↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ მამუკა, მე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს ვიდრე ჩემებს საქართველოში. რა ხდება ვერ გავიგე.

პიკა,მეც თავბრუ მაქვს დახვეული, ათას სხვადასხვა ინფორმაციას ვუსმენ და ერთნაირი არცერთი არ არის, რას და ვის დავუჯერო აღარ ვიცი, გამისკდა გული. ღმერთო, შენ გადაარჩინე საქართველო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ღამის განმავლობაში კიდევ სამი რუსული თვითმფრინავია განადგურებული

წუხელ ქართულმა არტილერიამ ცხინვალს მორიგი დარტყმა მიაყენა. ცხინვალი პრაქტიკულად დაცლილია.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი იუწყება, ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია კიდევ სამი რუსული თვითმფრინავი. სულ ქართულმა შენაერთებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
ქართული საჯარისო ფორმირებები არათუ ინარჩუნებენ გასულ დღეებში დაკავებულ პოზიციებს, არამედ ცდილობენ, დაიკავონ სხვა პოზიციებიც.
ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება ერაყიდან 2000 ქართველი ჯარისკაცის სასწრაფოდ გამოყვანის შესახებ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ამიხსენით ხალხნო რა ხდებაქართულ ტელევიზიაში.რუსულია რხები მხოლოდ ცხინვალზე გადმოსცემენ ჩვენები მულტიკს გვაყურებინებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
რუსთავი 2 ის პოლიტიკა გაუგებარია... ალბათ ერიდებიან პანიკას მაგრამ ასე ხომ უფრო უარესია.... შეიძლება მულტFილმები და ტელესერიალები გადიოდეს როცა საქართველოს ბედი წყდება?... ჩემებს დავურეკე და მე მოვუყევი რაც ხდება ინფორმაციის ვაკუუმი შეიქმნა საქართველოში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
დაიცყო, გვეშველა. ეს რა მოკლე ჩართვა იყო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნუ ნერვიულობთ ქართველები ცხინვალს აკონტროლებენ გუშინ დილის 4 საათზე კიდევ ველაპარაკე ჩემ მეგობარს რომელიც პირველ ხაზზეა, როცა დავრეკე იმ მომენტში ეძინა კიდეც მითხრა ნელ ნელა წინ მივიწევთო, რაც შეეხება ავლაბრის ევაკუაცია ტყუილია 1 კაციც კი არ გასულა არც მეტრო არ იყო ღია როგორც გამოაცხადეს, საინფორმაციო ომი უფროა ახლა ვიდრე საომარი. ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება იმედი გვაქვს ყველას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
თავიდან, მეც ძალიან განვიცდიდი ინფორმაციის უქონლობას, ჩვენი სატელევიზიო არხებიდან.

გახსოვთ, 15 წლის წინ, ყველაფერს რომ ლაპარაკობდნენ ტვ-ში, მე მგონი ჭკუა ისწავლეს.

ეხლა ვამართლებ მათ სტრატეგიას.

მხოლოდ, მულტფილმებს, რეკლამებს და ბრაზილიურ სერიალებს ნუ გვაყურებინებენ რა.

ჩართონ მრავალჯერ ნანახი:მაია წყნეთელი,გიორგი სააკაძე, ბაშიაჩუკი და ასეთი მრავალი გვაქვს.

უფრო, ერის გამაძლიერებელი და გამამხნევებელი გადაცემები უნდა გვაყურებინონ.

აბა, ბრაზილიური სერიალი მინდა ეხლა მეე.

