|
ჩემთვის ძალიან საყვარელი, ახლობლი, კარგად ცნობილი და შესანიშნავი თემაა გიორგი.
ბავშვობააააააააააააა, რა სანუკვარი, ბედნიერი,ლაღი, უზრუნველი,თბილი,ოცნებებით, ფანტაზიებით და იდეალებით აღსავსე ხანაა ყველა ჩვენთაგანისთვის და რაოდენ დასანანი, რომ უკვე ეს ხანა დამთავრდა და აღარასოდეს აღარ განმეორდება. რა სასიამოვნოა ბავშვობის მოგონებების ლაბირინთებში ხეტიალი და წარსულის მონატრების ცრემლის მომგვრელია. ბედნიერი ბავშვობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ზნეობრივად მდგრადი და სულიერად ამაღლებული პიროვნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში.ჩემი თაობის ადამიანებს, - ნამდვილად,რომ ბედნიერი უღრუბლო და უზრუნველი ბავშვობა გვქონდა, როგორსაც, რაც არ უნდა მოვინდომოდ და ვეცადოთ ჩვენს შვილებს ვერ შევუქმნით ჩვენ, არ იმიტომ, რომ ეკონომიური საშუალება არ არის, არამედ სხვა საზოგადოებრივი ფორმაციის გამო.ჩვენ, საბჭოთა ბავშვებს არაფერი არ გვაკლდა. ახლანდელთან შედარებით ბევრიც გვაკლდა, მაგრამ მე ის ბალიშის ფორმის ჯემიანი კარამელები მირჩევნია,რომელსაც სკოლის სასადილოში ვყიდულობდით მე და ჩემი ამხანაგები, ვიდრე დღევანდელი ნაირ ნაირ კოლოფებში კოხტად ჩაწყობილი ათასგვარი დასახელების ნაგავი. მე იმ გემოს 40 წელია ვეძებ და ვერ მინახია ჯერაც.მე მენატრება პიონერთა და კომკავშირელთა შეკრებები,პოეზიის საღამოები, მხიარული და სამშვიდობო ღონისძიებები, როგორ თანავუგრძნობდით ზანგ ბავშვებს, რომ ისინი სანაგვედან იღებდნენ თურმე საჭმელებს. როგორ გვეცოდებოდა ვიეტნამელი ბავშვები, რომ იმათ ქვეყანაში ომი იყო და როგორ გავყვიროდით ღონისძიებებზე " არ გვინდა ომი", თუმცა მთლად ბოლომდე არც გვესმოდა ამ სიტყვების სრული მნიშვნელობა და ვერ წარმოგვედგინა თოფიანი ძიები რატომ ჰკლავდნენ ბავშვებს. ვიეტნამელი ბავშვებისთვის როგორ ვაგროვებდით ტანსაცმელებს, სათამაშოებს და სათუთად შეხვეულ ფუთებით ვუგზავნიდით,- ეხლაც თვალწინ მიდგას. შეგვეძლო გვეოცნება, ბავშვური ფანტაზიებს საზღვარი არ ქონდა. რამოდენიმე წლის პროგნოზი შეგეძლო გაგეკეთებინა, რადგან ქვეყანაში სტაბილურობა იყო და წლების განმავლობაში თითქმის არაფერი არ იცვლებოდა. უფროსებიც, თავისი ხელფასების მიხედვით გეგმავდნენ თვითოეულ დღეს. ხოლო დღესასწაულებს კი ნუ მკითხავთ; იყო ნათესავების მსვლელობა ერთმანეთთან. აბა გოჭი და ინდაური და სხვა მრავალი. ქართული სუფრის მადლი კარგად მოგეხსენებათ. ეს სიახლოვე ნათესაობის განაპირობებდა მათ სიყვარულს და პატივისცემას. გარკვეული პროფესია და საკუთარი მიზანი ქონდა თვითოეულ ბავშვს გულში ამოჭრილი და იმ ფაკულტეტზე შექონდა საბუთები, რაც უყვარდა და უნდოდა.
დღეს? დღეს რა ხდება ხალხო, ჩემი შეხსენება გინდათ? რა მოვთხოვოთ, ჩვენს შვილებს,რომლებიც ტელეეკრანებს მიჩერებული ხვალ რაღაც საშინელებას მოელიან, რომლებიც დედას და მამას მონატრებული ბებიებთან და ბაბუებთან იზრდებიან,და ტელეფონის თვიტოეულ დაწკრიალებაზე გული უჩერდებათ, რომ ეს ალბათ წლების უნახავი დედა ან მამა ურეკავს. ზოგი კი დახვალინდელი დღის მოლოდინში აკანკალებს, რომ პურია არ ექნება ოჯახს. აირჩევენ პროფესიას?- სულ სხვა პროფესიის შეძენა უწევთ. აგერ უძარმაზარი თანხაა ინსტიტუტში შესატანი და რა ქნას ოჯახმა?- დარდობს და ნერვიულობს ახალგაზრდა. ამ ცხოვრებამ შვენი შვილები, ბავშვები- დააბერა და დააბრძენა. მათ არ უგრძვნიათ ბავშვობის სიტკბო და სილაღე. ჩვენ, ვერაფერს ვერ ვიზამთ, ალბათ ეხლა ასეთი თაობაა საჭირო. მაპატივეთ, თუ კი ვინმეს ცრემლი მოვგვარე და გული ვატკინე. მერე კიდევ გავაგრძელებ საუბარს.
|