↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
რა ჰქვია ორ, ან რამდენიმე სხვადასხვა ზომის ტყავგადაკრულ ქოთანს, რომლებიც სხვადასხვა ჟღერადობის და სიმაღლის ბგერებს გამოსცემენ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
დიპლიპიტო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ელჩი,მართალიაააა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბაზი ყოჩაღ! კომპი ხარ ნამდვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ვიღაცეების რაღაცეები რომ იცით საქართველოზე თუ გაგეგებათ ჰმ=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

საიდან წარმოიშვა ქართული ასომთავრული დამწერლობა ???????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
gaga wrote:
ციტატა:
ვიღაცეების რაღაცეები რომ იცით საქართველოზე თუ გაგეგებათ ჰმ=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

საიდან წარმოიშვა ქართული ასომთავრული დამწერლობა ???????

ეგ ვიცით, თუ ვიცით აბაა.

შენ ჰე ფარნავაზ, ჰქმენ ერთ მთავრობა და მიეც ქართველთ წიგნი პირველი.

თავიდან ხუცური დამწერლობა გვქონდა.
მხოლოდ ეკლესიაში იხმარებოდა ეს ანბანი.
ხალხი გაუნათლებელი იყო მაშინ.

ხუცური ასომთავრულმა შეცვალა.
ბევრად გაადვილებული იყო.

მე-9 საუკუნეში,ნუსხური გამოჩნდა.

მე-11ში მხედრული.

18-ე საუკუნიდან, ადგილი დაიმკვიდრა დღევანდელმა ანბანმა.
გვქონდა 38 ბგერა.
შემდგომ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
შემდგომ, ილია ჭავჭავაძემ, ხუთი ბგერა ამოიღო და მივიღეთ დღევანდელი ანბანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მე ვფიქრობ ეს მასალა ყველას დააინტერესებს.

ფესტოსის დისკო _ კოლხური ოქროდამწერლობა

სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის _ საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი “ფესტოსის დისკოს” წარწერის ჩემს მიერ ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე სრულ გაშიფვრას.

1. “ფესტოსის დისკოს” ისტორია
1908 წ-ს იტალიელმა არქეოლოგმა ლ. პერნიემ “ფესტოსის დისკო” აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850_1600 წწ-ით. ამჟამად თიხის დისკო ინახება ირაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში.
1992 წ-ს ვლადიკავკაზში ნაპოვნი იქნა “ფესტოსის დისკოს” მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი, რომლის შესახებ ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა: “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა”.
ამ დრომდე იყო “ფესტოსის დისკოს” ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები ძველ ენებზე (მაგ.: ბერძნული დიალექტები, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.).
დისკოს იკვლევდნენ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები: სერ არ. ევანსი, ელ. კობერი, მ. ვენტრისი, ჯ. ჩედვიკი და სხვები.
ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰ. რ. ძებიშმა 1988 წ-ს ბუდაპეშტში, ეირენეს საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა პროტოქართულია. ის თავის წიგნში (“პელაზგური _ იბერიული ენა”) ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა”.
წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ედ. შვიცერმა, ფ. შახერმეირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, ვლ. გეორგიევმა, აკ. ურუშაძემ, ედ. ფურნეემ, თ. გამყრელიძემ, რ. გორდეზიანმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა.

2. ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს” წარწერის გაშიფვრის შედეგები
ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე:
I. კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირბის,” ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა კოლხურია;
წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების დედაღვთაების კიბელეს ქურუმები _ კორიბანტები კოლხთაგანნი არიან და დამწერლობის _ კირბების შექმნა მიეწერებათ, ამბობს სტრაბონი (აკ. ურუშაძე).
კირბებზე ცნობა შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: კრატინემ, ლისიამ, პლატონმა, თეოპომპე ქიოსელმა, აპოლონიოს როდოსელმა, აპოლოდოროს ათენელმა, სტრაბონმა, პლუტარქემ და ა.შ.
II. დისკოზე დაბეჭდილი ნახატნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა”;
“კოლხური ოქროდამწერლობის” შესახებ ცნობები უმთავრესად შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: ევჰემეროსმა, ხარაქს პერგამონელმა, იოანე ანტიოქელმა და ევსტათეოსმა.
III. მისი ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას”, რომელიც ეძღვნება პელაზგურ-კოლხურ დიდ დედაღვთაება ნანას.
მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (ეპისკოპოსი პორფირი უსპენსკი, 1877 წ.; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე; პროფ. დ. სუმბაძე).

P.შ. ზემოხსენებული გაშიფვრის შესახებ სიუჟეტები გავიდა ტელეკომპანიებში (“იმედი” _ 17.06.2006; “რუსთავი 2” და სსმ _ 25.12.2006). მეცნიერული ნაშრომი (რეზიუმე) გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულში (“ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი”, VIII ტ., თბილისი, 2006, გვ. 331-347) და სტატიები დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში (“ცისკარი”, #28; “ასავალ-დასავალი”, #46; “სარკე”, #51; “დიოსკურია”, #37, 2006). იხ: “რუსთავი 2”–ის სუჟეტი: auto http://up.aqache.com/?act=download&st=4&f=3pEeMl8o37QD. უფრო დაწვრილებით დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება იხილოს ჩემს წიგნში, რომელიც, სპონსორის გამოძებნის შემთხვევაში გამოქვეყნდება ახლო მომავალში.

მათემატიკოსი გია დ. კვაშილავა auto giakvashilava@yahoo.com

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ბაზი-კარგი ხარ.

შეკითხვა: რას ნიშნავს სიტყვა-- ხახალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
ბაზი-კარგი ხარ.

შეკითხვა: რას ნიშნავს სიტყვა-- ხახალი?

ხახალი --- დაწნული ტაბაკი - (корзинка плетеная.)

http://slovarus.info/gru_1812.php

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
პასუხი მისაღებია.

მე უფრო სხვანაირად ველოდი ახსნას, მაგრამ ესეც საკმარისია.

ხახალი-არის წნელისგან/ტირიფის წვრილი ტოტებისგან/ მოწნული, დიდი ლანგარი.

გამოიყენება ჩირის გასაშრობათ, ხილის დასალაგებლად.

და ყველაზე მთავარი.

ხახალზე უნდა დალაგდეს, მოხარშული "ცოცხალი" და ისე უნდა გაგრილდეს სარდაფში.

"ჰაერაცია" ააქვს ძლიერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
არც ერთი არ არის მართალი ქართული ასმოთმთავრული დამწერლობა წარმოიშვა შუმერების ანბანიდან და თვითოეულ ასოს აქვს თავისი დანიშნულება და ღვთაება =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
gaga wrote:
ციტატა:
არც ერთი არ არის მართალი ქართული ასმოთმთავრული დამწერლობა წარმოიშვა შუმერების ანბანიდან და თვითოეულ ასოს აქვს თავისი დანიშნულება და ღვთაება =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ეგ იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ქაფიანიძის კვლევას დაუჯერებთ.

მე, ყაუხჩიშვილის,ჯანაშიას,ჯავახიშვილის,ურუშაძის და გორდეზიანის კვლევებს ვენდობი.

რაც შეეხება ასოების მნიშვნელობას, ყველა იმ ძირითად 14 ანბანში,რომელიც მსოფლიოში არსებობს, ყველა ანბანში თითოეულ ბგერას, თავისი მნიშვნელობა აქვს. ანუ ყველა ასო, იეროგლიფს წარმოადგენს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
რაც შეეხება ქართულ ანბანს, მის წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს. ყველაზე მეტად აპრიორებული დღეისთვის სწორედ ყაუხჩიშვილის, ჯავახიშვილის,ჯანაშიას და გორდეზიანის მოსაზრებანია, რომელთა მიხედვით ასომთავრული ანბანი ქრისტიანული ეპოქის ქმნილებაა.ეს მოსაზრება კიდევ უფო გამყარდა მცხეთის სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადთან, უშუალოდ კედლის მომიჯნავედ აღმოჩენილ III-IV სს-ით დათარიღებულ ქვასამარხში აღმოჩნდა II-III სს.-ის ქართლის აქამდე უცნობი მეფის - “უსტამოსის” კარის მწიგნობართუხუცესის კუთვნილი საწერი მოწყობილობანი ბერძნულად შესრულებული ზედწერილების თანხლებით.ამ ფაქტის არსებობა წამოჭრის კითხვას-თუ მეფის კარზე არ იყენებდნენ ასომთავრულს, მაშინ ვინ ?
მაგრამ , რა ვუყოთ ნეკრისში გათხრებისას აღმოჩენილ საფლავის ქვებს უძველესი ქართული წარწერებით. მეცნიერები მათ III-I ჩვენს წელთაღიცხვამდე საუკუნით ათარიღებენ.
ამდენად,პარალელურად მრავალი სხვა მოსაზრბის არსებობა მეტყველებს, რომ ამ საკითხის კვლევა დასრულებული არ არის. ვინაიდან, არსებობს ვარაუდი, რომ ქართული ანბანი შუმერების დროისაა, არც ეს არ არის გამოსარიცხი.
აქვე დავამატებ, რომ ასომთავრული, როგორც სახელი ქართული მრგვლოვანი ალფავიტის, უფრო გვიან პერიოდს ეკუთვნის, პერიოდს როდესაწ ქართულ წერილობით ძეგლებში დაიწყეს ე.წ. "კაპიტალ" ასოების გამოყენება წინადადების დაწყების დროს.=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ეს ყევლაფერი უფრო ძველია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და საერთოდ ქართველური ტომები საიდან არიან ბიბლიდანაც კარგად ვიცით და ნოეს წარმომავლობა შუმერებს უკავშირდება =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

დასკვნა თქვენ გააკეთეთ =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
დესპანი