↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენ და ბავშვები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
იყო მშვენიერი დრო, როცა ბავშვები გვერქვა.

გვანებივრებდნენ შესაძლებლობისდაგვარად.

ეხლა ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი ბავშვები.

ჩვენ როგორ "ვანებივრებთ" მათ?

/ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, პირადულზე არავინ გადაიტანოს./

მხოლოდ მაინტერესებს: ჩვენ,ჩვენი ბავშვობისას, გვქონდა რაღაც მისწრაფებები,გვყავდა ჩვენი იდეალები.

ეხლა,როგორ ცხოვრობენ და რითი სუნთქავენ ჩვენი შვილები?

რას ფიქრობენ მომავალზე?

გახსოვთ ალბათ, ან ინჟინერი, ან იურისტი ან კიდევ ექიმი უნდა გამოსულიყავი.

დრო იყო ასეთი.

გამოვეხმაუროთ ამ თემას და მეც ჩემი მხრიდან მოგახსენებთ.

16 და 12 წლის გოგონები მყავს.

საოცარი და მანამდე ჩემთვის გაუგონარი აზრები "აწუხებთ".

ნელ-ნელა მეც მოგაწვდით ხმას.

მადლობა წინასწარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
მე ვთვლი, რომ ჩვენს თაობას სიგიჟემდე უყვარს თავისი ბავშვები, მათთვის ნემსის ყუნწში ვძვრებით, არაფერს ვაკლებთ, არაფერს ვაგრძნობინებთ, მაგრამ გადამლაშებაც არ გვინდა.მეორე მსოფლო ომისა და დეპრესიის ეპოქის გადამტანმა და მოწმე ამერიკელებმა თავიანთ შვილებს არნახული ბავშვობა აჩვენეს, შედეგად კი მიიღეს უხერხემლო და პრობლემატური "გივ მი მორ"
სტილში გადაწყვეტილი უმწეო ახალგაზრდობა.ესენი ამდენნი მაინც არიან, ისედაც აქეთ-იქით დაქსაქსულ 4 მილიონიან ერს კი მომავალი თაობების გაჭედვა არ შეგვრჩება.ანუ მგონი იმის თქმა მინდა, რომ ბავშვს ოცნებაც უნდა დავუტოვოთ. მაგალითად დაბადების დღესა და დღესასწაულებზე ვაჩუქოთ რამდენიმე და არა აუარებელი საჩუქარი.მივაჩვიოთ პასუხისმგებლობას და ვესაუბროთ ფულის ავ-კარგზე...რა ვიცი, საყვარლები არიან ეს მაიმუნები, მაგრამ ისევ მათ საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ გრძნობას გონებაც რომ მიყვება ისე მოვიქცეთ ბავშვებთან მიმართებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემთვის ძალიან საყვარელი, ახლობლი, კარგად ცნობილი და შესანიშნავი თემაა გიორგი.

ბავშვობააააააააააააა, რა სანუკვარი, ბედნიერი,ლაღი, უზრუნველი,თბილი,ოცნებებით, ფანტაზიებით და იდეალებით აღსავსე ხანაა ყველა ჩვენთაგანისთვის და რაოდენ დასანანი, რომ უკვე ეს ხანა დამთავრდა და აღარასოდეს აღარ განმეორდება. რა სასიამოვნოა ბავშვობის მოგონებების ლაბირინთებში ხეტიალი და წარსულის მონატრების ცრემლის მომგვრელია.
ბედნიერი ბავშვობა ძალიან დიდ როლს თამაშობს ზნეობრივად მდგრადი და სულიერად ამაღლებული პიროვნების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში.ჩემი თაობის ადამიანებს, - ნამდვილად,რომ ბედნიერი უღრუბლო და უზრუნველი ბავშვობა გვქონდა, როგორსაც, რაც არ უნდა მოვინდომოდ და ვეცადოთ ჩვენს შვილებს ვერ შევუქმნით ჩვენ, არ იმიტომ, რომ ეკონომიური საშუალება არ არის, არამედ სხვა საზოგადოებრივი ფორმაციის გამო.ჩვენ, საბჭოთა ბავშვებს არაფერი არ გვაკლდა. ახლანდელთან შედარებით ბევრიც გვაკლდა, მაგრამ მე ის ბალიშის ფორმის ჯემიანი კარამელები მირჩევნია,რომელსაც სკოლის სასადილოში ვყიდულობდით მე და ჩემი ამხანაგები, ვიდრე დღევანდელი ნაირ ნაირ კოლოფებში კოხტად ჩაწყობილი ათასგვარი დასახელების ნაგავი. მე იმ გემოს 40 წელია ვეძებ და ვერ მინახია ჯერაც.მე მენატრება პიონერთა და კომკავშირელთა შეკრებები,პოეზიის საღამოები, მხიარული და სამშვიდობო ღონისძიებები, როგორ თანავუგრძნობდით ზანგ ბავშვებს, რომ ისინი სანაგვედან იღებდნენ თურმე საჭმელებს. როგორ გვეცოდებოდა ვიეტნამელი ბავშვები, რომ იმათ ქვეყანაში ომი იყო და როგორ გავყვიროდით ღონისძიებებზე " არ გვინდა ომი", თუმცა მთლად ბოლომდე არც გვესმოდა ამ სიტყვების სრული მნიშვნელობა და ვერ წარმოგვედგინა თოფიანი ძიები რატომ ჰკლავდნენ ბავშვებს. ვიეტნამელი ბავშვებისთვის როგორ ვაგროვებდით ტანსაცმელებს, სათამაშოებს და სათუთად შეხვეულ ფუთებით ვუგზავნიდით,- ეხლაც თვალწინ მიდგას.
შეგვეძლო გვეოცნება, ბავშვური ფანტაზიებს საზღვარი არ ქონდა. რამოდენიმე წლის პროგნოზი შეგეძლო გაგეკეთებინა, რადგან ქვეყანაში სტაბილურობა იყო და წლების განმავლობაში თითქმის არაფერი არ იცვლებოდა. უფროსებიც, თავისი ხელფასების მიხედვით გეგმავდნენ თვითოეულ დღეს.
ხოლო დღესასწაულებს კი ნუ მკითხავთ; იყო ნათესავების მსვლელობა ერთმანეთთან. აბა გოჭი და ინდაური და სხვა მრავალი. ქართული სუფრის მადლი კარგად მოგეხსენებათ. ეს სიახლოვე ნათესაობის განაპირობებდა მათ სიყვარულს და პატივისცემას.
გარკვეული პროფესია და საკუთარი მიზანი ქონდა თვითოეულ ბავშვს გულში ამოჭრილი და იმ ფაკულტეტზე შექონდა საბუთები, რაც უყვარდა და უნდოდა.

დღეს? დღეს რა ხდება ხალხო, ჩემი შეხსენება გინდათ? რა მოვთხოვოთ, ჩვენს შვილებს,რომლებიც ტელეეკრანებს მიჩერებული ხვალ რაღაც საშინელებას მოელიან, რომლებიც დედას და მამას მონატრებული ბებიებთან და ბაბუებთან იზრდებიან,და ტელეფონის თვიტოეულ დაწკრიალებაზე გული უჩერდებათ, რომ ეს ალბათ წლების უნახავი დედა ან მამა ურეკავს. ზოგი კი დახვალინდელი დღის მოლოდინში აკანკალებს, რომ პურია არ ექნება ოჯახს. აირჩევენ პროფესიას?- სულ სხვა პროფესიის შეძენა უწევთ. აგერ უძარმაზარი თანხაა ინსტიტუტში შესატანი და რა ქნას ოჯახმა?- დარდობს და ნერვიულობს ახალგაზრდა.
ამ ცხოვრებამ შვენი შვილები, ბავშვები- დააბერა და დააბრძენა. მათ არ უგრძვნიათ ბავშვობის სიტკბო და სილაღე.
ჩვენ, ვერაფერს ვერ ვიზამთ, ალბათ ეხლა ასეთი თაობაა საჭირო.
მაპატივეთ, თუ კი ვინმეს ცრემლი მოვგვარე და გული ვატკინე. მერე კიდევ გავაგრძელებ საუბარს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
იყო მშვენიერი დრო, როცა ბავშვები გვერქვა.

გვანებივრებდნენ შესაძლებლობისდაგვარად.

ეხლა ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი ბავშვები.

ჩვენ როგორ "ვანებივრებთ" მათ?

/ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, პირადულზე არავინ გადაიტანოს. ვიცი რომ ბევრს, შვილები სამშობლოში გყავთ და ის გულის ტკივილიც ვიცი,შვილის მონატრება რომ ჰქვია, თითქმის 2 წელი,მეც შვილების გარეშე ვიარსებე./
უბრალოდ, რას მოვიმოქმედებთ, ჩვენი შვილების მომავლისათვის.

მხოლოდ მაინტერესებს: ჩვენ,ჩვენი ბავშვობისას, გვქონდა რაღაც მისწრაფებები,გვყავდა ჩვენი იდეალები.

ეხლა,როგორ ცხოვრობენ და რითი სუნთქავენ ჩვენი შვილები?

რას ფიქრობენ მომავალზე?

გახსოვთ ალბათ, ან ინჟინერი, ან იურისტი ან კიდევ ექიმი უნდა გამოსულიყავი.

დრო იყო ასეთი.

გამოვეხმაუროთ ამ თემას და მეც ჩემი მხრიდან მოგახსენებთ.

16 და 12 წლის გოგონები მყავს.

საოცარი და მანამდე ჩემთვის გაუგონარი აზრები "აწუხებთ".

ნელ-ნელა მეც მოგაწვდით ხმას.

მადლობა წინასწარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩვენს თაობას არაჩვეულებრივი ბავშვობა გვქონდა,რათქმაუნდა მათ შორის მეც.დღესაც იმ წარსულით ვსულდგმულობ.დღევანდელ ბავშვებს ძალიან რთულ დროში უწევთ ბავშობა,ამდენი უდედოდ დატოვებული ბავშვი("აბა მითხარი უდედოდ,გაზრდა ვინა სთქვა შვილისა"),რათქმა უნდა არ არის იოლი.როგორც დედა მე ყოველთვის მეტად რბილი დედა ვიყავი,მითუფრო ახლა როცა ასე შორსა ვარ მათგან.ქართული ანდაზაა-"შვილი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო".რასაც ვერასდროს ვერ ვახერხებდი,ჩემი ბუნებიდან გამომდინარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემო ქართველებო,ეს თემა ორი დღის წინ შემოვიტანე.
შემთხვევითი არ ყოფილა.
დაახლოებით 3 საათში,/ეხლა ღამის 12-ია/ჩავსვავ მანქანაში და აეროპორტისკენ ჰერი-ჰერი,არცერთს არ სძინავს.
6 წელზე მეტია წამოყვანილები მყავს.
ერთი ციდა წრუწუნები ჩამოვიყვანე და დიდ გოგონებს უშვებ უკან.

სიმართლეს გეტყვით, ცოტა ვფრთხილობ, აქ ჩემს ჭკუაზე გავზარდე, ვაითუ ვეღარ იგუონ იქაური,ახლანდელი მდგომარეობა.

მშობლები მომახსენებენ ყველაფერს, ვნახოთ ერთი, რა შვილები გაუზარდე ქვეყანას.

ერთ თვეში დასკვნა-ს მოგართმევთ.

ეჰჰ, გული და სული, თან მიაქვთ ამ მამაძაღლებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
ჩემო ქართველებო,ეს თემა ორი დღის წინ შემოვიტანე.
შემთხვევითი არ ყოფილა.
დაახლოებით 3 საათში,/ეხლა ღამის 12-ია/ჩავსვავ მანქანაში და აეროპორტისკენ ჰერი-ჰერი,არცერთს არ სძინავს.
6 წელზე მეტია წამოყვანილები მყავს.
ერთი ციდა წრუწუნები ჩამოვიყვანე და დიდ გოგონებს უშვებ უკან.

სიმართლეს გეტყვით, ცოტა ვფრთხილობ, აქ ჩემს ჭკუაზე გავზარდე, ვაითუ ვეღარ იგუონ იქაური,ახლანდელი მდგომარეობა.

მშობლები მომახსენებენ ყველაფერს, ვნახოთ ერთი, რა შვილები გაუზარდე ქვეყანას.

ერთ თვეში დასკვნა-ს მოგართმევთ.

ეჰჰ, გული და სული, თან მიაქვთ ამ მამაძაღლებს.

კეთილ მგზავრობას და ბედნიერად ჩამოFრეენას ვუსურვებ შენს ცოლ-შვილს ჩემო ძმაო.
გიორგიიიიი მაგრადადაექ მაგრრრადა.შენს მაგივრადაც გაიხარებენ შენი კეკლუცი შვილები

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ღმერთო ძლიერო! ნურცერთ დედას და მამას ნუ დააშორებ შვილთან. ამინ!

ჩემს გარდასულ ბავშვობას ვუძღვნი

დავდივარ დაცლილი და ტვინგამოცლილი
ათასი ფიქრი მათოვს,
ჩემი თბილი კერა, საყვარელ მშობლები,
ტკბილი სიზმარივით მახსოვს.
ჩემი მამიკო, ბლის ხეზე გასულა
შავი ბლის კუნჭულებს მაძლევს,
ყურებზე ვიკიდებ,
ტუჩებზე ვითხუპნი,
სარკეში შევხარი სახეს.
დედა კი მეძახის,- ტყემალს მოურიეეეე!-
გიზგიზებს, ტკაცუნებს ცეცხლი,
ნეტავ მოაბრუნა,
ის დრო სანატრელი,
არ მინდა ოქრო და ვერცხლი.
ცხოვრების კინო-კადრი,
კვლავაც დატრიალდა,
უკვე მყავს ორი შვილი,
მოყვარულ ქმარი,
ლამაზი ეზო- სახლი
და ჩვენი ოჯახი ტკბილი.
დავტოვეთ, წავედით,
და დაცარიელდა
სახლები და ჩემი გული,
სიცივე სუფევს, ჩემს ირგვლივ ყველგან,
საბრალოდ ჰკივის სული.
ჩემი მშობელთ საფლავთ ცრემლები აკლიათ და
ის ცრემლი ნამავს ბალიშს,
ჩემი გულიდა სული მკვდარია
არაფერს არ შეჰხარის.
გველეშაპს ვერკინები
ჩემს წინაშე დგას,
ცხრათავიანი დევი,
ერეკლეს ხმლით და ირმისას მუხლით
მოვიგებ, გჯეროდეთ ჩემი.
და იმ დევს შევმუსრავ,
ცალ-ცალკე დავაჭრი
მას იმ საძაგელ თავებს,
მე სურას ავავსებ, უკვდავების წყლით,
და წავალ ქართველთ მხარეს.
ავალ იალბუზზე,და მთვარეს ხელს ვსტაცებ,
უჩუმრად გადვიფრენ მთასა,
ვაპკურებ ქართველთ, უკვდავების წყალს,
ვით ბალახს, დილის ნამსა.
რომ კვლავაც მესმოდეს, ყოველი ეზოდან,
დედიკოოოოოოოოო!-აქა ვარ შვილო,
მერე მაქვს უფლება, ჩემს თბილ ლოგინში,
მშვიდად რომ დავიძინო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მშვეენიეერი ლეექსიაა აფლოდისმენტები.. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანა მაგარიაააა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მადლობა ყველას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემი ბავშვობააააა ოოოოო ეგ ძალიან ძნელი ამბავია მგონი დაბადებიდან
ვმუშაობდი ეგრე მახსოვს.გვიჭირდა ,სახში პური არ იყო.მერე ჩემი თყუბი
დების გარდაცვალება . არ მინდა გახსენება.მერე სკოლა.სიყვარული მე8 კლასში
აერთი ნატელი წერტილი ჩემს ჩხოვრებაში მერე 2 შვილი მერე უმაღლესი
აღარ მინდა გავაგრძელოოოო..........

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts45
კარმა1
OFFLINEPROFILE
ბავშვობა მართლა მაგარი რაგაც არის.
მარტალია მე ჯერ კიდევ ბავშვად ვითვლები მარა ისეთი აგარ ვარ როგორიც ადრე ვიყავი.
დედაჩემი მეუბნება ხოლმე ძალიან ხშირად რომ გამოიყენე ეს წლები რადგან გავა დრო და მოგენატრებაო. მართალიცაა ხანდახან ვნატრობ რომ ვიყო 5 ან 8 წლის.
რაც აქ ჩამოვედი ის ბავშვური სიტუაცია აგარ მქონდა 15 წლის ვიყავი ბებოსტან რო ცავედი სამუშაოდ აი მაშინ დასრულდა ჩემი ფერადი ცხოვრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
aninana wrote:
ციტატა:
ბავშვობა მართლა მაგარი რაგაც არის.
მარტალია მე ჯერ კიდევ ბავშვად ვითვლები მარა ისეთი აგარ ვარ როგორიც ადრე ვიყავი.
დედაჩემი მეუბნება ხოლმე ძალიან ხშირად რომ გამოიყენე ეს წლები რადგან გავა დრო და მოგენატრებაო. მართალიცაა ხანდახან ვნატრობ რომ ვიყო 5 ან 8 წლის.
რაც აქ ჩამოვედი ის ბავშვური სიტუაცია აგარ მქონდა 15 წლის ვიყავი ბებოსტან რო ცავედი სამუშაოდ აი მაშინ დასრულდა ჩემი ფერადი ცხოვრება

ანინანა, გული დამწყვიტა შენმა წერილმა: 15 წლის ვიყავი ბებოსთან წავედიო სამუშაოდ რომ წერ. ჩემი მეგობრული რჩევაა მაქსიმალურად დაზოგე ყოველი კაპიკი და ისწავლე. ამაზე უკეთესი ინვესტიცია არ არსებობს, მითუმეტეს ამერიკაში.

გისურვებ წარმატებებს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts45
კარმა1
OFFLINEPROFILE
ბარბი მადლობ მეგობრული რჩევისთვის, ეგრეც ვაკეთებ მე ასევე ვსწავლობ აქ ეგ ერთადერთი პერსპექტივაა ამერიკაში.
სამსახურიც გამიუმჯობესდა უკვე ძიძად ვმუშაობ მარა არა ხშირად.
რას ვიზავთ ესეთია ეს ცხოვრება

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ჩვენ და ბავშვები
დესპანი