კაცი დასაბმელი ვარ უკვე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარე თეკლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
გუშინ ასევე გამოაცხადეს გზები გადაკეტილიაო,და აქაც დავწერე, მაგარმ დღეს ჩემი ნათესავები წავიდნენ დასავლეთში, ალბათ ცოტა ხანში შევძლებ მობილურზე დაკავშირებას და მეტყვიან თუ რა სიტუაციაა გზებზე. გაგაგებინებთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
9 აგვისტო, 2008
სასწრაფოდ!! ფოთისა და სენაკის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსული სამხედრო ავიაციის მიერ ფოთის პორტისა და სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება.
ფოთის რაიონში სამი ბომბი იქნა ჩამოგდებული. ერთ-ერთი პორტის რაიონში ჩამოვარდა, მეორე ფოთის ტერმინალში, ხოლო მესამე - სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილში. ფოთის მერმა ვანო საღინაძემ აღნიშნა, რომ ფოთში მობილიზაცია გამოცხადდა, დაჭრილები საავადმყოფოში გადაყავთ.

სენაკში შაბათს ღამით დაიბომბა სამხედრო ნაწილი, სადაც განლაგებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 სახმელეთო ბრიგადა. ბომბების აფეთქების შედეგად დაზიანდა ყაზარმები, სამხედრო ინფრასტრუქტურა. სამხედრო მოსამსახურეებმა დატოვეს ბაზა. კიდევ ერთი ბომბი სენაკის სარკინიგზო სადგურს დაეცა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
ხალხო გამარჯობათ.გისურვებთ მშვიდბას.გადვირიეეეეეეეეეეეეეეეეეე-რამ გადარია რუსთავი2,ტელესერიალების დროა ახლააააააააააა?საქრთველოში არ ამბობენ,მაგრამ გერმანიის ყველა საინფორმაზიო გადმოსცეს,რომ 1500მდე მკვდარია.ისე გერმანია აზხადებს რომ სამხრეთ ოსეთი-საქართველოს განუყოფელი ნაწილია.მარა რად გინდა ყბედობენ მარტო...არა მაინც გუშინ დაიწყეს ,როცა მთელი მსოფლიო ჩინეთისკენაა გადართულიი...თუ ვინმეს ახალი ინფორმაციაა აქვს -დაცერეთ რაააააააააააა გასკდა გულიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
საქართველოს გზებზე სიწყნარეა, ყოველშემთხვევაში თბილისიდან ქუთაისამდე ასე მითხრეს, მაგრამ ზუგდიდიდან ვერ გამოდის მოსახლეობაო გზები აფეთქებულია. თამარაშენიდან ჩემ ახლობელს დაურეკეს და უთხრეს რომ ცხინვალს რუსები აკონტროლებენო რამდენად სიმართლეა არ ვიცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
9 აგვისტო, 2008
რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროპორტი დაბომბა
რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროპორტი დაბომბა.
ამის შესახებ ქუთაისიდან “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, არსი მსხვეროლიც.

ამასთან, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია წუხელ განხორციელდა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
ახლა მოვუსმინე გერმანულ საინფორმაციოს-ზხინვალი განადგურებული და დანგრეულია,საავადმყოფოც კი.არ მინდა პროპაგანდაში ჩამეთვალოს,მაგრამ აქ ამბობენ,,რომ თითქოს და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შიში რომ თბილისიც არ დაიბომბოს.მაპათიეთ თუ შეგაშფოთეთ,მაგრამ ეს ჩემი მოგონილი არაა,გერმანელი ჟურნალისტები აცხადებენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
9 აგვისტო, 2008
ღამის განმავლობაში კიდევ სამი რუსული თვითმფრინავია განადგურებული
წუხელ ქართულმა არტილერიამ ცხინვალს მორიგი დარტყმა მიაყენა. ცხინვალი პრაქტიკულად დაცლილია.
ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია კიდევ სამი რუსული თვითმფრინავი. სულ ქართულმა შენაერთებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

ქართული საჯარისო ფორმირებები არათუ ინარჩუნებენ გასულ დღეებში დაკავებულ პოზიციებს, არამედ ცდილობენ, დაიკავონ სხვა პოზიციებიც.

ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება ერაყიდან 2000 ქართველი ჯარისკაცის სასწრაფოდ გამოყვანის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი