხზე დადგომას" ჭირდება დრო , მოთმინება და შრომა და შრომა... დღეს ისევ ამერიკისტვის უარის თქმა და სუფრის პატრიოტობაზე აგებული პოლიტიკა იგივე შედეგს მოიტანს რაც მაშინ.. ანუ ისევ რუსეთთან მარტოდმარტო პირისპირ ბრზოლა.. აი რატომ მეშინია მე ოპოზიციის იმ განცხადებების რომლებიც ამერიკის დისკრედიტაციას და ხალხში ამერიკისადმი შუღლის გაღვივებას იწვევს.. რუსეთთან კეთილმეზობლური ურტიერთობის ასღდგენის ერთადერთ გზად მიმაჩნია საქართველოს ნატოში შესვლა.. ამ თემას აღარ გავყვები ვინაიდან ვრცლად დავწერე "საქართველო ნატოში" და დავუბრუნდები გლობალიზაციის "საშიშროებებს".. გამოვფხიზლდეთ , დავდგეთ ფეხზე.. და როცა გავხდებით ცივილიზებული სამყაროს სრულყოფილი წევრები , გადავხედოთ ვის დაემუქრა ეს გლობალიზაცია? საფრანგეთს? გერმანიას? თურქეთს? სამხრეთ კორეას? წაართვვეს ეროვნება? Gირსება? მიწა? რა აგვაშინებს? თუ ჩვენ არ გვეყო იმდენი შეგნება რომ ჩვენს შვილებს ვასწავლოთ ვისი გორისაა ეს განა ამერიკის ბრალია? თუნდაც ქონდეს ამერიკას გარკვეული გეგმები არ უნდა გვეყოს ჩვენ გონება რომ ფრთხილად მაინც გავატაროთ ჩვენი ეროვნული რომელსაც ვერავი დაგვიშლის.. (ბოლო ბოლო ასე მოვედით აქამდე) გვიჩეხავდნენ გვიწვავდნენ მაგრამ აქ ვართ ..

და თუ მაინც არ გვეყო გონება , მასონებს სანამ მივაწერთ ღმერთმა დაგვიტოვა გიყვარდეს მოყვასი შენი , ვიყოთ ჯერ ადამიანები და მერე ქართველები... არც ამით დაშავდება არაფერი.. ასე რომ ჩემი აზრით საშიში არაფერია.. თირქეთი ტყუილად ამ მოვიყვანე მაგალითად, ეს არის ამერიკის ერერთი დასაყრდენი აზიაში, და რა მოუტანა ამერიკამ თურქეთს და რა წაართვა? გაფრინდა თურქეთი:) ამის გარდა კიდევ ბევრი მაგალითებია ამერიკის პოლიტიკის მსოფლიოში და ჯერ არსად უარყოფითი შედეგები არ მოუტანია, სადაც შევიდნენ ამოისუნთქა სახელმწიფომ და დაადგა ცივილიზებული სამყაროსაკენ გზას.. და თუ მაინც ვინმეს მიაჩნია ეს ბოროტებად , ამერიკა მაინც 1000 ჯერ ნაკლები ბოროტებაა ვიდრე რუსეთი ჩემთვის.. და არჩევანი ჩვენზეა, ამერიკა, რუსეთი და ჩვენი სათაყვანებელი დემოკრატიის კერა -ევროპა რომელმაც ცოტახნის წინ გაზის სასცორზე დაგვდო და გაზმა გადაწონა:) არაუშავს ვაპატიებ , სხვა გზა მაინც არ გვაქვს.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გიოარმანი კარმა ჩემგან 6 საათის შემდეგ .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
გიო მადლობელი ვარ პასუხისთვის და მაპატიე, რომ შეგაწუხე, მართლაც საკმაოდ დიდი და შრომატევადი კომენტარი გააკეთე.=ko= ...მართლაც მაინტერესებდა შენი აზრი... ჩემი მეუღლეც ზუსტად ისე ფიქრობს როგორც შენ, ზვიგენი...ანუ თვლის რომ საქართველოს აქვს სწორი კურსი აღებული , ღმერთმა ქნას ასე იყოს, ჩვენ ყველას ეს გვინდა...ალბათ მე ვერ ვაფასებ მოვლენებს სწორად...რა ვიცი აბა... (რუსეთის მეხოტბე არ გეგონო=lol= ...რა სისულელეა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
barby wrote:
ციტატა:
გიო მადლობელი ვარ პასუხისთვის და მაპატიე, რომ შეგაწუხე, მართლაც საკმაოდ დიდი და შრომატევადი კომენტარი გააკეთე.=ko= ...მართლაც მაინტერესებდა შენი აზრი (და არა მარტო შენი:) )... ჩემი მეუღლეც ზუსტად ისე ფიქრობს როგორც შენ, ზვიგენი...ანუ თვლის რომ საქართველოს აქვს სწორი კურსი აღებული , ღმერთმა ქნას ასე იყოს, ჩვენ ყველას ეს გვინდა...ალბათ მე ვერ ვაფასებ მოვლენებს სწორად...რა ვიცი აბა... (რუსეთის მეხოტბე არ გეგონო=lol= ...რა სისულელეა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

დუტუ მეგრელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=890p61I73NQ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიმღერა საქართველოზე

ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს,
იავნანას დედასავით ყველგან მღერიან,
ცელქი სიო სად არ დაჰქრის, აქ სულ სხვა არის,
საყვარელი სამშობლოა, დედის ხმა არის.

გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად,
და ნაღველიც ღრუბელივით გაიფანტება,
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის,
და სამშობლოს ჩურჩულიც ხომ დედის ხმა არის...

შეხეთ ყანაში, რარიგად ღელავს ღიღილო,
თითქოს უნდა შენთან ერთად რომ იღიღინოს,
სალამურად გაითლება ლერწამის ღერო,
როგორ გაძლებს ამ ცის ქვეშ, რომ არ იმღეროს...

გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად,
და ნაღველიც ღრუბელივით გაიფანტება,
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს, თითქოს ზღვა არის,
და სამშობლოს ჩურჩულიც ხომ დედის ხმა არი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხხხხ საქართველო ქართველო

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Jun 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
gioarmani წერს:
ქართველი... მოგსალმქბით. ხომ ვერ მეეტყვით როგორ უნდა გავიგო ესა თუ ის გვარი გადაკეთებულია თუ ქართულია?...კონკრეტული ოჯახის გვარის შესახებ ინფორმაცია სად შეიძლება, რომ მოვიპოვო. გმადლობთ>

დიდი ხანია მინდოდა ეს თემა წამომეწია.. რთულია ერთ თემაში ჩატიო ეს მცნება, მგრამ შევეცდები ჩემთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხევბს თუ "ხასიათს" შევეხო.. სცორად რომ ჩამოვაყალიბო ჩემი თემის არსი შევეცდები რამოდენიმე საკითხად დავყო...

1.ვინ არის ქართველი და რითი განსხვავდება იგი სხვა ერებისაგან..

2. რატომ ხდება ისე რომ ვინც შევიფარეთ თითქმის ყველა მტრად გადაგვექცა?..

3. რატომ არ უნდათ აფხაზებს ჩვენთან ერთად ცხოვრება? იქნებ ჩვენშიც ვეძიოთ რაიმე შეცდომა??

4 რა არის მიზეზი ჩვენი სუფრასთან მოლხენის და სიყვარულის ჩხუბსა და შეურაცჰყოფაში გადაზრდის მიზეზი?

5 რატომ იქცა ერთი ქართველისაგან მეორე ქართველის ჩაგვრა ჩვეულებრივ ნოორმად..
ამ თემაში უპირატესობს ვანიჭებ უარყოფით გამოვლინებებს, და შესაძლო მიზეზების განხილვას... რა თქმა უნდა არგუმენტებად მისაღები იქნება ჩვენი დადებითი მხარეებიც , კულტურაც და ისტორიაც.. მაგრამ მიზანი თემის არის ის პრობლემეი რომლებიც გვაქვს რეალობაში , იმისდა მიუხედავად ჩვენ გული გვტკივა ამ პრობლემებზე ვერ ვხედავთ თუ თვალს ვხუჭავთ რადგან სხვას მეტი აქვს..

იმედია ეს თემა არ ჩაითვლება ანტიქართულ პროპაგანდად. რადგანაც ყველა ეს საკითხი ვფიქრობ აქტუალურია დღეს და ჩემი აზრით საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენს .. და ვფიქრობ მხოლოდ შოთა რუსთაველი და ვაჟა ფშაველა და ვერც XII საუკუნეში ქალი მეფე დღეს ამ პრობლემებს ვერ გადაგვიჭრიან. . დიდი მადლობა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ნინაიდა კეთილი იყოს შენი მოსვლა აქ ჩვენს პატარა საქართველოში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ninaida წერს:
ქართველი... მოგსალმქბით. ხომ ვერ მეეტყვით როგორ უნდა გავიგო ესა თუ ის გვარი გადაკეთებულია თუ ქართულია?...კონკრეტული ოჯახის გვარის შესახებ ინფორმაცია სად შეიძლება, რომ მოვიპოვო. გმადლობთ>
უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ოჯახში მობრძანებისთვის.კერძოდ ამ საკითხზე ისარგებლეთ ამ ბმულით http://www.geogen.ge/index.php?id_menu_ ... u=19&abc=0 იმედია გამოგადგებათ

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
საინტერესოა ჩე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 149 posts ] 
დესპანი