paksaqi wrote:ციტატა:
მაპატიეთ თუ ვინმე შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს,მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია.70-იან წლებში სტიქჰოლმში მომხდარი ტერაქტის შემდეგ,ყოფილი მძევლები ტერორისტებს გაცილებით უფრო დადებითად ახასიათებდნენ,ვიდრე სპეცრაზმელებს,რომლებმაც ისინი გაათავისუფლეს.ამ მოვლენას მაშინ "სტოქჰოლმის სინდრომი" უწოდეს.იგივე მოხდა საყოველთაოდ ცნობილი ბესლანის ტერაქტის დროსაც.მაშინაც ყოფილი მძევლები ლამის შეყვარებული იყვნენ თავიანთ დამტყვევებლებზე.ეს გამოიწვია იმის შეგრძნებამ რომ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს შეიძლებოდა გაცილებით უფრო ცუდი რამე მომხდარიყო,ვიდრე მძევლად ყოფნის დროს,ვინაიდან მძევლობისას მათი მდგომარეობა ასე თუ ისე დასტაბილიზებული იყო.ასე რომ კრიტიკული სიტუაციის დროს ისინი ამჯობინებდნენ დარჩენილიყვნენ კრიტიკულ,მაგრამ სტაბილურ სიტუაციაში,ვიდრე რაღაც საშიშროების ფასად განთავისუფლებულიყვნენ და დაბრუნებოდნენ ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობას.დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში.ნუთუ შეგიძლიათ ნორმალური და დემოკრატიული უწოდოთ მდგომარეობას,როცა არცერთ ტელევიზიას,რომელსაც რაღაც განსხვავებული აზრი გააჩნია ნორმალური მუშაობის საშუალება არა აქვს.დაიხურა და ვიღაც ავატიურისტს გადაეცა "იმედი",ღმერთმა იცის დაბრუნდება თუ არა ეთერში პრაიმტაიმი/ყოველ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა და არ დაბრუნებულა/,ეხლა კიდევ "კავკასიას",ამ ისედაც მწირი ბიუჯეტის ტელევიზიას უქმნიან პრობლემებს,ისიც დღემდე ალბათ იმიტომ აცადეს,რომ თბილისს იქეთ არ მაუწყებლობს.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,ყველანი ერთნაირად მიყვარხართ იმისდა მიუხედავად,თუ როგორ ფიქრობთ,მაგრამ მე მაინც მიმაჩნია,რომ ეს "სტოქჰოლმის სინდრომი"-ა.დემოკრატიისათვის ბრძოლამ ისეთ მონსტრთან,როგორიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაა,შეიძლება რაღაც საფრთხეები შექმნას,ამიტომ გვირჩევნია ვიცხოვროთ არადემოკრატიულ და მოჩვენებით სტაბილურ ქვეყანაში,ვიდრე დემოკრატიისათვის ბრძოლაში რაღაც პრობლემები შევიქმნათ.ეს არის და ეს.სხვანაირად არაფრით არ იხსნება მხარდაჭერა იმისა,რაც სხვა ქვეყანაში ტოტალიტარულ მმართველობად მიგვაჩნია.აბა დააკვირდით,ერთადერთი განმასხვავებელი რუსეთისაგან ჩვენს ხელისუფლებას ის ჰქონდა,რომ ერთი თავისუფალი ტელევიზია იყო ქვეყანაში."იმედის დახურვის შემდეგ კიდევ ერთი იმედი დარჩა პრაიმტაიმის სახით და ისიც ევროპის ჩემპიონატს გადააყოლეს.ეხლა ერთ ქალაქში მაუწყებელი ტელევიზია დარჩა და იმასაც ალბათ სანაგვეზე გადაუძახებენ.ეხლა ამიხსენით ჩემო ძვირფასებო,რაღათი განვსხვავდებით ტოტალური რეჟიმის რუსეთისაგან?გემუდარებით,კარგად დააკვირდით და იქნებ აღმოაჩინოთ რომ "სტოქჰოლმის სინდრომი"გვჭირს.
ჩემო ძმაო,მრავლობითში რატომ ლაპარაკობ?
მე, სულ სხვა "AVADMYOFOBA" მჭირს.
მე პირადად, აბსოლიტურად ყველანაირ ინფორმაციას ვუყურებ და ვკითხულობ./კითხვას უფრო მეტ დროს ვუთმობ.რუსული და სხვა ქვეყნების გამომცემლობების სტატიებს, უფრო მეტს ვანდომებ./
რატომ ქართულს არა?
წაიკითხე ჩემი ძველი პოსთები და ჩემ პოზიციასაც მიხვდები.
მინდა თუ არა, ყველანაირი "პოზიციის"პრობლემებსაც ვგებულობ.
რისთვის მომცა გამჩენმა ტვინი?
დავუფიქრდეთ და დასკვნა ჩვენ თვითონვე გამოვიტანოთ.
ხომ ასეა?
ერთი და ყველაზე უმთავრესი, ამჟამად არის საქართველოს გაერთიანება.
თუ ეს არ მოხერხდა, ვერასდროს ვერ ვეღირსებით სტაბილიზაციას,/სტაბილიზაცია-მე, ნორმალური ცხოვრების დასაწყისად მიმაჩნია./
თუ ვცდები?
შენიშვნას მივიღებ.
მერე გიპასუხებთ.
მე, ჩემი "წინაპრების სინდრომით" ვარ "დაავადებული"./რისთვისაც დაიხოცნენ,მეც იმისთვის გავჩნდი, რომ მათი ნატვრა ავასრულო./
ე რ თ ი ა ნ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო .
ვინ უშლის ხელს საქართველოს გაერთიანებას?/გაერთიანება და სტაბილურობა, ეს გვჭირდება ჰაერივით./
მოდით ჯერ ამ შეკითხვას ვუპასუხოთ, მერე დანარჩენებზე გადავიდეთ.
თუნდაც, დაწვრილებით განვიხილოთ.
PAKSAQI-რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ.
P.S.- მოდი რა მაეშვით, ამ "საინფორმაციოების"და "მაინფორმირებლების" ყურებას.
ისინიც დაისვენებენ და ჩვენც.